შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-321 - 1954 წელი


დადგა ზამთარი.
1. დეკემბრის პირველი დღეა.
2. თბილისში პირველი თოვლი
3. მოვიდა.
4. ხეები კი ფოთლებით ისევ, ჯერ...
5. იფნის ბაღი.
6. ველაპარაკე სოხუმს.
7. ყველაფერი...

ნ. მუსხელიშვილი
1. [საღამოს დასასრულს] გუშინ, 1 დეკემბერს მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტში გამართულ საღამოს დასასრულს [კრების] საღამოს წამყვანმა, აკადემიის პრეზიდენტმა ნ. მუსხელიშვილმა განაცხადა:
- საღამოს დამთავრებულად ვაცხადებ. მართალია, ბევრი აფიშაში გამოცხადებული მონაწილეთაგანი ავადმყოფობის გამო საღამოზე ვერ მოვიდა, მაგრამ, სამაგიეროდ, ვინც აქ გამოვიდა, ზოგმა ორი, [და] ზოგმა სამი და ზოგმა ოთხი ლექსი წაიკითხა. ასე რომ, ანგარიში საბოლოო ანგარიშში აქ გასწორებულიაო.
ნ. მუსხელიშვილი ხომ მათემატიკოსია. ჩემს ლექსს „ინტეგრალებს“ ის უსათუოდ გაიგებს. სინტერესოა აქ „ანგარიში“ სხვანაირი...
საერთოდ კი - რიცხობრივობა ლექსებისა არა სწყვეტს მათი ხარისხის საკითხს, არც რიცხობრივობა მწერლობისა სწყვეტს საკითხს მწერალთა ნიჭისა და ხარისხისას: სად შალვა დადიანის მნიშვნელობა ამ მხრით და სად ბლიყინი ალიო მაშაშვილის. შალვა კი არ იყო.. არაფერია, რომ მწერალთა შემადგენლობას აკლდენ აბაშიძეები, კალაძე და სხვ. მათი შეცვლა, მართლაც, შეიძლება ნონეშვილებითა და მარგიანებით. ხარისხითაც, შესაძლებელია, უკეთესები იყვნენ უკანასკნელნი.
როდესაც მე გამოვჩნდი სცენაზე, დამსწრეებმა ოვაციები გამიმართეს..
ეს კი, უსათუოდ ნიშნავდა უფრო მეტს, ვინემ გამოსვლა, თუ გნებავთ, თვით იმ მუსხელიშვილისა და სხვებისა.
გრიშაშვილის დასწრება-არდასწრება არავის შეუმჩნევია, ისევე როგორც აბაშიძეების, კალაძეებისა.
დაიშალნენ მწერლები რაღაც უგულოდ - ერთმანეთისადმი ამხანაგური დამოკიდებულება არ იყო ხაზგასმული. თითქო ძალზე უცხო ხალხი ერთმანეთისთვის შეიკრიბა ძალაუნებურად. ყველა რაღაც იბერებოდა, ყველა ყურადღების ცენტრად თავისთავსა სთვლიდა თითქო.
ეს კი მეტისმეტად სამწუხაროა. მთავარია, ერთმანეთს შორის კულტურული, ამხანაგური, ზრდილობიანი დამოკიდებულება, თორემ რასა ჰგავდა მაშაშვილის ყოფაქცევა? იგი აგინებდა ნონეშვილს, ყველას, აყენებდა რა თავისთავს ყველაზე მაღლა. დედის გინებასაც კი მიმართავდა ეს ტიპიური ვირი.
მე თითქო განგებ არ მაქცევდა ყურადღებას, მაგრამ მოულოდნელმა, მოხერხებულმა, დარწმუნებულმა, სავსებით ბუნებრივმა, დიაღ, ბუნებრივმა და ამავე დროს ორიგინალურმა ჩემმა იქ ყოფნამ - ბევრი რამ გადასწყვიტა.
ყველა ცდილობდა, თავი გამოეჩინა; ეს, რა თქმა უნდა, ბუნებრივია; მაგრამ გადამეტებული არა ვარგა-რა. ო, როგორ იჭაჭებოდა სიმონა ჩიქოვანი, ნონეშვილი, მარგიანიც კი.
