შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-331 - 1955 წელი


1955. 28 თებერვალი.
ნაკაშიძე ილია კონსტანტინეს ძე.
ქ. თბილისი. მცხეთის ქუჩა №33.
დიღომის სანერგე. ტელეფონი - 3-37-64.
უფ. აგრონომი ნაკაშიძე. ელისო ჯანელიძე.
„შახლა“ და სხვ.

*
1955. 28 თებერვალი.
მესარკიშვილი. „ბინათა მომარაგების სამმართველო“. ი. ჭავჭავაძის ქ. №5.
განცხადება. ფული.
აბრამიშვილი ვანო.
იოსებ იმედაშვილის ქალიშვილს აქვს მიხ. აბრამიშვილის და ვ. კოტეტიშვილის მასალები.
წყნეთში საჭიროა ინჟინერი ან დურგალი და იმის მიხედვით, თუ რა მასალაა საჭირო.. ქაღალდი მიეცემა მესარკიშვილს.
შვიდი კუბო.

1955. 1 მარტი.
მე-47-ე სკოლა. ჩიტაძის 9. 2 საათზე დღის.
მენაბდე.

შესავალი სიტყვა.
1. გ. ტაბიძის შემოქმედების შესახებ. ჟღენტი.
2. ალიო მაშ. - გამსახურდია.
3. მიხ. მრევლიშვილი - გრიგოლია.
4. მარიჯანი - აბზიანიძე.
5. აფხაიძე - ხარაბაძე.
6. ნონეშვილი - ორაგველიძე ნინო.
7. მარგიანი - გეგენავა.
8. ანდრო თევზაძე - ცაგარელი.
9. ბერულავა - ფხაკაძე.
128, 346 მან. 40 კ.

1 მარტი. 1955.
დავით სანაძე. დირეკტორი.
ხუციშვილი აკაკი. მთავარი აგრონომი.
ხუთშაბათს 1 საათზე. 2 საათი. წყნეთი.
მუშა. 1 კაცი.
გადამწვარი ნაკელი. ძველი ნაკელი.
წყნეთის კოლმეურნეობა. თავმჯდომარის. საბჭო.

1955 წ., 1 მარტი.
ერთი წლის ნამყენი.
დაფესვიანებული ნამყენები ერთწლიანი.
1. თავრიზი - 30 ძირი.
2. შავთითა - 100.
3. თავის ფესვზე - 800.
მასალა.
რქაწითელი. ბუდეშური. ჩინური.
20 წელი.
ჩვენ წავიღებთ:
თავრიზი - 30 ცალი.
შავთითა - 70.
რქაწითელი. შახლა. ხალილი.
საათის 2-ზე. დირეკტორის კაბინეტი.

1 მარტი. 1955.
3-36-86 - Давид Ильич Санадзе.
დიღმის სამტრესტი მევენახეობის.
წყალი. ძველი ნაკელი.
ავტომობილის შ.

2 მარტი. 1955 წ.
საქართველოს მწერალთა კავშირი გთხოვთ დაგვეთმოს სახელმწიფო ოპერის თეატრი საქართველოს სახალხო პოეტის, მეცნიერებათა აკადემიის წევრის, გალაკტიონ ტაბიძის საღამოს მოსაწყობად ა. წ. 21 მარტისათვის.
ტელეფონით ვეძახდი ლემონჟავას (თავმჯდ.).
უჩა ჯაფარიძე, ჭანკვეტაძე, კვასკი.
გრ. კოკელაძე?
ვარდს გაეფურჩქნა კოკორი. დაისიდან.

2 მარტი. 1955.
ხუთს.
1. ავტომობილი მთელი დღის განმავლობაში (სერგი ჭილაია). არის.
2. ტელეფონით დიღმის მევენახეობის სამტრესტს - 3-36-86. დაამზადონ მასალა ხვალისთვის. არის.
3. წყნეთში - დაამზადონ ერთი გრუზოვიკი. ნეხვი-ნაკელი. არის.
4. წყნეთში - ოჰანას - იზრუნოს გრუზოვიკისათვის და გადასატანად. არის.
5. გამგზავრება წყნეთში (არ იყო საჭირო).

1. რუსული ანტოლოგია.
2. წყნეთში. 8 საათზე.

3 მარტს მე და ოჰანა ვიყავით მცხეთაში, წამოვიღეთ ნაწილი ვაზისა.
დარგვების თვეა.

