შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-661-11 - 12 სექტემბერი, 1955 წელი


გალაკტიონ ტაბიძე.

                          შესავალი სიტყვა ქართველი მწერლებისა და საქწიგნის მუშაკების
                                      შეხვედრის დღეს 12 სექტემბერს, 1955 წელს

     ძვირფასო ამხანაგებო!
     ისე, როგორც აქ, ჩვენს დარბაზში, დღეს მოსკოვში ხდება საინტერესო შეხ­ვედრა მოსკოვის პოეტებისა - წიგნის მუშაკებთან, ტარდება საუბარი პო­ე­ზიის შესახებ, მკითხველთა შორის პოეზიის პროპაგანდის შესახებ. იქ ეწ­ყობა პოეტების მორიგეობა წიგნის მაღაზიებში, მკითხველებს კი ამის შესა­­ხებ წინდაწინვე მიცემული აქვთ  ცნობები; მოსკოვის პოეტების სექციის ინი­ცი­ატივით, გუშინ, 11 სექტემბერს, მოსკოვის თვრამეტ წიგნის მაღაზიაში უნ­და ჩატარებულიყო პოეტების დღე: თვრამეტ წიგნის მაღაზიაში დად­გე­ბოდ­ნენ პოეტები, ისინი გაყიდდენ წიგნებს, წაიკითხავდნენ ლექსებს, მიაწ­ვ­დიდ­ნენ ცნობებს თავიანთ ამხანაგებს მწერლების შესახებ, მათ ნაწარმოე­ბებ­ზე, ისა­უბ­რებდენ საბჭოთა პოეზიის განვითარებაზე. „პოეზიის დღე“-ში [მოს­კოვ­ში] გუშინ მონაწილეობა უნდა მიეღო 60-ზე მეტ მოსკოველ ლი­ტე­რა­ტორს". "მართლაც, კარგი იქნებოდაო, - გვწერდა ერთი ამხანაგი, - რომ თბი­ლის­შიაც (და თუნდ, რესპუბლიკის სხვა დიდ ქალაქებშიც) მომხდარიყო ასე­თი­ვე შეხვედრაო". და სწორედ ამგვარსავე მიზანს ისახავს ჩვენი დღევანდელი შეხ­ვედრაც: ჩავატარებთ საუბარს ქართული ლიტერატურის შესახებ, მკითხ­ველ­თა შორის პოეზიის პროპაგანდის შესახებ (წიგნების გაყიდვაში ჩვენი პოე­ტე­ბი ვერ გამოდგებიან, ამის გამო ვარჩიეთ ასე).
     უძველესი დროიდან დაწყებული ისტორია ქართული დამწერლობისა და აქე­დან უშესანიშნავესი თავგადასავლის მქონე ქართული წიგნის წარ­მო­შო­ბის დასაწყისი საუკუნეთა სიღრმეში იკარგება: ბოლნისის უძველესი წარწერა, მე­ხუთე-მეექვსე საუკუნეების ფულებზე და აგიოგრაფიული ძეგლების წარ­წე­რები, ამავე საუკუნეების ეტრატის პალიმფსესტურ ხელნაწერებში და­ცუ­ლი ბიბლიის უძველესი ქართული თარგმანების ფრაგმენტები. შესანიშნავი