შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-383 - 1957 წელი


გ. ტაბიძე. აკადემიის რვეული.
1957. 19 სექტემბერი.

1957. სექტემბერი. სუხუმი.
Гуляние. [Ду. Гулия.]

Гулия - не
Гуляние.

Гулия - аж
Гуляш -

Гулия - но не
Нуля - [А лишь]
[Попрыгунья!]
[Пердун.].

7 сентября, 1957
სუხუმი

*
17 სეკტემბერს.
1. ლექსი „Заря Востока“-ს ანტოლოგიისათვის გამომცემლობასაც.
2. ლექსი მხატვარს პლაკატისათვის (იგივე ლექსი).
3. ლექსი ილია ჭავჭავაძისადმი, რომელიც ნათარგმნია პატარაიას მიერ. მაქვს პორტფელში.
4. ლექსი:
„ჰარიქა, მიშველეთ“,
მხარი დამიმშვენეთ!
ჭუჭყი მომაშორეთ,
ბაღი გამიშენეთ!“

დგება ოქტომბერი,
ის, შვების მომბერი,
წითელი ლომფერი -
ჰარიქა, მიშველეთ.

ორმოცი, ორმოცი,
წელია, რაც ბოძი
აღვმართეთ სალოცი,
ჰარიქა, მიშველეთ.

ორმოცი წელია.

1
როცა ქვეყანას კაცი აკლია -
გრიშაც ის არის, რაც ირაკლია.

1957 წ., 19 სექტემბერი.
1. გადმოვედი აკადემიაში. აქ წიგნთსაცავის ახლო სამკითხველოში მომცეს ერთი მშვენიერზე-მშვენიერი მაგიდა. საწერი მაგიდა. დასასვენებელი მაგიდა. მთელს სამკითხველოში ასეთი მაგიდა მეორე არაა. მთავარია ის, რომ ყველაზე მყუდრო ადგილასაა მოთავსებული ეს მაგიდა.
გ. ტაბიძე

ახალგაზრდა მხატვართა გამოფენა
კერამიკა
1. ე. ამაშუკელი - ბაგრატიონი - კ. კანდელაკის ხელმძღვანელობით (მშვენიერია).
2. ზეინალაშვილი მ. - დეკორაციული ვაზა. ხელმძღვანელი ციციშვილი.
3. მაჩითავიშვილი  ც. - არსენა მარაბდელი. ხელმძღვანელი გომელაური.
4. ა. კაკაბაძე (მაყვალა მრევლიშვილის ქალიშვილი) - ქართული ხალხური ზღაპრები. ხელმძღვანელი მაისურაძე (ძველი ხიდი და სხვ).
5. ბაიდაშვილი - „რთველი“ (დიდი პანნო). ხელმძ. ციციშვილი.
6. გაგნიძე ო. - კედლის შადრევანი. ხელმ. მაისურაძე.
7. მაისურაძე - ღვინის სერვიზი (დიდებულია).
ჩიხლაძე მ. - ხილის ვაზა. ხელმ. ციციშვილი.
მეტრეველი გ. - ყავის სერვიზი. ხელმ. ციციშვილი.
ცერაძე ნ. - შადრევანი. ხელმ. მაისურაძე.
ლომიძე გ. - ხილის ვაზა. ხელმ. ციციშვილი.
ნაჩარიანი ა. - ჩაის სერვიზი. ხელმ. ციციშვილი.
კობიაშვილი - ღვინის სერვიზი. ხელმ. გომელაური.
ქართველიშვილი - რთველი. ხელმ. კაკაბაძე ს. ი.
გელაშვილი - ტუალეტის კომპლეკტი. ხელმ. გომელაური.
ლერი ვ. - ღვინის სერვიზი. ხელმ. ციციშვილი.
ბენაშვილი მ. - დეკორატიული ვაზა. ხელმ. მაისურაძე. დიდია.
ხერინაშვილი - ტორშერი.  ხელმ. მაისურაძე.
მელაშვილი - დეკორატ. ვაზა „დილა“ (სტალინი).
ხუციშვილი - ჩაის სერვიზი. ხელმ. ციციშვილი.
ვატაევა ე. - დეკორატ ვაზა. მაისურაძე.
ბენაშვილი ი. - ყავის სერვიზი.
მეტრეველი რ. - „კაკო ყაჩაღი“. ხელ. გომელაური.
ნონიკაშვილი - ყავის სერვიზი. ხელმ. მაისურაძე.

