შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-387 - 1957 წელი


განცხადება შესახებ ერთტომეულის გამოცემისა 1958 წლის განმავლობაში გადაეცა სახელგამის დირექტორს ვ. მგალობლიშვილს. გათვალისწინებულია I, II, III, IV, V, VI, VII, VIII ტომების გადასინჯული მასალების გამოცემა ერთ წიგნად. განიხილავს ამ განცხადებას მგალობლიშვილი, გადაჭრით ეცოდინება ყველაფერი შუა-დეკემბერში.
13 ნოემბერი, 1957

ახალი წელი: 1958!!! 1 იანვარი, ოთხშაბათი.

*
შეხედე,
      რა ცაა,
ეს არის,
      რაცაა!

* * *
რატომ არ არის მონოგრაფიაში ეთერი შუშანია: 1. შეხვედრა ლენინთან. 2. რომ ჯერ კიდევ თებერვალში ვუმღერე ლენინს.
გაბრიელ ივანეს ძე ჩანგიშვილს. ბათუმი. სტალინის ქ. №48. თამარი.

*
ფერადებით სახატავი ტილო 30 ცალი. სადაა?

* * *
ფერადებით სახატავო ტილო, -
რას [დადიხარ] დაჰქრიხარ
[გაფრენილხარ სადღაც] ასე ლილო-ლილო,

ხან წყნეთში ხარ, ხან [სარდაფში] დიღომში, ხან სად...
ნამდვილად კი არ არსებობ არსად... -

სჯობს საწყობში დაუბრუნდე [კატას],
[ხომ] როს გაიგე: აღარავინ გხატავს -

სულ სხვა მხრიდან გაშუქდება, ალბად,
რაც მხატვარს სურს გამოსახოს ყალბად.

*
ხელნაწერი „მშვიდობის წიგნი“. 234 ხელნაწერი ფურცელი პოემისა და მშვიდობის წიგნი.

*
სწვდა ქვასანაყი -
             სცრიდა საცერი,
[მაინც] გადარჩა მხოლოდ
             ეს ხელნაწერი...

*
კალმით და ხიშტით. 3 ცალი პლაკატი ერთ სტენდზე.

რა მოვიპოვე
        კალმით და ხიშტით?
მარტოდენ...
        ხვიშტი!

*
სამი ლექსი ერთი ხელით ნაწერი. აფიშა სამამულო ომის.
ქალაქ თბილისის план.
ერთი სტენდი ოთხი პლაკატით. 1927 წლის საღამო-შეხვედრა სახელგამის ასოთა მწყობებთან. ოსეთის გაზეთი.
საგურამოში 9 ფოტო. ასვლა იალბუზზე 18 ფოტო.
ერთი სტენდი 5 პლაკატით. გალაკტიონი ბავშვებში.
ერთი სტენდი. ორი შვიდტომეული.
ერთი სტენდი 6 პლაკატით. აკლია ერთი სალიტერატურო გაზეთი.
5 სტენდი თავისუფალი 4 ჩარჩოში.
1. დიმიტროვის ქარხნის მუშებისაგან. 2. ვავა გაბუნიას პორტრეტი. 3. დავით გველესიანის პორტრეტი. 4. ქანდაკება იაკობ ნიკოლაძის.
20 პლაკატი. დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებაში.
1. საბჭოთა საქართველო - პლაკატი 63. 2. ცარიელი ფურცელი - 38.
დერეფანში: პორტრეტები ირაკლი ტოფაძისა და თევდორე ჩუდეცკის.
ეპოქა. სტენდები - 11, 240 ცალი ფურცელი.
რჩეული 75 ცალი, ჩარჩოიან რამკებში.
მესამე ტომის 3 სტენდი.
შვიდტომეულის ცალკე პლაკატი.
ქართველი მწერლები გალაკტიონ ტაბიძის  შესახებ. 2 სტენდზე 27 ცალი.
1. მოსკოვის გამოცემა, 1956. იზბრანაია. 2. ქანდაკება - სილოვან კაკაბაძე.
სამშობლო. პლაკატები საქართველო.

* * *
ო, ჩემს გულში არის მისი ხსოვნა...
როგორც მწარე მოგონების ხსოვნა...
.................................................................

* * *
ჩვენ ვსარგებლობთ ხელუხლები ფონდით,
ერთად ერთი, სანუკვარი წიგნით.
იგი ცალკე უნდა იყოს ბლონდით...
სადმე ცალკე - სხვა კარადის შიგნით.
ცოტა დარჩა იმ ტომების რიცხვი,
და სხვა ტომებს თავს ადგას ვით ციცხვი.
ეჰ, რისთვის არ ვუფრთხილდებით იმათ,
გადაქცეულთ საოცნებო სიმად.
გ. ტაბიძე
1957, 10 ნოემბერი
VIII ტომის დალაგების შემდეგ

* * *
ყოველ დილით
              ხილი იგრძენ ხილად -
და ამ ხილით -
              ფრთხილად, ფრთხილად, ფრთხილად...
არ დაიბნე,
              არ გაგიწყრეს ღმერთი...
მტრებსაც ისე
              ჩაულეწე ფერდი -
იწყევლიდნენ
              თავის ბედის წერას, -
დაანებონ
              თავი ლექსის წერას.
გ. ტაბიძე
10 ნოემბერი, 1957 წ.

ვითომ ესეც ლექსებია რაღა!
ხა ხა ხა ხა, ხა ხა ხა ხა, ხა ხა!

*
ტ. I.
ლექსები - 6.607 სტრ. (იხ. 45 გვ.).
1. ამ წიგნის ორიგინალთან შედარება შეიძლება მხოლოდ საჯარო წიგნთსაცავში, სადაც მანქანაზე იბეჭდება ჩემი წიგნი. მემანქანე ქალი დაამთავრებს მას 22 ნოემბერს. ეს პირველი ტომი. მთლიანადაა.
2. აღმოჩნდა მანქანაზე - კარგ ქაღალდზე - გადაბეჭდილი ტომი. ამით შეიძლება შეცვლილი იქნას პაპირ[უ]ოსის ქაღალდზე გადაბეჭდილი წარსადგენი ორიგინალი.
აღმოჩნდა მესამე ეგზემპლიარიც - რა უნდა ვქნა. დიდი ეკონომიაა საჭირო.

ტ. II.
ლექსები და პოემები - 10.467.
ახალი სრული „ეპოქით“ - 11.549.
მეორე ტომი, ნინას თქმით, მთლიანად შეტანილია „ოქტომბრის წიგნში“, რომელიც გადაეცა ჭილაიას. ამჟამად მაქვს აკადემიაში. წამოვიღებ ხვალ, 11 ნოემბერს. მაშა, მაშა, მაშა? რა გინდებიენ თქვენ? მთლიანადაა.

ტ. III.
ლექსები 991 X 4 = 3964. მზადაა: გადაბეჭდილი მანქანაზე. ევროპა.
პოემა „საუბარი ლირიკის შესახებ“ - 751 X 3 = 2153.
ლექსები - 3964 + პოემა - 2153 = 6117. მთლიანადაა.
მესამე ტომი შეიცავს 6.117 სტრიქონს.
149 ლექსი, 1 პოემა.

ტ. IV.
ლექსები - 4.613 სტრიქონი. სამამულო ომის პერიოდი. მთლიანადაა.

ტ. V.
ლექსები, პოემები - 4.775.
44 ლექსი, 7 პოემა.
პოემები (7 პოემა): ძლეული სენი [„იგივე ორმოცი წლის წინ“]. ამბავი ერთი ღამისა (არის). სინათლის ყვავილი. ქიტესა (არის). პირველი ენკენისთვე (არის). გამოგონება. ათას ცხრაას ორმოცი წელი (არის მხოლოდ ორი. დანარჩენები?). აღმოჩნდა „პირველი ენკენისთვე“. პოემებს აკლია: „ძლეული სენი“, „სინათლის ყვავილი“, „გამოგონება“.

ტ. VI.
აკლია: 1. აკაკი წერეთელი (პოემა). 2. ეგ არის და გორის ციხე.
მონახულია „ჟუგა და ასიდა“. აქ არის პოემა „სანაპირო“.