აგი­ოგ­რაფიული წიგნი "შუშანიკის ცხოვრება"- მეხუთე საუკუნის ნა­წარ­მოე­ბია. იმ დროს ქართული წიგნი ცნობილი იყო ახლობელ და შორეულ კულ­ტუ­რულ ერთა შორის. მეორე პერიოდი მერვე-მეათე საუკუნისა მდიდრდება ქარ­თუ­ლი წიგნთსაცავების ქსელით საქართველოსა და საქართველოს გარეშე კულ­ტურულ ცენტრებში: სინას მთაზე, პალესტინაში, საბერძნეთში და სხვა­გან.
     შეხედეთ ამ წიგნს: აი, ეს წიგნიც უძველესი პერიოდის ხელნაწერია ჩემი პი­რადი წიგნთსაცავიდან, მამა-პაპისეული წიგნია. როგორც ხედავთ, იგი ჩას­მუ­ლია ხავერდის ყდაში, დაწერილია შესანიშნავი ლამაზი ხელით, ქაღალდი იშ­ვიათია, წიგნს აჩნია თაფლის სანთლის ლაქები, სჩანს, ჩემი მამ-პაპა ამ წიგნს კით­ხულობდა ღამღამობითაც (აქ ცნობებს...).
     წიგნის [ავტორია, უკეთ] მთარგმნელია გიორგი მთაწმინდელი, მწერალი XI საუკუნისა. სახელწოდებაა წიგნის „სტოდიელი“, დაწერილია IX საუკუნეში, ბერ­ძ­ნულ ენაზე.
     ამ წიგნის შესახებ მე მექნება სპეციალური გამოკვლევა.
     შემდეგ საუკუნეებში [განვითარების უმაღლეს საფეხურზე ავიდა] ქარ­თუ­ლი წიგნი: ფილოსოფიური, ასტრონომიული, სამედიცინო, იურიდიული ში­ნა­არ­სის წიგნები, და განსაკუთრებით პოეზია - შავთელის, ჩახრუხაძის და რუს­თაველის სახით - განვითარების უმაღლეს საფეხურზე ავიდა. დიდი ოკ­ტომ­ბ­რის რევოლიუციით ქართულმა წიგნმა ფენომენალური სისწრაფით გას­წია წინ.
     ამხანაგებო! მე, [როგორც] საქართველოს სახალხო პოეტმა, მოვალედ ჩავ­თ­ვალე ჩემი თავი, დამეწერა რამ დღევანდელი შეხვედრის შესახებ, ქარ­თუ­ლი პოეზიის შესახებ, მისი დიდი წარმომადგენლების შესახებ, გაკვრით თვით ჩემი შვიდტომეულის შესახებაც. მოგეხსნებათ, საქწიგნი, სახელგამი, პო­ლიგრაფტრესტი მოთავსებულნი არიან ერთად, ერთ შენობაში, თბილისის ახა­ლი სანაპიროს ახლო. [ამის გამო] მაგრამ, აი, ეს გუშინ დაწერილი ლექსიც:
     ხშირად გამახსენდება, ოცნებავ პირდაპირო,
     ექვსი [სიზმარეული] სხვადასხვაგვარი და [მშვიდი] მძაფრი სანაპირო -
     შოთას, გურამიშვილის, და [კიდევ ოთხი გმირის] სივრცედ [ფრთა] გულგაშლილის,
     ილიასი, აკაკის, ვაჟას, ბარათაშვილის!

