შუალედი - დან - მდე
 
 


ქართველიშვილი ელენე - გალაკტიონს - 2


     ძვირ­ფა­სოგა­ლაქ­ტი­ონ!

     გე­ლო­დით. ღვი­ნოც კარ­გი მო­ვამ­ზა­დეთ. არ მოხ­ველ. შევ­წუხ­დით: გუ­შინ ხმა გქონ­და წა­სუ­ლი. გვაც­ნო­ბე, რო­გო­რა ხარ. სუ­რა­თის დამ­თავ­რე­ბა ქე­თო­სათ­ვის ისე­ვე აუცი­ლე­ბე­ლია, რო­გორც შენ­თ­ვის დაწყე­ბუ­ლი ლექ­სის და­ბო­ლო­ვე­ბა. მით უმე­ტეს, რომ გა­მო­ფე­ნა ახ­ლოვ­დე­ბა და ის, შე­საძ­ლე­ბე­ლია, უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­დეს. ასე, ჩე­მო დი­დო პო­ე­ტო, საყ­ვა­რე­ლო პო­ე­ტო, გა­მო­ი­ჩი­ნე გმი­რო­ბა, ხა­სი­ა­თის სიმ­ტ­კი­ცე და სუ­რა­თი და­ამ­თავ­რე­ბი­ნე. სე­ან­სის შემ­დ­გომ ღვი­ნო აქაც გვექ­ნე­ბა და ჩვენც სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­ლევთ შენ­თან ერ­თად. ნუ და­გა­ვიწყ­დე­ბა, რომ ქე­თოს არ უნ­და ვაწყე­ნი­ნოთ. თუ კარ­გად ვე­რა ხარ, ნე­ბა მოგ­ვე­ცი, ვიზ­რუ­ნოთ შენ­ზე. ხვალ დი­ლით ყო­ველ მი­ზეზს გა­რე­შე, უნ­და ამოხ­ვი­დე აქ. მეც მო­ვალ. ქე­თოს უნ­და შე­ნი ნახ­ვა დღე­საც, მაგ­რამ დღე­ის იმე­დი უკ­ვე აღარ გვაქვს.

                                                                                        მთე­ლი გუ­ლის სით­ბო­თი შე­ნი მე­გო­ბა­რი ელი ქარ­თ­ვე­ლიშ­ვი­ლი
                                                                                                                                                                  ქ. ტფი­ლი­სი, 23. I. 39 წ.