შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-328 - 1955 წელი


პოეტების სექციის ბიურო:
გრ. აბაშიძე, ხ. ბერულავა, ალ. გომიაშვილი, კ. კალაძე, რ. მარგიანი, ი. ნონეშვილი, გ. ტაბიძე, ა. შენგელია, ს. ჩიქოვანი.

წმინდა შემოქმედებითი, წმინდა ლირიული ატმოსფერა.
ატომის ენერ.
შანშიაშვილზე.
მასალის მანქანაზე დაბეჭდვა და ბიუროს წევრებისთვის დარიგება. ს. თვარაძე.
„მაყუთი“ - სექციებისათვის. კ. ლორთქიფანიძე.
1. პიესების ბეჭდვის საკითხი.
2. რუსულ ენაზე?
იონა. ფანცხავა. შაბათს. გრიბოედოვის 15. ბინა 2.
Москва, гост. „Гранд-отель“. Ком. 526. Ираклий Абашидзе.

*
ჩავრიოთ საქმეში აკადემია - ჩვენი მამია დუდუჩავა და სხვ.
სამშაბათს, 25 იანვარს შეხვედრა 4 საათიდან 6 საათამდე 26 კომისრის სკოლის მოსწავლეებთან.

*
თავისუფლება
სულს ისე მოსწყურდა,
ვით დაჭრილ ირმების
გუნდს წყარო ანკარა.

*
პაპუკაშვილი.
გვაქვს ფორმები წიგნისა: 2, 3, 5, 6, 7, 8, 10, 12, 13. გვაკლია: 1, 2, 3, 4, 9, 11, 16.
მაჭავარიანი <თარგ.>. ბიბლი...
„ბწკარედები“. ჩხენკელი...

*
თეიმურაზ ჯანგულაშვილი.
7 თებერვალს ოპერის თეატრში!!

პლატონ ლეჟავა.
1. I ყრილობა და სტალინი. 2. II ყრილობაზე სხვანაირი დამოკიდებულება. 3. III პოეტების სექციის ბიუროს თავმჯდომარედ არჩევა. 4. აკადემიური კრებული. 5. "პოემები". 6. 1915 წ.

ვახტანგ ქოჩორაძე - 3-47-67.

*
20 იანვარი. 1955.
1. ილია აროსია: ა. ხელმძღვანელობა შემოქმედებაში. ბ. გუშინ რადიოთი მეგრულად უმღერიათ ჩემი ლექსი „მხარი მხარს“. მაშ, ჩემი წიგნის იმედი უნდა ვიქონიოთო. "რა თქმა უნდა-მეთქი".
წიგნის საქმე - იბეჭდება უკანასკნელი ფორმები და მეორე ფერიც. ასე რომ, მგონი, თებერვლამდი გასტანოსო.
გადატანილიაო.

*
9 იანვარი. 1955 წ.
1955 წ. 7 თებერვალს - ოპერის თეატრში ეწყობა დიდი საღამო.
გ. ტაბიძე
შ. რადიანი
საღამო გადატანილ იქნა 7 მარტისთვის. სახელმწიფო ოპერის თეატრში.
გ. ტაბიძე
კარგი თარიღია. მეც გეთანხმებით. შალვა რადიანი.

11 თებერვ. 1955.
საღამო გადავიტანოთ 14 მარტისთვის.
გ. ტაბიძე
შ. რადიანი

*
აბრამია პოლიო, კაშმაძე შალვა.