1955 წ., 4 მარტი.
1. „სამტრესტი“. ლენინის ქ. (აბრეშუმის საქსოვი ქარხნის გვერდით. მახარაშვილი ან ნანეიშვილი). (ვაზის ნამყენი და სხვ.).
2. დიღმის სანერგეში (3-37-64). ნიჟარაძე ილია, ნაკაშიძე... და არა აგრონომი - ნიჟარაძე! ელისო ჯანელიძე.
3. მწერალთა კავშირში 12 მარტის საღამო. ჩამოვიდა თუ არა ის შოფერი?
4. მესარკიშვილის პრობლემა (წავიდეთ წყნეთში, ავზომოთ).

I изд. _ 694 стр., II и III _ 7,069 стр., IV _ 3,546 стр., V _ 597 стр.

*
დღეს და ყოველ დღეს -
მთავარია ეს.

4 მარტი. 1955.
დღეს დილით, რომ გამომეღვიძა, ძალზე მექავებოდა ხელის გული. ისე მექავებოდა, როგორც არასოდეს მთელ ჩემს სიცოცხლეში. ვიფიქრე, თუ რას უნდა ნიშნავდეს-მეთქი. და სიხარულის ჟრუანტელმა დამიარა, როდესაც გავიფიქრე, რომ...
და ვიკითხე სახელგამში:
- რამდენი მაქვს მიღებული?
- მიღებული მაქვს 59.052 მ.
- რამდენი მერგება?
- მერგება 187,896 მანეთი!
- გამოაკელი 59, 052...
- დარჩება 128, 844.
- ვნახოთ, როგორ წავა ეს საქმე!!
ამხ. ბახია.
98.896 + 89.000 = 187.896 მერგება, მაგრამ გამოაკლდეს 59.052. საბოლოოდ მერგება 128.844.

60%. 98.896 р. 89.000 доб. 128.60.

*
წყნეთის პრობლემა:
1. ზედა-სართული, 2. ქვედა-სართული, 3. ტყისპირას აივანი, 4. სოლარიუმი (კიბეს.), 5. აუზი, 6. მესერი ტყის შიგნით, 7. მესერის შეღებვა, 8. ტკეჩი, 9. კიბის პრობლემა.

6 მარტი. 1955 წ.
გამოვარკვიოთ მხოლოდ პირველი (ზედა სართული) და მეექვსე (მესერი ტყის შიგნით) საკითხები: ღობისთვის საჭიროა 85 მეტრი სიგრძის მასალა. ზედა სართულისათვის სიგრძე - 7, 8 [ სიგანე - 2, 5 [ სიგრძე - 4,1.

*
7 მარტი.
1. პირველი ტაეპის, საჭიროზე - საჭირო ტაეპის დაფუძნება.
2. ახალი ოჯახური ანორმალობის მომენტის შესახებ - მომხსენებელი ნ.
3. ვუცდით წიგნის გავრცელებაზე ხელისმოწერის ამბავს.
4. კლასიკოსთა მოსაზრებათანი (აკაკი და ფშაველა).
5. არის თუ არა საჯარო ბიბლიოთეკაში პოეტის მერზლიაკოვის კრებული.
6. დიდი კამათი მწერალთა კავშირში ჩვენს სექციაში (ლავროსი, სერგო, თამარი, მარიჯანი, ჯანგულაშვილი, გ. შატბერაშვილი). მალე ეს დისკუსია მოედება მთელ საქართველოს, თუ რა ჰქნა ამ ქვაჯახიამ.
ოთხი მომხსენებელი, საჭიროა ოთხი მომხსენებელი. თუ მოჩვენებითი...
მარიჯანმა მხარი დამიჭირა. მეც მას დავუჭერ მხარს.

*
7 მარტი. 1955 წ.
თბილისის საფინანსო-საკრედიტო ტეხნიკუმი. უნივერსიტეტის ქ. №5.
გაიმართება საქართველოს სახალხო პოეტის - გალაკტიონ ტაბიძის შვიდტომეულის გამოსვლიდან 5 წლის თავის (1950-1955) აღსანიშნავი შვიდი საღამო: 25, 26, 27, 28, 29, 30 და 31 მარტს.
25. მოხსენება ბ. ჟღენტი - „აკაკი წერეთელი“.
26. ეთერი შ. - ეკატერინე გაბაშვილი.
27. ილია ბახტაძე - დავით კლდიაშვილი.
28. სოლომონ ცაიშვილი - ვასილ ბარნოვი.
29. სერგი ჭილაია - ზაქარია ჭიჭინაძე.
30. განდეგილის რომანზე.
31. ბ. ჟღენტი - ია ეკალაძე.
[შესწორ.] ეთერი შუშ. ილია ბახტაძე.