ტ. VII.
ლექსები და პოემები - 6.040 სტრიქ.
109 ლექსი, 6 პოემა.
არის პოემები: I. ოთხი დღე. II. ამირანი. III. აფეთქება (აღმოაჩინა ნინამ).
აკლია: ა. გაერთიანება მშენებლობისათვის. ბ. მშობლიურო ჩემო მიწავ. გ. 1950 წ.
(წიგნი, VII ტ., გამოვიდა 1950).
1958. 10 ნოემბერი.
    
ტ. VIII.
1. ლექსები და პოემა - 5.600 სტრიქ.
2. 9-10 ნოემბერი. მე, ნინამ, ირმამ - დავამზადეთ საიუბილეო გამოცემაში შესატანი მერვე ტომი. დაიშალა სტამბაში დაბეჭდილი წიგნი, ლექსები გადაეკრა უმეორეგვერდო ფურცლებს და ამგვარად მზადაა - 127 გვერდი.
მთლიანადაა.

ტ. IX.
სულ:
I. 6.607 + II. 10.467 + III. 6.117 + IV. 4.613 + V. 4.775 + VI. 10.645 + VII. 6.040 + VIII. 5.600 + 54. 964 = 55.000.

გვაკლია:
შვიდი ნაწარმოები V, VI, VII-ში.
V - 1. ძლეული სენი. 2. სინათლის ყვავილი. 3. გამოგონება.
VI - 1. აკაკი წერეთელი. 2. ეგ არის და გორის ციხე.
VII – 1. გაერთიანება მშენებლობისათვის. 2. 1950 წ.
ესენი ყველა უნდა გადაიბეჭდოს. სასწრაფოდ. უკვე შეიძლება შედგენილ იქნას განცხადება.
შედგენილ იქნა განცხადება და მიცემულ იქნა იქ, სადაც საჭიროა.

მანქანაზე გადაბეჭდილი მეორე ეგზემპლიარები:
ტ. I - ოთხი ტომიაო. არა, აღმოჩნდა სამი. არა, ოთხიაო.
ტ. II - არ არის. არის „ეპოქა“ რამდენიმე.
ტ. III - სამი ეგზემპლიარი.
ტ. IV - ერთი ეგზემპლიარი.
ტ. V - ერთი  ეგზემპლიარი.
ტ. VI - ერთი ეგზემპლიარი.
ტ. VII - ერთი  ეგზემპლიარი.

*
13 ნოემბერი. 1957.
1. დირექტორს სახელგამისას წარედგინა ერთტომეულზე განცხადება. პასუხი იქნებაო შუა დეკემბერშიო (დაახლოვებით ერთი თვის შემდეგ). როგორია პასუხი.
2. სვანი ამბობს, რომ 20 ნოემბერს, ჩემს საღამოზე, შესავალ სიტყვას იტყვისო დირექტორი (მგალობლიშვილი ვლ.)... დეკადა.
3. ამ საღამოზე გამოვაო ფატი ნიშნიანიძე... და პოეტები... ვათქმევინოთ მას, რომ აუცილებლად საჭიროა ყველა 8 ტომის ერთ წიგნად გამოცემა.

*
7 ცოცხალი არაა. დარჩა 92.
მწერალთა კავშირში: პარტიულია 53 წევრი + უპარტიო - 39. სულ 92.
(1951 წლის სიის მიხედვით).

გვადის პრობლემა
1. გვადის პრობლემა დასმულია „Дружба народов“-ის 11 ნომერში. ჰმ. ჰმ. - დადებითად! და მერე როგორ! რა მზადების შემდეგ. რა საიდუმლო მუშაობათა შემდეგ.
2. გვადის პრობლემა - სერგი ჭილაიას გადაწყვეტილად მიაჩნია. მან მწერალთა გამგეობის კრებაზე განაცხადა - რომ მომავალი ქართული დეკადის წამყვანი ძალა იქნება პროზა და დაასახელა ლეო ქიაჩელი, გამსახურდია, დადიანი და სხვ. არავის არა-უპასუხნია-რა.
3. გვადის პრობლემაზე - დღედაღამ ფიქრობს თვით ავტორი: იჯგიმება, იბერება, იკრებს თანამგრძნობლებს. პრეზიდიუმში ჰყავს მომხრეები: აბაშიძე, ჭილაია და სხვ. და სხვ. პრეზიდიუმის წევრია დასაბამიდან, მლიქვნელობით გააქვს. ეშმაკობს, თაღლითობს, დაძვრება.
4. ქიაჩის ხატის ამბავი. ქიაჩის ხატი... ნეტავი ეხლაც პრეზიდიუმშია? ო, რა თქმა უნდა!
5. ლომისის დაფუძნების ამბავი. აქ. ირ. ლომისი მე დავაფუძნეო - სტყუოდა. ქიაჩის ხატს ფიცულობდა.
6. გამსახურდიას და ქიაჩელის ქიშპი, ერთ დროს ძალზე გამომჟღავნდა ლომისში. ეხლა ნეტავი რა მდგომარეობაშია? - ისევ იმ მდგომარეობაში, მგონი. გამსახურდია პროზას...
7. ქიაჩელი ქრთამებს ხარჯავს... - გვადისთვის... კიდევ ბევრს დახარჯავს. გავიგებთ.
8. ქიაჩელი ვახშმებსა და ქეიფებს აწყობს სახლში - გვადისთვის. არა გამოუვა რა.
9. ქიაჩელი თავს ევლება პრეზიდიუმის წევრებს - გვადისთვის. ამასაც გავიგებთ.
10. ქიაჩელს ეხმარებიან ც. კ. ვინც ჩემს წინააღმდეგაა განწყობილი. ასეთები ცოტანი არიან, მაგრამ მაინც არიან... (კვესელავა? ა?).
11. განგებ დააგვიანეს ჩემი წიგნის გამოსვლა... მაგრამ ვერა, ვერ გაუვათ. ხალხი მათ არ დაუჯერებს.
12. დეკადა იქნება - დიდი შემოქმედებითი ანგარიში ყოველი მწერლის (Великому Октябрю).
13. შეიძლება ეხლა ლენინის პრემიის მიღება უნდა? ვინ იცის! სტალინის პრემია აღებული აქვსო, ამბობენ (მე არ მახსოვს რაღაც).
14. ცხოვრობს ქიაჩელი ისევე თავის ძველ საკუთარ სახლში და იქ აწყობს ეშმაკურ საქმეებს. სახლი აქვს მაღლა, ჭავჭავაძის ქუჩაზე. მარტოხელობა. მაგრამ სრულიად დამოუკიდებლად შეიძლება იმ სახლში ცხოვრება. წინ და გვერდით ბაღი აქვს, პატარა ბაღი. სახლი დაცულია მესერით, მაღალი მესერით, შიგ ვერც შეიხედავ, ისეთია. ასეთია იმ გვადისა თუ კვატის ამბავი. დიდათ იუმორისტული ამბავი იწყება, აი!
15. ლეო, როდესაც პრეზიდიუმის კრებაზეა, ხშირად, ни с того, ни с чего, მივა აბაშიძესთან და ხელს ართმევს ღიმილით, არაერთჯერ, რამდენიმეჯერ, იღიმება, იღრიცება, იმანჭება. აბაშიძეს ეს უხარია... ერთი პალტო აქვს... უფრთხილდება თვალის ჩინივით. „ა“? - იკითხავს ხოლმე, - ა? არა! რუსთაველის სახლს, უკაცრავად, იქ რა უნდაო.. რუსთაველიო... ჰმ... მათ რა „ხელში ავიღოთ ჭინჭილაია, და ვადღეგრძელოთ ჩვენ ჭილაია“. „На место Квачи!“ ერთი დაარქმევს კვაჭის, მეორე კვადის. ასე მაშასადამე: დეკადას [წაიყვანს] გაუძღვებიან: [გვადი ბიგვა], გვადი ქიაჩელი, კვატი ჭილაია, შემდეგ კიდევ იგივე ბატი აბაშიძე, მწვადი ლეონიძე, სულ ბერიას კუდები. რომ არ იშლიან? ბერიას კუდობა შერჩათ, შერჩათ, შერჩათ. იმ ქიაჩელსაც, იმ ჭილაიასაც, იმ აბაშიძესაც, იმ ლეონიძესაც. ვაი თუ მოსკოვშიაც გაიგეს... მოგვეჭრება თავი და ის იქნება. თავი არ გამოგვეყოფება არსად. დაცინვებს ვერ ავუვალთ. კუდუცუნების დეკადაო, დაიძახებენ.. და, აბა, მაშინ ნახეთ, რა ამბები დატრიალდება. ეს, ალბად, წინდაწინვე იციან. ჰმ. რა აქვთ მხედველობაში? რას ეპირებიან?
გვადი - მეგრულია - ქართულად ნიშნავს „კვანტი“ ბიგვას! (სულ ერთნაირი თვალები აქვთ ირაკლის, ჩუბინიძეს, გეგეშიძეს... ალბად, ხშირად ხვდებიან ერთმანეთს. გასაოცარია: რატომ აქვთ ასე ერთნაირი თვალები. ეს გუშინ შევამჩნიე. ქვადი (გვადის ტელეფონია: 3-82-72 - ბინა). ასე ერთნაირი თვალები ეხლა მწერალთა კავშირშიაც გადმოვიდა... გომიაშვილის თვალებსაც და სახის მოძრაობასაც იგივე იერი - შევამჩნიე! (ამას რომ ვსწერდი, მძინარე ნინამ მამაკაცის ხმით დაიძახა: ჰოპე! ჰოპე! ორჯერ დაიძახა. ჰმ). დავამთავრე ეს სტრიქონები და ნინაც გაჩერდა. ა... გრიპპი... ნა. რა საშინელი ზამთარი მოგველის, თუ ეს გვადი ბიგვა არ მოგვეშვა. Гвади Бигва - это тыква! Гвади, Гвади - что за гады, не умеют конокрады - от демов - вырвать Ады. Все певуньи и менады - закрывайте ваши сады. Только Гвади, в той плеяде, Бигва, Бигва, ты как тыква, и нам и квам. არა, ასე წარმოიდგინეთ - ლეონიძესაც იგივე იერი გადადებია. სრულიად ახალი იერი. რაღაც სხვანაირი, ყველაფერზე ხელაღებული, ლოთი-ფოთური. აჰ, რა კომუნისტები იყვნენ 1917, 18, 19 წლის პარტიულები! აი, მესმის კომუნისტები! Симон! Симон Чикойский. პარტიულია. ჰმ! სხვის გაკეთებულზე მარჯვედ მივარდებიან: აა, ჩვენია, ჩვენ გავაკეთეთო. „მნათობი“ ვინ დააფუძნა და ვის ხელშია. ეხლა ვინ გამოგლეჯს ხელიდან? აღარაა საშველი. ყველაფერი ჩაიგდეს ხელში ფუტურისტებმა, პროლეტარულმა მწერლებმა და სხვებმა. უვიცმა ხალხმა - გვადი ბიგვებმა. გვადი, მოგიხდება ათი კაი-კაი. მარა, ჯვარი შენ არ გჯერა და ხატი. ეეჰ, რას არ მღერიან ამ ვერის ხიდზე ამ შუაღამისას. ყველა გადაკრულშია და რაღა გვადი უნდა დარჩეს ასე? ადი, გვადი, გამოდი, გადი, გადადი, იშოვე მჭადი, მიდი ჭამდი... აიღე ჩადი, ჩაადე, გვადი. მარა რათი? მონახე ბერიას კუდები. თორემ გაიგუდები... ნუ იკუტები! კმარა, გვადი! გეყოფა ნადი... კმარა როშვა! თუ არ ვსცდები, რადიანის დროსაც გამსახურდია კოსანა. კოსანა! საინტერესოა, როდის ჩამოვა ჭინჭილაია. გვადი, გვადი, გეყო ისპოლატი. გვადი, გვადი - გვეყო "ფოშტოლატი". გვადი, დადექ სახლის გვამდი.