* * *
აბაშიძე, აბაშიძე, აბულაძე ს., აბხაიძე შ., ადამია ალიო, ამისულაშვილი, ბობოხიძე, ვაკელი, ვარდოშვილი, გაბესკირია, გაჩეჩილაძე დ., გოგიაშვილი კ., გომიაშვილი, გორგაძე, გრიშაშვილი, ჟურული, კალაძე კ., კაჭახიძე გ., ქურიძე (ეული), ქუჩუკაშვილი ქ., ლებანიძე, ლეონიძე, მარგიანი, მარიჯანი, ნონეშვილი? მაშაშვილი, მეგრელიძე ლ., მიქელაძე მ., ნადირაძე კ., ფაშალიშვილი, სიხარულიძე ი., თავაძე ს., ტაბიძე გ., თევზაძე ანდრო, ხეჩუაშვილი, ცაგარელი, ცეცხლაძე, ჩიქოვანი, ჭიჭინაძე, შანშიაშვილი, შენგელია ალ., პოლიკარპე კაკაბაძე.
ოდნავ საიმედონი: აბულაძე სავლე, ადამია ალიო, ბობოხიძე კალე, ვაკელი, გაბესკირია, გომიაშვილი, გორგაძე (თუ იქნა), ჟურული, ქუჩუკაშვილი ქ., მეგრელიძე ლიდია, მიქელაძე მარიკა, ნადირაძე კოლაუ, სიხარულიძე ილია, თავაძე სოლომონ (Детский поэт).
ნეიტრ.: აბაშიძე გრ., ამისულაშვ., ვარდოშვ., გაჩეჩილაძე, გოგიაშვილი, კაჭახიძე გ., ლებანიძე, შენგელია ალეკო, ნონეშვილი, თევზაძე ანდრო, ხეჩუაშვილი გიგო, ცაგარელი გიორგი, ცეცხლაძე გრ., ჭიჭინაძე კ., მარგიანი.
სულ ორმოცი პოეტია მწერალთა კავშირის წევრი 1950-1951 წლის სიის მიხედვით.
თამარა ანდღულაძის სიის მიხედვით კი (1955 წ. იანვ.) 47 წევრია.
მაშასადამე, მომატებია 7 ახალი წევრი.

*
გ. ხუხაშვილი ამბობს, რომ მას სურს დასწეროს წერილი ჩემს მომავალ წიგნზე „რჩეული“. მასვე შეუძლია გააკეთოს მოხსენება (შვიდი ტომი).
მკითხველის მოთხოვნილებათა შესწავლა. სახელგამმა უნდა გააფართოვოს წიგნების გამოცემა, რაც განხორცილდება მკითხველის მოთხოვნილების შესწავლის საფუძველზე. ჯერ გამოიცემა რომელიმე მწერლის სარეკლამო ნიმუში და იმის მიხედვით, თუ როგორ მიიღებს მას მკითხველი, ანხორციელებენ მის მასობრივ გამოშვებას. ამ წესით მასობრივად გამოშვებულ იქნება მთელი... გიორგი...

*
შოთა. აკაკი. ილია. ვაჟა. ყაზბეგი.
ფეხსაცმელები. წუღა-მესტი (პოემაა!!).
(იდეა დამებადა ბარათაშვილის სახ. შკოლაში. 31 იანვარს).

*
1955. 17 იანვარი.
მწერალთა სასახლე.
არასოდეს დაგვავიწყდება. Никогда не забудь.
სანდრუა.

21 იანვარი. 1955.
წიგნი იბეჭდება ფერებში, როდესაც მოთავდება ბეჭდვა (დაწყებულია), მაშინ მოხდება მისი შეფასებაცო, ე. ი. გადაეგზავნება ბუღალტერიას. ისინი გამოიანგარიშებენ ყოველივეს და დააწესებენ წიგნის ფასს. მაგრამ როდის მოხდება ყოველივე ეს?

*
ა. გეწაძე, ე. მაისურაძე, ნ. გურეშიძე, ნ. კილასონია, მ. კახიძე, ვ. გორგანელი, მ. მაჭავარიანი, ჯ. ჩარკვიანი, ჯ. ნიქაბაძე, მ. ფოცხიშვილი.
„კონვერტოლოგია“.

Сорвал и трам вай.
სორვალ იტრამ.

*
1. განხილვა გამოსული წიგნებისა.
2. რუსულიდან ქართულად თარგმანი. მომხს. კ. ლორთქიფანიძე.
3. კონტროლი: 1. სარდაქციო კოლ., 2. ლორთქიფ., 3. ჭიჭინაძე.
მთარგმნელები უმუშევრად არიან.
ვახტანგ ჭელიძე. „შექსპირი“. ვენერა ურუშაძე.

*
21 იანვარი. 1955.
ილო ხოშტარია ამბობს - ახლა გამოვიდნენ და ნახონ. დაგიწყებენ მლიქვნელობას, წინად რომ სულ ანგარიშს არ გიწევდნენო (თავის წიგნზე).
რომელიღაც პოეტი - თქვენ და შოლოხოვმა დაიპყარითო მთელი ეს ლიტერატურული ხანა. გამოფენილი იყო კარიკატურა - უზარმაზარი წიგნი და პატარა შოლოხოვი (ე. ი. მწერალი თავისი წიგნის სიმაღლემდე ვერ ადისო).
საბჭოთა მწერლების ყრილობის შედეგებისადმი მიძღვნილ საღამოზე თავიანთი გეგმები (შემოქმედებითი) გაუზიარეს საქართველოს სახალხო პოეტმა გ. ტაბიძემ, პოეტებმა კ. კალაძემ, რ. მარგიანმა, ი. ნონეშვილმა, ხ. ბერულავამ და სხვ. მოხსენება ჭილაიამ (ახალგაზრდა კომუნისტი, 20 იანვარი, 1955).
არ განმეორდეს უნდა შეცდომები.

