შუალედი - დან - მდე
 
 


იოსებ იმედაშვილს


პატივ-ცემულო იოსებ!

ვისურვებ თქვენს დღეგრძელობას და ბედნიერ ცხოვრებას... სხვა, იოსებ, თქვენთან ერთი შესახვეწნელი საქმე მაქვს: თუ შეიძლება, გამომიგზავნეთ თქვენი ჟურნალის სათანამშრომლო ბილეთი.. რომ ჩვენს თეატრში და სხვა რამ დაწესებულებებში, თავისუფლად დასწრების ნება მქონდეს... სხვა და სხვა მიზეზების გამო ქუთაისში დიდხანს ვრჩები.. თუ მოსახერხებელი იქმნება, იმედია, უსათუოდ გამოაგზავნით ამ ბილეთს.. გიგზავნით მარკას.
თქვენი მარადის პატივის-მცემელი გალაკტიონ ტაბიძე

ჩემი ადრესი: Г. Кутаис, Месхетская ул., Месхетский пер., дом Павла Сагирашвили: Галактиону Табидзе.
რეცენზიებს, რა თქმა უნდა, გამოგიგზავნით მეც, თუ მიუდგომლობაში მენდობით. ნუ დააგვიანებთ..

გ. ტაბიძე

[1914 წელი]