8 მარტი.
1. მივიღე სერგი ჭილაიას მონოგრაფია ჩემს შესახებ. შევიძინოთ მეტი.
2. ფოტოგრაფმა გადმომცა 2 ფოტოპორტრეტი ჩემი.
3. იანელმა მომიტანა ს. აბაშელის წერილის ფოტოები. დიდებულია.
4. კარგი წერილია „Заря“-ში მაია წყნეთელზე.
5. წიგნი ჩემი ჯერ კიდევ არ არის.
მაკრინე. მაკინე. ლემონჟავა.

9 მარტი.
ვარ დილით წყნეთში: ახლოა პანტია და აბრამეთი.
- კულტურის სამინისტროსკენ გადასავალზე - შევხვდი ვადბოლსკის.
- წამომყე-მეთქი - ვუთხარი - მხატვართა კავშირმა რამდენი ხანია კომისია გამოყო ჩემი საღამოს მოსაწყობად და არაფერს კი არ აკეთებს-მეთქი. შევედით მხატვართა კავშირში.
ლემონჟავამ მოგვცა ჯერ ისევ 1954 წ. დროინდელი სია.
- მიუმატეთ-მეთქი ვადბოლსკი.
- სიამოვნებითო.
შემოვიდა კვასხვაძეც და შევუდექით საქმეს.
ვიწყებთ ზეგიდან. ვადბოლსკი მოიტანს პროექტს. 15-ში შევიკრიბებით დღის 3 საათზე.
დიდებული წამოწყებაა. ყველა წამოწყებებს სჯობია. აქ დაგვეხმარება ნოდარი.
გიორგი. 1. ლაშა.

ო, შოთა, დავით, ნიკოლოზ.
გურმიშვილო...
მაშა, მაშა.

*
 [შვიდი მნათობი ანათებს მარად:]
შვიდი მნათობით [გაარიჟრაჟა]
ო, შოთა, დავით, ნიკოლოზ,
[ჩვენი] შემდეგ ილია, აკაკი, ვაჟა;
გალაკტიონის წიგნიც გვაქვს... ვაშა!

11 მარტი. 1955.
აკადემიის სხდომა: კ. კეკელიძე, ცანავა, დუდუჩავა, გამსახურდია, გრიშაშვილი, გ. ტაბიძე, შ. რადიანი, აბ. სვანიძე, ქსენია სიხარულიძე, მ. ჩიქოვანი, ა. შანიძე, ალ. ბარამიძე, ამბ. გაჩეჩილაძე, გიორგი.

საშინელი სასრული.
Пушкин.

შაბათი. 12 მარტი.
1. მხატვართა კავშირი. 2. მესარკიშვილი. 3. აკადემიაში. 4. გრიგოლია (2 საათი). 5. ანდრო თევზაძე. 6. ჭილაიას წიგნი. 7. სახელგამი. 6 საათზე კულ. სამინისტ. კლუბი სარაჯიშვილზე. მარსაგიშვილი არჩილ.

14 მარტი.
საკითხი მოიხსნა თუ გადაიდო?
1. მე და ბიჭიკო 2 საათზე, ნაძალადევი - არ მოვიდა გოცაძე.
2. ავტო-მოტო-ველო.
3. სარაჯიშვილის პლაკატი - ვერ ვიპოვეო.
4. მწერალთა კავშირში - ამბავი „ანტოლოგიების“ დაზუსტებისა.
5. აკადემიაში - არ ვყოფილვარ.
6. გამოფენის პრობლემა - მოიხსნა.
7. წიგნი!!!!!!! - გადაიდო.

ნოე კაკუშაძე. შაბათს გაეგზავნა წიგნი მჟავანაძეს და მჭედლიშვილს. ნუ თუ ყველა წიგნებს უგზავნიან? რამ გამოიწვია? რამდენ ხანს დააგვიანდება? (საქმე ჭიანურდება, მაგრამ არა, ეს ჩემი...).

წიგნები (საავტორო მივიღე). ხვალ ბუჰღ., ზეგ დირეკტორ.
მამიაა, საქმეა!

თამარ ჭავჭავაძე.
თოფურია მიხეილ - 3-37-07. მხატვართა კავშირში. შემხვდა კიდევ.

ავტომოტოველო:
1. კარები - ავტოსი. 2. შინები - ავტოსი. 3. ფარები - ბორბლებზე.

ედი წერეთელი (მაიაკ. რაიონი).
ახალგაზრდა პოეტები მიემგზავრებიან, ნ. კილასონია, ნოდარ გურეშიძე და ... დრამსექციაც.
ვამჩნევ... ეს ქალი პირდაპირ...
ბიბლიოთეკასთან დაკავშირება ახალი წიგნებისათვის.
37-71 - მაისურაძე.

