შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-381 - 1957 წელი


ახალდაბის ნიში. ტყის მხარეს ნადები ორი ქვა.

*
1957.
სახელგამიდან გადარიცხვები გადარიცხულია:
11 ივნისს ათი ათასი - 10.000.
21 მაისს - ათი ათასი.
6 მაისს - ათი თასი.
30.000. 16.000 დარჩა.

*
22 ივნისი. 1957.
ალფაიძე (რკინისგზელთა სახლის კლუბის გამგე). ტელ. 3-88-62.
კაჭკაჭიშვილი გრიგოლ არტემის ძე - კალინინის სახელობის ორთქმავლის და რონოდების შემკეთებელი ქარხნის საწარმოო განყოფილების გამგის მოადგილე. ტელ. 3-23-53 (დღის 10 საათიდან - 1115 საათამდე უეჭველად იქაა).

ფოტოების გადარჩევა - ივნ. 22-23-24-ში. გადიდება ფოტოების მეტელკოვის მიერ (კლარა ცეტკინას ქ. №94).
ფოტოების გადიდება, გადაღება. 3 დღე (თუ 25 გადავეცით - 28 მაისს მზად გვექნება).
მეტელკოვი ალექსანდრე მიხეილის ძე - კლარა ცეტკინას ქ. №94.

შეხვედრა მხატვრებთან 30 მაისს... (ხუთშაბათს. მოაწყობს პოლიტიკურ ცოდნათა გამავრცელებელი საზოგადოება - აქ ფატი). მაშინვე მოეწყობა ტილოებზე მუშაობა ნახშირით. მოწვეულ იქნებიან მხატვრებიც. ცნობილნი (ქაღალდი, ტილო, კორტონი, ფანერა, ჟესტი) და სხვა მასალა, აგრეთვე მოლბერტები: წინდაწინვე ორგანიზებულად უნდა ჩატარდეს. ე. ი. უნდა ვიცოდეთ, რამდენი მხატვარი იღებს მონაწილეობას.

ჩიო-ჩიო სან.
ალფაიძე - ალფა და ომეგა საქმის.
3-00-20.

*
Грузфото - ორგანიზაცია ფოტოების გადიდების (კულტურის სამინისტროს განკარგულებაა საჭირო).
ხუთწლედები - ფოტოებით - ალექსანდრეს იდეა.
1908-1913, 1913-1918, 1918-1923, 1923-1928, 1928-1933, 1933-1938, 1938-943, 1943-1948, 1948-1953, 1953-1958.
საქფოტო.
23. მეტელკოვი. 30-სათვის აკადემიაში შეხვედრაა - ფატისთან 5 საათზე - რკინისგზელების სახლში (კლუბი. ალექსანდრე ჩოგოვაძე).

*
24 მაისი.
ჰმ. სახლში დაურეკეო ტექნიკუმის კომენდანტს.
ფესტივალის გამო ზომებს ვერავითარს ვერ ვიღებთ.
1. ჰმ. მაშინ სხვა დარბაზში, თუ პირველი დაკავებულია.
2. სრულებით საჭირო არაა ბავშვთა მონაწილეობა.
3. და სხვ... სამ საათზე - 4-ზე იქ ვიქნები.
თუ ფესტივალია... მაშინ, რა თქმა უნდა!!!
ჰმ. ჰმ. ჰმ.

25 მაისს.
შეხვედრა მაინც ჩატარდა. აჰანდე!
აგერა, აჰანდე... ჰმ, ჰმ. ქალბატონო მერი!

27 მაისს.
მთელი გამოფენა გადავიტანე ტექნიკუმიდან რკინისგზელების  სახლში ([მიხ] პლეხანოვის გამზირი).

28 მაისი.
დაბეჭდილია მოსაწვევი ბარათები რკინისგზელთათვის.
ჩიო-ჩიო-სანი განაგრძობს თავის გდებას...
ალფაიძე - ტელეფონი.
ბახტაძე - ტელეფონი.
ჩიო-ჩიო-სანი.

30 მაისი.
უსათუოდ - აკადემიაში - აკადემიაში!
ბე, ე, სსო, ოო, ო!
ჩიო-ჩიო-სანს,
ვერ ვჭვრეტ, არა სჩანს,
ან მოგკლავ და ან...
ჩიო-ჩიო-სან!

*
აქ საქმეში ჩაერევიან: გურგენიძე, ალფაიძე (პირველად), ჩოგოვაძე - ჩიო (მეორედ). არა სჩანს აკტივობა, ჯერჯერობით.
ბესო ჟღენტი... მზადაა.
ფატი ნიშნიანიძე (ვახშამიო!).
ის რომელია, ალფაიძეს რომ სცვლის? ისიც... მთელ...
ქეთო ცეხის უფროსი - 3-43-21.

