შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-322 - 1954 წელი


წიგნაკში მოთავსებულია:
1. ცხრა ტომი - ლექსი 4 ტაეპი. 32 გვ. ოთხი ვარიანტია. დაწერილია საერთაშორისო ვაგონში (მატარებელი - მოსკოვი-ტფილისი) 1954 წ. 29 დეკემბერს.
2. ახალი სიმართლე -  ლექსი 4 ტაეპი. 32 სტრ.
3. სხვადასხვა ჩანაწერები - ლიტერატურული ხასიათისა - სულ 19 გვერდი.
4. „მინდვრადა სდგას ერთი ზვინი“ - ლექსი 4 სტრიქონი. 1956. 23 ივნისი. იფნის ბაღი.
მაშასადამე, აქ არის 2 ლექსი IX ტომისათვის. ორივე შინაარსიანი და საჭირო ლექსია.

7 საათზე რადიო. ს. მიხალკოვი.

*
მოსკოვი. 1954. დეკემბერი.
Комитет по Сталинским премиям в области литературы и искусства - пр. художественного театра 3-а, т. комм. Б9-99-08, добав. 84 и т. Б9-40-72.
ვიყავი. ვნახე საზოგადოება. ეს საქმე უბრალოდ არ ჩაივლის.

Гослитиздат - Новая Басманная ул. 19, т. Е1-28-38. ვიყავი 18-ს დილით. ვნახე დეევი. არა, ეს საქმე უბრალოდ არ ჩაივლის.

Издательство „Советский Писатель“ - Б. Гнездниковский, п. 10, т. Б9-49-77. უნდა ვინახულოთ. უბრალოდ არც იაკინთეს საქმე ჩაივლის.

ერევანი - სახელმწიფო გამომცემლობა (საუბარი მქონდა მოსკოვში). მითხრეს - წიგნი გამოვიდა. ვინ იყო, აღარ მახსოვს. ფუ, ასეთ მდგომარეობას.

უკრაინის სახელმწიფო გამომცემლობა (ველაპრაკე ბაჟანს - მოსკოვში). გამოვცემო. ო, ამ საქმეს დიდებულად მოვაწყობო.

მოხსენება „О состоянии и задачах советской литературы“ გააკეთა სურკოვმა. ახსენა ყველა საბჭოთა მწერალი, გამომტოვა მხოლოდ მე (თავიდანვე სჩანდა, რომ ეს ყველაფერი მოწყობილი იყო). ი. აბაშიძემ მოიწვია ქართველი დელეგატების კრება და განაცხადა: მართალია, სურკოვმა არ ახსენა გალაკტიონი, მაგრამ ჩვენ მას ვერაფერს ვერ ვეტყვითო (ე. ი. გამოდის, რომ ქართველმა დელეგატებმა მხარი დაუჭირეს სურკოვს). მეორე ნაწილი მწერლებისა (ბ. ჟღენტი, ანდრო თევზაძე და სხვ.) მოითხოვდენ რეაბილიტაციას. შანშიაშვილი, ბელიაშვილი, ქიაჩელი და სხვ. მოითხოვდენ, კრინტი არ დასძრათო. კრებას არავითარი დასკვნა ამის შესახებ არ გამოუტანია. ეტყობათ, ფეხებზე ჰკიდიათ შენი სახალხო პოეტი და მისი სახელის დაცვა. თითქო ეს პირადათ მისი საქმე იყოო... არა, ეს საქმეც ასე უბრალოდ არ ჩაივლის... დავსვამ საკითხს თბილისში.

ექიმი აფაქიძე - გადმოსცეს რადიოთი. მუშაობსო გულის... Владимир Петрович Девихов. გულის საკითხები... მედიცინის აკადემიაში.

Вечерняя Москва - ათავსებს მშვენიერ წერილს სალიტერატურო წრეების შესახებ.

ო, რამდენი საქმეა გასაკეთებელი.
1. მოგვარება (უკეთა ვთქვათ, დამთავრება უკვე აწყობილი წიგნის. დაბეჭდვაა მხოლოდ საჭირო. ამიტომ დეპეშები: სახელგამის დირექტორს (გიორგი), პოლიგრაფტრესტის დირეკტორს, წიგნის შემდგენელს, ანიკო ღვინიაშვილს, რედაქტორს.

