შუალედი - დან - მდე
 
 


ვასოს


ამხ. ვასო!

მე დღეს მიხდება აფხაზეთში გამგზავრება ჩემთვის მოულოდნელი საქმეების გამო.
ამიტომ საღამო, რომელიც უნდა შემდგარიყო 24 ივლისს, გადავდოთ შემოდგომამდე.
თქვენი ძალიან მადლობელი ვარ ამხანაგური მობყრობისათვის, თეატრი რომ დამითმეთ. ვეცდები, ვიპოვო შემთხვევა, პირადათ გითხრათ მადლობა. ეს ჩემთვის მით უფრო სავალდებულოა, რომ ჩვენში თითქმის არ მოიპოება კაცი, რომელსაც თავის საქმედ მიაჩნდეს ჩვენი ხელოვნების საქმე, და არტისტიული თანაგრძნობით ეპყრობოდეს მას. სამწუხაროა ეს... მაგრამ ასეა.
მაშ, ასე, საღამო გადავდოთ შემოდგომამდე.

თქვენი პატივისმცემელი გ. ტაბიძე

19 ივლისი, 1930