შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-346 - 1955 წელი


14-15 სექტემბერი. 1955.
3-17-06 - ვაჟა-ფშაველას ფოტო-პორტრეტი.
„მნათობის“ მეშვიდე ნომერი.
„З. В.“ ფოტოგრაფმა კვირიკაშვილმა გადმომცა 9 მშვენიერი ფოტოსურათი. იქვე იყო ტარხოვი. დავიმახსოვროთ.
ნუნუს ამხანაგი ქალი დასწრებია საქწიგნელებთან ჩვენს შეხვედრას. გადუღია სურათები ფოტოთი.
1. „მნათობი“ №8. მხატვარი, რომელიც განცხადებას გამიკეთებს ასეთს: სამშაბათს, 20 სექტემბერს მწერლებისა და „სახელგამის“ თანამშრომელთა შეხვედრა.
1. შესავალი სიტყვა საქართველოს სახალხო პოეტის გალაკტიონ ტაბიძისა. 2. მოხსენება - დ. დუმბაძისა. 3. სიტყვებით გამოვლენ მწერლები და სახელგამის თანამშრომლები. დასაწყისი საღამოს 7 საათზე.
2. ლექსი „ახალი სანაპირო“ - მომხსენებელს (რა გვარია?).
3. მზადება 27 სექტემბრისთვის.
4. დღეობისათვის.
5. რადიო.
ჩემი პორტრეტი, დახატული ჩუდეცკის მიერ, ჩავაბარე თამარ ანდღულაძეს.
20 სექტემბრის ამბავისთვის - თამარისგან თანხმობაა.
დუთუსა და ზურას დღეობისათვის გადადგმულია ნაბიჯები: დღეობას გადავიხდით!
კულტურის მინისტრმა გუნიამ თურმე საყვედური გამოუცხადა: რატომ გააკეთეთ ვანის კინოო. ერთის სიტყვით, ის წინააღმდეგია ბევრის... (ემხრობა ჩემს მტრებს).
„რას გაიგებს გუგია, ირგვლივ რა გუგუნია,
როს კულტურის მეოცე, მძაფრი საუკუნეა.
გუნიას ტკივილები, მურიას წუწუნია.
ვახტანგმა უპასუხოს, აგერ აქ მისუნია“.
გამოვიტანეთ (14) ათასი მანეთი...
აკადემიის წიგნის მაღაზიაში (კულტ. სამინისტროს) მითხრეს.
3-84-20 ანდღულაძის (თამარ) ტელეფონია.
ქელბაქიანმა სთქვა: არაფრის დატოვება მწერალთა კავშირში არ შეიძლება, ყველაფერი იქ იკარგებაო... იქ ერთი ვიღაც ქალიაო (თამარზე ამბობს)...
3-55-22 - ვახტანგი.
შოთა ლომსაძე - ალ. ჭავჭავაძის ქ. ატენის შესახვევი №5.
ავტოგრაფი ლექსისა „სანაპირო“ ჩავაბარე თამარ ანდღულაძეს.
რუსთაველი 30. სოცუზრუნველყოფის სამინისტრო. ზინა ტაბიძე (ბაიდო რუსაძე), გოჩაშვილი.
ფერადი ბეჭდვის სტამბა. საწყობის გამგე ვ. მელაძე, ბრიგადირი ბუხნიკაშვილი, ადგილკომის წარმომადგენელი ჯიჯიეიშვილი შოთა. სახ. გამომცემლობის დირექტორის მოადგილე ე. ტოროტაძე.
სემინარიის კედლებში. ძველი სემინარიელების მოგონებები: 1908-1909, 1909-1910 წწ.
მოდებაძე. მანუკოვი ბაღ. ალექსის ძე. დალაქიშვილი ელიზა.

ქ. ქუთაისი. სახანძრო სამმართველო, წულუკიძის ქ. №4, ზინა ტაბიძეს.

16 სექტემბერი.
სექტემბერი 27 - სამშაბათი. სექტემბერი 21 - ოთხშაბათი. 22 - ხუთშაბათი.
3-84-20. შევეკითხოთ თამარს. ჰმ! ჰმ!
1. გადაეცა თუ არა სურათი? - არ წაუღიათ, დიდიაო.
2. გადაეცა თუ არა ფაქსიმილეი. წაიღეს. გამოდგება.
3. ეთერი შუშანია მოდის, გაგება, რა მოდის.
ყველა სწუხს პავლეს შესახებ.