*
რა კარგი კაცი იყო! ცაიშვილი სოლომონ.
ო, როგორ მეწყინა. გარდაიცვალა სოლომონი. ვერავითარი მონაწილეობა ვერ მივიღე - ავადმყოფობის გამო... ერთს ბედს ქვეშ.
ნეტავი, როგორ არის სავლე?? რაღაც არა ისმის რა.
რა კარგი კაცი იყო... ეეეჰ!!!
ხმისა შენისა სოლომან. სოლომონ. ხმისა შენისა სოლომონ.

*
[გალაკტიონოლოგიის ინსტიტუტი].
ვინ იცის, რა გველის ან დღეს, ან ხვალე?

წინად, ზევით მთაწმინდაზე ცხოვრობდნენ: 1. ზაქარია ჭიჭინაძე (მთაწმინდელი). 2. ვახტანგ კოტეტიშვილი.. 3. იოსებ იმედაშვილი.. 4. ია ეკალაძე. 5. იაკობ გოგებაშვილი. 6. გ. შინატეხელი. 7. გ. ობოლაშვილი. 8. ნინო მაჩაბელი. 9. გ. ტაბიძე. 10. შინატეხელთან იკრიბებოდენ: ი. ევდოშვილი, ბეგლარა ახოსპირელი, ქუჩიშვილი და ვინ არ გინდა. 11. ბუთლიაშვილი? არა? ის რიყეზე ცხოვრობდა, ძმასთან.
სერგეევის ქუჩაზე ცხოვრობდენ: 1. პაოლო. 2. ტიციანი.

მოგონებათა საღამოები. დეკადის შემდეგ მე შევუდგები ავტობიოგრაფიის წერას.
კარგი იქნება მოგონებათა საღამოები, მაგრამ არა იმ ხალხისა, დღეს რომ მწერალთა კავშირში თარეშობენ. კარგი იქნება ძალიან, არა მწერალთა, არამედ მწერლებთან ახლო მყოფ ადამიანების მოგონებები. ოო, ეს ძლიერ კარგი იქნება, მაგრამ არიან კი ისინი ეხლა ცოცხალნი? სად არიან? ვინ მოსძებნის მათ? ვინც გადარჩა... გადარჩა... ვინაა მომგონებელი დათიკო ჭიპაძის, სანდრო ყანჩელის, დ. მჭედლიშვილის, რამანა ბებიაშვილის, დათიკო ღოღობერიძის, დ. გაბრუაშვილის, ლადო მაჭავარიანის, გრანელის, საგანელის, შუღლიაშვილის, ეთიმა გურჯის, ქნარის, გ. ქუჩიშვილის, გ. შინატეხელის, გველესიანის,  ჩუდეცკის, ე. იოსელიანის, დარია ახვლედიანის, განდეგილის ქალი, ჭაგნელი ბზიკი, არნო ონელი, შიო მღვიმელი, დ. პავლიაშვილი, შალვა ამირეჯიბი, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ალი არსენიშვილი, მეორე ამირაჯიბი (შენ მუდამ ღამეს), შაშუა ვერელი, ნიკო გოცირიძე, აკაკი ბერეკაშვილი, ირაკლი ტოფაძე, (34) ილიკო ქურხული...
1893 - 1879 = 14 + 5 = 19.
1953 - 1879 = 74.
1957 - 1898 = 65.

სვანი მხატვარი - გიორგი კირილეს ძე მექოშვილი.
სტუდენტი პოეტი. მოთხრობებსაც სწერს. 1957, 16 ნოემბერი.

*
1 დეკემბერი. 1957.
ს. ჭილაიას.
1. რამდენ ხანს იყო?
2. როდის გამოვა მონოგრაფია?
3. ხომ არაფერი წიგნის შესახებ.
4. როდის გამოვაო...
5. აქ - როგორა ვქნათ? (კომისია... რამე...).
6. სახელგამი???
10 დღე მარტში. ჩემი წიგნი მარტში.
სახელგამში, ც. კ. ფოტო.
ე. ი. თუ თვარაძემ მიიღო ჩემი წიგნის შედგენის...
გაიძვერობა. აღარავის [ჩიქობავას] და თვარაძის გაუარესდა.
სურათი. 3-88-54.
თვარაძე. ცისკარი.
სოხუმი. თბილისი. მოსკოვი.
„Заря Востока“. აკაკი. Шушания. თვარა...ძე.
ლეეეილაააა? აკაკიები. ერთხელ.

