შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-380 - 1957 წელი


წინად (როსმე) აქ ტყე იყო [მეტად]
თურმე, დაბურული,
ეხლა (თურმე) წრეებია - ლიტერატურული.

მერე რა წრეები...
დროშაა სახალხო მგოსნის სახელობის.

ვარაზის ხიდეთი.
უნივერსიტეტი.

სახლებია.
განუახლებია.

ხიდეთი.
უნივერსიტეტი.

გვირგვინი წრეების ნიჭის და ქველობის,
ეს წრეა სახალხო მგოსნის სახელობის.

2-31-08 - ფინ. ტექ.
ნიკო კუჭაიძე.

წინათ აქ ტყე იყო
ტყე იყო ხევამდე,
ვარაზის კიდემდი,
სადაც აღმართულა
უნივერსიტეტი.

[წინად აქ ტყე იყო]  ტყე იყო ხევამდე
თურმე დაბურული,
სადაც [წრეებია] [ზეიმია] დღეს კრება გვაქვს
ლიტერატურული.

ტყე იყო - [ნიშანი] ხევამდე
დღეთ ძველთა ძველობის,
სად [ეხლა] ხე დგას სახალხო
მგოსნის სახელობის.

[იმ ტყეში <ჩაფლული> ხევამდე]
[ეხლა იმ ხევამდე] რაც კი ტყეებია,
[რაც კი] სადაც სახლებია,
[ახალ საქართველოს] [ახალ დროებას რომ]
ძვირფას მშენებლობას
განუახლებია!

[იქ სადაც ტყე იყო] ტყე იყო ხევამდე,
[ნიშანი] ტყე გაჰქრა ძველობის -
[ეხლა ტყეებია,] [მონუმენტებია]
აღვმართოთ ტყეები
ახალ მშენებლობის!

წინ, წინ, მეგობრებო!

*
I. შესავალი სიტყვა.
II. მოხსენება: ხელოვნების საკითხი გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებაში!
III. ქართული.......
IV. გამოფენა.

გინდა დოშილა აქა, გინდა იქ...

*
ტყე იყო ხევამდე,
ვარაზის კიდემდი,
სადაც აღმართულა
უნივერსიტეტი.

ტყე იყო ხევამდე,
თურმე დაბურული,
სადაც დღეს კრება გვაქვს
ლიტერატურული.

რაც კი ტყეებია,
რაც კი სახლებია -
ძვირფას მშენებლობას
განუახლებია...

წინ, წინ, მეგობრებო!
ტყე იყო ძველობის...

* * *
თვალებით თვალების მორევში ეფლობა
შურისმძიებელი შეუბრალებლობა.

*
მხოლოდ [მშვიდობის] ოქტომბრის წიგნით.
ჩვენ გავიარეთ (სამხრეთ-ოსეთი) თებერვლის შემდეგ.
ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
კვირის ნომერში „კომუნისტ“-ში.
შემხვდა თუში. მოაწყობს შეხვედრას მოწაფეებთან.

*
7 მარტი.
იყო ნაზი კილასონია. წაიღო ფაქსიმილეები „პიონერისთვის“. აწყობს შეხვედრას „პიონერი“-ს  მკითხველებთან. გამოფენას, საღამოს. 19 შემხვდა რაჭველი პოეტი „პიონერი“-დან.

8 მარტი.
ქალთა დღე პოლიგრაფში. ფატი.

9 მარტი.
„კომუნისტი“ - ბენო თათარაშვილი (1 საათზე). წუთისოფელი. ორშაბათს.
ლიტერატურის და ხელოვნების განყოფილება.
ო, ქალო ძვირფასო. პეტრე ბახტურიძე, ლიზა ბაგრატიონი.
Антон Иванов (საწყობის გ.), მოქანდაკის მამა.

11 მარტი.
დღეს ვდებთ ხელშეკრულებას VIII ტომისას სახელგამთან.
გ. ტაბიძე
გეგმაში დამტკიცების შემდეგ.
რეზო

„კომუნისტში“ უნდა მივიდე. ჭარელიშვილი იოსებ. თუში. ორშაბათამდე - სურათი.