18 ივლისი. 1957.
მწერალთა კავშირში ვნახე უკრაინიდან ჩამოსულნი.

პოლიგრაფტრესტი. მიწერეს <ფატის>. ნანიტაშვილი.

*
1957. 1 ივნისი.
1. ექვსასი მოსაწვევი ბარათი 8 ივნისისთვის გადავეცი ალფაიძეს. მან სთქვა: ორშაბათისთვის სულ დარიგებული იქნებაო.

2 ივნისი.
გიგინეიშვილი ო. გ.
გამოფენამ, რომელიც დავათვალიერე დიდის სიამოვნებით, ჩემზე ისეთი შთაბეჭდილება დასტოვა, თითქო ვმოგზაურობდი სვანეთში, სადაც არასდროს არ ვყოფილვარ.
რა ნათლადა სჩანს, რომ მხატვარი სულით და გულით ემსახურება დიადს მოწოდებას ხელოვნებისას და როგორ გამოსჭვივის ის მატერიალური სიღარიბე, რომელიც...
აქ ყველაფერი ქართულია,  საღებავებიც კი.
მთები. მთები. მთები.

* * *
ნათლადა სჩანს, რომ მხატვარი
........................................................
მხატვარს სულითა და გულით
უყვარს თავის ხელოვნება.

* * *
აქ ძვირფასი მოსჩანს ჩვენი სვანეთის
ლაღი მთები - გამტანი ერთმანეთის.
ყველაფერი [ქართულია, ნათელი]  სხივითაა ნანთები -
[რომ გარშემო სულ მთებია და მთები]
ნაკადები, მწვერვალები და მთები...
[გმადლობ მხატვარს]

მხატვარი მთების
აქ [ძვირფასი] ნანთები
მოსჩანს [ჩვენი] მთები სვანეთის, -
ლაღი მთები,
[გამტანნი] ლანდები ერთმანეთის...

[ყველაფერი
სხივითაა ნანთები]
სხივისაა ნაკვთები
კაცთა სახე,
ხეობები და მთები.

აქ ჩვენს მხატვარს
საქართველოს ბუნება
გულითა და
სულით [ეხმაურება] ეგუგუნება.

სიახლის ფერს - [ახალი]
მოაქვს მოსინათლება.
მადლობა მთებს!
[დიდზე დიდი]
და მათ მხატვარს მადლობა.
გ. ტაბიძე
1957, 3 ივნისი

*
მამია ებრალიძე.

ვუსურვებ ჩვენს მხატვარს ისევ მხნეობას.
აქ ჩვენს მხატვარს, საქართველოს ბუნება
სულითა და გულით ეხმაურება,
რომ ახალი მოაქვს მოსინათლება.
[ვუთხრა მხატვარს].

*
ნოვიცკი ალექსი ნიკოლოზის ძე.

3-30-24 - ალფა და ომეგა.

სტამბას დაეტოვება 356 ფურცელი სამ წყებად.
შემდეგ კიდევ გადავეცი 200 ფურცელი.

Москва В-71. 5 Донской проезд., д. №31-а, кв. 231: Ломтатидзе В. В. (Чола).
ჭოლა ლომთათიძის შვილი.

*
Вместе с Онегиным Пушкина „Горе от ума“ было первым образцом поэтического изображения русской действительности, в обширном значении слова. В том отношении оба эти произведения положили [начало] собою основание последующей лтературы, были школою, из которой вышли и Лермонтов и Гоголь.

*
ვუცდი, ვუცდი ანგიას,
აღარ მოდის ანგია.

*
გურჯაანელი გლეხი მჭედლიშვილი მხარბეჭიანი, წარმოსადეგი, მაგრამ ავადმყოფი, ცალ ხელში ჯოხითა და მეორეში მხრების საწევი ჯოხით ძლიერ ... დინჯად და ყურადღების მიმქცევად მიდიოდა ბაღში, ხალხით სავსე მოედანთან. უცებ იგი დაეცა გრძნობა-და-გონება დაკარგული. და შუა ბაღში გაიშხლართა. გაწვა სიტყვა უთქმელად. მე სწრაფად გავექანე მისკენ. ის ძლივს სუნთქავდა, ხმას ვერ იღებდა; მე დავუძახე სხვებს მომშველებოდენ და ამ დროს გულაღმა მწოლარე დაცემულმა ავადმყოფმა წამოიძახა:
- ო, მე მაგათი კალამი მოვ...ან.