*
საქ. მეცნიერებათა აკადემიის რუსთაველის სახელობის  ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის საბჭოს შემადგენლობა.
სამეცნიერო საბჭო:
1. რადიანი, 2. აბზიანიძე, 3. ახვლედიანი გიორგი, 4. ბარამიძე ალექს., 5. ბენაშვილი დიმ., 6. ბერძენიშვილი ნიკ., 7. გრიშაშვილი ი., 8. გაჩეჩილაძე ამბ., 9. გამსახურდია, 10. დუდუჩავა, 11. კეკელიძე, 12. ლეონიძე, 13. სიხარულიძე ქსენია, 14. შანიძე აკ., 15. ჩიქოვანი მიხ.
გაეგზავნოს წიგნები.

*
ქართული ხალხური ბალადა. გიორგი კალანდაძე.
ქართული ბალადა.
1. არტისტი. 2. მომხსენებელი.

*
21 იანვარი. 1955.
- მე რომ მოსკოვში ვერ გამოვედიო, ეს ირაკლი აბაშიძის ოინი იყოო, - დაიწყო ბესო ჟღენტმა თავისი მოხსენება ოფიცერთა სახლში.
Якуб Колосс!
Партийность литературы.
артия, Партия, партия.
Идейность и целеустремленность.
(Мастерства Ж...).
 (Интересно - რად მაძალებდა, არ მასვენებდა კალანდაძე ლავროსი ოფიცერთა სახლში მოსვლაზე, როდესაც თვითონ არ ცხადდება?).
„ხალხი იცინის - როდესაც ბესო დახედავს დარბაზიდან გადმოსროლილ შეკითხვას და უპასუხებს“. ოფიცერთა სახლში საღამოზე.

29 იანვარი. რუსთავი.
Списки избирателей. 887. <На...швили> Егор Шаркоевич. „Шакроевич“.

7 თებერვალი.
ჩემს შკაფს დაარქვეს „ჭკვიანი კარადა“ (Умный шкап).
ძალიან მოეწონა ჩემს პატრიოტ ნინას.
ძალიან მოეწონა თამარს.
ძალიან მოეწონა ლავროსს.

*
მასწავლებელთა სახლის წრეები.
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის სალიტერატურო წრე.

*
საღამოს გახსნილად ვაცხადებ.
სიტყვა - ლექსად.
აკაკი ბელიაშვილი თავს იგდებს ძალიან.
კონსტანტინე ლორთქიფანიძის ტრადიცია.

ექვსი ბინაული.
ბეროზაშვილი, ბარათაშვილი, აბრამია, ბერულავა.
Объективное положение.

*
19 მარტი.
ჩამოდის მოსკოვიდან ირაკლი.
წავიდა შესახვედრად ჭილაია.
ირაკლის ხურჯინი მოაქვს თან.
ხურჯინი მძიმეზე მძიმე რამაა.
ხონური ხურჯინი არის ეს ხურჯინი.
ფერადი ხურჯინია, მძიმე ხურჯინია.
ხურჯინში აწყვია, მარა რა აწყვია.
აწყვია ხურჯინში... ლექსები.
დიდძალი ლექსები. დასაბეჭდი ლექსები...
ვეღარ ეტევიან ხურჯინში ეს ლექსები.

* * *
Зарыться бы в свежем бурьяне,
Забыться бы сном навсегда!
Молчите, проклятые книги!
Я вас не писал никогда!

                А. Блок
                24 июля, 1908 г.

* * *
Снится - снова я мальчтк и снова любовник.
И овраг, и бурьян,
И в бурьяне колючий шиповник
И вечерний туман.