12 მარტი.
61 შკოლა. ორჯონიკიძის რაიონი.
ფატი. ტელ. 2-12-73.
არჩევნების გამო საღამო გადატანილია 20 მარტისთვის. ფატიც იქ ყოფილა. ველაპარაკე დირეკტორ ქალს. ხმით, ხმის ტემბრით... ენერგიული ქალი სჩანს.

15 მარტი.
მასალები მასწავლებლის სახლს. მივეცი ვ. ბარნოვი, დ. კლდიაშვილი და სხვ.

19 მარტი.
ლვოვის პირველი შესახვევი (1) №20 - სერგო შავგულიძე.
3-34-66 - რ. ორჯონიკიძე.

20 მარტი.
საღამო-შეხვედრა - 61 შკოლა. ტელ. 2-12-73. დირეკტორს ველაპარაკე ტელეფონით 5 მარტს. ფატიც იქ ყოფილა.
„ვინ არის მართალი“.
„მოამბე“, №3, 1898, იპ. ვართაგავას მოთხრობა.

21 მარტი.
მ. ჩოგოვაძე. განათლების სამინისტრო. ალექსანდრე შვანგირაძე. სამსახ. 3-56-68. სახლის 3-03-13.

22 მარტი.
მინისტრთა საბჭოში.. ფატი (გადაიდო სესიის გამო).

28 მარტი.
Тбилиси. Ул. Володарская, №1, III этаж. Чоговадзе Александр Ковлевич.

31 მარტი.
სუხუმი. ლესელიძის 9. გიგოლა მებუკე.

1 აპრილი.
მასწავლებლის სახლი, სახელგამი, ლიტფონდი, ჩიტო, მოქანდაკე, ფატი. ლიტფონდის გამგეობას (ვინ არიან წევრები) ხვალ რომელ საათზე აქვთ კრება? აკადემიაში სამამდე. უნივერმაგი.

16 აპრილი. სამშაბათი.
I. შესავალი სიტყვა. II. მოს. ჟღენტი. III. ... IV. მეოთხე. V. გამოფენილი იქნება.
8 საათზე. მწერალთა კავშირი. აკადემია.
კვესელავა.

23 აპრილი.
ლუი არაგონი...
ქედი-ბარაკონი...
მაგრამ არამგონი
და საარაკონი.

25 აპრილი.
1. სტენდები მზადდება, ხვალ უნდა მივსცე ტექსტები.
2. ვიყავი ჩემი სახელობის წრეში.
3. ვიყავი აკადემიაში (დ. ბენაშვილი და ბოჭორიშვილი).

32. სტენდები გარედ, როგორც იყო:
კლდიაშვილი, ქუჩიშვილი.
ორკესტრი.
გალაკტიონოლოგია.
ბესია, ფატი, ილია, თამარ. შეძახილები.
სტენოგრაფისტკა, ბანკეტის საკითხი.
წიგნის მაღაზია.

26 აპრილი.
1. ლიტფონდი... (სესხი) - ხვალ.
2. სახელგამი... (VIII ტ.)  ხელშეკრულება - 3-4 ს.
3. მხატვარი... (ტექსტი) - დილით.
4. მწერალთა კავშირი (ჭილაიას გადაეცემა წიგნი). მანაც.
5. სტამბა (მოსკოვის წიგნის გაფორმება).
6. მშვიდობის წიგნის ხელნაწერები.

27 აპრილი.
1. მხატვრის ტექსტი 9 საათზე.
2. მოსკოვის წიგნის გაფორმება 11 საათზე.
3. სახელგამში 3 საათზე.
4. ლიტფონდში 5 საათზე.
5. კინო.

28 აპრილი.
შეხვედრა ნავთლუხში დიდებული!
სტამბა - 9-10 საათი! მხატვარი - 11-12 საათი! ლიტფონდი - 12-1 საათი! სახელგამი - 1 საათი!

29 აპრილი.
3-45-68 - სტამბა. 3-54-15 - ლიტფონდი სამ საათზე.

30 აპრილი.
სალიტერატურო წრის წევრებთან ერთად გადმოვიტანოთ საქონელი, სტენ.

