შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-637-23 - თებერვალი, 1957 წელი


მინისტრმა მითხრა: გადმომცეს, რომ ბევრი ძველი მასალა არის წიგნში.
მე ვუთხარი: რედაქტორმა და მე - ერთად ამოვიღეთ-მეთქი.
მან სთქვა: საბოლოოდ ორ დღეში კიდევ გადახედეთ. [და] არაფერი გა­ი­­პა­როს ძველი მასალაო... შევიტანთ გეგმაში უსათუოდ და გამოვსცემთ.
დაბეჭდილი გეგმა გადაასწორეს...
ასე მითხრა: გამოვცემთ.
დაურეკა მგალობლიშვილს - არ იყო.. დუმბაძე...
[მერკვილაძე ეხლა აქ არ...]

ვიყავი კულტურის მინისტრთან.
მან განკარგულება გასცა, სასწრაფოდ გამოიცეს ჩემი წიგნი.
მგალობლიშვილი არ იყო. დუმბაძეს დაურეკა.