2 დეკემბერი.
ვეძებთ, ვეძებთ... ვერ ვპოულობთ.

*
მიღებულია 1957 წ. 15 ნოემბერს ლაზარიდის წერილი:
„Здравствуйте, Галактион Васильевич, Нина Семеновна.
Во первых поздравляю с Великим праздником 40 годовщине.
К...В. Вы когда уехали, я Вам обещал писать письма. Я одно письмо написал 20/X, но ответа не получил, но я решил аписать второй письмо. Я ждал, что вы предете до праздника, но рас не приехал, ни-чего.
Тогда с этих выписанных досок я всего получил 4, 2 и 3. причина ся было то, что машина во время не быо, у меня, а потом недостаток необходимого количества досок на заводе, но сейчас с разрешением главного инжинера треста снова выписал.
Сейчас вот что я хотел Вам написать. Я сейчас столкнулся с таким вопросом - од паркет ужна бумага обверточная в два слоя и на этой цели мне потребуется денег, так в нашем управлении и в тресте эта бумага нету и за наличный расчет они не могут приобрести и поэтому, чтоб ускорить дело, прошу (?) выслать на мой адрес рублей 250-300, для этой цели бумага требуется.
Кроме того, паркетчики требуют по 15 р. уложению паркета, а контора всего плотит 10 р. п этому трубеутся Ваша согласие по телефону прямо в управление, что Вы согласны оплатить по 15 руб. по договору.
Ксли Вы будете согласны, то я Вас прошу эти два вопроса решите и ответьте срочно для скорения т. е. для онончания стоительства. К. В. уже сегодня начинаю электропроводки, есть люстри у наших подпядчиков рублей по 650-700. Можно ставит или нет и сколько.
я прошу срочно ответьте. Полы черные почти что кончил. Осталось в комнатах в трех в маленьких.

 приветом К. М. Лазариди
11/XI-57

Сухуми. Главпочтамт. До востребования Лазариди Константин Милетиевич.
Управление стройтрест №6.
ლაზარდი.

* * *
Пересылаю 400 рублей для [обверточной] бумаги.
Галактион Табидзе

[Люстры пока не нужны. Приеду:]
Как дело с водопроводом и канализацией...

Согласен оплатить паркетчикам пятнадцать рублей по договору. Люстры когда приеду. Как дело... балкона, кухни и ванной.

Сухуми. Стройуправление треста 6. Папабрамиди.
Согласен оплатить паркетчиков по пятнадцать рублей. Телеграфируйте, как дела строительства.
Адрес: Тбилиси, улица Марджанишвили, д. №4.

1957, 16 ноября

*
Москва, Гослитиздат _ Директору Дееву.
Москва, Гослитиздат _ Хитаровой.
Москва, Гослитихдат _ Серги Чилая.

Прошу сообщить, когда выйдет книга, кто является редактором.

Прошу сообщить, кто является редактором моей книги, количество форм, количество строк. Скоро ли выйдет книга. Мой адрес: Тбилиси, улица Марджанишвили, дом №4.С приветом.
1957, 16 ноября

*
პოემების პრობლემა.
სახელგამის წიგნის პრობლემა.
მოსკოვის წიგნის პრობლემა.

სახლი ჟორესის ქუჩაზე.
ჯანმრთელობის პრობლემა.

*
გალაკტიონოლოგია.
Вечер В честь Короля Поэтов.
1. 20/XI-57.
ალბად, უკვე ბევრმა იცის. რაც ჩემს სახლში იციან, ის უკვე მეორე დღესვე გატანილი ამბავია. ალბად, სტამბიდანაც. ალბად, ბესოდანაც. ალბად, ადეიშვილებისაგანაც. ჭილაიას [...].  რისთვის უშლიდენ და უშლიან ასე ხელს ამ იდეას? გასაკვირველია! არ უნდა გაეგოთ... მაგრამ ჯერაც გვიან არ არის.

*
1957. რედაქციები:
1. 16 ნოემბერს მივიღე მოსკოვიდან ჟურნალი „Дружба Народов“. მოთავსებულია შიგ ჩემი ლექსი „ხალხი“. ძალიან კარგი თარგმანი.
აქ ბიგვას ამბავი:

(მაქსიმ გორკის)
ჩემო მაქსიმე,
[საქმე] რა გზა მაქვს, იმე!
[მსურს შევისწავლო]
რომ არ ვიკითხო
[თვითონ] ეხლა მარქსი მე.
[იქ წერტილი სჯობს,
ხოლო აქ მძიმე -
დროა გამიცნოს
რუსეთმაც, იმე].
[ჩუმად] მაგრამ, მაქსიმე,
მომყავს ტაქსი მე,
[და ფეხსაცმელსაც]
უნდა ფეხსაცმელს
ვუსვა ვაქსი მე.
2. 22 ნოემბერს, მოულოდნელად, ამ ლექსის ჰონორარიც მომივიდა მოსკოვიდან - მთელი 1218 მანეთი.
3. ამ ლექსით შემოსული ფულიდან წამოწყებულ იქნა მეორე დიდი საქმე. დაქირავებულ იქნა ბინა მარჯანიშვილის მოედანზე.

