შუალედი - დან - მდე
 
 


გუჯაბიძე პროკოფი - გალაკტიონს


     ძვე­ლიქუ­თა­­სისდრო­ინ­დე­ლომე­გო­ბა­როგა­ლაკ­ტი­ონ!

    მი­ი­ღე სა­ლა­მი „პა­ტა­რა“ კა­ცი­და­ნაც. მე მი­ხა­რია, რომ ორ­დე­ნო­სა­ნი პო­ე­ტი ხარ ამ ჟა­მად. ვკითხუ­ლობ შენ­ზე მხო­ლოდ გა­ზე­თე­ბით. მე ვიმ­ყო­ფე­ბი ამ ჟა­მად სოფ­ლად. ვცხოვ­რობ ცუ­დათ – კარ­ჩა­კე­ტი­ლად. ცხოვ­რე­ბა ჩემ­თ­ვის უამუ­რი გახ­და და არ ვი­ცი – რის­თ­ვის (?!). ალ­ბად, და­ვიმ­სა­ხუ­რე, მაგ­რამ ჯერ ვერც ის გა­ვი­გე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყო­ველ­გან (ცენ­ტ­რ­ში – რა­ი­ონ­ში) ვსთხოვ და მო­ვითხოვ ამ­ხა­ნა­გე­ბი­დან...
     თბი­ლის­ში რომ თა­ვი­დან მოვ­ხ­ვედ­რი­ლი­ყა­ვი მეც, ეგებ ჩემ­თ­ვი­საც შექ­მ­ნი­ლი­ყო ის სა­ა­მუ­რი ცხოვ­რე­ბა, რო­მელ­ზე­დაც ამ­ბა­ვია ამ ჟა­მად. მე ჩა­მოვ­რ­ჩი ცხოვ­რე­ბას ახალს, იმ დროს, რო­დე­საც ძველ ცხოვ­რე­ბას სიყ­რ­მი­დან­ვე ვებ­რ­ძო­დი. თუ და­ვა­შა­ვე და და­ვიმ­სა­ხუ­რე – მე რა­ტომ არ ვი­ცი, „თუ გავ­ფ­ლან­გე – რა­ტომ მშია“ და ა. შ. (?!).
     დას­კ­ვ­ნა: ახა­ლი თბი­ლი­სი მინ­და მო­ვი­ნა­ხუ­ლო და უსახ­ს­რო­ბის მი­ზე­ზით საშ­ვა­ლე­ბა არა მაქვს. გა­ლაკ­ტი­ონ! გად­მო­მა­სეს­ხე 50 მა­ნე­თი შენ და 50 მა­ნე­თიც კო­ლია მი­წიშ­ვილ­საც უთხა­რი ჩემს მა­გი­ერ. 100 მა­ნეთს ვე­ლო­დე­ბი ფოს­ტით. გა­გე­ცი­ნე­ბა ეს ამ­ბა­ვი, მაგ­რამ ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბა. კო­ლი­აც მიც­ნობ­და ერთ დროს და ისიც აღარ არის პა­ტა­რა კა­ცი.
     პა­სუხს ვე­ლო­დე­ბი.

                                                                                                                                                               პ. გუ­ჯა­ბი­ძე (ას­კა­ნე­ლი)
                                                                                                                                                      20. XI. 36 წე­ლი. ს. მთის­პი­რი
     მი­სა­მარ­თი: მთის­პი­რი, მა­ხა­რა­ძის რა­ი­ო­ნი, პრო­კო­ფი გუ­ჯა­ბი­ძე.