შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-574-14 - 1954 წელი


1954. 12 იანვარი.
საუბარი რევაზ ორჯონიკიძესთან.
1. საჭიროა ავტოგრაფი...
2. პორტრეტი (რამდენიმე ცალი). პირველი - რ. კვალიაშვილის მიერ გაკეთებული‚ ქანდაკების ფოტო (გამოიფინება 20 იანვარს - მხატვართა გამოფენაზე).
3. საბოლოო რედაქცია წიგნისა - მოხდება აქვე. ან 15-16.
4. რას წარმოადგენს № 7? - არის გაფორმებული პოლიგრ.
5. შესაძლებელია თუ არა წიგნი აიწყოს და გამოვიდეს იმავე ვადაში - როგორც გამოვიდა - ორ თვეში? სამში?
6. მე მგონია, წიგნი საბოლოოდ გვექნება მზად - ერთ კვირაზე ადრე.
7. მე შემხვდა აქ მერკვილაძე. მან მითხრა, რომ ყველაფერი მზადაა და პირველ რიგში გადავაო.
8. ხომ არ შეგხვედრიათ ბენო ჩიქობავა. დაუბარეთ ნინოს ან რკინის გზის შკოლების სამმართველოში - დარეკეთ, ან: მისი შვილი გიორგი მუშაობს რკინის გზის კლუბში.
9. რაც შეეხება შენიშვნებს წიგნის ბოლოს...
10. შევიტანოთ ახალი ლექსები‚ კარგი ლექსები გამოტოვებული.
11. წიგნი უნდა იქნას საუკეთესო‚ რაც კი გამოიცა ამ მოკლე ხანში.

*
25 ფორმა. 27-29-30 ფორმა.
ფორმა გულისხმობს საავტორო 700 სტრიქონს, სასტამბო - 16 გვერდს.
სამკურნალო კომისია
1954‚ 12 იანვარი

1954.  22 ივნისი.
1. ნეტარ არიან მორწმუნენი!
იანვარი‚ თებერვალი‚ მარტი, აპრილი, მაისი გავიდა. დღეს 22 ივნისია და წიგნი კი ახლად გადაცემული არის სახელგამში. ასე გავიდა თითქმის ნახევარი წელიწადი.
2. პორტრეტიც არაა მზად...
3. საბოლოო რედაქციაც წიგნს გაკეთებული არა აქვს.
4. არაა არავითარი იმედი‚ რომ წიგნი ორ-სამ თვეში გამოვა.
5. არავითარი ახალი ლექსები წიგნში არ იქნება.
6. გამოვა არა წინად რომ მპირდებოდენ 25 ფორმა‚ არამედ 11-11 1/2.
ბევრმა რამემ შეგვიშალა ხელი.