                А. Блок
                19 июня, 1912

აკაკის გარდაცვალების
40 წლის თავი
(1915-1955)  
ახალციხელი შალვა, ამირანიძე შოთა, ახვლედიანი სილოვან, ახალციხელი შალვა, აკოფოვი არ., აროსია გრიგოლ, აროსია კოჩობა, აროსია კოჩობა, აროსია კოჩობა, აროსია კოჩობა, ამაშუკელი სოსო, არაქელოვი ერ., აკოფოვი ერ., აგიაშვილი დავით, ანდრონიკაშვილი ელო, აშუღ-მურად, ასათიანი ლევან, აბულაძე სავლე, აბაშელი ალექსანდრე, ახვლედიანი დარია, აბაშელი ალექსანდრე, აბაშიძე ირაკლი, აბაშიძე გრიგოლ, ახვლედიანი სილოვან, ბარნოვი ვასილ, ბერიძე თამილა, Брик Борис, ბესოშვილი ვ., ბორის..., ბან-ასპიჩო-ჩიჩუა, ბაკურაძე ვასო, ბაკიძე შალვა, ბაკიძე შალვა, Богдановский, ბორელი თომაზ, ბობოხიძე კალე, ბ. ნატა, ბეგიაშვილი თედო, ბააზოვი, ბახტურიძე პეტრე.
*
ქსოვრისი, დამპალო, ძალისი - დუშეთის მაზრა.

გეგმა: 1. ანტოლოგია პოეტების.

*
გაჩეჩილაძე ამბერკი - მოხსენება ზ. ანტონოვის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. „საქართველოს საზოგადოებაში“ და ხელოვნების მუშაკთა სახლში. სწავლული მდივანი რუსთაველის სახელობის ინსტიტუტის, ალბად, გრიშაშვილმა წაიყვანა. დოცენტი.
გამომცემლობანი.
გაბაშვილი ეკატ., გაგუა გ., გოგოლაშვილი ვახტ., გვეტაძე ვასო, გოგოლაშვილი ვახტ., გუჯაბიძე ვ., გაგუნაშვილი, გრანელი ტერ., გარრიკი ვახტ., გვეტაძე ვასო, რ. გოგოხია, გურჯი ეთიმ, გურჯი იეთიმ, გელოვანი მირზა, გელოვანი მირზა, გურჯი ეთიმ, გარრიკი ვახტ., გუნია ვალერიან, განდეგილი, გრიშაშვილი იოსებ, გაბაშვილი ეკ., გაბაშვილი ეკ., გაბაშვილი ეკ., გაბაშვილი ეკ., გურჯი ეთიმ, გერმანიშვილი მიხ.
დადიანი შალვა, დარასელი ვანიონ, დადიანი შალვა, დადიანი შალვა.
ერქომაიშვილი ალექსანდრე, ერისთავი მზია.
ზანგურაშვილი მიხ., ზინზიბაძე თინა, ზინზიბაძე თინა.

*
წიგნის ქაღალდი ძალიან კარგია. ენგურის...
43 школа. Энгельса 58. Пагава София Давидновна.
ბილეთი.

საქართველოს მწერალთა კავშირში.

*
კალანდაძე ლავროს. ტრამვაი. საღამო. 8 იანვარს. 1955. ცდა... „კომუნისტი“-ს რედაქცია.
კუხიანიძე ბართლომე. ქუთაისი, წერეთლის ქ., მუსიკალური სასწავლებელი. პედაგოგ სიმონ ბართლომეს ძე კუხიანიძეს. ტელეფონი?
„მაღალ მთაზედა ავაგე“.
თევდორაძე - ქუთაისელი სახელგამში.

*
Ц. Каландадзе - кандидат исторических наук.
Г. Леонидзе, И. Гришашвили, А. Машашвили, Г. Абашидзе, С. Чиковани, И. Абашидзе, И. Нонешвили, Д. шенгелая, М. Мревлишвили, К. Лордкипанидзе, А. Белиашвили, И. Мосашвили, М. Бараташвили.

3-06-46 - Левит.

* * *
ჭვინს, თუნს, მერეხანს,
ჭყიშ გორუნს უჩა (ყვერე) თხას...
წვიმს, თოვს, ქარიშხლობს,
მწყემსი ეძებს შავ თხას (ბრმა თხას).

ჭვინს, თუნს, მერეხანს,
ჭყიშ გორუნს ყვერე თხას...
მოვიპაროთ იგი თხა,
გვერდი სი და გვერდი მა.

*
ფაზს მორიდება
სხვისი როდი აქვს,
როს მოდიდდება,
დიდი შფოთი აქვს.
...................................
...................................
...................................
და მიაქვს, მიაქვს...

*
ლეილა ლორთქიფანიძეს შეუძლია დასწეროს მონოგრაფია „ბავშები გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებაში“.

*
საღამო მცხეთაშიო.
მამალაძე დავით. ვაჟა ფშაველას ქ. №21 (მცხეთის კულტურის სახლი).
1. დირეკტ. თათარაშვილი კაკო.

