ცეცხლაძე გრიგოლ - გალაკტიონს
ძმაო გალაქტიონ!
როგორც გითხარი, ამას წინად მწერალთა კლუბის გამგეობამ გადაწყვიტა, გამართოს მწერალთა სასახლეში თქვენი შემოქმედების საღამო.
ამ საქმესთან დაკავშირებით, აუცილებელი საჭიროა მე და თქვენი შეხვედრა და მოლაპარაკება. გთხოვ, როგორც მიიღებ ამ წერილს, ნუღარ დააყოვნებ, შემოიარეთ მწერალთა სასახლეში.
პატივისცემით გრიგოლ ცეცხლაძე
1932, 3 დეკემბერი