31 მარტს - ჩემი მოხსენება.
23 მარტს - ანდროსი.
24-23 - 1905 წ. ისტორია.
საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის - პოეტების სექცია.
Секция поэтов союза советских писателей Грузии.
(31 მარტს ჩემი მოხსენება).
54 წლის პროდუქცია?

15 მარტი.
დანიშვნა ბესარიონთან. შვიდტომეული.[აკადემია]. საღამო. გამოფენა. პოეტების სექცია. რჩეული. წყნეთი და სოხუმი. ჯანმრთელობა. ავტომოტოველო.
მონტესკიეს საღამო ვინ მოაწყო? დავიმახსოვნოთ.
თვითონ ჩაშლიან ხოლმე საღამოებს.
კარლო კალაძე უქნარა.
ჩვენთან სახლში ყოფილან ბობოხიძე და ჯანგულაშვილი.

2.000.
98-05 - ოთარ.

16 მარტი.
1. პრეზიდიუმის სხდომა. 2. ავტომოტოველო. 3. Парт. жизнь №4. ლიტ. გაზ. 4. ფოტოდოკუმენტი (ყდა, დოკ.). 5. გოცაძე ბიჭიკო (ნავთლუღი). 6. გალაკტიონოლოგია. 7. აკადემიის ჯამ. 8. სერგი ჭილაია!!! (მაშენიკი). 9. სახელგამი...
ავტომოტოველომ ოთარის 17 წ. უარი სთქვა ამბის შემოწმებაზე, დაგვირეკა.
ერთი დიდი შეცდომა დავუშვი: გავამხილე!
Тормозные части: колодки и накладки. (ოთხივე ბორბლებისაა) „პობედი“-სა. Корбюратор - ერთი ნაწილი.

ნოდარი ასპირანტურაში.

[წამყვანი. კონფერანსიე].

17 მარტი.
1. ათ საათზე გოცაძე ბიჭიკო.
2. 11 საათზე მანქანის ნაწილებისთვის.
3. ფოტოდოკუმენტი..
4. Партийная жизнь.
5. სახელგამი.
6. ახ. უბის წიგნაკი.
7. მემანქანეებთან.
8. ანდრო თევზაძე.
9. ჭილაიას წიგნი (50 ცალი).

ასი სტრიქონი დღეში.
30 დღეში 3.000. 5 თვეში 15. 000 სტრიქონი.
15000 [ 4 = 60.000 + 150.000 = 210.000.

1955. 19 მარტი.
პიონერთა საღამოზე (შეხვედრა) ჰქონდა ადგილი ასეთ მომენტს. ქალი ამბობს: - გამოვაცხადებთ ასე: გამოვა პოეტი გალაკტიონ ტაბიძე: არავითარი სხვა რამეები საჭირო არაა.
- გამოაცხადეთ: სახალხო პოეტი გალაკტიონ ტაბიძე.
- უსათუოდ, - ამბობს რევაზ მარგიანი, - ეს აუცილებელია.
ქალი ძალაუნებურად თანხმდება. რაშია აქ საქმე?
მეორე მომენტი: ხშირად გაიძახოდენ ბავშები: "ჩვენი სოსო" და "მარიჯანი". რაშია საქმე?
მესამე მომენტი: მომხსენებელი ლ. კალანდაძე პირველად ასახელებს აკაკი ბელიაშვილს, მეორედ მიხეილ მრევლიშვილს, მესამედ გალაკტიონ ტაბიძეს. რაშია საქმე?

20 მარტი.
1. ბენო... მანქანის ნაწილები.
2. საბარტალო. ხეხილის დ...
3. წყნეთი - გასაღებების.
ავტო.
9 მარტს მქონდა 10426, 19 მარტს მაქვს 6496 = 4000.
დამიხარჯავს ნახევარი თვის ჯამაგირი - 120. 5.000.

*
ყვერებელაძე.
Мартинов Александр. Саша. В 1 час дня.
რეზო კვერენჩხილაძე. ყვერებელაძე.

*
28 მარტი - გორკი. 2 აპრ. - გრ. ორბელიანი. 6 აპრილი - ლენინის ორდენი. რაფაელი. 10 აპრ. - სტალინი. 14 აპრ. - მაიაკოვსკი. 20 აპრ. - ასპინძა. 275. 22 აპრ. - ლენინი. 23 აპრ. - სერვანტესი. 23 აპრ. - ივ. ჯავახიშვილი. 24 აპრ. - გრიშაშვილი. დ. კლდიაშვილი. 28 - მაშაშვილი. 29 - ხორავა. 30 - ლომაური.