დიმიტრი ხახუტაშვილი. ძველი ქართველი მხატვრები.
ციმაკურიძე, შებუევი, იაკობ ნიკოლაძე, ნიკ. კანდელაკი, მოსე თოიძე, შარლემანი.
ვ. ელოევი - ბარათაშვილი (დიდი ქანდაკება).
გ. კორძახია - მაიაკოვსკი (დიდი ქანდაკება).
1. ციმაკურიძე, 2. შებუევი (უნდა გავაკეთებინოთ დიდი პორტრეტი), 3. იაკობ ნიკოლაძე, 4. ნ. კანდელაკი, 5. მოსე თოიძე, 6. შარლემანი, 7. გრ. მესხი, 8. დ. გველესიანი.

* * *
„ოქტომბრის დიდი სოციალისტური  რევოლიუცია გ. ტ. შემოქმედებაში“.
გამოფენები და საღამოები. თითქო კულტი.
1. პოლიგრაფტრესტი. 2. სახელგამი. 3. წიგნის პალატა. 4. სახელგამის სტამბა.
მომხსენებლები: ბ. ჟღენტი, სერგი ჭილაია, დ. ბენაშვილი, გია მარგველაშვილი, გ. ნატროშვილი, ლავროს კალანდაძე, მ. ვადბოლსკი, ეთერი შუშანია, შალვა რადიანი, რ. ორჯონიკიძე, ფ. ნიშნიანიძე, თედო ბეგიაშვილი, ილია ბახტაძე, იპ. ვართაგავა, დ. გამეზარდაშვილი, გ. მერკვილაძე, შალვა დადიანი.

იქ საჭიროა ერთი შკაფი.
საღამო მოეწყობა:
1. სახელგამში. 2. მწერალთა კავშირში. 3. აკადემიაში. 4. გარ. უნივერ. 5. იმელში. 6. ხელოვნების სახლში. 7. მხატვართა კავშირში. 8. მთავრ. სასახლეში.

*
28 სეკტ., 1957.
გაზეთს წაემძღვარება წინ. ასოთ-ამწყობების, მბეჭდავების, ამკინძავების საერთო წერილი.
რაა მზად? კლიშეები: 1. გაზეთის სათაური. 2. პორტრეტი პოეტის.
ამ ბიბლიოთეკაში... შეიძლება მეცადინეობა.
ანგია ეწყობა...
კონვერტოლოგია.
ვარლამ თოფურია.
ყოველდღე აკადემიაში. ჩემს მაგიდაზე. გიორგი ჯიბლაძე! ვნახოთ, ვისი სახლი აჯობებს! შენი თუ ჩემი... 1958 ოქტომბერში. ვნახოთ! ვარლამ თოფურია და გიორგი ჯიბლაძე.
მივდიოდით ერთხელ მე და ჭიაურელი (მუსიკოსი).
მივდიოდით ერთხელ  მე და გამეზარდაშვილი (აკადემიასთან).
განმეორდა ერთი და იგივე ამბავი.

28 სეკტ., 1957.
ყოველდღე აკადემიაშია: გაზეთები და ჟურნალები.
აქ ახლო არიან: 1. ფატი. 2. ანგია. 3. გამეზარდაშვილი და სხვ.

1. ქრონიკა აკადემიური გამომცემლობის შესახებ... სრული აკადემიური კრებული.