*
გალაკტიონ ტაბიძე. აკაკი სვანი. ილია ბახტაზე. ია ეკალაძე. მიხაკო ჯანოევი (ნემო). თეოფილე ხუსკივაძე. კონსტანტინე გამსახურდია. ჯაჯუ ჯორჯიკია. დათიკო მებუკე. ლელი ჯაფარიძე. ტიციან ტაბიძე. გრიგოლ ვეშაპიძე. იროდიონ ევდოშვილი. ვარლამ რუხაძე. აკაკი წერეთელი. დავით კლდიაშვილი. ლადო დარჩიაშვილი. იასონ ნიკოლაიშვილი. სულ 18 კაცი.
აკაკი სვანი და სხვანი და სხვანი.
ფოტოსურათი ჯგუფისა მოთავსებულია „ახალგაზრდა კომუნისტის“ 1957 წლის 16 ნოემბრის ნომერში.
დეკადა.
„1914 წელს აკაკი წერეთლის მონაწილეობით ქუთაისში გაიმართა ლიტერატურული საღამო, რაც ნ. საღარაძემ ფოტოზე აღბეჭდა“ - ახ. კომ. 16 ნოემბრის ნომერში.
7.000 სურათი და 150 ნეგატივი ნიკო საღარაძემ უფასოდ გადასცა საქართველოს სსრ ცენტრალურ სახელმწიფო არქივს (სადაა ეს არქივი?). სურათების სია თან აქვს თუ არა. აგრეთვე ნეგატივების.
საინტერესოა, რომ აქ არის  ევდოშვილი. ის ჩამოვიდა ქუთაისში საღამოს გასამართავად და, ალბად, ეს ფოტოც იმ დროისაა.
როდის გაიმართა ევდოშვილის საღამო ქუთაისში? საჭიროა აღვადგინოთ. ის მაშინ მეგობრობდა ია ეკალაძეს. გასაგებიცაა. ძველი მოგონებანი თუ რამ...
შეიძლება ეს სურათი 1916-ისაა? არა. არა.
ყველა ამათგან ამჟამად ცოცხალია... 4 კაცი. თვრამეტი კაციდან ოთხი...
И чей нибудь уж близок час...
აი, სია იმ თოთხმეტისა: აკაკი სვანი, ია ეკალაძე, მიხაკო ჯანოევი (ნემო), თეოფილე ხუსკივაძე, ჯაჯუ ჯორჯიკია, ლელი ჯაფარიძე, ტიციან ტაბიძე, გრიგოლ ვეშაპიძე, იროდიონ ევდოშვილი, ვარლამ რუხაძე, დავით კლდიაშვილი, ლადო დარჩიაშვილი, იასონ ნიკოლაიშვილი (აქ ცამეტია). აკაკი! ეხლა ხომ თოთხმეტია.
ცოცხალნი ვართ: გალაკტიონ ტაბიძე, ილია ბახტაძე, კონსტანტინე გამსახურდია, დათიკო მებუკე. თვით ნ. საღარაძე 80 წლისაა.
ეტყობა - ზაფხულია: ან არა: გაზაფხული (ზაფხულობით მოწაფეები დათხოვნილები არიან და გადიან ქალაქიდან, აქ კი - ლელიკო ჯაფარიძე და დათიკო მებუკე თეთრ ბლუზებში არიან. სამოსწავლო ქამრებით, ფოლაქებიანი თეთრი ბლუზებით (ჰმ).
ყველას ერთნაირი საყელოები აქვთ, გარდა ორი კაცისა, ილია ბახტაძისა და ვარლამ რუხაძის, რომელთაც გახამებული მაღლა დაყენებული საყელოები აქვთ.
საზაფხულო პიჯაკებითაა მხოლოდ ორი კაცი: თეოფილე ხუსკივაძე და ილია ბახტაძე (ია ეკლაძეს მხოლოდ ჟილეტი აქვს თეთრი). დავით კლდიაშვილი სამხედრო ტანთსაცმელშია.
საინტერესოა: სადაა გადაღებული ეს სურათი, ე. ი. ქუთაისის რომელ ადგილას. არა სჩანს, რომ კვიცარიძის კონტორა იყოს, ვინაიდან წიგნები არა სჩანს.
დგამი სულ უბრალოა: მაგიდაც, სკამებიც.
მაგიდის გარშემო მჯდომარეთა [მაგიდა] სკამები სულ უბრალონი არიან: ევდოშვილი, ნიკოლაიშვილი, დარჩიაშვილი სხედან.
ქუდი - სკამეიკაზე. ვისი უნდა იყოს იგი? ხომ არ არის მეორე ქუდიც?
ვარლამი სწორედ ისე ზის... როგორც თაგუნას ახსოვს... იქაც.. აქაც.
ტიციანს ახლად შეკერილი კოსტიუმი აცვია. გიმნაზია ეს ესაა დაათავა. მეორე მის ამხანაგს - ლელიკო ჯაფარიძეს ჯერ ისევ სამოსწავლო ბლუზა აცვია, ვერ მოუსწრია კოსტიუმის შეკერვა და სდგას დ. მებუკეს გვერდით.
ევდოშვილს და ნიკოლაიშვილს მუხლი მუხლზე აქვთ გადადებული (მგონი, ევდოშვილსაც საზაფხულო ტანისამოსი აცვია).
ია ეკალაძეს და ევდოშვილს ერთნაირად აქვთ შუბლზე ხელი შემოდებული (ეს, ალბად, ფოტოგრაფის რჩევით).
აკაკი ჯოხზეა დაყრდნობილი. სახე დიდებულად აქვს. გამოირჩევა ყველასაგან...
ნემოს არტისტიული პოზა დაუჭერია...
ყველაზე უბრალოდ აქ მე ვარ მხოლოდ...
თავმოტვლეპილები მხოლოდ ნემო და ხუსკივაძეა.
გამსახურდიასაც მოუსწრია კოსტიუმის შეკერვა... ალბად, თუ ახლა დაამთავრა სათავადაზნაურო გიმნაზია. ასე? ასეა!
აკაკი წერეთლის გარდა ღრმა მოხუცებულობა აქ არავის ეტყობა.
ია ეკალაძე - მაინც თავისებურია ამ ფოტოში: ხელი შუბლზე, ნიშნავს ერთგვარ თავისებურობას მისას, მაინც, ფიქრობ კაცი: ია ეკალაძე მარჯვენა ხელით დაყრდნობია ილია ბახტაძეს, რაღაც ნდობით, რაღაც სიახლოვის ნიშნით. მაშინ, როდესაც ისინი სრულიად ახლო არ სდგანან ერთმანეთთან არც განცდით, [არც პარტიულობით,] არც ხელოვნებით, არც წლოვანებით, არაფრით, სრულიად არაფრით ისინი ერთმანეთთან არ სდგანან. ია ეკალაძე ნაციონალისტია, ილია ბახტაძე - სოციალ-დემოკრატი. ამ მხრით მათში შეურიგებელი ბრძოლა უნდა წარმოებდეს. თუმცა ილია ბახტაძე არავითარ ბრძოლას არ აწარმოებს არავის წინააღმდეგ. ის ჩუმი სოციალ-დემოკრატია. ია ეკალაძისთვის, მაშ, სულერთია ყველაფერი? ოღონდ ჩამოეყრდნოს იდაყვით მხარს! ვინმეს! ვინც იქნება სულერთია.
ნემო. აი, მართლაც რომ, კოხტად გამოიყურება. სწორედ ისეთი პოზით, როგორიც სცენაზეა: დაურიდებლად, ამაყად გამოიყურება. საცაა რაიმე მონოლოგს, უსათუოდ სახუმაროს, წარმოსთქვამს. საცაა იტყვის რამეს უცნაურს ისეთს, ისეთს (ბევრჯერ გვიმოგზაურნია მე და ნემოს ერთად).
რა დიდებულია დავით კლდიაშვილი, იასონ ნიკოლაიშვილი და ლადო დარჩიაშვილი. სამი უმწიკვლო პიროვნება.
- დიდებულია, დიდებული! - ამბობს ის.
- ფოტოგრაფო, მე შენ შემოგყურებ, - ამბობს აკაკი სვანი.
- ხონის პროლეტარიატი იწევს, რათა ჩაებას ბრძოლაში, - ამბობს ილია ბახტაძე.
- სოციალისტების არა მჯერა რა, - ამბობს ია ეკალაძე.
- დოვუსტვინო? დოვუსტვინო? - გრიალებს ნემო.
- თხზულებანი, ბატონო, თხზულებანი! - რატომღაც გაიძახის თეოფილე ხუსკივაძე.
რას ამბობს კონსტანტინე გამსახურდია?
რას ფიქრობს ნეტა ჯაჯუ ჯორჯიკია?
რაზე ოცნებობს დათიკო მებუკე?
რა მიზნებს ისახავს მომავალში ლელიკო ჯაფარიძე?
ვარლამ რუხაძე?
ვეშაპიძე?
ტიტია? მაშინ ხომ ტიციანი არ ერქვა. ათი წლის განმავლობაში ის ხელს აწერდა: ტიტე ტაბიძე! ტ. ტაბიძე. ტიტია, ტიტია.
ჰმ.
ვარლამ რუხაძის პოზა ისეთივეა, რაც მას ახასიათებდა: აკაკი წერეთელს დაინახავდა თუ არა, მის გვერდით უნდა მომხვდარიყო უსათუოდ... ოო, ისე როგორ შეიძლებოდა (ერთხელ თაგუნამ უყო მას სეირი ამის გამო: შუაში დააჯინა ვარლამი, თითონ უკანიდან მიუდგა და თითები მაღლა დაუყენა ყურებივით. გარეშემო ვიდექით მე და თეი კეკელიძე). ტიციანიც (ჰმ) ფეხზე დადგომას როგორ იკადრებს ლელიკო ჯაფარიძისა და ცვარნამის გვერდით, ის ვეშაპელთანაა: ეს ხასიათი მას და პაოლოს ბოლომდის შერჩათ... უსათუოდ ცენტრში, ისე როგორ შეიძლება. ასე უნდოდათ ჩემს გარდა, ალბად, ყველას, ჯაჯუსაც, კ. გამსახურდიასაც (ია ეკალაძეს და ილია ბახტაძეს - არა, არც ნემოს), ალბად, აკაკი სვანსაც  (დიდი პოეტი კი მყავდა, აი!). მაინც რა კარგადაა გამოსული ეს დავით კლდიაშვილი: ეს პატარა კაცი აკაკის გვერდით - მშვენიერადა სჩანს. ხოლო ი. ევდოშვილსა და იასონ ნიკოლაიშვილს რომ ფეხი ფეხზე აქვთ გადადებული აკაკის წინ, ეს რაღაც არ მომწონს. მაგრამ რას იზამ? ეს ფოტოგრაფის, ნ. საღარაძის, რჩევაა: თქვენ ასე დადექით, თქვენ ასე გამოიხედეთ, თქვენ ფეხი ფეხზე გადიდევით და სხვ. ეს, რა თქმა უნდა, საჭიროა, მაგრამ არა ყოველთვის. ერთხელ ბალმონტთან ვიღებდით სურათს. ალი არსენიშვილმა ყური მოჰკრა, როგორ ეუბნებოდა ვიღაც ბალმონტს: „Фотограф советует - стоять вот так“. ალის ამის გაგონებაზე სიცილი აუტყდა. ერთხელ მთვრალ ბალმონტსაც უთხრა: Фотограф советует так стоять... ბალმონტს გული მოუვიდა და უყვირა ალის: Если Вы фотограф, убирайтесь отсюда-ო. აბა, ისეთი უყვირა, ისეთი უყვირა. მე ახლო ვიდექი და სიცილისაგან, ცოტა აკლდა, არ წავიქეცი. ალიმ არად შეიმჩნია ეს ყოველივე. ეს სულ სხვა დროს მოხდა, მგონი, იმავ ხანებში, ბალმონტმა რომ ვეფხის ტყაოსნის თარგმნა დაიწყო და ქუთაისში განგებ ჩამოვიდა, იქ მეტი ლიტერატურული მოძრაობა უნდა იყოს, ვიდრე თბილისშიო.
