პლატონ ქიქოძე
ამხ. გალაქტიონ!
თქვენ დამპირდით და პატიოსანი სიტყვა მომეცით, რომ ლექსს მომაწოდებთ. მე ველოდი და აღარ შემოიარეთ სასახლეში. ხვალ გამოსავალ დღეს მთელი დღე ვმუშაობთ 4 საათამდე სასახლეში, რედაქციაში. თემა ხომ გახსოვთ? ნომერი მიძღვნილია სოციალისტური სამშობლოს საკითხებზე. თუ მასალა გჭირდებათ – მე მაქვს.
პატივისცემით პ. ქიქოძე
23. X. 34 წ.