შუალედი - დან - მდე
 
 


ახვლედიანი დარია - გალაკტიონს - 2


     ძვირ­ფა­სოძმაოდამე­გო­ბა­როგა­ლაქ­ტი­ონ!

     მე კი მე­გო­ნა, ერ­თხელ მა­ინც მნა­ხავ­დი, მაგ­რამ არ ვი­ცი, რა მო­საზ­რე­ბით არ მნა­ხე. ამა­ზე შემ­დეგ. გა­ლაქ­ტი­ონ ჩე­მო, აი, რა­სა გთხოვ და მო­მის­მი­ნე. მე გან­ვიც­დი ნივ­თი­ერ უკი­დუ­რე­სო­ბას. ასე რომ, პუ­რის ფუ­ლიც არა მაქვს. მე ორ­შა­ბათს გა­მოვ­დი­ვარ სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­დან. ჩე­მი სახ­ლ­ში მოს­ვ­ლა და ისევ ავად გახ­თო­მა ერ­თი იქ­ნე­ბა. შე­მო­მე­სე­ვა წვრი­ლი მე­ვა­ლე­ე­ბი და სულს ამო­მახ­ვ­დე­ნენ მე ავად­მ­ყოფს. წა­მა­ლი, ჭა­მა და რა ვი­ცი, რამ­დე­ნი რა მინ­და, მე კი შა­უ­რის პატ­რო­ნი არა ვარ. ამი­ტომ გთხოვ, იქო­ნიო იმ­დე­ნი კაც­თ­მოყ­ვა­რე­ო­ბა ან სიბ­რა­ლუ­ლი მა­ინც, თუ პა­ტი­ვის ცე­მა არა და და­მეხ­მა­რე, დიდ პო­ე­ტუ­რად მა­სეს­ხე ფუ­ლი ხუ­თა­სი მა­ნე­თის რა­ო­დე­ნო­ბით, იმ პი­რო­ბით, რომ ყო­ველ თვე­ში ჩე­მი პენ­სი­ი­დან ხუ­თი თუ­მა­ნი მო­გარ­თ­ვა და ასე შე­ღა­ვა­თი­ა­ნად გა­გის­ტუმ­რო. ჩე­მო გა­ლაქ­ტი­ონ, შენ გე­ნაც­ვა­ლე, ამით მე და­მიხ­ს­ნი დი­დი უბე­დუ­რე­ბი­სა­გან და შენ კი არა­ფე­რი არ და­გაკ­ლ­დე­ბა, არც და­გე­კარ­გე­ბა და დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი და იმე­დით აღ­ჭურ­ვი­ლი გე­ლო­დე­ბი ჩე­მად მხსნე­ლად, ჩე­მო ყო­ველ­თ­ვის სა­ქე­ბო, სა­დი­დე­ბე­ლო და სა­ი­მე­დო ძმაო და მე­გო­ბა­რო გა­ლაქ­ტი­ონ!

                                                                                                                        მუ­დამშე­ნიერ­­გუ­ლიდა­რიაახ­­ლე­დი­­

     ნისა­ა­ვად­მ­ყო­ფო­დან სახ­ლ­ში რი­თი წა­ვი­დე, არ ვი­ცი. ეტ­ლის ფუ­ლი სა­და მაქ. ასეა ჩე­მი საქ­მე.