შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-335 - 1955 წელი


პოეტების სექციის ბიუროს შემადგენლობაში არჩეული არიან: გრ. აბაშიძე, ხ. ბერულავა, ალ. გომიაშვილი, კ. კალაძე, რ. მარგიანი, ი. ნონეშვილი, გ. ტაბიძე (ბიუროს თავმჯდომარე), ალ. შენგელია და ს. ჩიქოვანი. პროზაიკოსთა სექციის ბიუროში - აკ. ბელიაშვილი, ს. კლდიაშვილი, კ. ლორთქიფანიძე (ბიუროს თავმჯდომარე), დ. შენგელაია, ოთ. ჩხეიძე, გრ. ჩიქოვანი, რ. ჯაფარიძე; დრამატურგთა სექციის ბიუროში - ი. ვაკელი, ს. თვარაძე, მიხ. მრევლიშვილი (ბიუროს თავმჯდომარე), ს. შანშიაშვილი, გ. შატბერაშვილი; საბავშვო ლიტერატურის სექციის ბიუროში - გ. კაჭახიძე (ბიუროს თავმჯდომარე), მ. ლებანიძე, მარიჯანი, მაყვალა მრევლიშვილი, ი. ნონეშვილი, ი. სიხარულიძე, ერ. ქარელიშვილი, რ. ქორქია და ნ. ჩაჩავა. მთარგმნელთა სექციის ბიუროში - შ. აფხაიძე (ბიუროს თავმჯდომარე), ვ. ბეწუკელი, გ. გაჩეჩილაძე, ვლ. ტატიშვილი, ვ. ურუშაძე, ვ. ჭელიძე, კ. ჭიჭინაძე; კრიტიკისა და ლიტერატურისმცოდნეობის კომისიის ბიუროში: ალ. ბარამიძე, დ. ბენაშვილი, ლ. კალანდაძე, გ. მარგველაშვილი, გ. მერკვილაძე, ბ. ჟღენტი (ბიუროს თავმჯდომარე), შ. რადიანი, პ. რატიანი, ერ. ქარელიშვილი; სომეხ მწერალთა სექციის ბიუროში - ვ. ატრიანი, ს. ავჩიანი, მ. ასლანიანი, ბ. სეირანიანი, ა. აირაპეტიანი.
საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის გამგეობის პრეზიდიუმის დადგენილებით ჩამოყალიბდა რუს მწერალთა სექცია. ამ სექციის ხელმძღვანელად არჩეულია ე. ფეიგინი.

*
Подписи цивилизованных масс и простых людей мира
За свободу,
За славу,
За радость,
За заседательный труд,
За родину,
За прогресс -
И мой голос
Как капля в океан
Масс присоедин.
С. Нацвшилвили - Канд. тех. наук

*
სამადლო.
კარლომ ცოლი ითხოვა.
ალეკო. რევაზ მარგიანი. გ. ტაბიძე.

*
1. გალაკტიონ ტაბიძე, 2. გიორგი ლეონიძე.. 3. რევაზ მარგიანი.. 1. ტიხონოვი, 2. ბაურიცკის, 3. ასეევი, 4. სიმონოვი.

ხელშეკრულება
სპეცსამკურნალო კომბინატთან არსებულ ბიბლიოთეკას სასურველად მიაჩნია მიუჩინოს სპეციალური კუთხე სახალხო მწერლის გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედების შესწავლის მიზნით. წიგნთსაცავი მიუჩენს სპეციალურ კარადას, სადაც შეგროვდება:
1. ყველა ტომები გ. ტაბიძის.
2. ყველა ცალკე გამოცემები.
3. ფოტო-დოკუმენტები.
4. კრიტიკული წერილები.
5. მონოგრაფიები და სხვ.
ეს კუთხე მოეწყობა არა უგვიანეს ერთი თვისა.
ხელს ვაწერთ:
ნ. ეფრემიძე, შ. წულეისკირი, გ. ტაბიძე
1955, 25 მარტი

*
როდესაც სალაპარაკოდ გამოველი, ობსტრუქცია დაიწყო. გიორგი ნატროშვილმა; სიმონა ჩიქოვანმა. გამოვიდა კარლო კალაძე, გამოვიდენ სხვები. არავინ მხარი არ დამიჭირა.

*
4 აპრილს ბალადის საღამო.
1905 წ., სამშაბათი.
5. 7 - იოსებ ნონეშვილის ახალი ლექსების კითხვა-განხილვა. „ყამირისა“.
ანდრო თევზაძე.
14 აპრ. - მაიაკოვსკი ტფილისში. 17 - ბაღდათში.
მაისი - ჩრდილო-კავკასიის მწერლების საღამო.
მივიწვევთ წყნეთში.

*
დავკარგეთ გრძნობა, აღარ გვაქვს გონი,
გაგვიქრა სული მამაპაპური,
ჯილდო შეგვექნა ჭკუის საზომი,
და ძმობის ნაცვლად შური და შური.
აკაკი

*
ფარისეველო, გაუტანელო,
სხვასთან თავმხრელო, შინ ორმოს მთხრელო,
ნაგავის მყრელო, შენ ჭრელო გველო,
რამ შეგაძულა, სთქვი, საქართველო.
აკაკი

*
ჰე, ქართველო, კაცის ჩერო,
ქართლი შენგან არას ელის.
და, მაშ, როგორ დავიჯერო,
რომ შვილი ხარ შენ ქართველის?
აკაკი

*
ქალი იყოს, გინა კაცი
ჩვენში ყველა არის გლახა
და სად ვძებნოთ იდეალი,
[და] სჯობს ვიცინოთ, ხა, ხა, ხა, ხა!
აკაკი

*
4 აპრილი.
1.    საგმირო ბალადები.
2.    სამონადირო ბალადები.
11 აპრილს.

*
ორშაბათს, 4 აპრილს პოეტების სექციის ბიურო აწყობს ქართული ბალადის საღამოს.
შესავალი სიტყვა-მიმართვა: სახალხო პოეტი გალაკტიონ ტაბიძე.
მოხსენება „ქართული ბალადა“ - გიორგი კალანდაძე.
შესვლა თავისუფალია. დასაწყისი 8 საათზე.

*
სექცია პოეტებისა:
აბაშიძე გრიგოლ, ბერულავა ხუტა, გომიაშვილი ალექსანდრე, კალაძე კარლო... მარგიანი რევაზ... ნონეშვილი იოსებ... ტაბიძე გალაკტიონ... შენგელია ალეკო... ჩიქოვანი სიმონ...

*
Яблоко  - 10 шт., Груши - 10 шт., Черешни - 10 шт., Абрикосы - 10 шт., Сливы - 10 шт. 28. III. 59 г.
Медкарточка. Анкета 735. Табидзе Марина Вахтанговна. 3400.

Г. Н. 75-13.