*
[„ბინას თხოულობენ“ მაშაშვილი].
ილია ბახტაძე.

მშვიდობის მსოფლიო საბჭოს მოწოდებით 1955 წლის განმავლობაში მთელი მსოფლიოს ხალხები აღნიშნავენ მსოფლიო კულტურის დიდ წარმომადგენელთა შემდეგ წლისთავებს:
შილლერი - 150 წლ. თავ. გარდ., მიცკევიჩი - 100 წ. გარდ., მონტესკიე - 200 წ. გარდ., ანდერსენი - 150 დაბ., სერვანტესი - 350 წ. დონ კიხ. პირველი გამ., უიტმენი - წიგნის „ბალახის ფოთლების“ პირველი გამოცემის 100 წლისთავი.

*
პედაგოგი სიმონ სხირტლაძე.

* * *
დამწვა საკუთარ ალმა,
ვატყობ, თანდათან ვქრები,
სადღაც ხარობენ, ალბად,
ჩემი პატარა მტრები.
ტ. გრანელი

* * *
ერთად ვეხეტებოდით
ტფილისის ბულვარებში,
რესტორნებში, ბაღებში,
არსად არა გტოვებდი.
შენ პოეტად შეგიცნეს,
როს ჩაგხედეს თვალებში,
მე კი დავრჩი მტკვრის პირას
უსახლკარო პოეტი.
ტ. გრანელი
დახლოებით 1919

*
ეთერი შუშანია.
გალაკტიონ ტაბიძის თხზულებათა შვიდტომეულის [აღმნიშვნელი] გამოცემის ხუთი წლის თავის აღმნიშვნელი საღამო.
საფინანსო-საკრედიტო ტექნიკუმი.

„გალაკტიონოლოგია“.
[გალაკტიონ ტაბიძის სახელობის სალიტერატურო წრისთვის].

3-67-85 - გოცირიძე გალინა. 6 საათის შემდეგ. საღამოთი.

*
Собрание, посвяшенное 50 летию революции 1905 г.

Ленинградский технологический институт им. Ленсовета до Октябрьской революции был одним за центров революционной работы. Отсюда вышли видные коммунисты. В 1905 г. в помещ. инст-та заседал петербургский совет депутатов.
21 янв. 1955 года парт. организация инст-та провела открытое собрание посвященное началу первой русской революции 1905-1907 годов. В президиум собрания были выбраны старые коммунисты инст-та, участники, живые свидетели первой русской революции.
С большим вниманием был заслушан доклад обрисовавший революционные традиции института; На собрании было оглашено письмо воспитанника института, старейшего коммуниста Академика Кржижановского, которое он прислал в институт. Участники революции 1905 года поделились своими воспоминаниями.
Взволнованным было выступление одного из молодых коммунистов, кандидата наук тов. Еременко. Он сердечно поблагодарил коммунистическую партию, старых коммунистов, открывших дорогу нашему молодому поколению.
Собрание поручило партийному комитету разработать план мероприятий, посвященных 50 летию революции 1905-1907 годов, отметил, что воспитание молодежи на революционных традициях - важнейшая задача партийной рабоыт.

Ха, ха, ха!
Т. Т. Разрешите открыть собрание.
Т. Т. сть предложение избрать презид. в составе...
Т. Т. Слово для доклада предстовляет тов.
Т. Т. Какие будут вопросы к докладч.
Т. Т. Разрешите, поблагодарить докладчика...
Т. Т. Разрешите, закрыть. собр.
Парт. ж. №2, Январь, 1955.

*
1 მაისი, 2 - ლეონარდო და ვინჩი. 4, 6 - მარქსი. 5 - ბეჭდვითი სიტყვა. 7 - რადიოს დღე, პოეზიის დღე, ჩაიკოვსკი, მოსკ. უნივერსიტეტი. 9 - გამარჯვების დღე. 10 - შილლერი. 12 - დანტე. 15 - ევდოშვილი, გამსახურდია. 22 - ჰიუგო. 23 - შოლოხოვი. 25 - დემიან ბედნი, გ. წერეთელი. 27 - შ. დადიანი, პაგანინი. 28 - იაკობ ნიკოლაძე. 29 - აკოპიანი. 30 - ვოლტერი. 31 - პიონერთა სასახლე.

ივნისი: 2 - კომუნისტი, ბიზე. 3 - ბარნოვი, 6 - პუშკინი. 9 - დიკკენსი. 11 - ბულგარინი. 13 - ვაგზალი. 14 - გოგებაშვილი. 16 - რაზინი, 1905. 18 - გორკი. 19 - გრ. ორბელიანი. 20 - წულუკიძე. 21 - აკაკი წერეთელი. 23 - ჯამბული. 26 - გასტელო. 28 - ეკატ. გაბაშვილი, ჭონქაძე.