     აგერ მოყმე იგი ზის და მას უსმენს მთაველი:
     სანაპიროდ უკვდავი ჩანგით სჩანს რუსთაველი.

     აგერ საგურამოა, ტყვეობა და შიმშილი:
     სანაპიროს - ჩანგით სდგას დავით გურამიშვილი.

     აგერ მიჰქრის მერანი ქარით ფაფარ-აშლილი:
     სანაპიროდ, სადაც დგას ჩანგით ბარათაშვილი.

     აგერ დიდი კაკლის ხე, სად ხედვად გაშლილია,
     სანაპირო, რომლის გზით მიდის დიდი ილია.

     აგერ სანაპიროა, სადაც ტოლ-ამხანაგი
     მოდინახეს გასცქერის და ჩანგი ჟღერს: აკაკი!

     აგერ (თუ იპოვება მსგავსი სადმე მთა-ველად),
     სანაპირო: სიმღერით მიდის ვაჟა-ფშაველა!

     [მხოლოდ] მაგრამ ჩემი, ჩემმა ხმამ [სივრცით] ასე განაპირობა,
     [რაღაც ღრმა] ეპოქა, მისწრაფება, სივრცე, უნაპირობა.

     ღამემ წიგნი სარკმელთან - ერთხელ ფარდით დაბურდა
     და სანთელი მბჟუტავი შეკრთა, გაუდაბურდა!

     ის სანთელი მბჟუტავი, გრძნობათა აიაზმით,
     მედგა, როდესაც ვწერდი, და მე ვწერდი გულდასმით!

     ვდგევარ სანაპიროსთან, მიყვარს აქაურობა,
     დღე-ღამ ჟრჟოლით რომ ავსებს შფოთი და ხმაურობა!

     ჭალა გამახსენდება, იმ ფაზისს რომ მირონი
     სდის, სად ღრმა ხაბოებით კრთიან სანაპირონი.

     ადგილები, სადაც დღის ელვარებდა მყობადი,
     შარა სანაპიროზე და ძვირფასი „ნობათი“.

     პოეზიის დღეები: ორშაბათი, შაბათი,
     სანაპირო და ჩემი ყაბალახი, ნაბადი!

     ვაზის სანაპიროზე ციურ ცვარით ნაბანი
     ჩემი ყრმობის ლექსების მოთაყვანე ლაფანი!

     იგი იყო ნუგეში, როს გზა გაუდაბურდა,
     როს მზე სახლით გავიდა, და (ოჰ) აღარ დაბრუნდა!

     აგერ, პეტერბურგია! მოგონება იქ ჰპოებს
     ნისლით ატივტივებულ ნევის სანაპიროებს!

     აგერ: ცხრაას ჩვიდმეტის ეტლი მოაგრიალებს
     გენიალურ თვალების მისწრაფებათ სიალებს!

     იგი დროშა ფრიალებს, დროშა ხალხს გარს იგროვებს
     მოწოდებათ ფურცლებით ფარავს სანაპიროებს!

     [პარიზში სწვიმს!] უთვალავი წიგნების ფენა რომ მოსდებია,
     პარიზში სწვიმს. იქ სენის - სანაპიროებია!

     აგერ ზღვის ნაპირების ლამაზი საფირონი,
     კასპიიდან შავ ზღვამდე კრთიან სანაპირონი!

     აგერ კიდევ ცეცხლამდის, იმ ცეცხლოვან დაღამდის,
     ხავერდოვან არეზე, რაც არ უნდა დაღამდეს -

     მიმოსცურავს აფრების და ტალღების ამარა
     ოცნებათა მგრგვინავთა შფოთიანი კამარა!

     იქ, სად ერთი სახლი დგას, სადაც ძველი ცხუმია,
     სანაპირო მზიური თითქო აბრეშუმია!

     ნურვინ გადამიბირებს რამე გადაბირებით,
     მარად ოცნებებში ვარ ჩემი მტკვრის ნაპირებით -

     სად მუდამ იფრიალებს დროშა წიგნის გრძნეულის,
     დროშა ჩემი ოცნების, ჩემი შვიდტომეულის!
     მოხსენებისათვის სიტყვას ვაძლევ საქწიგნის სამმართველოს უფროსს - ამხ. მიხეილ გოცირიძეს.

 *

     [ამხანაგებო! ჩვენმა დრომაც წიგნით განაპირობა შვებისა თუ მწუ­ხარების უსაზ­ღვ­რო სივრცე, ვრცელი უნაპირობა].
     [თუ ოდესმე] მართალია, ბნელი ფარდითაა დაბურდული ჩვენი სარკმლე­ბი, და წიგნებთან დადგმული მბჟუტავი, შემკრთალი გაუდაბურებული სან­თე­ლი, რომელზედაც [ჩვენ] მე ვკითხულობ და ვწერ].
     [მაგრამ ვიცი, რომ აინთება ჩემი წიგნი ოდესმე სხვაგან, თუ ჩემს ბინაში არა...].
     [ის სანთელი მბჟუტავი და შემკრთალი - მუდამ [ჩრდილგასმით] [ზმით] ხმით...
     რომელზედაც გულდასმით წიგნებს ვსწერ თუ ვკითხულობ, რო­მელ­ზე­დაც...]
     [ვცხოვრობ სანაპიროსთან].
     ის სანთელი მბჟუტავი და [შემკრთალი მუდამ [ზმით] გზით] შეკრული [კრულ] ბრძულ თასმით,
     რომელზედაც წიგნებს ვსწერ [და] ან ვკითხულობ გულდასმით!

