შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-336 - 1955 წელი


1955. მარტი, აპრილი.
დიდი კულტურული წლისთავები
[ფრიდრიჰ] შილლერი - გარდაცვალების 150 წლისთავი - 15/VI.
[ადამ] მიცკევიჩი - გარდაცვ. 100 წლისთავი - 26/XI.
[უოლტ] უიტმენი „ბალახის ფოთლები...“ - გამოცემის 100 წლისთავი - 10/VII.

28 ივნისს - ეკ. გაბაშვილი.
შილლერის. უიტმენის. 905 საღამო. ერთერთი თანამედროვე.
21 მაისს - ემილ ვერჰარნი - დაბ. 100 წლის. 21 ივნისს - აკაკი წერეთლის საღამო. 115 წლისთ. დაბადებიდან.
ვიქტორ ჰიუგო - გერონტი ქიქოძე. 70 წლის თავი გარდაცვალებიდან. 22 მაისი.
გრიგოლ ორბელიანი. 19 ივ. 155 წ. დაბადებიდან - აკაკი გაწერელია.
24 ივლისს - საზღვაო დღე.
9 მაისი - გამარჯვების დღეს.
8 ივლისს - მაჩაბლის საღამო.

*
რუსთაველის სახ. თეატრი - დირეკტ. მარჯანიშვილის სახ. თეატრი. გრიბოედოვის სახ. თეატრი. ოპერისა და ბალეტის თეატრი. მუს. კომედიის თეატრი. მოზარდ-მაყურებელთა თეატრი. სანკულტურის თეატრი. სომხური დრამის თეატრი - დირეკტ. 3-36-81. თეატრ. ინსტიტუტი. თეატრ. მუზეუმი. მწერალთა კავშირი. მხატვართა კავშირი. სახელმწ. კონსერვატორია. სახელგამი. მუსიკალური სტუდია. ცირკი. მეცნიერებათა აკადემია. სამხატვრო აკადემია - დირ. 3-59-14, მოადგ. 3-96-25, კანც. 3-63-57. არქიტექტურის საქმეთა სამმართველო - უფრ. 3-90-07. არქიტექტორთა კავშირი - თავმჯდ. 3-81-82. კულტურის სამინისტრო - ქვესადგური - 3-05-00.

*
პირველ მაისს გამოეხმაურნენ:
გ. ტაბიძე, ა. ჭეიშვილი, ი. გრიშაშვილი, გ. ნატროშვილი, ა. ბელიაშვილი, კარლო კალაძე, მ. მრევლიშვილი, „კომუნისტი“, „Заря Востока“.
ჰქონდათ მასალები და არ დაუბეჭდეს: გ. ლეონიძეს, რევაზ მარგიანს, ალბად, ბევრ სხვას.

*
2    მაისი.
1. საბოლოო ტექსტი 9 მაისის.
2. ნიადაგი რედაქციებში.
3. პასუხი ისაევს.
4. გვახსოვდეს ჭილაია!

*
ლურსმანი 80 ც. - 500 р.

შ. აფხ., ქუთათელი. ალეკო შენგელია. ხუტა ბერულავა. გ. ტაბიძე.
გ. აბაშიძე - 69-25. 95-38.

*
ჩვენი საღამოები:
1. აკაკი წერეთლის 100 წლისთავი.
2. ერთი ლექსის საღამო.
3. ქართული ბალადის საღამო.
4. ახალგაზრდა პოეტის საღამო.
5. მაიაკოვსკის საღამო.
6. გამარჯვების დღისადმი.
7. პოეტები კოლმეურნეობაში.
8. გრიგოლ ორბელიანის საღამო.
9. ანდრო თევზაძის საღამო.

*
პოეტების სექცია:
1. აბაშიძე გრიგოლ, 2. გომიაშვილი ალექსანდრე, 3. კალაძე კარლო, 4. მარგიანი რევაზ, 5. ნონეშვილი იოსებ, 6. ტაბიძე გალაკტიონ, 7. ჩიქოვანი სიმონ.
აკაკის დაბადების დღე.

