შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-611-7 - 1957 წელი


1. „მშვიდობის წიგნზე“ ვმუშაობდი არა ნაკლებ 12 წლისა. ემჩნევა თუ არა ეს ნაწარმოებს? სჩანს თუ არა ავტორის გულმოდგინე შრომა ნაწარმოებზე?
2. VIII ტომი გამოსაცემად წარედგინა სახელგამს ერთი წლის წინად. საკმარისი იყო თუ არა ერთი წელი, რომ პასუხი მოეცათ ავტორისათვის?
3. ნაწარმოებში მოცემულია მშვიდობის იდეა. [იგი აგრეთვე შეიცავს] სჩანს თუ არა ეს?
4. პოემა შესრულების მხრივ - სიახლეა. არის თუ არა ქართულ ენაზე მეორე ასეთი ნაწარმოები? ახალ სახეს ამკვიდრებს იგი? თუ არა?
5. შესაძლებელია იყოს პოემაში ადგილები, რომელიც უნდა შეკეთდეს. ან სავსებით ამოღებულ იქნას (მე კი მგონია, რომ შეიძლება პოემის მთლიანად იმ სახით დაბეჭდვა, რა სახითაც წარმოდგენილია). მაშინ უნდა მიგვეთითოს.
6. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო: აქ ადგილი აქვს რაღაც გაუგებრობას. მოვითხოვდი გულდასმით [ხელახლა] წაკითხვას, ჩვენებას, მითითებებს.
7. კარგი იქნება, თუ წიგნი, ეხლა მაინც, დაუბრკოლებლად გამოიცემა (XIII ტომი).
8. წარმოდგენილია აგრეთვე IX ტომი...
9. შესაძლებელია ამ ორი ტომის (VIII და IX) გაერთიანება ერთ ტომად. ეს არ მოითხოვს დიდ დროს...
გ. ტაბიძე
1957, 4 თებერვალი