     ვცხოვრობთ სანაპიროსთან... მიყვარს იქაურობა,
     მართალია, [ხელს მიშლის] ჟრჟოლას მგვრის შფოთი და ხმაურობა!

     [მაგრამ] სწორედ აქ გაიშალა, დროშა წიგნის გრძნეულის,
     დროშა ჩემი სიცოცხლის, [დროშა] ჩემი შვიდტომეულის.

     ის სანთელი მბჟუტავი, ვხედავ, ისევ აენთო...
     ხსოვნა ყრმობის დღეების ისევ კალამს დაენდო...

     აჰა, ისევ აენთო, და ფაზისის მირონი...
     სდის გზად, ღრმა ხაბოებით, თრთიან სანაპირონი.
     იყო და არა იყო რა. ცხოვრობდა ერთი...

                                                                                                    *

     ამხანაგებო! ჩვენს შეხვედრაზე სიტყვებით გამოსასვლელად ჩაწერილია 30-ამდე ამხანაგი,  მწერლები და წიგნის მუშაკები. შემოსულია წინადადება, [გაგ­რ­ძელდეს დღევანდელი თათბირი] მოხდეს შემდეგი ჩვენი შეხვედრა დღე­ის [სწო­რისათვის] სწორს, ე. ი. მომავალი ორშაბათისთვის, 19 სექ­ტემბ­რის[თვის] დღის 4 საათზე, ისე, როგორც დღეს. ასე სჯობია,  არა, ამხანაგებო! ასე.
     ამხანაგებო! დიდ მადლობას მოვახსენებ შეხვედრის მონაწილეებს. აქ გა­მოირკვა ბევრი რამ საინტერესო, რომელიც ფიქსირებულია სტე­ნოგ­რა­ფიუ­ლად.
     მაშასადამე, 19 სექტემბერს დღის ოთხ საათზე ვიკრიბებით ამავე დარ­ბაზ­ში.

 

* * *

     მე, როგორც საქართველოს სახალხო პოეტმა, მოვალედ ჩავთვალე ჩემი თა­ვი, დამეწერა რამ დღევანდელი შეკრების შესახებ, ქართული პოეზიის შე­სა­ხებ, მისი [წინანდელი] დიდი წარმომადგენლების შესახებ, გაკვრით თვით ჩე­მი წიგნების შესახებ.
     ამხ. მოგეხსენებათ, საქწიგნი, სახელგამი, პო­ლიგ­რაფ­ტრეს­ტი მოთავსე­ბულ­ნი არიან ერთად, ტბილისის ახალი სანაპიროს ახლოს.