*
7 აპრილი. 1955 წ.
პატივცემულო ამხანაგებო!
დღეს ტარდება პოეტების სექციის მორიგი - მეოთხე - საღამო.
ჩვენი პოეტი იოსებ ნონეშვილი ორი თვე იმყოფებოდა ყაზახეთში ყამირ და ნასვენ მიწებზე ქართველ პატრიოტებთან.
ყაზახეთში მიღებული შთაბეჭდილებით მან დასწერა ლექსების წიგნი, რომელიც საჯაროდ განსახილველად გამოაქვს პოეტების სექციის დღევანდელს სხდომაზე.
სიტყვა ეძლევა პოეტს იოსებ ნონეშვილს.
სიტყვას ვაძლევ ამხანაგ...

*
მაისი, ივნისი, ივლისი.
1. გამარჯვების 10 წლისადმი მიძღვნილი სხდომა. სამხ. თავდაცვით ლიტ. კომისიასთან ერთად.
2. პოეტების შეხვედრა ორთაჭალის მახარაძის სახელობის კოლმეურნეებთან.

ივნისი.
3. გრ. ორბელიანის გარდაცვალების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო - 19/VI.
4. ა. თევზაძის ლექსების წიგნის განხილვა - ლ. კალანდაძე.
არჩილ ალექსანდრეს ძე.

ივლისი.
5. 1955 წ. საღამო სამხ. თავდაცვით ლიტ. კომისიასთან ერთად.
6. 8 ივლისს ივ. მაჩაბლის საღამო.
7. უოლტ უიტმენის საღამო.

*
31 მარტი. 1955.
შრომის სასახლე. მინისტრი გიგოშვილი ან მოადგილე.
გთხოვთ საგზურს.
კალინინის რაიონს გადმოეგზავნოს. თვე სულ ერთია ან და როგორც... აპრილი, მაისი, ივნისი. იოსებ იუსტინეს ძე ტაბიძე.
ვიყავი. უნდა მივიდე 2 საათის მერე.

*
3-4 აპრილს მზად იქნება დედაჩემის დიდი ფოტო-სურათი ძერჟინსკის კლუბის ფოტო-ატელიეში. 6 ცალი პატარებიც.
ლირსა, ეკატერინე, გვიტია, ანასტასია, მართა, მაკრინე, კოზმანი - საჭიროა ყველას ფოტო პორტრეტები.
გვიტია. ვიფიქროთ. მე, ამბერკი და სხვ.
ერთი ლექტორი.
ვ. გორგანელი.

*
6 მაისი.
იროდიონ ქავჟარაძის ქუჩა.
1. ლიტერატურული ინტერ.
2. კამათი.
იროდიონ ქავჟარაძის სახელობის ქუჩა.

*
ქაღალდი გადეგზავნება ხელოვნების სოც. უზრუნველყოფის სამინისტროს.
ქაღალდი გადეგზავნება კალინინის სოც. უზრ. გამგეს ამ. ლომთათიძეს (ხვალვე გადაეგზავნება).
ზინა გობეჯიშვილი.
სახლში მიიღებს, მიაკითხოს.
ჩემი გამ.

უნდა დასწერონ!
აბრამია პოლიო, ადამია ალიო, ალექსიძე მარიამ, ამისულაშვილი შალვა, აფხაიძე შალვა, ბეწუკელი ვახტ., გაბესკირია ამირან, გაჩეჩილაძე გივი, გეწაძე აკაკი, გეგეჭკორი ლადო, გომიაშვილი ალექს., გორგანელი ვახტ., გრიშაშვილი იოსებ, ელსნერი, ვაკელი იონა, თავაძე სოლომ., კალაძე კარლო, კალანდაძე ანა, კალანდაძე გიორგი, ლაფერაშვილი ვასო, კაჭახიძე გიორგი, ლისაშვილი იაკინთე, ლებანიძე მურმან, ლეონიძე გიორგი, ლაფერაშვილი ვასო, მარგიანი რ., მირცხულავა ალიო, ნადირაძე კოლაუ, ონელი არნო, ჟურული ვარლამ, სიხარულიძე ილია, სულაკაური არჩ., ურუშაძე ვენ., ფაშალიშვ. სიკო, ქურიძე-ეული, ფორჩხიძე შალვა, შენგელია ალეკო, ჩაჩავა ნიკოლოზ, ჩარკვიანი შალვა, ჩიქოვანი სიმონ, ხეჩუაშვილი გიგო, ჭიჭინაძე კონსტ., ჭელიძე ოთარ, ჯანგულაშვილი.
45 კაცი.