ოთახი №206. სასტ. „Москва“. 22 დეკემბრამდე. ბილეთები.

იაკუბ კოლასი მეპატიჟება მინსკში. თბილისიდან მინდა მე მას გავუგზავნო ჩემი ახალი წიგნი წარწერით. ძვირფასზე ძვირფასი ადამიანია.

შევიძინე სურკოვის წიგნი. მტერი ყოველ მხრივ უნდა იქნას შესწავლილი.

ნოდარი დაიწყებს ჩემთან მუშაობას წიგნზე. წიგნი დამზადდება ორ თვეში - ან სამ თვეში.
თურმე ყოველდღიური რეგისტრაცია სწარმოებს დელეგატებისა ყრილობებზე. ხელს აწერენ, მე არ ვიცოდი.

*
სადმე, მეათე სართულს ზევით, ბნელზე ბნელ ოთახში ცხოვრობს ღარიბზე უღარიბესი ქართველი სტუდენტი. ცხოვრობს, მაგრამ რაა ცხოვრება გახვრეტილი ჯიბით, მშიერი, ძალღონეგამოლეული, დაქანცული, ის ტახტზე მიგდებულა და ეძნელება მოძრაობა. ის მშიერია რამდენიმე დღეა.
- Старый одеж... - ისმის ეზოში. მეძველე ჰყიდულობს ძველს ტანთსაცმელს.
„გავყიდი პიჯაკს“ - გაუელვა თავში სტუდენტს. ძლივს ძლივობით წამოდგა. ჩამოიღო კედლიდან პიჯაკი. ფანჯარა გააღო და მეძველეს ჩასძახა:
- მანდ დამიცა!
ძლივს ძლივობით ჩაიარა კიბე, მივიდა მეძველესთან. გადასცა პიჯაკი. თან ეუბნება:
- შეხედე, ახალია. სრულიად ახალი პიჯაკი.
მეძველემ არა უპასუხა რა. სტუდენტი განაგრძობს:
- ახალთ-ახალი პიჯაკია. ვაჰ, რა ახალი პიჯაკი...
დიდხანს ატრიალა მეძველემ პიჯაკი. მერე კალთის ერთი ნახვრეტიდან საჩვენებელი თითი გამოუყო და ნიშნის მოგებით უთხრა სტუდენტს:
- რაო? ეგ არის ახალი? შეხედე.
თან თითი რამდენჯერმე დაატრიალა ნახვრეტში.
- არა.. ეგ არის ახალი? - ამბობდა მეძველე და მეორე კალთის მეორე ნახვრეტიდან მეორე საჩვენებელ თითს აჩვენებდა.
სტუდენტს ხმა ჩაუვარდა.
- აი, თუნდაც ეს... ეს არის ახალი?
მეძველემ ეხლა უკვე ცერი ამოჰყო სახელოს ერთს მეტისმეტად დაზიანებულ ადგილას.
სწორედ ამაზეა ნათქვამი: მეძველე სწორედ იქ ამოყოფს ცერს, სადაც გახეულია ჩოხაო.
ძალიან მაგონებენ იმ მეძველეებს ზოგიერთი ჩემი წიგნების შემდგენლები... ო, როგორ მაგონებენ. რომ არ მინდა, სწორედ ისეთი ლექსები შეაქვთ კრებულებში.
რა უნდა ვქნა?

*
როგორმე უნდა აღდგენილ იქნას სი...

20 დეკ.
„Советский Писатель“ - Кирьянов Сергей Леонидович - Заведующий редакцией Литературы народов ССР, изд. Советский Писатель.
Т. Б9-48-50 (Кирьянов или Кирьяков?).
შევთანხმდით შემდეგნაირად:
1. Срок сдачи материала 15 марта.
2. Объем 4 1/2 или 5 мысяч строк.
3. Нужны подстрочники вместе с оригиналами.
4. Нужны и перевед. вещи, некоторые, лучшие.
5. Нужно хорошее предисловие.
6. нига выйдет под названием „Избранное“.
7. Круг переводчиков (Московские поэты, некоторые из Тбилиси).
8. Книга включает в себя 7 листов.
9. Редактирует книгу Сидоренко Николай Николаевич..

