შუალედი - დან - მდე
 
 


დღიურები-317 - 1954 წელი


აბაშელი

1. Правление Союза Советских писателей Грузии с глубоким прискорбием извещает о смерти талантливого советского поэта Александра Виссарионовича Абашели (траурное объявление в „Заря Востока“ от 30 сентября 1954 г.).
2. Жена Екатерина Исаевна, дочь Медея, Внуки Алеко и Леван, зять Михаил Алхазишвили извещают о смерти. Гр. паних. ежед. в 8 час веч. на кв. - Университетская ул. 22 („З. В.“, 30 сент., 1954 г.).
3. პირველად შემატყობინა შ. რადიანმა, როდესაც ავტობუსით ერთად მოვდიოდით წყნეთიდან ტფილისში, ჩამოვარდა ლაპარაკი ალფაბეტზე. ითქვა ცოტა რამ აბაშიძეებზე. შალვამ გრიშაშვილზე სთქვა, რომ ისიც ცუდათ გამოიყურებაო. შენ პირდაპირ ღმერთივით ხარო. გავიხსენეთ აკად. ალადაშვილის აზრი.
4. „Да, ничего, после этого случая с Абашели“ - ამბობს ზლატკინი - საშას ძველი მეგობარი ტელეფონით ვიღაცასთან...
5. ამბერკიმა სთქვა: უკანასკნელ ხანებში ძალიან გახშირდაო ოპერაციებისაგან სიკვდილიო. დაასახელა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სტუდენტის ისტორია.
6. ხარიტონ ვარდოშვილი: - პირველად თბილისში რომ ჩამოვედი, მასთან მივედი. ძმურად მიმიღო. მიჭირდა - მან ხელი გამომიწოდა. მუდამ მეხმარებოდა ძალიან. როდესაც ცუდ მდგომარეობაში ჩავვარდებოდი, მასთან გავჩნდებოდი და ის უსათუოდ დახმარების ხელს გამომიწოდებდა. პირველად მასთან ნოე ჩხიკვაძემ მიმიყვანა, ეს ძალიან კარგად მახსოვს, ძვირფასი გულის ადამიანი იყო - გრძნობიერი... მერე როგორ გაუგებრობით გარდაცვლილა საწყალი აბაშელი. მეორე ოპერაცია რომ არ გაეკეთებინა, თურმე, არა დაშავდებოდა რა. ჩააცივდა, თურმე, ექიმი-დოსტაქარი გვარად გზირიშვილი. თავს ევლებოდა თურმე, არ სცილდებოდა მის საწოლს. „Слишком усердствовал“. ჩაის ის ასმევდა, სადილის დროსაც თავს ადგა. ეუბნებოდა თურმე: დათანხმდი ოპერაციაზე და სრულებით განიკურნებიო. მე გაგიკეთებ ოპერაციასო. აბაშელიც დათანხმებულა და გათავებულა კიდეც მისი ცხოვრება.
ნეტა, ვინაა ეს გზირიშვილი?
ჩემი მდგომარეობა ცუდათაოო - ამბობდა ვარდოშვილი. ძალიან გადამეკიდნენ ეს მწერლებიო. ანტოლოგიაში მონაწილეობას არ მაღებინებენ მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ გამოვუგზავნე ათი ლექსის თარგმანიო. პირადათ ვწერდი წერილებს ირაკლი აბაშიძეს, სიმონა ჩიქოვანს, გრიგოლ აბაშიძესო. მაინც არ გაუშვეს და არა ჩემი ლექსებიო. გამსახურდიას ერთხელ ბარონთან არ უშვებდენო, მან ხანჯალი იძროო და კინაღამ მოჰკლა კუზმაო... ასეთ მდგომარეობაში ვარო. აბაშელზე მწერალთა კავშირის განცხადება საშინელება იყოო. რას ნიშნავს ეს „Талантливиый?“ სულ უბრალო საქმეზე ამნაირი ომი აქვთ, უბრალო განცხადებაზე! გრიგოლს კიდევ არა უშავსო. ეეჰ, საწყალი გაფრინდაშვილი... ჩემი ლექსები თარგმნა (ვიღაც დაასახელა) და ეს იყო იშვიათი თარგმანიო. ამავე ავტორმა თარგმნაო ბერძნულიდან ძველი პოეტებიო, ესენი კი ეხუმრებიანო... ეეჰ, რა გაეწყობა. მიდის ძველი გვარდია. აღარა გვყავს აბაშელიო.
შენთან რაღა უნდათ მაგ უსინდისოებს: შალვა დადიანის საიუბილეო კომისიაში თქვენ არა ხართ გამოცხადებულიო!
მე ულვაშებში ჩამეცინა.
აბაშელის შესახებ მწუხარება რომ არ მქონდეს - გადავიხარხარებდი!
შემხვდა რაჭველი დეკანოზიშვილი: „კომისიაში ხართო“.
ვარდოშვილმა: გაუფრთხილდით, ეხლა კარგადა ხართო და თან მიაწყო ტრაფარეტი.
ვარდოშვილის საქმე ჭანდრაკულადაა!!!!
შალუა? შალუა! ხა, ხა, ხა!

*
2 ოკტომბერი.
გალსტუქი.
1. სახელგამი: გიორგი, ილიკო, ანიკო, გიორგი. 2. ფეხს. რეზ. და ჩასაფენი. 3. კბილი. 4. აკადემია. 5. მწერალთა კავშირი. 6. ფლური. 7. ზარია. 8. მწერკავი.
Университетская №22. აბაშელი.

*
გივი: მისი „პოჩერკი“. მისი ყოფაქცევა. მისი მორალური მხარე.