*
„რომ გავკაფოთ ბნელი მკვეთრად
და გავსწიოთ წინდაწინა,
ვანთოთ ქურა, ვჭედოთ მედგრად,
სანამ ცხელი არის რკინა.
უნდა ვძლიოთ ეს სიბნელე
და მოთმენა უხუცესი,
იგი მეფე, მემამულე,
ის ბანკირი და ხუცესი“.

*
არწივი. დამრწევი.

20 ივნისის გრ. ორბელიანის 145 წ.
გახსნის საღამოს...
მოხსენება, ლექსები მასზე, და მისი...

*
რგოლები, საკეტი.
1. ბოტანიკურ ბაღში. 2. კიროვის პარკში.
ვარდები. ყვავილნარი.
3. მუშები, დურგლები.
შიფერი. ოჰანა.

89-99. ქეთევან იმედაშვილი.

Институт энэргетики. Вахтанг Гом.
სამუელ მოძღვრი.

*
აკადემიაში. ოთხშაბათს, 6 აპრილს, 1 საათზე სხდომათა დარბაზში შესდგება ლექცია. ტექნ. მეცნიერებათა კანდ. ვ. გომელაური წაიკითხავს ლექციას „ატომური ენერგიით მოქმედი ელექტროსადგური“. ლექციის შემდეგ ნაჩვენები იქნება კინოფილმი „ატომგულის შემადგენლობა“. პრეზიდიუმის ადგილკომი.
უსათუოდ უნდა დავესწროთ მე და...

*
ჰუპერტის საღამო.
ჰუპერტმა შემამჩნია. მიყურა დიდხანს და შემდეგ ხელით სალამი მომცა. გამიღიმა. მანიშნა, რომ ტრიბუნასთან მივსულიყავ მათ შორის. პრეზიდიუმში. კვესელავა კი ლაპარაკობს და ლაპარაკობს დაუსრულებლად. თითქმის ყველა ორატორი მადლობას ეუბნება ჰუპერტს... თარგმანებისთვის... არ ვარგა რაღაც  ასე - სრულიად არ ვარ მზად...

და ზის ის ქალი, და ზის ის ქალი.
ჯანგულაშვილი ზის კუთხეში.
მთლიანად არავის წაუკითხავს.
გერონტი ქიქოძე, ბ. ჟღენტი საზაფხულო კოსტიუმში არიან.
ჯანგულაშვილს დაურიგებია 200 მოსაწვევი ბარათი.
1. ჰუპერტი, 2. შალვა აფხაიძე, 3. კარლო კალაძე, 4. გიორგი ნადირაძე, 5. კონსტანტ. ჭიჭინაძე, 6. მ. კვესელავა, 7. ოთარ ჯინორია, 8. ვახტ. ბეწუკელი, 9. ალ. ბარამიძე, 10. ალ. ჭეიშვილი, 11. აკაკი ჭკადუა, 12. სერგო კლდიაშვილი, სიტყვას არ დაუკრეს ტაში. 13. გრიგოლ აბაშიძე (თარგმანი), 14. ალიო მაშაშვილი, სუსტი ტაშისცემა! სუსტი. 14. კარლო კალაძე. სუსტი ტაშისცემა. ცოტაა! 15. სიტყვა ეკუთვნის ჰუგო ჰუპერტს.

ბასკაკიშვილი. შოთა „საუდი“.
Звучит <Кроскония>. საერთოდ დღეს.

