ყოველივე ეს წარსულია...
[ყოველივე ეს წარსულია:] მახსოვს, ეს იყო დიდი ხნის წინად, დაახლოვებით 16 წლის წინად. რკინისგზის სადგურთან შემხვდნენ ეს ბავშები. გადავიღეთ ერთად სურათი. ეს ბავშები წამოსული იყვნენ რუსეთიდან. „აქ თბილი ჰავაა, იქ კი ძალიან ვიყინებოდითო“. მათი მშობლებიც სამოქალაქო ომებში დაღუპულიყვნენ. მახსოვს - იმავე დღეს შევხვდი ბავშვებისა და ყველას საყვარელ პოეტს, შიო მღვიმელს. როდესაც მან ეს სურათი ნახა, თვალებზე ცრემლი მოერია, გადამეხვია, გადამკოცნა. სურათი კი თან წაიღო, ძალიან მჭირდებაო, მითხრა.
[იმავე დღესვე] ბავშები კი საბავშო სახლში მოთავსდენ. იქ მათ უვლიდნენ და ასწავლიდნენ. ისინი [სრულიად შეიცვალნენ] აღიზარდნენ ჩვენი სახალხო მთავრობის მზრუნველობით.
ეს ამბავი შემდეგ სულ გადამავიწყდა... [როდესაც გუშინ მიჩვენეს ეს სურათი], წარმოიდგინეთ ჩემი სასიამოვნო გაკვირვება, როდესაც 16 თუ 17 წლის შემდეგ, მიჩვენეს ეს სურათი, აღმოჩენილი შიო მღვიმელის ქაღალდებში.
გ. ტაბიძე
15 აპრილი, 1941 წ.
ქ. ტფილისი