აკადემიური გამოცემის შესახებ
1. წინასწარ დავათვალიერეთ ტექსტოლოგიის მომუშავეთა ოთახები.
ორი შკაფი უჭირავს აკაკისა და ილიას.
მეუბნებიან: დავამთავრებთ აკაკისა და ილიას ტომების გამოცემას და შემდეგ შევუდგებითო (ამ კარადებში), დავალაგებთ შენს ნაწერებს აკადემიური გამოცემისათვისო. ჰმ... განა ეს საქმეა? მე ვუთხარი, რომ დარჩება აქ აკაკისა და ილიას მაგიდები და ჩემი კი ცალკე.
2. შევედით ბოჭორიშვილთან მე და პასუხისმგებელი მდივანი. გამოვარკვიეთ, ამ დღეებში შეიქნება კომისია. შეუდგება ეს კომისია მუშაობას. დაადგენს ტექსტებს.
გამოვა კრებული ჩემს შესახებ. კრებულზე მუშაობაში უნდა ჩაებან ინსტიტუტის მუშაკები. დაიდგმება შკაფი, დამზადდება 1-2 ტ. აკადემიური გამოცემისა. ყველაფერი გამოირკვევა 2-3-4 დღეში. ერთის სიტყვით, საქმე ჩამოყალიბდება.

უძო
კვირა. 7 ივლისი. 1957.
1. აქ იდგა ორი ხე - პანტა.
2. ეძახდენ ნიშს. „ნიში“.
3. „უძოს ნიში“.
4. თან ორი პატარა ქვა.
5. ერთიც ხატი.
6. ლოცულობდნენ აქ და აქედან მიდიოდენ უძოზე.
7. აქ ილოცებდენ, [პურსა] უძოზე ადიოდენ, ჩამოდიოდენ, აქაც პურსა სჭამდენ.
8. ახლა ყველაფერი მოშალეს.
9. ბევრჯერ თბილისიდან ფეხშიშველა ქალები მიდიოდენ.
10. ათი წელია.
11. ღვინის სმა, პურმარილი საკლავითა.
12. სიმღერები, გალობანი, ლოცულობდენ ხოლმე.
13. ქვეშ დაიფენდენ ნოხებსა.
14. ბოთლები არ იყო, უმთავრესად დოქები.
15. ტაქნებიც არ იყო, უმთავრესად პატარა ყანწები.
ნიკოლოზ კახელიშვილის ნაამბობი.

1. კახელაშვილი ვანო. 2. მამუკოვ გარსა. 3. ასი... ქალები. ვაშა. 4. ზუბალა (ეგ ისე არ დარჩება).

*
კვირა. 7 ივლისი. 1957.
ქაღალდზე გაკეთებულია 6 სტროფი:

1. მშობლიურო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
რომ დავიცავ შენს დიდებას,
წინაპართა ძვლებს დავიცავ.

2. თუ ადამიანს გეტყვიან,
მასზე ძვირფასი რა არი?
სახელი ადამიანის,
აი, რა არის მთავარი.

3. დიადი მშვიდობისაკენ
შურება ჩვენი დიდია.
მომავალ კაცობრიობის
ის გამძლე გზა და ხიდია.

4. გეკაფოსთ, რაც უღრანია,
აგევსოთ, რაც ხარვეზია,
სამშობლო არ დაივიწყოთ,
სამშობლო უმთავრესია.

5. დე, ბრწყინავდეს დროშად თვითეულისა
საქართველოს მკერდი ორდენოსანი,
მისი მიწა, მისი მზე სხივოსანი,
ის გვიყვარდეს უპირველეს ყოვლისა.

6. გაცოცხლებულა ირგვლივ ყოველი,
მფეთქავი ძალა არეს ჰფენია,
სულ რომ არ იყო ქვეყნად ღიმილი,
შეხედე, ეხლა რაოდენია!

*
1957. 7 ივლისი.
პიონერთა პარკი  აწყობს პიონერ-მოსწავლეების შეხვედრას პოეტ-აკადემიკოს გალაკტიონ ტაბიძესთან:
პროგრამა:
1. შესავალი სიტყვა.
2. მოხსენება თემაზე გ. ტაბიძის შემოქმედება.
3. მისასალმებელი სიტყვები და ლექსები.
[4.] დასასრულს დიდი კონცერტი. ბაღში უკრავს სასულე ორკესტრი.
დასაწყისი საღამოს 6 საათზე.

