შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-628-14 - 1957 წელი


    ჩემი კალენდრის (1957 წ.) მარტისა და აპრილის ფურცლები სავსეა თით­ქმის ყო­ველდღიური ჩანაწერით: „16 აპრილი, სამშაბათი. გახსოვდეს 16 აპ­რი­ლი“.
    ამ დღეს ვფიქრობდი ოპერის თეატრში დიდი საღამოის მოწყობას - თე­მა­ტიური განხ­რით: „დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლიუცია გალაკ­ტი­ონ ტაბიძის შე­მოქმედებაში“.
    მთელი ჩემი გულისყური ამ დატისკენაა. ყოველი დღე რაიმე ახალი შე­მაქვს, დღე და ღამ ვფიქრობ - როგორ სჯობია საქმის დაწყება, გაგრწელება, დამ­თავრება. აქ შემთხვევით უკვე დავუშვი შეცდომა: გაგრწელების მაგიერ დავ­სწერე - გაგრ­წე­ლება. და ეხლაც უნებლიე შეცდომა, გაგრძელების მაგიერ კი­­დევ გაგრწელება დავს­წერე... ჰმ... რას უნდა ნიშნავდეს ნეტა? რა თქმა უნდა, არა­ფერს - ნერვიულობის გარ­და. ოთხჯერ დავსწერე გაგრწელება. ახლაც რომ მი­ვუმატე... ხა, ხა, ხა, ხუთი გაგრ­წელება,  სულ კი შვიდი გაგრწელება გამოდის.
    დავანებოთ თავი ამ საქმეს. მაგრამ არსებობს თუ არა გრწელი? თუ არ არ­­სე­ბობს, უნდა შემოვიტანოთ. ქრწელი, კრწელი - ხრწელი, გრცელი, გ(ე)რ­ცე­ლი... ძრწე­ლი. მრწელი (გრძელი წელიწადი?).
    გრწელი - (გრძელი წელიწადი) - Высокосный год.
    მრწელი - მოკლე წელიწადი - Невысокосный год.
    - ვარგა თუ არ ეს სიტყვა?