შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-390 - 1957 წელი


ჯონ-რიდი. 1957.
ბავშები ყიდდენ პაპიროსებს.
ზოგი მათგანი ცინიკურად გაიძახოდა: „რასპუტინის პაპიროსები“.
წიგნები გრიგოლ რასპუტინის შესახებ:

Про Гришку, про Сашку
Про царя Николашку.

ყიდდენ არშინობით კერენკებს.
სასადილოში სტუდენტები იგონებენ დროს, როცა უკეთესი იყო ცხოვრება.
მკვლელობა პურის 1/8 გირვანქისთვის. ცხრაასჩვიდმეტის ყვავილები.
რეჟისსორი გარდინი.
ფუტურისტების გაზეთები.
ლედა.
კინოებში.
ვიკჟელი.
კერენსკის მოწოდება და კრონშტადტი.
გადატრიალება პეტროგრადში.
მზადება მოსკოვში.
აჰა, საცაა, და ერთხელ დილით...  
ჯერ არ გათენებულა. ქუჩებში მოძრაობაა.
იუნკრები, თეთრი გვარდია, წითელი დროშა.
დაჭრილნი მიჰყავთ უნივერსიტეტის კლინიკაში.
ავტომობილები დაჭრილებით.
წაქცეული ხე ტვერის ბულვარში.
წაქცეული ცხენი ტვერის ბულვარში.
ტყვიისმფრქვეველი დიდ სამრეკლოზე.
ცეცხლი ედება უზარმაზარ სახლებს ბულვარზე.
ლეგენდა ერთს სახლზე.
მოსკოვი ღამით განათებულია.
საშინელი შიმშილი.
და მე ვინტოვკით.
კრემლში გამაგრება.
პური, რომელიც მიჰქონდათ კრემლში.
შემთხვევა გნეზდნიკოვის შესახვევში.
ხმები ხიტროველების გამოსვლის შესახებ.
კანანადა ცხრება.
სისხლის კვირის აპოთეოზი.
უცნობი მკვდრების გამოფენა.
ჯარისკაცი თამბაქოთი, „მახორკით“.
სტუდენტები, გიმნაზიელები.
გაჩეჩქვილი თავი, რომლის ცნობაც შეუძლებელია.
უეცარი ცნობა: ტირილი!
წარწერა ერთ სახლის კედელზე: „აქ იპოვეს ტყვიით მოკლული 5 წლის ოქროსთმიანი გოგონა“.
პოლონელები. ბუნტი. და ცირკში ჯარისკაცები.
უმიზნოთ მოხეტიალე ბავშები, უკმაყოფილო ელემენტები.
სასულიერო წოდების რისხვა.
გლეხები სოფლიდან.
სტუდენტები, დელეგატები, პორტრეტები, ირაკლი წერეთლის, კერენსკის, რომიანკოსი, ჩხეიძის, ჩერნოვის.
კერენსკის გამოსვლა მცირე თეატრში.
სახელმწიფო თათბირი.
სანახაობა დიდი თეატრის ბაღთან (ჩერნოვი და რომიანკო).
ამბავი კორნილოვის, ინციდენტი...
არაჩვეულებრივი ამბების მოლოდინი.
კერენსკის ტრიუმფი.
მიტინგები პუშკინის ძეგლთან.
ხუნდაძის მდგომარეობა!
ქურდების მიტინგი სოლომანსკის ცირკში.
ანდრეი ბელის მოლოდინი ქურდების მიტინგზე.
მიტინგები ყრუების და მუნჯების.
ხმა კორნილოვის გამოსვლის შესახებ.
კერენსკის მოწოდება.
სამოსუდები.
ლედა კამენსკისა.
შალიაპინი ბორის გოდუნოვში.
სმირნოვა, გელცერი, პრიმა ბალერინა.
ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ამ დროს ფრონტი იშლება, ირღვევა.
მატარებლები იმ ხანების.
გადამწვარი სახლები, ჩალეწილი მაღაზიები. გამოძახილი: ქალის ხელი.
პეტერბურგისკენ! შემთხვევა მატარებელში.
ღამით პეტროგრადის სადგურზე.
პლაკატი: მთელი ძალაუფლება დამფუძნებელ კრებას!
ლატიშელი პოეტი.
თოვლიანი ამინდები. ქიმერები ნევასთან.
უდაბური პეტროგრადი.
სმოლნი.
ჰგავს ტვერის ქუჩის უსახეობა ნგრეულ ხეობას.
"პრავდა"-ს რედაქციაში.
სალიტერატურო საღამოები.
ოქტომბრის სიმფონია.

*
ქვიშის საათის მიხედვით - 10 წუთში მე დავსწერე ლექსი: „ქვიშის საათით 10 წუთში“ 40 სტრიქონი (ათი ტაეპი, თითოში ოთხი სტრიქონია). მაშასადამე, ერთ საათში - 60 წუთში - (40 X 6) 240 სტრიქონი შეიძლება რომ დაიწეროს.
10 საათში - 2400.