შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-385 - 1957 წელი


ენძელა. 1957. 19/X.

კარი ეღება. გადიტეხება. შეხება. ეხება. გულ-გამეხება. ბოლო არ ეღება. რაც შეეხება. გადიხეხება. ეგება (ფეხ-ქვეშ). ეგება. რას იქექება?  შექება. მიერეკება. მარად ქვეყნიურ.
ცისკარით სი.

კალამი, ალამი, წალამი, სალამი.
ჩვენი მხურვალე სალამი, უმხურვალესი სალამი.
ჩვენს ცისკარს უმხურვალესზე უმხურვალესი სალამი!

*
ცისკარმან აღმოსავლეთი
ვარდისაფერად შეღება...
გალაკტიონ ტაბიძე

*
ცისკარი მოდის,
ათი ათასი,
შვენების ვრცელი
კარი ეღება.
მარად-ქვეყნიურ
ათასი ალის
სიახლის ცეცხლით
გადიტეხება.
იგი ცისკარი
სინამდვილეა,
ის გმირობაა,
გულგამეხება!
აჰა, ცისკარმა
აღმოსავლეთი
ახალი ვარდის
ფერით შეღება.
ცისკარი იგი
ხალხის წარსულში
ეომებოდა
მტერ-მუხანათებს.
ცისკარი დიდი
აწმყოს სიახლის
ალით ანთებდა
და აწც ანათებს.
ცისკარი იგი
დროშად აიყვანს
იმ დიდ კომუნას
ხიდად გადადებს.
აჰა, ცისკარმა
აღმოსავლეთი
ახალი ვარდის
ფერით შეღება!

ცისკარმან აღმოსავლეთი ვარდისა ფერად შეღება
ცისკარი აღმოსავლეთმა ვარდისა ფერად შეღება...
ცისკარი მოდის და მზიურ შვენებას კარი ეღება...
ცისკარი მთელ მსოფლიოში სიახლედ გადიტეხება...
ცისკარი სინამდვილეა, გმირობა, გულგამეხება...
[ცისკარი! რა რიგ ანათებს აგიზგიზება - ცისკარი...]
ცისკარი! ხალხის წარსულში [იგი ანათებს, ანათებს]  ებრძოდა მტერ-მუხანათებს,
ცისკარი აწმყოს სიახლის ალით ანათებს, ანათებს,
ცისკარი მომავლისათვის [გულში] [ხიდეს თავდადებულად განადებს] თავს...
ცისკარი სიხარულია, გმირობა, გულგამეხება.

* * *
ცისკარის [მოდის და მზიურ] ათი ათასი
შვენებას კარი ეღება.
[ცისკარი მთელ მსოფლიოში]
ათი ათასი მგზნებარე
სიახლედ გადიტეხება.
ცისკარი სინამდვილეა,
გმირობა, გულგამეხება,
ცისკარმა აღმოსავლეთი
ვარდისაფერად შეღება.

ცისკარი! ხალხის წარსულში
ებრძოდა მტერ-მუხანათებს,
ცისკარი აწმყოს სიახლის
ალით ანათებს, ანათებს.
ცისკარი დროშად აიყვანს
კომუნას - ხიდათ განადებს,
ცისკარმა აღმოსავლეთი
ვარდისაფერად შეღება.

[იქ კი, სად ხალხის წამების
წყევლას ბოლო არ ეღება.]
ცისკარი [გრძნობდა:] ჟღერდა: წამებას
რისთვის ბოლო არ ეღება?
რისთვის წარსული ტიალი
ბნელში არ გადიჩეხება?
უნდა გაშუქდეს გარემო,
მსოფლიოვ, ეს შენ გეხება,
ცისკარმან აღმოსავლეთი
ვარდისაფერად შეღება.

ცისკარი აწ ჩვენს აწმყოში
აბა, კარს რად არ შეაღებს,
ცისკარი მსოფლიოს გულში
ცემს, თავის სხივებს შეახებს,
ცისკარი [სასიხარულო] დილას, როდესაც
მსოფლიო დროშებს შეარხევს,
ცისკარმა აღმოსავლეთი
ვარდისაფერად შეღება.

ცისკარი მომავალშიაც
ალით ინათებს მჭეხარით.