კომპოზიტორები
1. არაყიშვილი დიმიტრი ეგნატეს ძე (ასბინიანი კომბინატი). 2. აზმაიფარაშვილი შ. ი. ბელინსკის 9. 3. ასლანიშვილი შალვა. ვარდისუბნის 14. 4. ანდრიაშვილი აკაკი. სასამართლოს ქ. №30. 5. ბალანჩივაძე ანდრია. პეროვის 2. 6. ბარამიშვილი. კლარა ცეტკინის №92-а. 7. ბუკია. გუდოვიჩის ქ. №15. მამალაძე. 8. ვახვახიშვილი თ. ნ. ერმოლოვის 13. 9. გოგნიაშვილი რევაზ. ლენინის 20. 10. გოკიელი ივანე რაფიელის ძე. გურამიშვილის 22. 11. გაბიჩვაძე რ. გოგოლის ქ. №10. 12. დოლიძე ვიქტორ... მისი და. 13. დუმენსკი. ბაქოს ქ. №14. 14. ექსანიშვილი გ. ა. კლარა ცეტკ. 108. 15. კვარაცხელია ილია გიორგის ძე. ნინოშვილის 45. 16. კილაძე გრიგოლ ბართლომეს ძე. დუმბაძის №8. 17. კერესელიძე ა. ი. კრილოვის 10. 18. კოკელაძე გ. რ. უდელის ქ. №8. 19. მეღვინეთუხუცესი კონსტ. ვას. კათოლიკეთა ჩიხი №3. 20. მაჭავარიანი მ. ი. რუსთაველის 30. 21. მაჭავარიანი ლ. ნ. 22. მესხიშვილი ნინო. მატინოვის ქ. №3. 23. მშველიძე მ. მ. ელისაბედის ქ. №112. 24. მირიანაშვილი ა. პ. კლარა ცეტკ. №77. 25. ფალიაშვილი ლევან. 26. სულხანიშვილი ნიკო (მემკვ. ანნა და შვილები). ლენინის 44. 27. სვანიძე გ. დ. ვერის დაღმართი №1. ბ. 21. 28. ტუსკია იონა. პუშკინის ქ. №14. 29. თაქთაქიშვილი მ. ნიკოლაძის ქ. მღვიმელის შეს. 8. 30. ტუსკია ი. ი. კლარა ცეტკ. №92-ა. 31. ფოცხვერაშვილი კოტე. როზენოვსკაია №3. 32. ცაგარეიშვილი. გოგებაშვილის ქ. №42-ბ. 33. ჩხიკვაძე ვ. ზ. ჭიჭინაძის 20. 34. შავერზაშვილი თამარ. ბარნოვის 51. კომპოზიტორთა კავშირი მოთავსებულია რუსთაველის ქ. №? (სადაც წინად "მნათობი" გვქონდა).
ამის შესახებ ველაპარაკე 6 აპრილს დავ...

*
ხუტა ბერულავა.
„პოემების პრობლემა“.
პოემა „ცხრა გენერალი“.
6/IV - 55. Залиев Геурк Николаевич. Кумиси.
პოეტების სექციის. 14 მაიაკოვსკი. 19 - 1905.
ადამიანი. ნონეშვილი.

*
1.    საღამო... ო...
2.    მეორე საღამოო...
3.    მესამე საღამო.
14 ს. - მაიაკოვსკი.
19 ს. - ცხრაას ხუთი (ბ. ჟღენტი).
როდის-ღა ანდრო?
სხვები?
გალაკტიონი და მაიაკოვსკი (პარალელი).
1905.

*
- ფული?! ვაჰ, ფული მალია -
ამოღებული ხმალია.

წყევა
- იმის დალევა და შავის შეტანა ერთი იქნება იმის ოჯახში.
- აი, ის თარსი!..

მწერალთა კავშირი
მწერალთა კავშირში შვიდი განყოფილებაა. შეიძლება ამ დანაყოფებს სექციები ვუწოდოთ, მაგრამ არა...
1. „მწერვალთა კავშირი“ - გულისხმობს ლიტერატურულ მწერვალებს... ისინი ძალიან ცოტანი არიან, მწერვალები.
2. მწერალთა კავშირი - გულისხმობს მწერლებს.
3. მწერელთა კავშირი - გულისხმობს არამწერლებს მწერალთა კავშირში.
4. გადამწერელთა კავშირი - გულისხმობს კრიტიკოსების სექციას... გასაგებია, რატომ.
5. მიმომწერელთა კავშირი - გულისხმობს კანცელარიის მუშაკებს - მწერლებს.
6. ჩა[მო]მწერელთა კავშირი - გულისხმობს მეგონორარეებს.
7. მწერთა კავშირი - გულისხმობს მწერებს და სხვადასხვა პარაზიტებს... გასაგებია, მგონი.
ასეთია საქართველოს მწერალთა კავშირში საქმეთა ვითარება.
1955, 6 აპრილი

*
1955 წ. 23 ივნისს, ქართველი პოეტების შეხვედრა ორთაჭალის კოლმეურნეებთან.
1. მ. მაჭავარიანი...