ივლისი: 3 - 1905. 8 - მაჩაბელი. 10 - 1905. 11 - მელიქიშვილი. 18 - ფიზკულტურა. 24 - საზღვაო ფლოტი. 25 - შანშიაშვილი. 27 - ლერმონტოვი. 28 - ბახი. 28 - კაკლის ხე მარტყოფში. 30 - რიონგესი. 31 - პეტეფი.

1 აგვისტო - გურამიშვილი. 3 აგვ. - მოსაშვილი. 4 - ლევიტანი, გი დე მოპასანი. 5 - ენგელსი. 6 - ესტონეთი, ვასაძე. 7 - ეკ. გაბაშვილი. 9 -  ვაჟა-ფშაველა. 13 - არაყიშვილი, გლეხთა მოძრაობა. 14 - 1905. 15 - კორეა. 16 - დუშეთი. 18 - ბალზაკი, ფოტოს დღე. 19 - ბერანჟე, ძნელაძე, გურია. 20 - ხუთი ალპინისტი. 28 - მეშახტე. 29 - ნატო. 30 - ბარბიუსი, ჯავახიშვილი, სტახანოვი. 31 - გუნია.

10 სეკტ. - დ. კლდიაშვილი. 11 - რაინერი. 12 - ილია. 20 - ფირდოუსი. 21 - გიორგი ერისთავი. 22 - ლორთქიფანიძე, კრწანისი. 23 - ბერიძე, ნიზამი. 24 - შეკრება რევ. 25 - კახეთი, იმედაშვილი.

6 ოკტომბერი - ფალიაშვილი. 8 - <დეკეიტერი>. 11 - ვახტ. ორბ. 15 - ხეიბრები. 16 - ესენინი. 17 - შოპენი. 20 - 1905. 21 - ბარათაშვილი. 23 - დავით ერისთავი, სანდრო ეული. 24 - სერგეი მესხი. 27 - გოგებაშვილი. 28 - გიგო გაბაშვილი. 30 - 1905. 30 - ისაკიანი.

ნოემბერი:
2 - კუპრაძე, შოუ. 3 - იაკუბ კოლასი. 7 ოკტ.  9 - ილია, ჯავახიშვილი. 11 - ვანო სარაჯიშვილი. 15 - ჯანაშია. 16 ნოემბ. - ჭოლა ლომთათიძე. 17 - ანტონ ფურცელაძე. 18 - ჯავახიშვილი ივანე, ვეფხის ტყაოსანი. 20 - ლევ ტოლსტოი. 21 - ბალანჩივაძე, ჩუბინაშვილი, მარ. პოლიტი. 24 - მესხიშვილი. 25 - მიქოიანი. 26 - მიცკევიჩი. 27 - პირველი, ბლოკი. 28 - ენგელსი. 30 - მგალობლიშვილი.

2 დეკ. - უშანგი ჩხეიძე, თვალჭრელიძე. 3 - ტიხონოვი. 4 - ვასო აბაშიძე. 16 - ბეთხოვენი, არაგვისპირელი. 17 დეკემბერი - ჩემი დაბადების დღეა. 21 - სტალინი. 22 - ყაზბეგი. 27 - ლეონიძე. 28 - დრაიზერი. 31 - ახალი წელი.

*
ძვირფასო შალვა!
რომ მოგელაპარაკე აკადემიაში...

*
1905 წ. ქართულ მხატვრულ ლიტერატურაში.
გამოცემის საკითხი. ლექსები. მოთხრობები. XIX საუკ. XX საუკ.

„კალანდაი“.
კლიშეები.
მესარკიშვილი.