4 მაისი.
1. ლიტწრე უნივერსიტეტის ქუჩაზე...
2. აკადემია... (ბიბლიოთეკის გამგე).
3. სახელგამი...
4. სტამბა.
5. ბენაშვილს ტელეფონით.

6 მაისი. ორშაბათი.
1. მოსაწვევი ბარათების დაბეჭდვა.

7 მაისი.
სულ სტუდენტები უნდა...

*
Станция Ленина. ავტობუსი №16.
ლენინის მოედნიდან Верхний металург. ზემო მეტალურგი. საგალაკტიონო.
გაჩერება სასახლის ქ... 11/2 туда и обратно.
წმინდა ბარბალეს ეკლ. А оттуда №10.

*
ხელშეკრულება
ჩვენ ქვემორე ამისა ხელის მომწერნი ვაწყობთ ქედის ქომუნის ქ. №1-ში 99 შვიდწლიანი სკოლის შენობაში დიდს გამოფენას სახელწოდებით "დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლიუცია გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებაში".
მასალა გამოფენისთვის დაგროვდება 15 მაისამდე.
გამოფენა გაიხსნება 1 ივნისს. დაიხურება 3 სეკტემბერს.
17 მარტი, 1957
1. ვ. პოპიაშვილი
2. შ. ურ.
4. Н. О.
5. გ. ტაბიძე
6. სონღულ.

*
Поэзия - философичнее истории.
Аристотель (поэтика)
1957, 21 марта

*
1. სიგრძე ტრიბუნისა - ერთი ჩემი ჯოხის და ოთხი  თითის დადებაა.
2. სიფართოე - ერთი ჯოხი (უფრო).
3. პიუპიტრის სიგრძე მტკაველ-ნახევარი.
4. პიუპიტრზე ზევით და ქვევით დასაყრდენები.
5. პიუპიტრს სამი პატარა ხის სვეტი იცავს (ერთია დაბლა).
6. ორი ხის სვეტი წინიდან.
7. ზევიდან დასაფარებელი დახრილია, აქვს ქვევიდანაც.
8. გვერდები ნამდვილი ფიცრებია.
9. ჭიქა შთაგონების ობიექტი რომ არ იყოს.
10. ლურსმნები შესაფერისი.
11. სულ ადვილი გასაკეთებელია წყნეთში. ქვევიდან პიუპიტრს საყრდენები.
12. ეცნობა (ხერხი, ლურსმნები, ფანერა).

* * *
შენი წამწამით
მისდევს  წამს წამი...
ჩამოგვირიგეთ
ყანწი სამ-სამი.
ზეცას უფრორე
გააქვს კამკამი...
შენი თვალები,
შენი წამწამი!
ულამაზესი
წყდება ცას ნამი.
შენი ღიმილით,
შენი წამწამით...
გ. ტაბიძე
1957, 2 აპრილი
შუადღის 5 საათი

* * *
თითზე ვთვლიდით ნამდვილ პოეტს,
ეხლა კი გვყავს მილიონი:
არ არიან ილიანი,
გაგვიმრავლდენ ალიონი.

ფშავხევსურეთს აშვენებენ
ღვიანი და დეკანი.
ამ ჩვენ უნივერსიტეტს კი
რექტორი და დეკანი.

ჰქუხს დიმიდრი გულიაში
ყაურმა და გულიაში.

ეს გულია
დიმიტრია? ტიმიტრია?
Гулия - не -
Гуляние.

Дунь Си-вень.

*
6 მაისი ბევრში გადამწყვეტი დღეა.
1. უნდა შევუკვეთო ჩარჩოები საყვარელიძეს (სამტრედიის ქუჩა) 40 ცალი. (არას გზით არ...).

*
ხელშეკრულებაზე ხელისმოწერისას 25%, მოწონებისას 35%. 60%.
5.600 სტრიქონია,  14 მანეთი სტრიქ.

კვერენჩხილაძე რეზო - 31-55-25.

კინოსტუდია ქართული ფილმი. 26/IV 12 საათზე. აბელიშვილი გულბაათი.