შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-624-6 - 1957 წელი


28 ნოემბერი. 1957.

გრიშაშვილს ეგონა, რომ ძველი თბილისი ესაა ხარფუხის Кукринеченск.

Когда деньги говорят, тогда правда молчит.
Когда деньги говорят, тогда правда молчит.

თქვენი ნამდვილი გვარი გეგეშიძეა – თუ კეკეშიძე კეკეჩია თუ ყეყეშიძე... ყეყეშიძე. ქექეშიძე.
64 + 64 = 128 - 8 = 120
ა. ბ. გ. ა. ქექეშიძე .
გ. დ. პ. გ. ყეყეშიძე.
ე. ვ. კ. უ. კეკეშიძე.
გგგრიშაშვილი. ზნაური.
ქე-ქე-ქე-შიძე.
დეკადაზე. ა. ჯანგულაშვილი.

წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო.
Нищие грозно шумели. Можно ли передать высоту этого грозного шума нищих? Никак невозможно. Можно ли передать широту этого притока нищих, эту равнину Aтлантического океана изливающего воды.

წვიმილი. რა წვიმილია. წვიმილი.
რაც მიღწევები გვაქვს, უნდა გავიტანოთ დეკადაზე. ახალი სიტყვები. მაგალითად, "წვიმილი", მოხსენებასაც გააკეთებს აგერ გეგეშიძე.
Кекешидзе.

* * *
Вырыта заступом
Яма глубокая.

წვიმილი. ნაჯახიცა.
წვიმილი. წვიმილია.
ხარიტონ ვარდოშვილი, გიორგი კაჭახიძე.
ყიანწები. წვიმილი.
გიორგი ყაჩაღიძე.
გიორგი კაჭახიძე და ხარიტონ ვარდოშვილი.
Когда деньги говорят, тогда правда молчит.
გრიპი. გრიპები.

*
ერთს ჰქვია გიორგი, - მეორეს ხარიტონ...
ეს ვარდოშვილია და ის კაჭახიძე.
ევედრე ღვთისმშობელს, რომ ხათას გარიდონ.
ხელში ნაჯახითა, კაციც ყაჩახიცე.

წითელი ყანწები. შავი ყანწები. თეთრი ყანწები.
გუჯუ ზურაბიანი.

მე და პაოლო ერთხელ ვიდექით ერთად ქუთაისის თეატრის ფოიეში, სწორედ შესასვლელ კარებთან. არ მახსოვს, რაღაც პიესა მიდიოდა: ჩვენ არ გვინდოდა შიგნით შესვლა. საიდანღაც გაჩნდა ამ დროს დათიკო ქებაძე: მან ჯიბეებში ხელი ჩაიწყო, ირონიულად გადახედა პაოლოს, რის გამოც მე ძლიერ უხერხულად ვიგრძენი თავი. რა უნდა-მეთქი, ნეტავი, ამ კაცს.. დავითმა კიდევ გაიარ-გამოიარა, პაოლოს წინ დადგა და ასეთი ლექსით მიმართა: პავლე, რომ დაიყლანწები, სადაა შენი ყანწები? (ე. ი. ყანწების მეორე ნომერი, რომლის გამოსვლასაც ძალზე დააგვიანდა, რაღაც). პაოლოს [ძალზე მოუვიდა გული] სიბრაზისაგან სახე გაუწითლდა... ქებაძემ კიდევ გაიმეორა. პავლე...

შესანიშნავად იმღერეს „წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალო ქარო“. რადიოოოოო.

*
ხელში ნაჯახითა
გაჩნდა ყაჩაღი და...

* * *
ხელში ნაჯახითა
კაცი ყაჩაღიცა,
აი კაჭახიძე...

