შუალედი - დან - მდე
 
 


ანასტასია ციციშვილს


ქ-ნო ტასო!

დღეს დილით გელოდით აქ, როგორც თვითონ ბრძანეთ, მაგრამ თქვენ არ მობრძანდით... რატომ? თუმცა საქმეთ მმართველი ავად გაგვიხდა და ადრე წავიდა, მაინც შესაძლებელი იყო თქვენთვის სასახლის ბილეთის შოვა...
სასახლეში თქვენ მაინც ბილეთს არ გთხოვენ... რა საოცრებაა. შეიძლება დარაჯების ასე მოჯადოება? ამ მხრით თქვენ სასშიშროებას წარმოადგენთ ჩვენი სახელმწიფოსთვისაც.
ბედნიერი ქალი ბრძანდებით... ქ-ნო ტასო!
აი, ეს... დამავიწყდა თქვენთვის მეთქვა.

გალაკტიონ ტაბიძე

ტფილისი, 1919, 29 იანვარი