*
ჟღენტი, გამსახურდია, გრიგოლია, აბზიანიძე, ხარაბაძე, ორაგველიძე, გეგენავა, ცაგარელი, ფხაკაძე, ნაკაშიძე ილია, მესარკიშვილი, აბრამიშვილი ვანო, აბრამიშვილი მიხ., კოტეტიშვილი ვ., სანაძე დავით, ლემონჟავა, ჯაფარიძე უჩა, ჭანკვეტაძე, ჯაფარიძე გრ., ოჰანა, ბახია, მერზლიაკოვი, ლავროსი კალანდაძე, სერგო კლდიაშვილი, თამაზ ანდღულაძე, მარიჯანი, ჯანგულაშვილი, შატბერაშვილი, ქვაჯახია, ბ. ჟღენტი, ეთ. შუშანია, ილია ბახტაძე, სოლომონ ცაიშვილი, სერგი ჭილაია, აკაკი წერეთელი, ეკატერინე გაბაშვილი, დავით კლდიაშვილი, ვასილ ბარნოვი, ზაქ. ჭიჭინაძე, განდეგილი, რომანოზ ფანცხ., ია ეკალაძე, იანელი, ს. აბაშელი, შოთა (რუსთ.), დავით (გურ.), ნიკოლოზ (ბარ.), ილია, აკაკი, ვაჟა.
ნაკაშიძე ილია.
კ. კეკელიძე, ცანავა, დუდუჩავა, გამსახურდია, გრიშაშვილი, რადიანი, აბზიანიძე, სიხარულიძე ქს., მ. ჩიქოვანი, ა. შანიძე, ა. ბარამიძე, პუშკინი, ანდრო თევზაძე, სარაჯიშვილი, ბიჭიკო გ., კაკუშაძე ნოე, მჟავანაძე, მჭედლიშვილი, თოფურია მიხ., წერეთელი ტასო, მაისურაძე, მონტესკიე, ბობოხიძე, ჯანგულაშვილი, ნოდარ ტაბიძე, კვერენჩხილაძე, გორკი, ორბელიანი გრ., რაფაელი, მაიაკოვსკი, ლენინი, სტალინი, სერვანტესი, ჯავახიშვილი ივ., კლდიაშვილი დ., მაშაშვილი, ხორავა, ლომოური, შილლერი, მიცკევიჩი, ანდერსენი, სერვანტესი, უიტმენი, ბარნოვი, პუშკინი, დიკენსი, ბულგარინი, ვაჟა, გოგებაშვილი, წულუკიძე, ჯამბული, გასტელო, ეკ. გაბაშვილი, დე-ვინჩი, მარქსი, შილერი, დანტე.
ბ. ჟღენტი, მარიჯანი, გარიყული, ლ. გეგეჭკორი, ი. გრიშაშვილი, შ. დადიანი, ს. ეული, ი. ზურაბიშვილი, თავაძე სოლ., კასრაძე დ., მეგრელიძე ლიდია, ნაკაშიძე ნინო, თედო სახოკია, ი. სიხარულიძე, სულიაშვილი დ., ფანცხავა იაკ., ქიაჩელი ლ., ქიქოძე გ., შანშიაშვილი სანდრო, ჭიჭინაძე კონსტ., ჭუმბაძე არისტო, ხახუტაშვილი ა., ხეჩუაშვილი გიგო, ხოსიტაშვილი ბ.

*
რეხვიაშვილი თამარ, სასწ. ჩხაიძე ვახტანგ, სოსო ფანცხავა, ათანასე ჭელიძე, ლუბა აბულაძე. იხ. საფინანსო-საკრედიტო ტეხნიკუმი. ტ. 71-08.
საღამო 25 მარტიდან 31 მარტამდე.
რადიანი - 3-81-90. აკად.

„სუხუმის პრობლემა“.

პროზაიკოსები: აკაკი ბელიაშვილი, მიხ. მრევლიშვილი.
გ. ტაბიძე.

*
შვიდი მნათობის ცამ ირაჟრაჟა.
გურამიშვილს და ბარათაშვილს.

*
სტეკლოგრაფია. 45 სტ.
1 გვერდი 100 ც. - 14 მანეთი. 200 ც. - 28.
სტანდარტ. ქაღალდი „პაჩკებში“. შეიძლება აკინძვა.
მთავლიტის ნებართვა.. დამტკიცება, ბეჭედი, რომ ნება გვეძლევა.
მხატვრული გაფორმება.

„წყნეთის პრობლემა“.

*
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის სალიტერატურო წრე.
ჩხაიძე ვახტანგი კლემენტის ძე - თოფურიძის I შესახვევი №7.
25, 26, 27, 28, 29, 30, 31 მარტი. პარასკ., შაბათი, კვირა, ორშაბათ., სამშ., ოთხშ., ხუთშ.
საფინანსო-საკრედიტო ტეხნიკუმი. უნივერსიტეტის ქ. №36.
ტელ. 71-08. დილის 9 საათ. - 6-30.
თამარ რეხვიაშვილი - ბიბლიოთეკის გამგე.
ლუბა აბულაძე - ლიტ. მასწავლებელი.
ათანასე ჭელიძე - სასწავლო ნაწილი.
ვახტანგ ჩხაიძე - წრის ხელმძღვანელი.
სოსო ფანცხავა - საღამოს ხელმძღვანელი.

ეთერ შუშანია, შამანაძე ნოდარ.

