შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-333 - 1955 წელი


ამხანაგებო!

განვლილი 1954 წელი ჩვენი დიდი, ყველაზე მოწინავე მსოფლიოში, საბჭოთა პოეზიისთვის იყო წელი ფრიადი გამოცოცხლებისა და შეჯამების, რამდენადაც სწორედ შარშან ჩატარდა ჩვენი მწერლების მეორე საკავშირო ყრილობა. ეს იყო ჩვენი პოეზიის იდეური და მხატვრული გამდიდრების შემოქმედებითი მუშაობის ფრიადი განვითარების გამოვლინებათა შეჯამების წელი...

დროა დავიწყოთ დიდი და ცოცხალი საუბარი საბჭოთა პოეზიაზე. ჩვენ შევეცადეთ, ჩვენი სექცია, პოეტების სექცია შეეცადა, სანამდე შეუდგებოდა განვლილი წლის საბჭოთა პოეზიის შესახებ თათბირს, გადაგვეხედა მისი საწყისებისაკენ, და სწორედ ამ მიზნით ჩვენ ჩავატარეთ აკაკი წერეთლის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო, რათა ისტორიული იდეურად მტკიცე საძირკველი ჩაგვეყარა შემდეგი საღამოებისათვის. ეს იყო საწყისების აღნიშვნის საღამო, და არა პირადული რამ, როგორც ეს ზოგიერთსა ჰგონია. [ამ ჩემი განცხადების შემდეგ] ჩვენ კი გვგონია, აღარ უნდა განმეორდეს ასეთი უპასუხისმგებლო [გამოსვლები] დახასიათება საღამოებისა... ყველა ჩვენი მიღწევები, გამომდინარეობენ და ვითარდებიან იმ უკეთესი ტრადიციების საფუძვლებზე...

და ვინაიდან ამ საკითხში, სწორედ ტრადიციების საკითხში, სრული არევ-დარევაა [შეაქვს ბევრ ჩვენ კრიტიკოსს] და გაუგებრობაა ლიტერატურულ წრეებში, როგორც პოეზიაში, ისე პროზაში, კრიტიკის დარგში, ლიტერატურის მცოდნეობის დარგში და სხვაგან, სწორედ ამიტომ დავიწყეთ ჩვენ ლიტერატურული საღამოები სწორედ აკაკი წერეთლის შემოქმედებიდან და ეს ნიშნავდა, [რომ] ჩვენ არასოდეს არ დავიხევთ ამ პრინციპიდან.

ამ გათიშვას, ამ არევდარევასა და გაუგებრობას დიდი ზიანი მოაქვს...

 

საბჭოთა პოეზიის სამოქალაქო მოტივები

ოკტომბრის დიდმა სოციალისტურმა რევოლიუციამ დაიწყო, გახსნა ახალი ერა კაცობრიობის ისტორიაში.

მანვე დაიწყო ახალი ერა ჩვენი დროის მხატვრული აზროვნების განვითარებაში.

ყველაზე პროგრესიული და რევოლიუციური კლასი - პროლეტარიატი გამოვიდა ისტორიულ არენაზე - შეიარაღებული მარქსისტულ-ლენინური ფილოსოფიით, ახალი კომუნისტური იდეალებით, ახალი ესტეტიური შეხედულებებით, მეცნიერულად დამუშავებულით მარქსისა და ენგელსის მიერ. მსოფლიო ხელოვნების ცდათა საფუძველზე და განვითარებულზე დიდი ლენინითა და სტალინით.

ოქტომბრის რევოლიუციამ გადაარჩინა მხატვრული აზრი კაცობრიობისა სულიერი სიღატაკისაგან, დეკადენტობისა და სიმვოლიზმისგან, ნათელისა და მშვენიერის გამარჯვების ურწმუნოებისაგან.

მთელმა ხანამ მსოფლიო პოეზიის განვითარებისამ დიდი ოქტომბრის რევოლიუციის [შემდგომ] შემდეგ ახალ ისტორიულ პირობებში დაამტკიცა სრული სიკოტრე თეორიისა „ხელოვნება ხელოვნებისათვის“.

მხატვრული აზროვნება.

 

19 მარტი. 1955 წელი.

სექტემბერი 30. 1 სექტემბერი - ხუთშაბათი. 30 სექტემბერი - პარასკევი.

ოქტომბერი 31. 1 ოქტომბერი - შაბათი. 31 ოქტომბ. - ორშაბათი.

ნოემბერი 30. 1 ნოემბერი - სამშაბათი. 30 ნოემბერი - ოთხშაბათი.

დეკემბერი 31. 1 დეკემბერი - ხუთშაბათი. 31 დეკემბერი - შაბათი.

ორშაბათები: დიდ-დიდ თეატრებში...