ფაჩულია ს. - გალაკტიონს - 2
პატ. გალაქტიონ!
ვინაიდან 16/X-ში მომხსენებელი შ. რადიანი სხვაგან ყოფილა დაკავებული, იძულებული გავხდით, თქვენი შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო გადაგვეტანა 19/X-სათვის.
ამრიგად, საღამო ეწყობა სახ. უნივერსიტეტში 19 ოქტომბერს, საღ. 8 საათზე. გთხოვთ, ნაცვლად 16-სა დაგვესწროთ 19/X-ს.
ტ.ს.უ. ს. ფაჩულია
სახ. უნივერსიტეტი. 14. X. 36 წ.