*
გიორგი სვანიძე.
1. Освобожденные братья _ для смешанного хора.
2. კვლავ, კიდევ და კიდევ.
3. (წიგნიდანაა).
6 აპრილი. 1955.
ვინ შეასრულებს:
უნივერსიტეტის გუნდი, ცეკავშირის გუნდი, ტრამვაელების გუნდი - რადიო?

*
1. ჯამბული. 2. აბაი (კულამბეკოვი).
გასაშლელი.
უზბეკეთი. კიზიკუ.
„ზღვა ახმაურდა“ ციკლია თუ არა?“

*
სელვინსკი. იამინი.
ზოზინ ზოზინი. სამანში სავლე.
[С автозавода]. А до ваз, от вас. [От ваз.] С автозавода За воду.

*
მოაციმციმე.

ფიცარი. ვიცანით. მარჯვენა.
ბუნებას, გაჩენა, შემობრუნება.
ვიწამე, მიწამე.
ვიწამო. ადამიანო. გადაიარო.
მეხი, ტეხტი. ღრუბელს, უპე. ველი.
განი წერტილი.
კვალი მოწყვეტილი.
გასრისი. გადაკარგისი.
განგაში. გადაშლილს.
სიცივე. გაიციმციმებს.
მაგარი. მღერი. დასალიერი.
მომბერა. მფლობელმა.
გადასთხრიანო. ადამიანო.

*
6 საათამდე.
Доски 5 см. _ 3,5 м3. Доски 4 см. _ 1,5 м3. Дюмовка 2,5 миллиметр _ 1.0 м3. Бруски 12x12 _ 15 оп. м.
Доски 5 сант. _ 3 1/2 куб. Доски 4 са. 1 1/2 куб. Дюмовка 1 куб.
5 тысяч.
Бруск _ 12x12, 150 погонных метров.
[პეტრე ხარაიშვილს]. კვირას 10 აპრილს.
ტაბატაძე. ვახტანგ ქიმერიძე.

*
სიტყვა ეკუთვნის პოეტს გიორგი - შატბერაშვილს.
მიხეილ მრევლიშვილს. გიორგი სუხიშვილი.
„სხდომა არ არის მოწყობილი ისე, როგორც უნდა იყოს მოწყობილი ასეთი საღამო“.

ჯერ დაბეჭდილი არ არის.
ანდრო თევზაძე.
[ხუტა ბერულავა, არჩილ სულაკაური], ანდრო თევზაძე, [სერგი ჭილაია], დევი სტურუა, [სანდრო ეული], სერგი ჭილაია, მრევლიშვილი, ადამია.

შატბერაშვილი დღეს რაღაც საეჭვოდ იქცეოდა. „მიმართვა“.

*
[ხუხაშვილი. გამომკ.].
1 მაისი 1905 წ. 1 მაისი სოფლად. 1 მაისი ქალაქში.

დრუზის საღამო. გასაღები.

გაამაისა.
საქართველოს სახალხო პოეტი.

*
9 მაისი. [გამარჯვების დღესასწაული] ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 10 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო.
შესავალი სიტყვა: პოეტების გამოსვლა:

*
9 მაისი
ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 10 წლისთავისადმი
მიძღვნილი საღამო
I. საღამოს შესავალი [სიტყვა]]. ლექსით გახსნის:
II. პოეტების გამოსვლა
დასაწყისი 8. შესვლა - თავისუფალი

*
1. კაკაბაძე. 2. ავალიშვილი. 3. ძოწენიძე. 4. 9 თუ ტ....
ყოველგვარი ხარჯები. 2000. 1000. 100.

