შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-323 - 1954 წელი


1952 წ. 15 მაისი.
[ბობოხიძე] ამბობს, რომ 1953 წლის გეგმაში შეტანილია გ.-ის „რჩეული“.
ნინო.

1954
რევაზ ორჯონიკიძე ამბობს, რომ 1955 წლის გეგმაში შეტანილია ჩემი VIII ტომი.

*
ურუშაძე პეტრე.

3 - დიდება,
4 - გმირთა-გმირო
4 - საქართველო!
4 - ვესალმები
3 - სისხლით რწყულ
2 - ველებს.
4 - დავიწყებულს.
შენს საფლავს
დიდება.

დიდება, გმირთაგმირო საქართველო.
ვესალმები სისხლით რწყულ...
გათენდა, სისხლის მზე...

*
გათენდა,
ცეცხლის მზე აენთო, აცურდა,
დროშები ჩქარა!

თავისუფლება
სულს ისე მოსწყურდა,
ვით დაჭრილ [ირმების გუნდს] ირემის გულს
წყარო...