შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-625-9 - 1957 წელი


სახლში:
1. „აკაკი წერეთელი“ – წიგნი და 2. დათვალიერება პწკარედების კარადებში. 3. სერებრიაკოვი [6 ს-ზე]. 4. საჯარო ბიბ-ში. 5. მწ-თა კავშირში (ბწკარედები). 6. ბ. ჟღენტთან ლაპარაკი. 7. სახელგამი (ლაპარაკი). 8. გაზეთების გამოწერა. 9. ალფაბეტის წიგნების შეძენა. 10. გადასაღები ქაღალდები (Копировальная бумага). 11. გაპარსვა, скоребок (სამი ცალი, გასაღები, რგოლები).

* * *
სამგლეს და საძაღლეს
მწერალთა სასახლეს
ვერასდროს დაღლილი
ვერ მიეყუდები...
აქ არს მოდებული
გაბოროტებული,
ეგრეთ წოდებული
ბერიას კუდები.

* * *
[იქნება ზეგამდის
იმედი დეკადის,
ძაღლისა და კატის]
ძაღლების და კატის
იმედად დეკადის,
ხვალამდის, ზეგამდის
იძვრიან კუტები.
სულაქოთებული
ქანაობს კრებული
ეგრედ წოდებული
ბერიას კუდები.