ჩვენ, პოეტები მარადის
მის მგზნებარებას შევხარით
მრავალი ათი ათასის...

ლენინის დროშით...

აღმოსავლეთის ცისკარი
არის გაშლილი ალამი,
ანათებს არე-მიდამოს
უმახვილესი კალამი.
იქ სიხარული ხმოვანებს,
სად წინად ჟღერდა წალამი
[ჩვენს ცისკარს ჩვენი მგზნებარე]
[ცისკარს, ჩვენს ცისკარს, გზნებარეს]
ჩვენს ცისკარს უმხურვალესზე
უმხურვალესი სალამი!

*
[მშვიდობა.
გამარჯვებებს ათარიღებს.
რაოდენი სიხარულის მომიტანია ამით].

[„Заря Востока“-ს მე-10.000 ნომერი].

*
[ცისკარი მღერის მშვიდობას]
არა ატომი, ჩვენ გვინდა
[მისი გულია] სულით და გულით მშვიდობა,
ამიდი გვინდა მშვიდობის,
და არა უამინდობა.
მშვიდობა სოფელს და ქალაქს,
ძირს თაღლითობა, ფლიდობა,
ჩვენს ცისკარს უმხურვალესზე
უმხურვალესი სალამი.

* * *
აღმოსავლეთის ცისკარით
[არის] ელავს გაშლილი ალამი,
ანათებს [არე-მიდამოს] მხარეს მშობლიურს
უმახვილესი კალამი.
იქ სიხარული იზრდება,
სად იზრდებოდა წალამი...
ჩვენს ცისკარს უმხურვალესზე
უმხურვალესი სალამი.

ცისკარით ათი ათასი
[შვენებას] დროშის ფერს  კარი ეღება.
[მხოლოდ] გულიც  ქვეყნიურ, მგზნებარე
სიახლით გადიტეხება.
ცისკარი სინამდვილეა,
გმირობა, გულგამეხება,
ჩვენს ცისკარს უმხურვალესზე
უმხურვალესი სალამი.

ცისკარით ხალხი წარსულში
ებრძოდა მტერ-მუხანათებს.
ცისკარი აწმყოს სიახლის
ალით ანათებს, ანათებს!
ცისკარი დროშად აიყვანს
კომუნას - ხიდად განადებს,
ჩვენს ცისკარს უმხურვალესზე
უმხურვალესი სალამი!

[ცისკარი ჟღერდა:] მსოფლიოს მწარე წამებას,
[რისთვის] შეხედეთ, ბოლო [არ] ეღება?
რისთვის წარსული ტიალი
ბნელში არ გადიჩეხება?
უნდა გაშუქდეს გარემო.
[ცისკარო!] სამშობლო, ეს შენ გეხება
მიიღე უმხურვალესზე
უმხურვალესი სალამი!

ცისკარი [ამ ჩვენ] დიად აწმყოში,
აბა, კარს სად არ შეაღებს,
ცისკარი მსოფლიოის გულს
თვის მგზნებარ სხივებს შეახებს,
ცისკარი ღელავს, როდესაც
მსოფლიო დროშებს შეარხევს,
ჩვენს ცისკარს უმხურვალესზე
უმხურვალესი სალამი!

ცისკარი მომავალშიაც
ალით ინათებს [მჭეხარით] ზენარით,
ჩვენ, პოეტები, მარადის
მის მგზნებარებას შევხარით!
ლენინის დროშით შევხარით!
[კომუნის დროშით]  მარად და მარად შევხარით,
ჩვენს ცისკარს უმხურვალესზე
უმხურვალესი სალამი!
გ. ტაბიძე
[1957. იფნიბაღი]

*
ბაასს.
ცხრაას ჩვიდმეტი.

* * *
გვწყურია მზე. ჩვენ მშვიდობა გვინდა,
წყაროსავით ანკარა და წმინდა.
იელვარებს, რაკი გამობრწყინდა
ფერი თექვსმეტ რესპუბლიკის დროშის.

* * *
მზიან დღეში -
გრიგალში თუ თოშში
ჭრაქის, კვესის -
თუ ატომის დროშში
[მთელ მსოფლიოს -
მიუძღოდეს ფერი]
ფერი თექვსმეტ -
რესპუბლიკის დროშის.