                                                                                                       *

     1. ისე, როგორც აქ, ჩვენს დარბაზში, დღეს მოსკოვში [შესდგება] ხდება  სა­ინტერესო შეხვედრა მოსკოვის პოეტებისა - [მოსკოვის] წიგნის მუ­შა­კებ­თან. საუბარი ტარდება პოეზიის შესახებ, მკითხველთა შორის პოეზიის პრო­პა­განდის შესახებ. იქ ეწყობა პოეტების მორიგეობა წიგნის მაღაზიებში, მკით­ხ­ვე­ლებს კი ამის შესახებ წინდაწინვე მიცემული აქვთ ცნობები; მოს­კო­ვის პო­ეტების სექციის ინიციტივით, გუშინ 11 სექტემბერს მოსკოვის თვრა­მეტ წიგ­ნის მაღაზიაში ჩატარებულ იქნა პოეტების დღე: თვრამეტ წიგნის მა­­ღა­ზი­აში დახლებში იდგნენ პოეტები, ისინი ყიდდნენ წიგნებს, კით­ხუ­ლობ­დენ ლექ­სებს, [ჰყვებოდნენ] აწვდიდნენ ცნობებს თავიანთი ამხანაგების შესახებ, მათ ნა­წარმოებებზე. საბჭოთა პოეზიის განვითარებაზე. „პოეზიის დღე“-ში გუ­შინ მო­ნაწილეობა უნდა მიეღო 60-ზე მეტს მოსკოვის ლიტერა­ტორს. "მარ­თლაც, კარ­გი იქნებოდა, - გვწერდა ერთი ამხანაგი, - რომ ტფილის­შიც (და თუნდ რეს­პუბლიკის სხვა დიდ ქალაქებშიც) მომხდარიყო შეხვედრა.
     2. [უშესანიშნავესი ისტორიის მქონე ქართული წიგნის დამწერლობა მე­ოთ­ხე საუკუნიდან] უუძველესი დროიდან დაწყებული [ისტორიის მქონე] ის­ტო­რია  ქართული დამწერლობისა, და აქედან [დაწყებული] უშესანიშნავესი [ის­ტორიის] თავგადასავლის მქონე ქართული წიგნის წარმოშობის დასაწყისი სა­უ­კუნეთა სიღრმეში იკარგება; მაგრამ ბოლნისის უძვ. წარწერა V-VI სს. ფუ­ლე­ბ­ზე და უშესანიშნავესი ეპიგრაფიული ძეგლების წარწერები, ამავე საუ­კუ­ნეების ეტრატის პალიმფსესტურ ხელნაწერებში დაცული ბიბლიის უძ­ვე­ლე­სი ქართული თარგმანების ფრაგმენტები. შესანიშნავი აგიოგრაფიული [ნა­წარ­მოები] წიგნი „შუშანიკის ცხოვრება“ V საუკუნის ნაწარმოებია. [დღე­ვან­დე­ლი ჩვენი შეკრება] იმ დროს ქართული წიგნი ცნობილი იყო ახლობელ და შო­რეულ კულტურულ ერთა შორის [ეს იყო პირველი პერიოდი.] [და] მეორე პე­რიოდი 8-10 საუკ. მდიდარია ქართული წიგნთსაცავების ქსელი სა­ქართ­ვე­ლო­სა და საქართველოს გარეშე კულტურულ ცენტრებში (სინას მთაზე, პა­ლეს­ტინაში, საბერძნეთში და სხვ.). შეხედეთ ამ წიგნს! აი, ეს წიგნიც უძველესი პე­რიოდის ხელნაწერი წიგნია ჩემი პირადი წიგნთსაცავიდან. როგორც ხედავთ, იგი ჩასმულია ხავერდის ყდაში, დაწერილია შესანიშნავი, ლამაზი ხელით. ქა­ღალ­დი იშვიათია, წიგნს აჩნია თაფლის სანთლის [დაღები] ლაქები, სჩანს, ჩე­მი მა­მა-პაპა ამ წიგნს კითხულობდნენ ღამღამობითაც...
     შემდეგი პერიოდი, კლასიკური პერიოდის სახელწოდებითაა ცნობილი, 10-13 საუკუნის პერიოდი, შესანიშნავი ფილოსოფიური, ასტრონომიული, სა­მე­დიცინო, იურიდიული შინაარსის წიგნები. ამ პერიოდში განვითარების უმაღ­ლეს საფეხურზე ავიდა - პოეზია შავთელის, ჩახრუხაძის და [შოთა] რუს­თა­ვე­ლის წიგნებით.
     ეტრატის, ჭილის, ქაღალდების ხელნაწერი წიგნები მრავლადაა დაცული სა­ქართველოს, მოსკოვის, ლენინგრადის და უცხოეთის წიგნთსაცავებში. ასე მო­ატანა დღემდე...
     [ნაბეჭდი წიგნის შემოღების შემდეგაც...].
     
