ჩარკვიანი გრიგოლ გალაკტიონს - 3
ძვირფასოძმაოგალაკტიონ!
უპირველეს ყოვლისა სულით და გულით გილოცავთ ოცდა ხუთი წლის იუბილეს. გარდა ამისა, გისურვებთ მოსწრებოდეთ ორმოცდა ათი წლის გადახდას.
გალაკტიონ, შენი ჭირიმე, მეოთხე წერილს გიგზავნი. რას ნიშნავს, არ ვიცი, პასუხი არ მიმიღია. ნუ თუ ამდენი ხანი ვერ შემიგროვეთ ჩემი სიით ფული. მიშველე რამე, სრულიად ფეხშიშველი ვარ და მშიერ-მწყურვალი. ამას წინათ ვნახე ლადო ბზვანელი, რომელმაც მითხრა, თითქოს ძალიან გერცხვინებათ ფულის შეგროვება. თუ ძალიან სასირცხვოთ მიგაჩნიათ, იმ შემთხვევაში, უკანვე გამომიგზავნეთ ჩემი სია ამ ადრესით: ქ. ქუთაისი, ვაჟა ფშაველას ქუჩა №12. ამის გარდა, ვინც კი მიცნობს, არა მგონია, ვინმემ დაიშუროს ორიოდ კაპიკის შეწევნა. თუ რამეს გამომიგზავნი, ძალიან დიდი მადლობელი დაგირჩებით. ველი ძლიერ დაჩქარებით პასუხს. ასე, ჩემო გალაკტიონ, აბა, შენ იცი, როგორც განვითარებული და სასახელო, გულ კეთილი, რომელიც დააფასებს ჩემს გაჭირებას და მომაქცევთ ყურადღებას. მე კი დიდ მადლობას გამოგიცხადებთ პრესის საშვალებით. კიდევ გეხვერწებით, ამ ჩემი წერილის პასუხს მალე მომაწვდენთ.
შენი კეთილის მსურველი გრიგოლ ჩარკვიანი
9 დეკემბერი, 1933 წ.