*
20 დეკ.
ველაპარაკეთ ტბილისს - კაკინას და ნინას. ვერაფერი გავაგონეთ სახელგამს და პოლიგრაფს... აჰ, როგორაა წიგნის საქმე?..

დღეს ვაგზავნი დეპეშას პოლიგრაფში...
Привет, как дела книги. Телеграфируйте...
მიპასუხებს თუ არა ნანიტაშვილი?

*
მოსკოვში მე გავიარე იმ ადგილას, სადაც ოდესმეს იდგა ეკლესია ბორისისა და გლების სახელობის. იმ ადგილასაც, სადაც ცხრაას 16-ში და 17-ში ვცხოვრობდი (М. Бронная), ბევრი ცვლილებებია.

*
სახე ქართული მწერლობისა ძალზე შეიცვალა XX საუკუნეში. დაიკარგა სტილი მწერლებისა (ილიას ცალკეული ჰქონდა, აკაკის ცალკე, ვაჟას ცალკე). შეიცვალა ხალხური შემოქმედებაც. ასეა რუსულიც. ასეა, ალბად, სხვაგანაც? რითაა გამოწვეული ეს ცვლილება?
ოთახი 206.

*
ყირგიზეთის წარმომადგენელი ამბობდა, რომ ხშირად ორიგინალი არ ვარგა და თარგმნიან კარგად.

*
სპეციალური შკაფები წიგნებისათვის არა დიდი არამედ ერთ შუშიანი, ორ შუშიანი და ისეთი, რომელიც წიგნებს აჩენს მთლად.

განცხადებები ჩარჩოებშია და ეს კარგ შთაბეჭდილებას ახდენს. შესწავლა უნდა!!!
ხა, ხა! (Благодаря) ხა, ხა, ხა!
ბალაკატარია.
Вечная красота и новая правда!
გადმოცემა მოწინავე წერილებისა ლექსად! (ამადუ).
Каждый мудрец, на свой образец...
მივიღეთ დეპეშა გრიგოლიასაგან. ურა!!!!
აჰა, გამახსენდა: ქალი შუშის თვალებით.
Этого требует народ - а требование народа - закон.
„Необъятного никто обнять не может“ - Козьма Прутков. ამით ხელმძღვანელობდა სურკოვი.
Рябинина Александра Петровна. ჰ... ოჰ.
Деев Аркадий Дмитриевич. ჰმ...
Хитарова София Моисеевна. საიდან სად გამოპროწიალდა???

*
28 დეკემბერს - წასვლის დღეს ვინახულე დეევი და კირიანოვი. მოველაპარაკე, დავემშვიდობე.
გავცივდი სადღაც. უთუოდ „Москва“-ში, როდესაც ვუცდიდი და პალტო-გახდილი ვიყავი.
ეხლა ნახევარ საათში გავემგზავრები...
ქოროღლის სახელგანთქმულსა, არ ეშინია მტერისა.
თავდება დეკემბერი... დგება...
რას ნიშნავდა კავკაზაგის ყოფაქცევა?
რას ნიშნავდა დაგვიანება?
რას ნიშნავდა... რას? რას? ო, რას ნიშნავდა!

(ო, ოჰ, ოჰო, ოჰოჰო, ოო, ოოო, ოოჰ, ოოოჰ,
ჰო, ჰოო, ჰოჰო, ჰოჰოჰო, ჰოჰ.
ი, იჰ, იჰი, იჰიჰი, იი, იიი, იიჰ, იიიჰ.
ჰი, ჰიი, ჰიჰი, ჰიჰიჰი, ჰიჰ,
ა, აჰ, აჰა, აჰაჰა, აა, ააა, ააჰ, აააჰ,
ჰა, ჰაა, ჰაჰა).

29. XII. 54.
ჩემი წინადადება ლეონიძისადმი აცინებს ირაკლის, როგორ მოვუაროთ ამ საქმეს, სჩანს, გოგლას აწყინა, რა არის აქ გასაცინარი?
რას ამბობდენ ქართველი მწერლები?