*
ტიციან ტაბიძე კითხულობდა კოლაუს ლექსს რუსებთან:

„Разбитый нос и полных губ овал“.

პაოლოც ნაზად ამბობდა:

„ბავში პოეტი მეძავ ქალებში“.

*
8 окт., 1954.
У. Джапаридзе, Л. Григолия, К. Чанкветадзе (председ.), Ш. Квасхвадзе, Г. тавадзе, Мих. Вадбольский, Г. Табидзе.
შევიკრიბებით 12 მარტსო.

*
კატლეტი. შიმშილის ამბები რომანებში. „კნუტ ჰ...“
ორს უკლია 20 წუთი, მოვიდა 1 საათის შემდეგ.

*
ელსნერი.
მუსიკის მოტივები - 30 ლექსი.
ზღვის მოტივები - 30 ლექსი.
მოტივები პოეტის შესახებ - 30 ლექსი.


- აა, გაგრი! ა.
- ეე, გაგრი! ე, როგორაა.
- გაგრიო?
- ჰო, გაგრი!
გაგრი. 20 წუთი.
4500. 400 cn.

*
1. მე წავალო, ნუთუ არ მენდობითო.
2. ნაყიდი ლურსმნები, შესაკეთებელი <ად.>.
3. შინების კაცი მართალი არ არის.
4. შინებზე წავალთო - მომატყ.
5. მანქანა დაზიანებული აღმოჩნდა.
6. გავჩერდი ზედმეტი საათები (ყოველ საათში რაიმე უხერხულობა უნდა აღმოჩნდეს).
7. წავედით „პაკრიშკებზე“, არც ის აღმოჩნდა სახლში.
8. დავუშვით შეცდომა, რომ კლუბში დავბრუნდით და ხელახლა დავიწყეთ კეთება.
9. ვიყიდეთ. დავბრუნდით. მთხოვა 12062.
10. 900-თ შევიძინე შინა.
11. „არ წახვიდეო“ - წინად კი ამბობდა, რა უშავსო მანქანას.
12. წაიღო 50 მანეთი. ღირს გაცილებით ნაკლები. „ჟულიო“.
13. წაიღო 25 მან. არ დააბრ. 5 მ.

*
შვიდი მნათობის ცამ ირაჟრაჟა.
[შოთამ], დავითმა, ნიკომ იშიშვლეს დაშნა,
[ნიკო] შოთა, აკაკი, ილია, ვაჟა -
შვიდი მნათობის ცამ ირაჟრაჟა.

შოთამ უკვდავი იშიშვლა დაშნა,
დავით, ილია, აკაკი, ვაჟა.

ბარათა, გურამ,
შოთა, დავითი, ნიკო, დაშნა.
დიდი ილია, აკაკი, ვაჟა.

შვიდი მნათობის ცამ ირაჟრაჟა,
დავითმა, ნიკომ აღმართეს დაშნა,
შოთა, აკაკი, ილია, ვაჟა.

* * *
შვიდი მნათობის ცამ ირაჟრაჟა.
შოთას, დავითის, ბარათას დაშნა,
ილია, დიდი აკაკი, ვაჟა...
გალაკტიონიც გამოჩნდა... ვაშა!

შვიდი მნათობის ცამ ირაჟრაჟა,
შოთას, დავითის, ბარათას, ვაჟას,
დიდ ილიას და აკაკის [გვერდით] დაშნას
გალაკტიონი[ც] [გამოჩნდა] ატარებს - ვაშა!

დაშნა [ილიას და] აკაკისა და ილიასი,
                         დაშნა.

*
ასოთამწყობი ჩოგოვაძე კონსტანტინე. სტამბა „საბჭოთა მწერალი“. ახსოვს ჩემი პირველი წიგნის ბეჭდვა ქუთაისში 1914 წელს.

ელვანი გურაბანიძე. ელიზა აბესაძე.
წიგნი! პაპუკაშვილი ზაქარია. 95.

*
გვარები. გვერდი 61-66.

27 მარტს.
„გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრება და შემოქმედება“. ილია ბახტაძე.
ბარნოვის ქ. №50. კულტურის სამინისტროს სალექციო ბიურო. გურგენიძე. ალ. ჭავჭავაძის ქ. №1. [სალექციო ბიურო].
128, 346 მ. 40 კ.

სარჩევი - გვ. 77.
თოფჩიშვილი ნინო. [ეს აკტიურია].
А мы будем здесь торчать торчком..

Гоцадзе Реваз.
Стройремонт, кантора р-на им. Орджоникидзе.
(საბურთალოს ბაზრის გვერდით). Рядом с деловым двором.