შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-617-15 - 1957 წელი


სანაპიროს ამბავი შესანიშნავად იცოდა ვახტანგ გურგენიძემ - შარშან, როდესაც ესწრებოდა ასოთამწყობების ამბავს, მაგრამ არავითარი ზომები არ მიიღო, მონაწილეობაც კი არ მიიღო საღამოში.

ეს ამბავი იცოდა ფატიმაც, მაგრამ მისთვისაც, თითქო, უცხო იყო სანაპირო.
ეხლა? რა თქმა უნდა, სურთ ჩამითრიონ რაღაც ორომტრიალში, ჩემთვის უსარგებლო ტანციობაში, დამღალველში, უსარგებლოში.
ამ მხრით გადმომიგდებენ ხოლმე ანკესს. მეც თითქო განგებ წამოვეგები ზედ. ვინაიდან... არაფერს არ ვაგებ...
მაგრამ როგორ არ ვაგებ - დროს, ენერგიას, ჯანმრთელობას... მაგრამ ეჰ!
ხვალინდელი დღე ბევრი რამის გადამწყვეტია.
მთავარი ხაზი ჩემი - მეც ვიცი - მათთვის უცნობია (ჰმ...).
როგორ სცდებიან, როცა ფიქრობენ, რომ მე არა ვიცი რა... დადგება დრო, როცა ვეტყვი: „მე დავუკრავ და შენ კი იცეკვე“.
24 თებერვალი, 1957 წ.

*
Советский композитор.
გაბითურების პერიოდი.
Будет радость, будет радость, будет радость, будет радость.
გალაკტიონ ტაბიძე.
Декабрь. Январь. Февраль.
Сегодня...