*
თინა ლეჟავა - შამშე ლეჟავას ქალიშვილი.
ადგილკომი „პოლიგრაფტრესტი“-სა.

საფუტკრე - დავისაკუთრე.

*
[დღეს] და თეატრიც [სავსეა] ირევა
ისე, როგორც საფუტკრე,
სხვაში არ გაირევა,
რაც ის დავისაკუთრე...

*
ჩვიდმეტი, 17 სექტემბერს 12 საათზე:
1. ჯიჯიეიშვილთან შოთასთან.
2. ბუჰღალტერთან გადარიცხვ. გამო.

*
1. თ. ჩუდეცკის მიერ დახატული პორტრეტი - ფოტოთი. ეთერისათვის.
2. დედის პორტრეტი. ეთერი.
3. დილიჟანსი. დედაჩემის მოკლე ბიბლიოთეკა. რა წიგნებს ვკითხულობდი.
ნანგრევთა საიდუმლო. ბაგრატის ტაძრის ნანგრევები.

მოვიდა 2 საათზე ეთერი შუშანია. 16 სექტ., 1956.

1. დარბაზი. 2. გამოფენა. 3. სტენდები.
ბ. ჟღენტი.
17 სექტემბერს გვეცოდინება დღე.

*
უნდა მენახა
ლეჟავა თინა,
იგი წასულა
მოსკოვსა შინა.
17 სექტ., 1955

*
პრეზიდიუმი იძახის:
„მწერლებო, [თუ რომ] ყველას გვიშველის
ყოველ წელიწად ტყავება
საწყალი გურამიშვილის“.

*
თათარაშვილი - III სართული.
В театре им. Грибоедова принимаются заявки на коллективные посещения.
ქუთაისი. ფალიაშვილის ქ. 1 შესახვევი №1. ეთერი კვირიკაძეს.

*
- მაშ, მიიღეთ ჩემმიერ გამოგზავნილი წერილი? - ეკითხება ევა მარინეს...
- მივიღე, გენაცვალე, მივიღე. გაზეთიც მივიღე. დიდი მადლობა, უზომო მადლობა!
- რა სთქვა ბიძიამ?
- ბიძიაც დიდად მადლობელია ყურადღებისათვის... და მასთან, საერთოდ...
- რა? საერთოდ, რა?
- საერთოდ ძალიანა გთხოვა თვალყურის დევნება ასეთს, მსგავს შემთხვევაში, ყოველთვის! სხვა, მამიდა, როგორა ხარ?
- არა გვიშავს რა... თქვენა?
- ჩვენ არა გვიშავს... ჯერჯერობით აქა ვართ, წყნეთში.
- რასა იქს მეგი?
- მეგი, მამიდა, ეს ორი დღეა, რაც გადავიდა საცხოვრებელში. აქამდე - აქედან დადიოდა... ცოტა... ამინდების არევის გამო. დღეს შაბათია, ალბად, ამოვა. დარიგება არ აკლია. მხოლოდ შესმენაა საჭირო. სახლის რა იცი, მამიდა, ხომ კარგად არიან?
- კარგად, ძალიან კარგად..
- როგორ მუშაობს გივი?
- ცხოვრობს, მუშაობს, კარგადაა.. ჩემზე სწუხს...
- აბა, როგორ არ იწუხებს... იწუხებს, მაშ, რა იქნება. თავს არ უფრთხილდები, მეგი, და ეს არ ვარგა. გაუფრთხილდი თავს ჯანმრთელობის მხრივ, განსაკუთრებით...
ასეთი საუბარი ჰქონდა ორ ქალს, ხანში შესულს და ახალგაზრდას.
- კაკინას სიცხე აქვს და გვეძახის, - სთქვა ხანში შესულმა.
- ოო, ჩემი კაკინა, ჩემი კაკინა.
და ორივენი მშვენიერი კიბით ავიდნენ ეზოდან სახლში.
გ. ტაბიძე
17 ენკენისთვე, 1955