ჩემთან რომ იყვნენ:
მიქაძე გივი ვარლამის ძე.
აკადემიაში - 28 იანვარს.
Межиров _ гост. „Тбилиси“. 3-05-83.
გადაიდო.

ნონეშვილი იოსებ...  ჩემი პატრიოტია. 1955. 8/I.
იმ დღეს კიდევა... კაბინკაში...

250 р. Гарри Иосефович Азизов, в субботу.

რედაქციები.

*
მიცკევიჩი. გურამიშვილი. შილლერი.
აკაკი.
ექსპრომტები.
ლორთქიფანიძე, მრევლიშვილი, მ. მრევლიშვილი, ჟღენტი.
რუს მწერალთა სექცია. თავმჯდომარე ფეიგინი.

*
სექციების საანგარიშო კრებები:
1. პოეტების სექციის - 17. I. დღის 2 საათზე.
2. მთარგმნელთა სექციის - 18. I. 2 საათზე.
3. პროზაიკოსთა - 19/I. 2 საათზე.
4. დრამატურგთა - 20. I. 2 საათზე.
5. საბავშო ლიტ. სექც. - 21. I. 2 საათზე.
6. კრიტიკისა და ლიტმცოდნეობის - 22. I. 8 საათზე.
7. სომეხ მწერალთა სექციის - 22. 8 საათზე.
8. რუს მწერალთა სექციის - 20. I. 2 საათზე.
17, 18, 19, 20, 21, 22, 24 - პლენუმი (ორშაბათია).

*
პოეტების სექციის წევრთა სია:
1. აბაშიძე გრიგოლ, 2. ადამია ალიო, 3. ალექსიძე მ., 4. აბაშიძე ირ., 5. ამისულაშვილი შ., 6. აფხაიძე შ., 7. ბერულავა ხუტა, 8. ბობოხიძე კალე, 9. გაბესკირია ვიქტ., 10. გაჩეჩილაძე დ., 11. გომიაშვილი ალ., 12. გორგანელი ვ., 13. გრიშაშვილი ი., 14. ეული-ქურიძე, 15. ვარდოშვილი ხ., 16. თევზაძე ანდრო, 17. კალაძე კარლო, 18. კალანდაძე ა., 19. კაჭახიძე გ., 20. კეშელავა ბ., 21. ლებანიძე მ., 22. ლეონიძე გ., 23. ლორთქიფანიძე ზ., 24. მარგიანი რ., 25. მირცხულავა ა., 26. მრევლიშვილი მაყვ., 27. ნადირაძე კ., 28. ნონეშვილი ი., 29. ჟურული ვ. (წერილი), 30. ტაბიძე გ., 31. ფაშალიშვილი ს., 32. ცეცხლაძე გრ., 33. ქვლივიძე მ., 34. შანიძე ალ., 35. შანშიაშვილი ს., 36. შაიშმელაშვილი ი., 37. შენგელია ალეკო, 38. შუბლაძე ვ., 39. ჩარკვიანი შ., 40. ჩიქოვანი ს., 41. ჭელიძე ოთ., 42. ჭიჭინაძე კ., 43. ჯანგულაშვილი თ., 44. ჯაბუა იური, 45. ხოშტარია ილია, 46. ხოსიტაშვილი..
ნონეშვილის დაუბეჭდავი ლექსების განხილვა.

პოეტების სექციის ბიურო:
1. გრ. აბაშიძე, 2. ხ. ბერულავა, 3. ალ. გომიაშვილი, 4. კ. კალაძე, 5. რ. მარგიანი, 6. ი. ნონეშვილი, 7. გ. ტაბიძე, 8. ა. შენგელია, 9. ს. ჩიქოვანი.
პირველი კრება ბიუროსი დანიშნულია შაბათს, 2 ოკტომბერს, 1955 წ.

*
ტეხბაზა - აკადემიისა. ფიროსმანის ქ. №?
სადგურიდან ორასიოდე მეტრი. დილიდან ხუთამდე...
შეიძლება გაგვიკეთონ კარადები და სხვა რამე-რუმეები.

*
სამშაბათი. 1 თებერვალი.
კონსტანტინემ უწოდა მჯღაბნელი ჩხიკვიშვილს.
გამოდის თუ არა ჭილაიას წიგნი?
ჯიბლაძე გიორგი ნიკოლოზის ძე (პლეხანოვის პროსპეკტი, სახლი - 83/23, ტელეფონი - 3-71-44).