[რეკს საათი] ჟღერს ეს წელი
იგი ათას ცხრაას
ჩვიდმეტი წლის
[დღეზე] ჰანგზე იწყებს ბაასს -
[ოქტომბერი! მარად] ორმოცი წლით იწვევს სხვა ასს.
ფერი თექვსმეტ რესპუბლიკის დროშის.

აღმოსავლით ცისკარი შლის ალამს
და მგზნებარე პოეტების კალამს
გზნებით აძლევს უმხურვალეს სალამს
ფერი თექვსმეტ რესპუბლიკის დროშის.

* * *
მახსოვს, დაჭრილი ჯიხვის მსგავსად
ბინდი დაეცა სიმინდებში.
და კვამლიან თოფის ქვეშ
გული დასწვა რა მწუხარებით.
დღე ჰქრებოდა. აფრინდა
ჩემი ახალგაზრდობა ბუდიდან.
[შესწ] მიჰკვდა სიმღერა. სამუდამოდ
მიიძინა ილიას გულმა.

*
მოშიშის. დრო შიშის.

ჟღერს ეს წელი...
იგი ათას-ცხრაას
ჩვიდმეტი წლის
ჰანგზე იწყებს ბაასს.
ორმოცი წლის
გზებით იწვევს სხვა ასს -
ფერი თექვსმეტ
რესპუბლიკის დროშის!

მზიან დღეში,
გრიგალში თუ თოშში
ჭრაქის, კვესის
თუ ატომის დროში,
მთელ მსოფლიოს
წინ მიუძღვის ფერი,
ფერი თექვსმეტ
რესპუბლიკის დროშის!..

აღმოსავლის
ცისკარი შლის ალამს,
აქ მგზნებარე
ჩაქუჩს, გრდემლს თუ კალამს,
მზით უგზავნის
უმხურვალეს სალამს
ფერი თექვსმეტ
რესპუბლიკის დროშის.

*
გალაკტიონ ტაბიძე. საქართველოს სახალხო პოეტი.
40 წელი!
ჟღერს ეს წელი... იგი ათასცხრაას
ჩვიდმეტი წლის ჰანგზე იწყებს ბაასს,
ორმოცი წლის გზებით იწვევს სხვა ასს
ფერი თექვსმეტ რესპუბლიკის დროშის.
მზიან დღეში, გრიგალში თუ თოშში,
ჭრაქის, კვესის და ატომის დროში,
მთელ მსოფლიოს, წინ მიუძღვის ფერი
ფერი თექვსმეტ რესპუბლიკის დროშის.
[ცეცხლი] [ფერი თექვსმეტ რესპუბლიკის დროშის!]
აღმოსავლის ცისკარი შლის ალამს,
აქ მგზნებარე ჩაქუჩს, გრდემლს თუ კალამს
მზე უგზავნის უმხურვალეს სალამს
ფერი თექვსმეტ რესპუბლიკის დროშის!
[მზიან დღეში, გრიგალში თუ თოშში,
ჭრაქის, კვესის, თუ ატომის დროში,
[მთელ] და მსოფლიოს წინ მიუძღვის ფერი,
ფერი თექვსმეტ რესპუბლიკის დროშის.
ფერი თექვსმეტ რესპუბლიკის დროშის].
[წყაროსავით] ლენინის გზით ანკარა და [წმინდა]
გვწყურია [გზა] ცა, და მშვიდობა გვინდა.
ორმოცი წლის გამარჯვების ლხინთა
ლენინის [გზა] გზით, [წმინდა, წმინდათ წმინდა!]
ლენინის გზით გვინდა
მზიან დღეში, გრიგალში თუ თოშში,
ჭრაქის, კვესის, და ატომის დროში
მთელ მსოფლიოს წინ მიუძღვის ფერი,
ფერი თექვსმეტ რესპუბლიკის დროშის.
გალაკტიონ ტაბიძე - საქართველოს სახალხო პოეტი
1957, ოქტომბერი

*
ერთა ძმობა ჰყვავის დაფნის რტოშიც,
ერთა ძმობა მღერის პალმის რტოში,
და მსოფლიოს წინ მიუძღვის ფერი,
ფერი თექვსმეტ რესპუბლიკის დროშის.

*
მოშლის. ოშკის. მოშიშს. ოშის.
მზიან დღეში, გრიგალში თუ თოშში.