ყველა, ჩემს გარდა, საკმარისად უზრუნველყოფილი იყო. მე კი იმ დღეს, მახსოვს, სადილის ფულიც კი არა მქონდა. ყველას პატივსა ვსცემდი, მაგრამ არც ერთ მათგანთაგან დაახლოვებული არ ვყოფილვარ, რომ გულახდილად მეთქვა ყველაფერი. პირიქით, თავს ლორდივით ვიჭერდი. მგონი, როგორც მახსოვს, საბრალო ტიციანიც (მაშინ ტიტია ერქვა) ამ მდგომარეობაში იყო. თავს კი ისე იჭერდა... ჰმ!
და ამ თვრამეტი კაცისაგან თოთხმეტი ცოცხალი აღარ არის... დავრჩით ოთხნი!
აკაკი წერეთელს იუბილეჲ გადაუხადეს 50 წლის მოღვაწეობისა 1908 წელს, ე. ი. სამწერლო ასპარეზზე გამოსულა აკაკი 1858 წელს.. მომავალ წელს სრულდება 100 წელი აკაკის სამწერლო ასპარეზზე გამოსვლიდან და 50 წელი ჩემი სამწერლო ასპარეზზე გამოსვლიდან. აკაკის ლექსი იყო „საიდუმლო ბარათო“. ჩემი ლექსი „სქელი ღრუბელი“. რამდენი წლის იყო ნეტა მაშინ აკაკი? არ ვიცი. ამ სურათზე სჩანს მოხუცი არა ნაკლებ სამოცდაათი წლისა.
ეხლა რა მაინტერესებს. რატომ გაიბერა, ძალზე შეიცვალა ხასიათითაც, რაღაც ტიციანი სწორედ ამ დღიდან, როგორც კი გიმნაზიელის ტანისამოსი გაიხადა და სამოქალაქო კოსტიუმი ჩაიცვა (მახსოვს, მე მას შევხვდი თეთრ ხიდზე, კოლია ოკუჯავასთან ერთად. კოლიაზე მან რაღაც ირონიული, ცინიკური სიტყვაცა სთქვა. რაღაც „არისტოკრატიული“, ბატონო, იმე! უკვე სტუდენტია). ქუდი მას აქ არ ხურავს. სტუდენტის ქუდი. ჯერ კიდევ არ იყო უნივერსიტეტში მიღებული და სტუდენტის ქუდს კი ატარებდა. ვითომ და რაო, უნივერსიტეტში არ მიმიღებენო, თუ რაო? - შე კაცო, დაიცადე. შეიძლება ვერც მოხვდე უნივერსიტეტშიო, ეუბნებოდენ;  ეჰ, ერთი შენცაო, მოგცლიაო, - ამბობდა იგი, - ძლივას ვეღირსე გიმნაზიის დამთავრებას და ქუდიც აღარ დავიხუროვო. ქუდი კი დაიხურა, მაგრამ თავზე რაღაც ძალზე პატარა იყო და „კიზიროკი“ რომ ჩამოდიოდა შუბლზე, ქუდის ბოლო თავის კოფომდე ძლივას აღწევდა. მაგრამ ტიციანი ამას არად იმჩნევდა. ამ სურათში ისიცა და ყველა უქუდოთაა გადაღებული, მხოლოდ ორი ქუდი ვიღაცასი (მგონი იასონისა და ლადოსი) მარჯვენა მხარეზეა, სკამეიკაზე.            
ია ეკალაძეს კი მგონი ის კოსტიუმი აცვია, რომლის ყიდვაშიც მე დავეხმარე, სასტუმრო „გურიი“-ს ქვეშ. მან შეკერილი კოსტიუმი შეიძინა, მახსოვს, სადა მცალიაო, ეხლა მკერავს ვეპრანჭო, ეს ასე გამიკეთე, ეს ისეო, - მერე როდის მაღირსებს შეკერვასო... არა, მამა, არაო, მზა-მზარეული ტანისამოსის არჩევას არა სჯობია-რაო. პოზა კი იას მისი საყვარელი ანდაზისა არ იყოს: „ავაფურთხე, ულვაშს მომხვდა, დავაფურთხე - წვერზედაო“.
პირველი თაობის აქ [მხოლოდ] აკაკი წერეთელია.
მეორე თაობის: დავით კლდიაშვილი, იასონ ნიკოლაიშვილი, ლადო დარჩიაშვილი, თეოფილე ხუსკივაძე და მსახიობი ნემო.
მესამე თაობის: იროდიონ ევდოშვილი, ია ეკალაძე, ილია ბახტაძე.
მეოთხე თაობის: ვარლამ რუხაძე, ვეშაპიძე, ჯორჯიკია.
მეხუთე თაობის: გალაკტიონ ტაბიძე.
მეექვსე თაობის: ტიციან ტაბიძე, კონსტანტინე გამსახურდია, დათიკო მებუკე და ლელიკო ჯაფარიძე.
ილია ბახტაძე ტანზეც კარგად იცვამდა და ფულებიც ყოველთვის საკმარისი ჰქონდა. როდესაც რომელიმე ამხანაგი დაესესხებოდა, ილიას ყოველთვის ჰქონდა ხოლმე ჯიბეზე ფული.. ყველაზე მეტად უფულოები მთელ ამ წრეში მაინც მე და ევდოშვილი ვიყავით. ევდოშვილი ახლად დაბრუნებული იყო გადასახლებიდან და სრულებით არა-ებადა-რა. მახსოვს, ია ეკალაძე ეხმარებოდა. დანარჩენებს ყველას ასე თუ ისე რაიმე მხრიდან მოსდიოდათ, ზოგს საღამოებიდან: აკაკი წერეთელს, დავით კლდიაშვილს. დავითს სამსახურიცა ჰქონდა. ვარლამ რუხაძეს საკუთარი შეშის საწყობი აქვნდა. ია ეკალაძე გაზეთის რედაქტორი იყო. ნემო ხომ მსახიობი იყო. თეოფილე ხუსკივაძე ჭიათურის შავი ქვის სამრეწველოში მუშაობდა, საკუთარი სახლი ჰქონდათ. კონსტანტინე გამსახურდია უკან დაკერებული შარვალით დადიოდა. ჯაჯუ კი სათავადაზნაურო გიმნაზიაში ასწავლიდა. ლელიკოს, დათიკოს და ტიტეს ჯერ კიდევ მშობლები ეხმარებოდნენ. არ ვიცი, რითი საზრდოობდა გრიგოლ ვეშაპელი. ყველა ესენი ცხრაას ჩვიდმეტშიც კი ცოცხლები იყვნენ. ჭაღარით მოსილნი ან თეთრშერეულნი თმაში აქ არიან: აკაკი წერეთელი, დავით კლდიაშვილი, იასონ ნიკოლაიშვილი, ნემო, ხუსკივაძე, ლადო დარჩიაშვილი. დანარჩენები, შედარებით, ცოტას გამოკლებით, ყველა ახალგაზრდებია. ყოველ მათგანს მშვენიერი ლიტერატურული ბიოგრაფია აქვს, მაგრამ დაწერილი კი არ არის: არც ია ეკალაძის, არც იროდიონ ევდოშვილის, არც ილია ბახტაძის, არც თეოფილე ხუსკივაძის, არც ლადო დარჩიაშვილის, არც იასონ ნიკოლაიშვილის. პედაგოგს და მწერალს იასონ ნიკოლაიშვილს, მახსოვს, ძალიან უყვარდა თავისი ახალგაზრდა მოწაფე - კონსტანტინე გამსახურდია. „მერე რა მანდედამაო“ - იკითხავს ზოგიერთი მკითხველი. - ისა, ჩემო ძვირფასო, რომ გამსახურდიაც ეხლაა ცნობილი, როგორც დიდი ქართველი მწერალი, თორემ ახალგაზრდობისას არც ცნობილი იყო, არც არაფერი. ყურადღება რომ მიაქციეს, დაეხმარნენ (ახალგაზრდებს ყველაფერში უნდა დაეხმარონ) და აი, კაცი გამოიყვანეს კიდეცა. მე, პირადათ, არც არავინ დამხმარებია, და რაც გავაკეთე, ჩემით, სულ სხვის დაუხმარებლად.
თუ სურათი 1914 წლისაა, იბადება კითხვა: გამოსული იყო თუ არა იმ დროს ჩემი პირველი წიგნი?
მახსოვს, წიგნი ზაფხულზე გამომივიდა.
ზაფხულზედვე ატყდა იაპონიასთან ომი.
ამ ომის დასაწყისშიც, ძალიან კარგად მახსოვს, მე და ტიციანი სოფელში ვიყავით, ჭყვიშში, მეფისჭალაში ერთხელ ტირიფების ქვეშ წამოწოლილნი ვსაუბრობდით. საქონელს ვაძოვებდით.
- რა წელიწადი დადგა. რანაირი წელი ერგო ჩემს პირველ წიგნს, - ვეუბნებოდი ტიციანს, - გამოვიდა თუ არა წიგნი, ომიც გამოცხადდა. ბედი არა ჰქონია, ტიტია ჩემო, ბედი.
ტიტია სავსებით იზიარებდა ჩემს მწუხარებას. მე ვფიქრობდი ამ წიგნით ქვეყნის აფეთქებას, აქ კი... იაპონია შეუდგა ჩემს მაგიერ ქვეყნის აფეთქებას. არა, შევსცდი... მართლაც ძალზე, იაპონია კი არა (იაპონია წინად იყო), გერმანია, ამხანაგებო, გერმანია. დაიწყო პირველი დიდი მსოფლიო ომი. ჩვენც ყველანი დავიშალენით: ილია ბახტაძემ მიაშურა თავის ხონს, ია ეკალაძემ ცოტა ხანს დაჰყო და მერე მოსკოვში შემხვდა, ნემო ქუთაისს შერჩა, თეოფილე ხუსკივაძეც, კონსტანტინე გამსახურდია საზღვარგარედ გაემგზავრა, ჯაჯუ თბილისში გადმოვიდა, ტიტიამ მოსკოვისკენ უტია, ვეშაპელიც. ევდოშვილი ტფილისს დაბრუნდა, ვარლამ რუხაძემ გაჰყიდა თავისი ხის საწყობი, დავით კლდიაშვილი სიმონეთს დაუბრუნდა, ლადო დარჩიაშვილი ტფილისს, ლელიკო ჯაფარიძე და დავით მებუკე სადღაც წავიდნენ, არ ვიცი. აკაკი სვანმა სვანეთს, ალბად, მიაშურა. დავრჩით მე და ოლღა ოკუჯავა. ჩვენც სულ მალე მოსკოვისაკენ გავსწიეთ. გზაში ოლია ავად გამიხდა. ეე, ყველანი დავიშალენით. 1914 წელი იყო მშვიდობის უკანასკნელი წელი.
- აბა, ხონსუ, ვინ მოხვალთ, ხონსუ! - იძახის არტისტი ნემო... აჰ, სკამზე მიგდებული გიმნაზიელის ქუდიცა სჩანს... ალბად, საწყალი ლელიკოსია. ევდოშვილსაც, მგონი, ხელში ჯოხი უჭირავს, არა??
ეხლა ერთი ესაა საკითხავი: რა საჭირო იყო ამდენი ფეხების ხატვა? ვის
რაში უნდა ი. ევდოშვილისა და ი. ნიკოლაიშვილის პოლსაპოშკები? მაგრამ მას მერე თითქმის... ნახევარი საუკუნეა.
ეხლა სხვანაირად იღებენ ფოტოსურათებს. უკეთესადაც, მაგრამ მე ეს მირჩევნია. ის ფეხსაცმელებიც, ალბად, საჭიროა, არა?
(თვითეულ ფოტოზე რომ ამდენი ვწერო, მთელი ავტობიოგრაფია გამომივა და ბევრი მოგონებებიც!) ჰმ. სასიამოვნო სამუშაოცაა განა!
1957, 20 ნოემბერი, ღამე
ფანჯრიდანა ვხედავ, პირველი თოვლი მოდის!! ალბად, თოვლია წყნეთშიც! გრიპმა ცოტათი მიკლო. ხვალ, ვნახოთ, როგორი დღე გათენდება.