*
25 აპრილი. 1955.
წყაროსთან
გლეხი ქალები დოქებითა და კოკებით წყაროზე შეკრებილან.
მგზავრი გლეხი მოიხსნის ხურჯინს, წყაროს წყალს დალევს და ჩაილაპარაკებს:
- იჰ, იჰ! ამაზე კარგი არაფერი არ გამოუგონიათ კომუნისტებს.
ქალებმა უპასუხეს:
- რას ამბობს, ქა! წყალი კომუნისტებმა გამოიგონესო.
ქალაქელმა ქალმა კი დაუმატა.
- ამბობს ისიცა! წყალი ევროპაში გამოიგონეს და აქ ჩამოიტანეს, კომუნისტები რას გამოიგონებდენ.
- უი, ქა, - შესძახეს ქალებმა, - რას ამბობ, რასა, წყალი ღმერთის მიერ არის გამოგონებული.
- კომუნისტებს რომ ღმერთი არა სწამთ!
- იჰ, გააწყალეთ გული!

*
კიროვის ქ. №2. ტრესტი „საქტყემრეწველობა“.
მმართველი კოსსი Антон Петрович - უკრაინელი.
1. დახერხილი მასალა - 9 კუბომეტრი ან მორი - 15 კუბომეტრი.
1 კუბომეტრი ხეტყე კოჭებისთვის...

*
12 აპრილი. 1955.
ექსკურსია უძოზე
- ავიდეთ უძოზე, - ვეუბნები შოფერს.
- აა. ავიდეთ! დიდებულია! - ამბობს არტურა.
შესანიშნავია ამ გაზაფხულზე ამაღლების ქუჩიდან ფუნიკულიორი. მოგონება: ბავშობის დროს რომ დავეშვი ერთხელ იმ სიმაღლიდან ფერდობზე... ეხლა ხეები გამწვანებას იწყებენ.
მიხვეულ-მოხვეული გზები.
რა ზორბადა სჩანს... თბილისის წყობა ბოტანიკური ბაღიდან (მოგონებები).
- ვაჰ, უძოზე თოვლია.
- რა პოვოროტია.
ზევით მივდივართ.
- ეხლა ცხვრის ამიდია! რა ბალახია! ეს არი ოქროყანა.

გზად უზარმაზარი ჭური (არასდროს მსგავსი არ მინახავს).
ცხვრები შეფენილა. მეცხვარე წამოწოლილა მწვანეზე. გავიარეთ რკინის ხიდი.
შევჩერდით შინდისში. შოფრის აქ ნათესავები სცხოვრობენ, სახლი აქვთ და სხვ. და სხვ. „სანდრიკა“-მ სახლიდან გამოგვიტანა მწვანილი.
სანდრიკას გული "ამოვარდნია" მწვანილის მოტანაზე.
ქერი უთესიათ. - თქვენა ღობავთ?
- აქეთა მიწა ვის დარჩა?
- ჯავახი ხმარობს.
სწორედ ორის ნახევარია.
აგე, კარებზე სუ წვანილია, დაბლა სუ წვანილია.
ხეები ცოტაა, სანდრიკა სულ გაშავებულია სახეზე.
„შინ ბევრია, დარჩეულია“.
დიდებული წვანილებია...
შვიდი წლისაა.
3000 გამახსენდა და გულმა სიხარული იგრძნო, ნუ თუ ვეღირსები წყნეთში საკუთარ სახლს?
ძმისწულები ტაბახმელამდე. ტაბახმელა.
„ეს შინდისი, ეს ტაბახმელა სულ არის <...> წავკისი“.
მწვანილი!

თუ მწერალი არ ვარგა
მწერალმა თუ ათ წელიწადში ვერაფერი გამოაქვეყნა საყურადღებო, ე. ი. ვერ ივარგა, ასეთ მწერალს უნდა მოსჭრა თავი, ჩააგდო ტომარაში და გადააგდო მტკვარში.

* * *
- წალკაში? რა გინდა წალკაში?
- მა, კვერცხებს ვინ ამაიტანს, ქათმებს.
- ააა.

* * *
- არა გჯერა? აჰა! (უჩვენებს).