*
7 იანვარი. 1955.
შეხვედრააა...?
- გვირგვინის ატანაზე ჯერ უარი სთქვეს, ახლა მზად არიან. 2 საათზე პრეზიდიუმის სხდომაა. ვინ არის პრეზიდიუმის მდივანი? შეიძლება თუ არა დავესწრო პრეზიდიუმის კრებებს საერთოდ.
- Это что такое, что это за гардероб?
- ეს პოეტების შკაფია!
გაჩუმდა. მერე.
- Окуда этот шкап, что этот за шкаф. Откуда вы ее достали.
_ Да, да, достали.
_ Поэзия здесь будет?
_ Да, да.
მარიჯანი კიდევ მესამეჯერ...
- კარგი შკაფია... მაგრამ დიდია!
შემდეგ შემოვიდა იროდიონი და შკაფს მივარდა...
- გავმდიდრდით, არა? - უნდოდა შკაფის გაღება, მაგრამ იგი დაკეტილი დახვდა. რატომ უნდოდა გაღება, ან ვინ შეატყობინა ჩემი შკაფის ამბავი, ეგ აღარ ვიცი.
ცხადია, „მარიჯანმა“ შეატყობინა, მას რაღაც გული უსკდება და!!! ასევე სხვებსაც! ვაჰ, ვაჰ, ვაჰ!
- როდის მოიტანეთ ეს შკაფი? - კითხულობენ ხშირად.. (რა შუაშია „როდისო“.. იწყებაო...).
შკაფების მტერი აქ ბევრია, ეტყობა. შკაფებში დაძვრებიან... შკაფებს დაეძებენ. მთავარია - ამ შკაფში. მოვიდა ფეიგინი და ზის აქ. რა უნდა? რაღაც ჩემს ადგილსაც მაგიდასთან უთვალთვალებენ; აჰააა.

რეზო ჯაფარიძემ ზეპირად სთქვა ჩემი ლექსები.
1. მისტერია წვიმაში. 2. და სხვ.
ფეიგინი იერიშით მოდის, თითქო ლეონიძესთან კონფლიკტი მოუვიდა და ეს კი მართლა არ ზის!
- მათი პოლი.
- Про.
შეიძლება „სალონი“.
- Когда захотите, Вам откроют.
იბრძვის ეს ფეიგინი... თავისი სექციისთვის.
თეატრები და კინოები.
სავლე აბულაძე...
შეიძლება თუ არა, რომ გამოვიდეს???
ბევრი არ მოვა და რეზერვში უნდა ვიყოლიოთ.
ჩემს მაგიდას მას არ დავუთმობ.
შემოდის ბესია. შემოდის ბესია, მაგრამ როგორ შემოდის.
მარიჯან მიკბინოვნა.
გამოდის ლავროსის წიგნი. 25 წელი.
- Подарите Вашу книгу на память Жгенти, - ამბობს ფეიგინი („ჟულიკი“, მან, მაშასადამე, ყველაფერი იცის).
Кто то царапает каж. Леонидзе.
Жди меня. ფეიგინი არ ეშვება ჩვენს ოთახს... მოვალ ერთს საათშიო... პრიზი.
- ე, რამოტოლა შკაფი მოგიტანიათ, - იყვირა ბესო ჟღენტმა.
- პოეტების შკაფია-მეთქი.
- აქ შიგნით პოეტები ჩაეტევიან ყველანიო...
მიეშველა რეზო ჯაფარიძე.
ირადიონი შემოვიდა და სთქვა: აქ კაცი შეიძლება ჩაეტიოსო.
ერთის სიტყვით, დიდდი ფურორია.
ბოლნისის ამბები!
რეზო. რეზო. რეზო.
ინგლისი. ინგლისი. ინგლისი.
- რატომ არის თქვენი ხანი.
- რატომ არის ლეონიძის კალენდარი.
რეზომ ძალიან <დაამო...> რადიანი და ირაკლი აბაშიძე.
ზამთრის ავტორი.
„ისტორიული შკაფი“.

გამოცანა
თანამედროვე პროზას
თუ გამოვაკლებთ „ოზა“-ს,
დარჩება მხოლოდ „პრ“ და -
წუნსაც შერჩევა უნდა...
თუ მივუმატებთ „პრ“-ს - წუნს,
მივიღებთ მხოლოდ... პრუწუნს.

*
ო, რა საშიშარი ხალხია.
- გამოვიდა თუ არა სერგი ჭილაიას წიგნი? - კითხ. ლავროსი.
- უმოქმედოთა ცინიზმი!
- ფეიგინი ძალიან მოიშორა ლავროსმა... მოიშორა კი...