1908. 1840. 60 лет. 68. 66. 1840. 1940.
ნიკოლოოზ მეორე, ანუ როგორც ჩვენში ეძახდენ „ნიკოლოზა“. ხან „ნიკოიას“. მახსოვს, ერთი ბავში ასე მღეროდა: ნიკოლოოზ მეორე უნდა გახდეს მეღორე...
Мы Николай второй...
ნიკოლოოზს იმერეთში
ეძახოდნენ ნიკოლოზას.
ზოგი კიდევ ნიკოიას...

Т. Табидзе.
1957. Академия.
საღამოები.
ახლა... ტაბიძე.
Ленин.
ჯერ არ დაბადებულიყო, ალიას არქმევდნენო.

ქართული პოეზიის ზემშთაგონებელი პერსპეკტივები.
Г А Л А К Т И О Н О Л О Г И Я.

ვაშინგტონი
იგი დაფრენდა მექსიკას და კანადას შორის,
იგი, მსგავსება – სანავარდოდ აფრენილ ქორის,
რომელსაც მხოლოდ სიზღაპრეთა ფრთები ჰქონია,
რომლის სახელი, მეგობრებო, ვაშინგტონია.
რა დიდებული ქალაქია, რა მშვენიერი –
რა ვუყოთ, რომ ჯერ ჩვენებური არ აქვს იერი.

* * *
30 ნოემბერი. 1957 წ.
- დამრჩა ერთადერთი პალტო. იგი ძველია, მაგრამ ხვალ უნდა ჩავიცვა. უსათუოდ.
- როგორო? რომელი პალტოო? – წარბები აიწია ნინამ.
- ძველი პალტო. მეტი ხომ არ გამაჩნია.
- ჰმ, - ჩაიცინა ნინამ, - ამის ჩაცმა შეიძლება?
- ცოტა უნდა შევაკეთოთ. წაიღე მკერავთან: გასწმენდს, გააუთოებს. ცოტა შნო მიეცემა.
- აბა, ახლა ამის წამღები მე არსად არა ვარ... ამას ხელში ვერ დავიკავებ და ქუჩაში ისე ვერ გავივლი. ირმა სახლში არ არის...
- მოდი ასე ვქნათ, - ჩაერია ნუნუ, - ახალი პალტო ვიყიდოთ, სულ რაღაცა ათასი მანეთი დაჯდება.
- მერე სადაა ეს ათასი მანეთი! (გული მომივიდა).
- აიღეთ შემსალაროდანო... - მაგრამ მალე გაანებეს თავი ლაპარაკს...
ნინამ მიაგდო ჩემი ძველი პალტო ჩემს კაბინეტში სკამზე და სადღაცა გავიდა...
გადის საათი, ორი საათი: ნინა არსადა სჩანს. ნუნუც სადღაც წავიდა. ძველი პალტო კი არის სკამზე მიგდებული, ჩემსავე კაბინეტში (ჰმ. ჰმ). ხვალ კი შეხვედრა მაქვს პიონერთა სასახლეში ბავშებთან. ღმერთო. ღმერთო.
რეკენ ტელეფონს: მძიმე ავადაა ფედია გულით, მთხოვენ დახმარებას. რეკავენ ტელეფონს: გარდაიცვალაო ანეტა, ხომლელის მეუღლე. რეკენ ტელეფონს. ავადააო მთელი ქვეყანა... ღმერთო, რა საშინელი დღეებია!
პალტო კი ისევ იმნაირადვე დევს ჩემს კაბინეტში. და აი... ბოლოს... როგორც იქნა... ნინამ დაიწყო პალტოს შეკეთება...

*
ზეგ. დავ. ავტოს მიყვანა ნარევ. გავ...
Златкин Марк Израил.. - 22-85.
ბიძინა Абуладзе.
თიანეთია.
ბაბილინა - არაა შეტანილი. ლიდია მეგრელიძე - არაა შეტანილი.

ყანწ
ელე
ბიაა.

Табидзе. ფულ-ფული.
ძველი რევოლიუციონერი.
Заря Востока. 3 დეკემბერი. გიორგი ჩიქობავა. აკადემია.
Вылетаем? Сейчас? Ждем.