* * *
- მაგაზე რომ შარი მომდონ, იცოდე, რომ ჯარიმას შენ გადაიხდი.

* * *
- Жди у моря погоды. ვისია?

*
- წარა-მარა, ადი, მოდი, ადი, მოდი.
- ღომის მეტი ტკბილი არა არის რა სამეგრელოში. სულ ყველაფერი მწარეა. ქათამი როგორ შეგიწვათო. წიწაკა ჰქონდა.
- მიჩვევა არი.
- კახელებს ღომი მიუტანეს და არ ჭამეს, ე რა არისო.
- ჩახოხბილი, სოუზი - სულ ყველაფერი მწარე იყო.
- ჰო, მერე! მეტი რა გინდა?
 - ახლა...

*
იამ -    მინამ    შიომ    ღომმა      გუცამ
მზიას -    ნინას    რიოს    თომას      ნუცას.
მზიამ     ნინამ    რიომ    თომამ
იას        მინას    შიოს.    ღომმას
იამ მზიას    მინამ        ღომმა
სია         ნინას        თომას.
მია -    ბინა
სია.    მიუ
        ჩინა!

*
დიდი გუბე დგება.
დილას პოდმორია იცლება.
საღამოთი ცვდება.

- არაფრის მქნელი... გზაში რომ ფული ეყაროს - არ აიღებს.
არსენა მოღვაწეობს.
ისევ და ისევ. გამიმაისე.
30 стихотв. 30.000. 1 მაისიდან.

*
19 ივნისი - გრიგოლ ორბელიანის დაბადებიდან 155 წლისთავი.
21 ივნისი - აკაკი წერეთელი. დიდი ქართველი სახალხო პოეტის დაბადებიდან 115 წლისთავი.
23 ივნისი - პოეტების შეხვედრა ორთაჭალის კოლმეურნეებთან.
25 ივნისს - [ანდრო თევზაძის ახალი წიგნი] შილლერის საღამო.
აკაკი გაწერელია. "მერჩულე".
არტისტები:

თანამშრომლობანი
1. „ახალი კვალი“, 2. „ამირანი“, 3. „ფასკუნჯი“, 4. „თეატრი და ცხოვრება“, 5. „სოციალ-დემოკრატი“, 6. „[წუთი] ცხოვრება“, 7. „ცისფერი ყანწები“, 8. „მნათობი“, 9. „კომუნისტი“, 10. „Заря“, 11. „ლიტ. გაზ.“.

გრ. ორბელიანის წიგნი.
სიმონ წვერავა. საღამო სანაპირო ქუჩაზე.

*
[1 ივნისს - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე].
[3 ივნისს - გაზ. „კომუნისტის“ გამოსვლის 35 წლისთ. აღსანიშნავი საღამო].
12 ივნისს - ორთაჭალის მახარაძის სახ. კოლმეურნეებთან შეხვედრა.
19 ივნისს - გრიგოლ ორბელიანის დაბადებიდან 155 წლის შესრულების აღსანიშნავი საღამო.
21 ივნისს - დიდი სახალხო პოეტის აკაკი წერეთლის დაბადებიდან 115 წლის აღსანიშნავი საღამო.

*
Уважаемый тов. Рзаев!
Ваша письмо [на имя председателя союза писателей Грузии] от 22/IV_1955 года мы получили.
160 x 6 = 960.

*
30 აპრილი. 1955.
ანგარიში მომავალი ხარჯის:
738 - გაჯი, 440 - ტკეჩ., 600 - გადატ., 1200 - შელესვა. სულ 2.978; 3.000.