     ჩირაღდანი, აგზნება.
     ატივტივებულ.
     სხვა დროს. შვიდტომეული.

                                                  [ახალი სანაპირო]
   
     [ჩემი ყრმობის დღეების შეს.] მეგობრებო! ჩვენმა დრომ [სივრცით] წიგნით განაპირობა
     შვების და [მწუხარების] მისწრაფების სივრცე, უნაპირობა.

 
     მან წიგნები სარკმელთან [ბნელი] ერთხელ ფარდით დაბურდა
     და სანთელი მბჟუტავი, შეკრთა, გაუდაბურდა.

     მაგრამ [აგერ [ფაზისის] რიონის მიიღვრება] ისევ აენთო და ფაზისის მირონი
     [სჩანან] სდის ხან ღრმა ხაბოებით, [მსვლელნი] თლილნი სანაპირონი.

     [არა ერთხელ ნაპირი მწუხარებით გამრუდდა]
     იგი იყო ნუგეშით, როს გზა გაუდაბურდა.
     როს მზე სახლით გავიდა და (ოჰ), აღარ დაბრუნდა.

     აგერ პეტერბურგია: [აღტაცება]  მოგონება იქ ჰპოებს
     ნისლით [გაჩირაღდნებულ] ატივტივებულ ნევის სანაპიროებს.

     [დიდი] [აგერ ცხრაას [ჩვიდმეტი, რად, რად თვალს მიეფარა] ჩვიდმეტის უკვდავება მარადი
     გენიალურ  თვალების, ბრწყინვალება მგზნებარე].

     აგერ ცხრაას ჩვიდმეტის [მგზნებარება მქუხარე] [ფარი და მუზარადი] ეტლი ქარში გრიალებს,
     გენიალურ თვალების [ბრწყინვალება მარადი] მისწრაფება ფრიალებს.

     პარიზში სწვიმს და სენა, [თითქო უფრო იზრდება] [წიგნად გადაიზრდება]
     [სანაპირომ წიგნებით Y- ] სანაპირო ივსება - დაფარულა წიგნებით.

     [დროშა] აგერ ცხრაას ჩვიდმეტის [დროშა, გადიფრიალებს] [ეტლი დროში გრიალებს] დროშა გარს ხალხს იგროვებს.
     [გენიალურ თვალების] [ალი] [ხედვა ნისლში ტრიალებს].

     [აგერ ვრცელი] მოწოდების ფურცლები ფარავს სანაპიროებს.

     [პარიზში წვიმს,] [აგერ ქჰუხს და] ვხედავ პარიზს, აქ სენის სანაპიროებია...  
     უთვალავი წიგნების [დროშა] ფენა, რომ მოსდებია.

     აგერ ზღვის [ნაპირები და მათი] ნაპირების ლამაზი საფირონი,
     კასპიიდან შავ ზღვამდე კრთიან სანაპირონი.

     ვერ[ა]ვინ [გადამიბირებს] გადაგვიბირებს ვერრა გადაბირებით,
     მარად ოცნებებში ვართ ჩემი მტკვრის ნაპირებით!

     აი, აქ გაიშალა, დროშა წიგნის გრძნეულის...
     დროშა [ჩემი] ჩვენი [სიცოცხლის] წიგნების, [ჩემი შვიდტომეულის...] [მრავალი ტომეულის] მრავალათასეულის.

     [ასე იფნის შოლტივით მსწრაფლ მოქნეულ  ნაპირებს].
     აგერ მოყმე ვინმე ზის, და მას უსმენს მთაველი,
     სანაპირო იმ [წყალის] არის, სადაც სდგას რუ...