*
მწერალთა კავშირი.
მხატვართა კავშირი.
დეკადისთვის საჭიროა, თან წავიღო ლექსები და წერილები, ფოტოები. რანაირი ლექსები?
მუსიკოსთა კავშირი.
ლექტორების პრობლემა.
დეკლამატორები.
მეცხრე ტომის პრობლემა.
აკადემიური გამოცემის პრობლემა.
მოძმე რესპუბლიკები.
დეკადა.
პწკარედები.
სოხუმის სალიტ. წრე.
ჩემი სახელობის ქუჩა.
ფოტოლაბორატორია.
მუდმივი აუდიტორიის პრობლემა.
დიდი კედლის პორტრეტი.
კინო-პრობლემა.
რადიო-პრობლემა.
პიონერთა სახლი.

*
გალოკტიანი გა...გამოშტრილი! გამოშ...ტრილი - გალოკტიანი! გა-მო-შტრი-ლი! (ე. ი. გამოშტერებული გალაკტიონი, - ასე იძახდა მეორე ღობეს გადასული, ჩემგან მიპერტყილი, ჩემი ბიძაშვილი ქალი ეთერი - ბავშობისას სოფლად). დღეს, 20 ნოემბერს, 1957 წელს, ჩემთან მოვიდა მისი ქმარი და მისი დიდი შვილი, რომელიც თურმე ლექსებსაცა სწერს. მოიტანა მშვენიერი ლექსები.