ჟულიკობა №1
- მე გითხარით თქვენ, რომ თორმეტ საათზე უსათუოდ სახლში უნდა ვიყოთ. რადგან ჩვენ გუშინ დავთქვით, რომ თორმეტ საათზე უსათუოდ უნდა შევხვდეთ ერთმანეთს მე და ბიჭიკო. ეს ხომ კარგად იცოდით თქვენც, პატივცემულო შოფერო, მაგრამ მე მაინც გითხარით: თორმეტ საათზე უსათუოდ სახლში ვიყოთ-მეთქი.
- დიაღ, მეც ვიცოდი.
- თქვენცა სთქვით, რომ თორმეტ საათზე მოვრჩებით ყველაფერს.
- ვეღარ მოვრჩით და.
- მაშ, რატომ ვიწყებდით.
- უნდა დაგვემტკიცებინა, რომ და სხვ.
- და ამით ჩვენ ჩავშალეთ მეორე უფრო სასწრაფო საქმე. ბიჭიკომ გაიგო, რომ იმ დროისთვის ჩვენ სახლში არ ვიყავით და აღარც მოვიდა. ჩაიშალა მუშების, ხელოსნების დაქირავების საქმე - დღეს. ჩაიშალა მთელი კვირის გეგმა - დღეს! ეს თქვენ განგებ, შეგნებულად ჩაიდინეთ, რათა შური გეძიათ ჭიჭიკოზე. მან თქვენ დიდხანს გატარათ გუშინ, ვიღაც ქურთი ბავშების...

ჟულიკობა №2
მოვიდა ხალხი და დიდათ ბერავენ საქმეს ექვსასმანეთიანი ვენახების ძირისასო... ვითომ და и мы пахали.

ჟულიკობა №3
მარიჯანს რაღაც ჩაუდენია ჩემს წინააღმდეგ.

*
პერსონალური პენსიონერი.
აკადემიაში.

* * *
- მითხარით, რა გნებავთ? - ეუბნება დახლიდარი შემოსულ მყიდველს.
მყიდველი სდუმს.
- მითხარით, რა გნებავთ? - ჰკითხა მეორე შემოსულს. ისიც სდუმს. მესამეც სდუმს. მეოთხეც სდუმს. მეხუთეც, მეექვსეც... ვაჰ!

*
ციალას ქმარი - კალისტრატე ჯალიშვილი (ბიჭიკო ჯუღელი) - არსენას ქ. №9. დილიდან, 8 საათიდან.
1. ბიჭიკო. 2. მშენებლები. 3. მშენებლები. 4. მშენებლები. 5. მე. 6. ნინო.

* * *
1. ნიკოლოზ გიორგის ძე კუჭაიძე.
2. ილარიონ ლევანის ძე მიქაბერიძე.
ვიწყებთ მუშაობას 21 აპრილიდან და ვაპირებთ დამთავრებას მუშაობისას 1 მაისისთვის. რას შიგან ხელს ვაწერთ - კუჭაიძე, მიქ. ილარიონ.
1955. 20 აპრილი.
ორასი მანეთი მივიღეთ 20 აპრ. 1955 წ. მიქ. ილარიონ, კუჭაიძე.

*
მეგრელი პროფესორი ეკითხება მეგრელ სტუდენტს გამოცდის დროს:
- აბაშის სადგურზე რომ ჩამოხვალ, იქ რამდენი ძირი ჭადარი დგას?
- არ ვიცი, ბატონო.
- ჩაჭრილი ხარ.

პროფესორი სტუდენტს უჩვენებს მტრედს:
- ეს რა ფრინველიაო.
- ხოხობიო.
- კარგი ხუთს გიწერ.
1955, აპრილი

*
Духовка. 60 [ 40 [ 30.
(ერთის მაგიერ სამი გაკეთდა).
1955. 29 აპრილი.

Плита.
Огнеупорный кирпич. шт. _ 20.
Колосники. 2 дверцы.
Сабуртало.
Двое дверц, одну большую и две подц.
Закончено 29 апреля, 1955. перевоз 500.
30 აპრილი. ტონა 82 x 2 = 738.
828 + 490 = 1.418. მუშა. გადატანა.

*
სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სასადილოს ფოტოგრაფი - ბაჯელიძე ალექსი.

სილა კვ. მეტრი - 32 კილოგრამი.
გადმორიცხ. - 70 მანეთი. ტრანსპორტი 82 მანეთი.
1 პაჩკა დაფარავს 4 კვადრატიულ მეტრს.
1 პაჩკა ღირს 13 მან. 80 კაპ.
გვ. 26 გვ.
ორხევში გაჯი. „Тбилстрой“.
მექანიკური „გაჯი“-ს ქარხანა.
ტრანსპორტი - 82 მანეთი.