*
ალფაიძე (რკინიგზელის სახლი) - 3-88-62.
კლუბის გამგე. პირველად ტროლეიბუსში, მეორედ ჩოგოვაძესთან ერთად, მესამედ ცალკე...

*
გაზ. კომუნისტი, შაბათი, 13 ივლისი, 1957.
ტელეგადაცემათა პროგრამა.
20.00 - ქართველი პოეტები - გ. ტაბიძე, ა. მირცხულავა, მ. მრევლიშვილი - სტუდიაში.
            
მწერლები სკოლაში
გორი - (საქკორი.) ამასწინად სოფ. მეჯვრისხევის კულტურის სახლში ამავე სოფლის სკოლის მოსწავლეებმა ცქვიტს მოუწყვეს დაბადების 70 წლის თავი და სამწერლო მოღვაწეობის 50 წლის თავი. იუბილართან ერთად სკოლას ესტუმრნენ მწერლები: ი. აბაშიძე, ა. ბელიაშვილი, დ. შენგელაია, მე, მრევლიშვილი, შატბერაშვილი, მარგიანი, ო. ჩხეიძე, მარიჯანი, რ. ქორქია, შ. ძიძიგური, ი. ურჯუმელაშვილი.
ლექსები და სიტყვები: მარიჯანი, ქორქია, ო. ჩხეიძე.
ანამ მადლობა გადაუხადა.

*
ბიბლიოთეკის გამგე ქალი.
ჩემი სახელობის სალიტერატურო წრის ბიბლიოთეკის გამგე ქალი - იქცევა... ძალიან... ძალიან... ძალიან - ჰმ.

ღონისძიებანი გალაკტიონ ტაბიძის
მოღვაწეობის 50 წლისთავისათვის
1. თხზულებათა სრული აკადემიური გამოცემის პირველი ტომის მომზადება და გამოცემა.
2. სამეცნიერო სესიის ჩატარება.
3. „ლიტ. ძიებან“-ში წერილების მოთავსება.
4. კრებულის გამოცემა.

*
3-73-29 - გვარამაძე. ბინა. სათიკ აკოპოვი.
კაჭკაჭიშვილი გრიგოლ არტემის ძე - 3-23-53. 10-1115.
მეტელკოვი ალექსანდრე მიხეილის ძე (მხატვარი. ფოტო). კლარა ცეტკინას ქ. №94.

*
Снабженец _ орган парка проф. органа НХТ.

არ გვეხება, ვინ სად იყო,
სად იმღერა, სად ილხინა,
სამსახურში საჭიროა
სანიმუშო დისციპლინა.

ტაბელზე რომ ნომრებია
რიგზე ჩამომწკრივებული,
რომ ჩამოვხსნათ, შევაბრუნოთ,
ნუ მოგივა, ძმაო, გული.

ზოგიერთი კი თაკილობს,
რომ შეახოს ნომერს ხელი,
ნომერს მოხსნა უნდა, ძამა,
აქ რა არის საკვირველი.

ჩვენ შრომაში სულ ერთნი ვართ
ის იქნება, მე თუ შენა,
იცოდე, რომ ნომერს აწი
არ ჩამოგხსნის ამხანაგი.
გ. ბარ.

*
მომხსენებლები:
აბაშიძე ი. ბ., აბაშიძე გ. გ., ბარათაშვილი მ. გ., დადიანი შ. ნ., კალაძე კ. რ., ლეონიძე გ. ნ., ლორთქიფანიძე კ. ა., მირცხულავა ა. ა., მარგიანი რ., ნატროშვილი გ. კ., ნონეშვილი ი., ჟღენტი ბ. დ., ქიაჩელი ლ. მ., ჩიქოვანი ს. ი., ჭილაია ს. ე.
ცისკარი - 38702. ძიძიგური - 37599. ბახტურიძე - 37909. ერემო - 8756. ფეიგინი - 3.57.95.

Заказы на такси
Площ. им. Ленина - 3-32-20.
Пл. им. Карла Маркса - 3-38-77.
Вокзальная площ. - 3-36-06.
Ул. Марджанишвили - 3-38-82.
Ст. Навтлуги - 4-06-04.
Худатовская ул. - 3-64-79.
Студ. гор. Ваке - 3-01-42.
(24 და 7 ч. утра заказы принимаются по тел. 2-14-40. Подача такси на расстояние до 2-х килом. бесплатно).

*
Фото...
Художники.
ხაზალია ვალენტინა.

ბარნოვის 44\32. ზალიკო <რაფაელის ძე> ჩიხლაძე. 15 აგვისტოსთვის მასალა მზად იქნება.
47.040 - 20.000.  დარჩა - 27.000. 78.400.