30.
1. მწერალთა კავშირში რაღაცას Fფოთიალობს კარლო კალაძე.
2. რაო შალვა აფხაიძემ? ჰმ! ნუ ერთმანეთის არაფერი იციან? ან?

პარალელურად:
1. სტენდები გამოფენისთვის - გამოფენა! გამოფენა!
პარალელურად!
წიგნის პოპულიარიზაცია!!!
პარალელურად!
რეკლამა ცამდის! რეკლამა!
პარალელურად!
გალაკტიონოლოგია.
ამ არე-მარეზეა: აკადემიის სტამბა, მეორე სტამბა (კიროვის ქ.), მესამე სტამბა (მოედანზე).
„Заря Востока“- გამოვიყენოთ კუკუსსა!!!
სიმონ წვერავა, რა მშვენიერად წერს კუკუსა.
ვინ იცის ხუცური?
გამოვსცემ იმ წიგნს!!!

30 სექტ., 1957 .
1. ყოველ დღე აკადემიაში...
2. გადმოვიტანე მწერალთა კავშირიდან II, III, IV, V და VII ტომების ანაბეჭდები. აკლია VI (რატომ?). სადაა VI? ნუ თუ არ წარმიდგენია? ნუ თუ ამოიღეს?
3. საჭიროა მოტანილ იქნას აკადემიაში ყველა სტამბაში დაბეჭდილი ტომები, და შედარდეს, რათა ნათელი გახდეს: რა მასალები უნდა დაიბეჭდოს ხელახლა, რომ შეივსოს მომავალი წიგნი.
4. დალაგდეს პოემები წყნეთში, რომ შემდეგში შეუერთდეს იმ დიდ წიგნს.
5. საჭიროა გადაბეჭდილი ტომებიც, რომლებიც ინახებიან მარჯანიშვილის ქუჩაზე.
6. ე. ი. აკადემიური გამოცემისა და არა აკადემიურის გამოცემის ყველა მასალები დაგროვდება აქ...
7. დასასრულ: აქვე იქნება ცენტრი რუსული ბწკარედების „Заря Востока“-სთვის და სხვა გამოცემებისათვის.
P. S. არ დაგვავიწყდეს წყნეთის პოემები.
ღმერთო! როდის ვეღირსები ყოველივეს მომზადებულს და დალაგებულს!!! როგორი არეულობაა გარეშემო.

მიეცეს ლექსები გადასაბეჭდათ: ნონიკაშვილს ზეგისთვის. ხვალ: I ტ., VI ტ., VIII ტ. I. VI. VIII.

1957. 1 ოკტომბერი.
1. ძალზე მექექება ხელის გული! ფული მოდის - შემომძახა ლიმონათის გამყიდველმა ქალმა.
2. საამკინძაო ცეხში წიგნი აკინძულია, მაგრამ ყდაში არაა ჩასმული. ერთ კვირაში მოვრჩებითო.
3. საჭიროა გარაჟის კარგად მოწყობა. იქ ბევრი რამ შეიძლება დაეტიოს...
4. მოძებნილია მეექვსე ტომი. იგი მიემატა აკადემიის სამკ.
5. გადავიღეთ სურათი ვართაგავასთან (86 წლისაა!). გაზ. იქნ. 10 ოკტ. ჰმ!
6. შევიძინეთ გაფრინდაშვილის „რჩეული“... 1956 წ. გამოცემა.
7. ასი პოეტის იდეა (მაინც არ მეშვება). (ძალით არ იქნება).
8. გუშინ ჩატარებულა ილიას საღამო მასწ. სახლში. ყოფილა ფატი... მას მოხსენება დაუმთავრებია ჩემის ლექსით. მოსაწვევ ბარათშიც მწერლებში პირველად მე ვარ გამოცხადებული, შემდეგ შ. დადიანი და სხვ.