*
Срок. 28 დეკ. 1954 წ. დეევი.
Объем. 18 или 20 фам.
Подстр. Пред.

*
დილა.
ატომი - თანატომი, თანატოლი.
ვაჟბატონი. მონანდომი.
ბათომი. სანდომი.
ათონი. ცხრა ტომი.
ატომმა - რატომა? რა ტომმა.
უვადობა, უზადობა, ნატომა.
ატომებს.

* * *
[აქ] უკვდავ ძეგლად დგას ჩემი ცხრა ტომი.
წიგნთ შორის არ ჰყავს მას თანატოლი,
გინდ უცხო მისწვდეს, გინდ თანატომი,
ვერავითარი ვერ სძლევს ატომი!

ხალხი მოითხოვს [ისეთ] ლამაზ ქმნილებას,
სიმართლის სახეს, ბნელის მხილებას,
[და] ხალხი... და ხალხის მოთხოვნილებას
ვერავითარი ვერ სძლევს ატომი.

ჰქუხს საუკუნე ჩვენი, რატომა?
იმიტომ რომ მხნემ და უზადომა
აღმართა დიდი დროშა ცხრა ტომმა,
და ვერაგვარი ვერ სძლევს ატომი.

*
ძეგლად აღვმართე ჩემი ცხრა ტომი,
წიგნთ შორის არ ჰყავს მათ თანატოლი
[ო] და მათ გინდ უცხო, გინდ თანატომი,
ვერავითარი ვერ სძლევს ატომი.

სახალხო მგოსანს ლამაზ [ქმნილებას] მხილებას
ხალხი მთხოვს. და ვით უკვდავ ქმნილებას
ხალხის, ო, ხალხის მოთხოვნილებას
ვერავითარი ვერ სძლევს ატომი!

[ჩვენს] მის დიად მიზანს ჰქვია კომუნა, (ააა?)
მისი ერთი გზა და ჰოოპუნა -
რა კი მან ერთხელ დაიგუგუნა,
ვერავითარი ვერ სძლევს ატომი!

*
„დააკვდა სული შენს სიმებს და გულიც დაიცალაო“ - სწორედ ეს განვიცადე დღეს ამ ლექსის დაწერის შემდეგ.
იწყება გაუგებრობით. ათი ტომით. ხახახა. მერვე ტომი დამთავრდება ამ ლექსით.
ჯერ უნდა შეისწავლო კაცმა ყოველი წინადადება: რატომ მხოლოდ ცხრა ტომიო?

*
ქართლი. სიმართლე. მიმართე. გამიმართე.
მამადნოს. ფართლის. სინათლე. ნათლის. მადლის. სარდლის. ფართლის. არ თვლის. არ თლის. ყარტლის. კარდლის. ხარდლის. ზარდლის.

ახალი სიმართლე!!!
[გამაგონე ეგ ხმა ტკბილი]
[ჩემმა] ჩვენმა ჩანგმა გამონახა
[მშვენიერი] უახლესი ჰანგი ქართლის,
მასში ისმის [საქართველოს] მგზნებარება
[მშვენიერი] და ახალი ხმა სიმართლის.

ეჰ, ვინ არი ჩამომთვლელი
ან მკითხველი ცოდვა-მადლის,
გამაგონე, გამაგონე,
[გამაგონე] ეს ახალი ხმა სიმართლის.

სად არიან ის გმირები,
მომფენენი დიდი ნათლის,
ის გმირები სად არიან?
გამაგონე ხმა სიმართლის.

სად არის ის, ვინც ამაყად
მოიტანდა ამ სინათლეს?
ის გმირები სად არიან?
გამაგონე ხმა სიმართლის.

*
- ვინც საქართველოში პატივს არ სცემს გალაკტიონს, ის ქართველი არ არისო - ასე უთხრა მატარებელში კავკაზაგმა ერთ ამხანაგს, როდესაც გამაცნო.
დაწყებული მაქვს ოსეთის პოემა.

