შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-620-7 - 1955 წელი


კადნიერობა – 10. თავხედობა – 9.

1955 წ.
ეს შესანიშნავი ქაღალდი დამხვდა ჩემს სამუშაო მაგიდაზე, მწერალთა კავშირში. 12 თებერვალს დილით (შაბათს), მოსულა ვიღაც და...
რას ნიშნავს: „კადნიერობა - 10“, ან „თავხედობა - 9“? ვისი დაწერილია? ვის ეხება?
ვისი დაწერილი იქნება, თუ არა რომელიმე შეურაცხყოფილის. ან ჩემგან, ან ვისმესგან? დაწერილია არა-კულტურული ადამიანის მიერ. იგი სწერს „კადნიერობას“ და არა „კადნიერებას“. ხელწერაც ძალზე დამაფიქრებელია.
მოწმობს დამწერის ჩემდამი აღშფოთებულ მდგომარეობას: მიწოდებს კადნიერს, თავხედს.
რისთვის? რა მოხდა ასეთი? ის, რომ დამოუკიდებელი მაგიდა მიჭირავს? - მაგრამ მე ხომ არავის ამით ხელს არ ვუშლი.. პირიქით. ვეხმარები! როგორც შემიძლია.
მაგრამ აქ მხოლოდ მაგიდის საკითხი არ უნდა იყოს...
მივყვეთ კვალდაკვალ ამ ფურცელს.