- ქუდი უნდა მოიხადოთ და პალტოებიცო, - განაცხ. კ. ლორთქიფანიძემ.
მართალია, მართალია!
"სექცია პროზისა!"
რეზო ჯაფარიძე.

*
ხახანაშვილის ქ. №6 (ავლაბარი, ტრ. №7, №8. Не доезжая больницы Арамянца. მქსოველი. სირან მირზოიანი (დედა, შვილი). ხალიჩა, ნოხი.

*
2 მარტი.
რევაზ მარგიანი. არ...
ცხრაას ხუთის ორმოცდაათი წლის თავი (1905-1955).

*
კულტურის მინისტრს გუნიას.
მწერალთა კავშირის გამგეობა სთხოვს კულტურის სამინისტროს საქართ. კონო-ქრონიკის მიერ გადაღებული დოკუმენტური მასალა საქ. სახალხო პოეტის გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრების და მოღვაწეობის ამსახველი, ამობეჭდოთ წინად გამოსული ჟურნალებიდან და მოგვიმზადოთ ნარკვევები ერთ ნაწილად - ღირებულება ასეთი ფილმის გაკეთებისა დაფარული იქნება მწერალთა კავშირის მიერ, გადარიცხვით კინოსტუდიისთვის.
შეიტანეთ სახ. კინოს გეგმაშიც. სარეზერვო.

* * *
- თქვენ დიდი ინტრიგანი ჰყოფილხართ, - მიმართა მან მომსვლელს და გაოცებით სახე მიიღო. კიდევ დახედა ქაღალდს, კიდევ შეხედა სტუმარს. სათვალეები მოიხსნა და ბუდეში ჩადო... - ეხლა ეს გასაგებია, - გაიმეორა მან, - მე მხოლოდ ერთი რამ მაოცებს...
- მოითმინეთ, მოითმინეთ... - შეაწყვეტინა სიტყვა მომსვლელმა, - როგორ, რა სწერია ჩემს შესახებ მაგ ქაღალდში, ხომ წაიკითხეთ, ხომ გაიგეთ...
- რა თქმა უნდა, წავიკითხე, რა თქმა უნდა, გავიგე, რომ თქვენ დიდი ინტრიგანი ჰყოფილხართ... პირდაპირ ასე სწერია...
 - მერე? მერე... დაფასება უნდა თუ არა ამ მდგომარეობას?
- პირდაპირ სწერია: დიდი ინტრიგანი არისო...
- მერე? ვინ დაგიფასა ეს დიდი ღვაწლი.
- რა? ინტრიგანობა?
- დიაღ, ინტრიგანობა!
- თქვენ ეს ქება გგონიათ... გეტყობათ... ხა, ხა, ხა, ხა!
- ჰო, იმასა ვამბობ, ვინ დაგიფასა, ბატონო, ინტრიგანობა.
19 მარტი, 1955

- დავასვარკავებინებ! - იძახის ჩემი შოფერი.

დიდი ქარი ტფილისში
22 ღამითა და 23 დღით - თებერვალს დიდი ქარია ტფილისში... დალეწა ყველაფერი აქაც, წყნეთშიაც.
მწერალთა კავშირში ჩაამტვრია ჩვენი სექციის ოთახის მინები (კარგი მინები იყო, სარაჯიშვილის დროინდელი). ამ ოთახში ვცხოვრობდი 1921 წელს.

*
მაია წყნეთელის ხსოვნის საღამო.
1. საღამო. 2. მოედანი მისი სახელობის. 3. ძეგლი.
შეკრება მწერლების, წყნეთის საბჭო, მწერალთა კავშირის.

მარჯანიშვილის სახელობის თეატრი ამ დღეებში სდგამს პიესას - მაია წყნეთელი, მთავარ როლს ასრულებს ნუნუს ამხანაგი მსახიობი ქალი (რა გვარია?).
ეს ქალი ჩვენსა იყო გუშინ წინ, ამბობდა, რომ წყნეთში მოედანზე, შესასვლელში დაედგმებაო ძეგლი მაია წყნეთელსო. არისო ამის შესახებ ლაპარაკიო... სად, როგორ, როდის... არ ჩავძიებივარ. საინტერესო კია.

*
მარიჯანმა მწერალთა კავშირში შეიცხადა.
- უი, ეს რა უქნიათ... მაყვალა მრევლიშვილს ჰქონდა პიესა „მაია წყნეთელი“. მოუპარავთ, არა?
- როდის დასწერა მაყვალამ? - ვეკითხები.
- რვა წლის წინად... - ამბობს მარიჯანი. - ეხლავე წავალ, დაველაპარაკებიო მაყვალას...
და სასწრაფოდ ოთახიდან გავიდა.