[შვიდი ტომი]
ვერავითარი ატომი!
ო, შვიდი ტომი! მერე რა ტომი!
წიგნთ შორის არ ჰყავთ მათ თანატოლი.
[და] ო, მათ გინდ უცხო, გინდ თანატომი
ვერავითარი ვერ სძლევს ატომი!

[სახალხო მგოსანს გამახვილებას!]
კრძალვას მგოსნისას და [მის] მორჩილებას,
[მე] მარად ხალხი სთხოვს უკვდავ ქმნილებას.
[და ხალხის] ვით კანონს, ხალხის მოთხოვნილებას
ვერავითარი ვერ სძლევს ატომი.

ხალხთ დიად მიზანს ჰქვია კომუნა,
წინ, იერიში და ჰოოპუნა -
რა კი მან ერთხელ დაიგუგუნა -
ვერავითარი ვერ სძლევს ატომი.

და ჰქუხს ეპოქა ჩვენი რატომა?
იმიტომ რომ მხნემ და თანატომმა,
[სცნოს] სთქვას შვიდმა ტომმა, [მერე რა] სახალხო ტომმა!
[და] რომ ვერრაგვარი ვერ გვძლევს ატომი!
გ. ტაბიძე
1954. 29 დეკ. ღამე

მიერვეც. მერვეს. ნერვ.

ცხრა ატომი
ძეგლად აღვმართე ჩემი ცხრა ტომი,
წიგნთ შორის არ ყავს მათ თანატოლი.
და მათ გინდ უცხო, გინდ თანატომი
ვერავითარი ვერ სძლევს ატომი!

სახალხო მგოსანს ლამაზ მხილებას
მე ხალხი მთხოვდა [და ვით] [ახალს] უკვდავ ქმნილებას,
და ხალხის, [ო,] ხალხის მოთხოვნილებას -
ვერავითარი ვერ სძლევს ატომი.

მის დიად მიზანს ჰქვია კომუნა,
წინ, იერიში და ჰოოპუნა,
რაკი მან ერთხელ დაიგუგუნა -
ვერავითარი ვერ სძლევს ატომი!

და ჰქუხს ეპოქა ჩვენი, რატომა?
იმიტომ რომ მხნემ და [უზადომა] თანატომმა,
აღმართა დიდი დროშა ცხრა ტომმა,
და ვერრაგვარი ვერ სძლევს ატომი!
გალაკტიონ ტაბიძე
1954 წ. 29 დეკემბერი
მატარებელი: მოსკოვი-ტფილისი
საღამო. საერთაშორისო ვაგონი

რომელი კარანდაში.

*
პლაკატები: წითელი ანბანით - შავ ფონზე. წიგნების ფონი. ან: შავი ანბანით წითელ ფონზე.
საღამოები: 1. აკადემიაში; 2. მწერალთა კავშირში - გამოფენებით; ყველა მწერალთა და აკადემიკოსთა მონაწილეობით.
გამოფენა: ქართველი მწერლები: პლაკატები და სხვ.
ქუთაისში: სად მოეწყობა საღამო? გიასელი? ა? ა? ან სხვა? იქ ფულია!

*
მინდვრადა სდგას ერთი ზვინი,
დიდი ზვინი, თივის ზვინი,
და მაღლიდან თეთრი ნისლი
თავზე ადგას ვით გვირგვინი.

*
ბევრი მწერალი საქართველოში არაფერს არ წარმოადგენს - იქ კი, მოსკოვში, თავი მოაქვთ დიდ მწერლად და ასეთებად არიან მიღებულნი, რუსებმა ხომ ქართულად წერა-კითხვა არ იციან. დროა ამ გაუგებრობას ბოლო მოეღოს.

*
პოემების საკითხი
ეხლავე? ჯერ ადრეა, გალაკტიონ. ცოტა ხნის შემდეგ.. -აა, ეხლა უკვე გვიანაა, გალაკტიონ... გახსოვს? ა? ხომ გახსოვს! ვაჰ, რა დრო იყო. სადაა ნეტავი ეხლა ის კაცი?

კარგი იქნება მოეწყობოდეს საღამოები „Вечера Воспоминаний. 1905 г.“ მწერალთა კავშირში და აკადემიაში.

