შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-315 - 1954 წელი


Друзин, ред. „Звезды“ выступает против Эренбурга.
Левит. Антология.
მკითხველთა კონფერენცია. ვ. გორგაძის მოხსენება. ატრიანი.

*
1 ივლისი. 1954 წ.

1. პოეტი არ უნდა აწერდეს ხელს: „სახალხო პოეტი“ - ამბობს თავის მოხსენებაში კარლო კალაძე (სახალხო პოეტის სახელწოდებას ჩემს მეტი არავინ ატარებს. გაისმის პირველად).
2. შედევრებთან ერთად მქონია სუსტი ლექსები (არ ასახელებს). ეს გაისმის პირველად.
3. უარყოფს რევოლიუციამდეд ჩემს ლექსებში რაიმე რევოლიუციურს.
გამგეობის პლენუმზე ასე არ წაუკითხავს!
ვაჟკაცობს.
დაეთანხმა თუ არა პრეზიდიუმი?
კალაძეები - რომლებიც კი შენ შეგხვედრია.
ჭილაიები - რომლებიც კი შენ შეგხვედრია.

*
1. პრეზიდიუმის ხოტბა.
ჭამის მეტს არაფერს აკეთებს. გასუქებულა ღორი ვით.
ნაცარქექიას პრობლემა.
ამ ატმოსფეროში ყოფნა შეუძლებელია.
პრეზიდიუმი უნდა გადახალისდეს.
ბესია ჟღენტი.
ის სახედრები, რომლებიც კი...
დაჯგუფებები.
შალვა აბხაიძე - ამტკიცებს, რომ ჩემი ლექსების თარგმანები სუსტია. ალბად, ასეა საჭირო.

[ლირ.] მიკიბულ-მოკიბული ლექსი.
პარმენ ლორია. ვასო გორგაძე.

თბილისის საზაფხულო კლუბები (ბაღებით)

1. პლეხანოვის სახ. კლუბი, 2. გორკის სახელობის კლუბი, 3. ნაძალადევის კლუბი, 4. ნავთლუღის ჩემი სახელობისა, 5. სახელგამის კლუბი, 6. წითელი არმიის კლუბი, 7. ვოროშილოვის.

პარმენ ლორია. გალ. ტაბიძე.

*
[არაა შველა!
როდესაც წყალი,]
რადგანაც წყალი სათავეში
ამღვრეულია.

*
მე ყოველთვის მაღალი აზრის ვიყავი თქვენი სიტყვიერი მხატვრობის შესახებ, მაგრამ თუ ხაზისა და ფერადის მხატვარიც იყავით, არ ვიცოდი.
ბე...