[მოკლე მოგონება და ლექსი აკაკის გარდაცვალების...]
აკაკი წერეთლის გარდაცვალებაზე ლექსს წაიკითხავს პოეტი სავლე აბულაძე.
Академия.

შემთხვევა მასსაჩუზეტთან
მგზავრებით გაჭედილ ტროლეიბუსიდან ჩემს ბინასთან გადმოსვლა ვეღარ მოვახერხე, მიუხედავად იმისა, რომ ტროლეიბუსის სწორედ გასასვლელ კარებთან ვიდექი. ჩემს წინ მდგომარე ხალხი წინ არ მიშვებდა. ახალგაზრდა დედა თავისი 4-5 წლის გოგონათი სწორედ ჩასასვლელ კიბეზე იდგა და ისეთი შეურყეველი გამომეტყველებით, რომელიც ყოველგვარ წინ წაწევას შეუძლებელსა ჰხდიდა. „რაღა ძალია, ისევ მასსაჩუზეტთან ჩამოვალ“, - ვთქვი გულში და ბედს დავმორჩილდი.
გავიარეთ ვერის ხიდი, ავსცდით ვერის აღმართს, დედა თავის გოგონათი ძალზე კმაყოფილნი არიან.. და, აჰა, ვუახლოვდებით მასსაჩუზეტს. სულ ახლოა ტროლეიბუსის გასაჩერებელი ადგილი. ვატმანმა შეანელა მსვლელობა და ჩასასვლელი, წინა კარები გააღო.
ახალგაზრდა დედამ სწრაფად გადასვა ვაგონიდან ძირს თავისი პატარა გოგონა, ეგონა რა, რომ ვაგონი საბოლოოდ გაჩერებულია. ტროლეიბუსი კი ჯერ კიდევ არ იყო საბოლოოდ მისული გასაჩერებელთან... და ამნაირად დედა დარჩა ვაგონში, მისი გოგონა კი...
- გააჩერეთ, - შეშინებული ხმით დაიძახა დედამ.
- გააჩერეთ, გააჩერეთ, - იგრიალა მთელმა ვაგონმა.
გაისმა დაბლა მყოფი ბავშის კივილი: „დე... ე... და“, - გოგონა დაედევნა ვაგონს ძახილით „დედა“. იგი ტიროდა. იგი სასო...

*
Леселидзе 34 - ეთერი შუშანია.

- ერთი პური მომე, ისეთი პური, რომელიც შენსავით კარგია... (ეუბნებოდა მეპურეს ქალი).

* * *
გორი და მერე
რა გორი!
და არა შორი
რამ გორი -
[წინსვლა] მთები და მერე
როგორი:
არა ერთ-გორი,
ორ-გორი,
არამედ მთელი
სამგორი.
[ქორი და მერე
რა ქორი!].

*
აკაკი წერეთელი ქართულ გიმნაზიაში. სოსიკო ფანცხავა.

*
ლიტ. საბჭ. ხალხი:
რასულ რზა., კუპალა ი., ისააკიანი ა., ატრიან ვ., სტეფანოვ ვ.

სამგორი
გორი და მერე -
როგორი,
არა ერთ-გორი,
ორგორი,
და არა შორი
რამ გორი -
არამედ მთელი
სამგორი!
გ. ტაბიძე

*
ტაიჭეთი - საგიჟეთი.

- Когда нибудь я так свалюсь на улице.

„Заря Востока“ - Четверг, 24 февр. №46.
В книге - 11,926 стр. В дог. - 11,200.
Борис Рязанцев. Ленина 26. После 7 ч. Масников.

*
1954.
სახელგამი:
აბაშელი, აბაშიძე ირ., გაბესკირია ვ., გარიყული მ., გვეტაძე რ., კაკაბაძე პ., კალაძე კ., ქიაჩელი, ლორთქიფ. კ., მოსაშვილი ი., შანშიაშვილი, ნონეშვილი, ტაბიძე გ., შენგელაია დ., ჩიქოვანი ს., ჩხიკვაძე პ., ეული ს., ადამია, ასაევი, ბერულავა, ბობოხიძე, გამსახურდია, გოგოლაძე ტ., დგებუაძე ო., ზედგინიძე ე., კაპანელი კ., მარგიანი რ., ფორჩხიძე შ., სულიაშვილი დ., ტარბა, უბილავა ე., ჭეიშვილი ა., ჩხეიძე ბ.
17 პოეტი.