აკადემიაში იქნება როგორმე ერთი მაგიდა დავიდგა სადმე? ცალკე ოთახში, რასაკვირველია.

წყნეთში კარგი იქნება მოეწყოს ლიტერატურული კლუბი.

როგორც მახსოვს, მგონი, აკაკი შანიძეს, ლექსი ჰქონდა 1905 წელზე?

კოსტა მეძველიას ხომ იცნობთ? იმისმა ცოლისძმამ სასტუმრო „Москва“-ში 4.000 მანეთი გამოართვა გიასელს (რამე-რუმეს გიყიდიო) და მიიმალა. დასტოვა კაცი უგროშკაპიკოდ.

მაშაშვილსა და კამპანიას ერთმა რუსმა კუპეში "პარაზიტები" უწოდა: მიკვირს, კრემლში ვინ მიგიშვათო. ალიომ გაიწია, შეაკავეს.

- მწერლებს კუპეებში არაყი გამოლევიათო, - ამბობს ექიმი. მართლაც, ლეონიძე სულ მუდამ მთვრალია. არაყსა სვამს.

ნეტა ვინ იპოვის... სადაა კუხიანიძის „მაღალ მთაზედა აღვაგე?“

მაშინებდენ... თურმე არავითარი რიონი ჯერჯერობით არავითარ საფრთხეს არ უმზადებს ჩვენს სახლს ჭყვიშში.

ლიტ. წრე წყნეთში. შიგ  წყნეთში და არა განაპირებში. იქ ადგილიც მეგულება!!!

მატარებელი გაჩერდა ხარაგოულში. აქ მასწავლებლად ვიყავი 40 წლის წინად.

არ მასვენებს სახელმძღვანელოებში ჩემი მასალების შემცირების საკითხი. ჩვენთან არის გ. ჯიბლაძე. მინისტრი.

*
წიფის გვირაბში
ლექსები, რომლებიც დამზადდება მერვე ტომისთვის, დაიბეჭდებიან წინასწარ ჟურნალ-გაზეთებში, აგრეთვე პოემებიც. ეს იძლევა ორმაგ შემოსავალს, ეძლევა მასალას პოპულიარიზაცია (განათლდა, წიფის გვირაბიდან გამოვედით 31 დეკ., 1954 წ.).
იმავე მასალებს ვაძლევთ მხატვრებს, კომპოზიტორებს მუსიკაზე გადასაკეთებელს რომანსებისათვის, დუეტებისათვის, ხოროებისათვის. კარგ დეკლამატორებს - არტისტებს, კარგ კრიტიკოსებს. ვკითხულობთ წრეებში, მწერალთა კავშირში. აღრიცხვაზე უნდა იქნას აყვანილი ყველა თანამშრომელი, მოხუცი და ახალგაზრდა, ქალი და კაცი, დიდი და პატარა, ახლობელი და უცხო, შინაური და გარეშე. დაერქვას „წიფის გვირაბის იდეა“.

როდის მოხდება მესამე ყრილობა? - წამობრძანდებით [თუ] არა, ქალბატონო... (ხარხარი...) განსაკ.  შარიას. ძალიან უზრდელები არიან.

ბანკეტი წიგნის გამოსვლის გამო. ა? როგორი იქნება. მაგრამ... ვინ უნდა მოაწყოს!

წიგნის გამოფენა მაღაზიებში.

*
მინდვრად[ა] [სდგას] იდგა
ერთი ზვინი,
დიდი ზვინი,
თივის ზვინი!
მაღლა ციდან
თეთრი ნისლი
თავზე ადგა[ს]
ვით გვირგვინი.

ვიწევ ზვინზე,
[კარგი] იყო ზვინი,
დიდი ზვინი,
თივის ზვინი.
მაღლა ციდან
მთვარის დისკო
ქანაობდა,
ვით გვირგვინი.

დაიშალა
[ერთი] იგი ზვინი,
დიდი ზვინი,
თივის ზვინი.
მაღლა, ცაზე,
თეთრი ნისლი
დაიშალა,
ვით გვირგვინი.

*
Принцип. სურკოვი.
Ленинградск. шосе. Краснодарская ул. №22, кв. 1. Албекова Лизетхан.