ქართველიშვილი ელენე - გალაკტიონს - 3
გალაქტიონ! გალაქტიონ! ორჯერ ვიყავით მე და ქეთო. ბარათიც გამოგიგზავნეთ. პორტრეტს ისე ცოტა სჭირდება კიდევ. ჩემებურად, საუცხოვო რამე იქნება, იშვიათი და შენ კი დაიკარგე, დაიკარგე. გული გვატკინე: ქეთოს, როგორც მხატვარს და მეც, როგორც ამ ამბის მონაწილეს. იცი, რომ დაგვიანება შეუძლებელია. ამიტომ მოიკრიბე ძალა და წამოდი, წამოდი დილიდანვე, არ გაიხედო გვერდზე! თუ პოეტი დამიჯერებს, უნდა ასე მოიქცეს. აუცილებლად ასე.
ელი ქართ.
15. 2. 39 წ.