*
საჭიროებანი ოჯახისანი.
გვჭირდება:
1. აუცილებლად საჭიროა ორი მაგიდის ელექტრო-სინათლე, ლამფა! ერთი საწოლ ოთახში, ერთი ნინას ოთახში.
2. ირმას ოთახის მოწყობა. ლები. მაგიდა. სინათლე.
3. კბილების შესაკეთებელი ფული ნინას (თვითონ ამბობს რამდენი ხანია).
4. გაზეთების გამოწერა - „Заря“, „Комунист“...
5. ჩემს კაბინეტში: ზარი. სითბო? ა??? არაა საჭირო...
6. ფული, ე. ი. ჰონორარი ასაღები: 1. „ზარია“ (ილიას ლექსი). 2. „კომუნისტი“ ოქტრომბრ. 3. „Литер. Грузия“. 4. „Заря В.“ (კრებული). 5. „Молодой Сталинец“ (ლექსი). ეს გამოგვადგება ოჯახისათვის. პალტოს პრობლემა (ნოდარი და მე). და სხვ. და სხვ.
7. კაბინეტში საჭიროა თუ არა რამე წამოსაწოლი? აჰ, უნდა მივიდეთ ისევე იმ... იქ... ბოდიში უნდა მოვიხადოთ... მე მგონია, არა.
8. გასაღებები უნდა დამზადდესო - ნინამ. მართალია. დიდი კარებისათვის.
9. ორი თვით უზრუნველყოფა ოჯახის - აუცილებელია. ელეკტრო-ლამფები. ლები. ეტაჟერკა აქვს. კბილების...  
10. მეც... პალტო მინდა. ზამთარი კარს მოგვადგა.
11. რატომ ორი თვით და არა მთელი ზამთრით?? ნოდარი. არა იქნება რა, თუ წესრიგი არ დამყარდა.
1. Заря в. - Илья Чавчавадзе. 2. Лит. Гр. - Ленинрад. 3. З. Вост. - 40 лет. 4. Молод. Ст. - Октябрьское. 5. „Ленинское Знамя“ - 23 р. - 30/XI-57.
„Молодой Сталинец“. „Молодой Сталинец“.
„კომუნისტი“ - 19 დეკ.
„Литературная Грузия“, №3. „Заря Востока“ - „ილია ჭავჭავაძე!“.

1. შაქარი - 32 კილო. 2. კარაქი - 10 კილო. 16 კილო. 3. კარტოფილი - 180 კ. 16. 4. ხახვი. 5. ყველი. 6. ლობიო ფუთნახევარი. 7. მაკარონი - 120. 8. ბრინჯი. 120. 9. ქფილი ჭადისა და პურის. 10. ზეთი მოსახრაკავი. 11. პატარა ბოჭკა მჟავე კომბოსტოთი.
21 ნოემბერი, ხუთშაბათი.
ყოველივე ეს შეძენილი იქნება 2 დღის განმავლობაში. ბიულეტენი, ექიმის გამოწვევა.

*
ბიბლიოთეკა.
უნივერსიტეტი.
სანაპირო.
გამოფენის საკითხები.

*
გადასატანია დღესვე:
მშვიდობის წიგნი.
1. „Советская Грузия“. 2. „ეპოქა“. 3. „Избранное“. 4. ჩაქუჩი, ლურსმნები, ბაწარი, დანა, ფართო ქაღალდები, კიბე, დურგალი, თავისუფალი სტენდები. სხვა პლაკატები. 5. პორტრეტი ჩუდეცკის. 6. პორტრეტი ვადბოლსკის. 7. პორტრეტი გველესიანის. 8. პლაკატი: 1917-1957 წ.

გასაკეთებელია დღესვე:
1. მოსაწვევი ბარათი (ტექსტი, სტამბა). ვინ ხელმძღვანელობს? 2. ჭანკოტაძე ან სხვა მხატვარი (მთავარია). 3. დარბაზის წესრიგში მოყვანა.

აკადემიაში:
1. ხელფასი. დ. ბენაშვილი (სად ცხოვრობს?). ის ქალი. 2. ფატის მოწვევა (რომ დაესწროს და სხვ.). 3. მხატვარი? (ეჩმიაძინის ქ. №7). 4. ბიბლიოთეკის გამგის საქმეში ჩარევა. 5. სამნეო ნაწილის გამგე. 6. ბავშები! ბავშები! ბავშები! 7. კინო. 8. რედაქციები. 9. ვადბოლსკის წერილის გადაბეჭდვა. 10. ხვალ დილისთვის გამოფენა მზად უნდა იყოს!

სტამბაში:
Советская Грузия - 4 შეკვრა. ეპოქა - 1 შეკვრა. Избранное - 1 შეკვრა. მშვიდობის წიგნი - 1 შეკვრა. ოქტომბრის პლაკატი - 1 შეკვრა. პატარა პლაკატები -1 შეკვრა.

გამწვანების პრობლემა.

სიონის დეკანოზი მექი ხელიძე. ტელ. 3-95-68.
ვასო გორგაძე. ქელბაქიანი. აკადემია. სიონი.

Тбилиси. Кировский район. Ватный ряд 4. Юрий Карский.
1957 (იმ დღეს დამემართა გრიპი).
იყო კარსკი, მექი ხელიძე, გიორგი ნასარიძე (მერე აღარ მოსულა არც ერთი).
იმ დღესვე იყვენ: 1. გიორგი კირილეს ძე მექოშვილი, პოეტი. 2. სვანი (მხატვარი), მოთხრობებსაც სწერს.

პიონერთა სასახლე. 1957 წ. 1 დეკემბერს 2 საათზე. სასახლის წინ შევხვდებით. მასწავლებელი ნინო კაკაბაძე.

*
სარჩევი:
1. ფერადებით სახატავი ტილოები. 2. „მშვიდობის“... 3. „მშვიდობის წიგნის“ ხელნაწერები. 4. კალმით და ხიშტით (3 ცალი). 5. სამამულო ომის სამი ლექსი და ერთი აფიშა. 6. ქალაქი. ტფილისის პლანი. 7. ერთი სტენდი - ოთხი პლაკატი. 8. საგურამოში. 9 ფოტო. 9. ერთი სტენდი 5 პლაკატი. ბავშები. 10. ერთი სტენდი 2 შვიდტომეულის... 11. ერთი სტენდი და 1 პლაკატი (აკად.). 12. ხუთი სტენდი თავისუფალი. 13. დიმიტროვის ქარხნის მუშებისაგან ვავა გაბუნიას, დავით გველესიანის და იაკობ ნიკოლაძის... 14. 20 პლაკატი „დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლიუცია“. 15. საბჭოთა საქართველო 63. ცარ. ფურ. 38. 16. დერეფანში. ირ. ტოფაძის და თ. ჩუდეცკის. 17. ეპოქა სტენდებზე, სტენდი 11, 240 ფურც. 18. რჩეული 75. ჩარჩოიანები. 19. მესამე ტომის სამი სტენდი. 20. შვიდტომეულიც ცალკე პლაკატი. 21. ქართველი მწერლები „იზბრ“. სილოვან კაკაბაძის... 22. პლაკატები: „საბჭოთა საქართველო“. 23. 24. ორი ლექსი. 25. ტ. I. 26. ტ. II. 27. ტ. III. 28. ტ. IV. 29. ტ. V. 30. ტ. VI. 31. ტ. VII. 32. ტ. VIII. 33. 34. სულ: 55.000. 35. გვაკლია:... 36. მეორე ეგზემპლიარები, გადაბეჭდილი მანქანაზე. 37. მგალობლიშვილს წარედგინა წიგნი. 38. გვადის პრობლემა... 39-44. 45. ტ. I. სტრიქ. რიცხვი. 46. ტ. VI. სტრიქ. რიცხვი (ირმა). 47-49-50. ლაზარიდის წერილი. 51. სუხუმის სახლი. 52. 53. პოემების პრობლემა. 54. სახელგამის წიგნის პრობლემა. 55. მოსკოვის წიგნის პრობლემა. 56. გალაკტიონოლოგია. 57. სახლი ჟორესის ქუჩაზე. 58. ჯანმრთელობის პრობლემა. 59. რედაქციები. 60. 18. მწერალთა კავშირი (თვრამეტი მწერალი). 61. მხატვართა კავშირი. 62. მუსიკოსთა კავშირი. 63. ც. კ. 64. ლექტორების პრობლემა. 65. დეკლამატორები. 66. მეცხრე ტომის პრობლემა. 67. აკადემიური გამოცემის პრობლემა. 68. მოძმე რესპუბლიკები. 69. დეკადა. 70. პწკარედები. 71. სოხუმის სალიტ. წრე. 72. ჩემი სახელობის ქუჩა. 73. ფოტოლაბორატორია. 74. მუდმივი აუდიტორის პრობლემა. 75. დიდი კედლის პორტრეტი. 76. კინო-პრობლემა. 77. რადიო პრობლემა. 78. პიონერთა სახლი. 79. საჭიროებანი ოჯახისანი. 80. ბიბლიოთეკა. 81. უნივერსიტეტი. 82. სანაპირო. 83. გამოფენის საკითხები. 84-96. 97. გამოშტრილი! 98 -157.