მთელ საღამოზე არც ერთის გამოსვლა არ იყო ბუნებრივი.
რაღაც შეჯიბრების მსგავსმა დამოკიდებულებამ იჩინა თავი...
უგულობა და სიცივე სჩანდა.
არა უშავდა რა შედარებით ბესია ჟღენტის სიტყვას. ერთი მომენტი ხმის აწევისა უადგილო ადგილას - ამხელდა, რომ ის ფუტურისტია და არა ქართული მწერლობის საერთო მიუკერძოებელი მომხსენებელი. წინად ის არავის არ ახსენებდა, დღეს ჩამოთვალა ერთი ორი (პირველად მე მახსენა).
1. ცენტრში... ცენტრში... ყოველთვის უნდა ვიყოთ ცენტრში... ეს უკეთესია და...
2. არავის შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ, მტრები ისედაც საკმარისია. არიან...
3. განზე დგომა არ ვარგა. მეტმასნებოდა რაღაც მაშაშვილი.. დანარჩენების დამოკიდებულება: რევაზ მარგიანი და სხვ.
ჩემი შეცდომები (თუ ეს შეცდომებია) - დაბნევა მისალმებისას ფოიეში, დაბნევა საღამოს დამთავრებისას სცენაზე, და, რაც მთავარია, ნერვიულობა (ზედმეტი) ლექსის კითხვის დროს.....
ლექსი უნდა იკითხებოდეს დინჯად, ყოველგვარი აფეკტაციის გარეშე: რუსეთში თუ ქართულად წავიკითხე, იქ სულ ვერაფერს გაიგებენ და ნერვიულობა ან სხვა რამ ამგვარი სასაცილოც იქნება...
კომპ. ტუსკია სცდება, როდესაც ჰგონია, რომ მისი რუსული აქცენტი - ბუნებრივად რუსულია. მართალია გ. ცაგარელი, როდესაც ამბობს, მეზარებაო რუსულად ჰკითხვა და იგონებს აზერბეიჯანელების და სომხების გამოსვლას ჩვენს რუსთაველის თეატრში. ისინი რუსულად განმარტავდენ თავიანთ გამოსვლებს და ისეთი რუსული ენით, რომ დამსწრე საზოგადოება სიცილს ვერ იკავებდა, განსაკუთრებით ლოჟაში იყო ეს სიცილი (პარტიის მდივანი მჟავანაძე პირდაპირ ხარხარებდა) განუმეორებლად საინტერესო.
დღევანდელი საღამო გაიმართა პოლიტიკური და მეცნიერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების ინიციატივით. ბილეთები იყიდებოდა. ხალხიც საკმარისად იყო. ამ საზოგადოებას ყოველთვის ძალზე აინტერესებს ფული (ჩემს საღამოზე მას რვა-ცხრა ათასამდე შემოუვიდა).
ვემზადოთ, მაშასადამე, მოსკოვში გასამგზავრებლად. ვიშოვოთ ერთი ჩემოდანი. ჩავიწყოთ წიგნები, ნიკოლაძის ბიუსტი და ჰაიდა, ჰაიდა, ჰაიდაა!
დამშვიდებით იარ.
ამნაირი საღამოები კიდევ ბევრი იქნება წინ.
საჭიროა მეტი ს. ი. დ. ი. ნ. ჯე...
ზოგი მწერალთაგანი უკვე ანტაგონისტურად მუშაობს (აბაშიძეები და კალაძეები, მაგალითად). ეს კი ვერაა კარგი.
საჭიროა ერთმანეთთან კონტაქტი..
ეს ანტაგონიზმი, დამოუკიდებელი გამოსვლები, გათიშულად სიარული - სჭირდებათ ზოგიერთებს, რათა ხაზი არ გაესვას ზოგიერთებისადმი ბუნებრივ დამოკიდებულებას, ხელი შეეშალოს ნორმალურ მუშაობას, ერთიან გამოსვლებს.
რაა აქ მოსალოდნელი?
პირველი: მწერლები ცალ-ცალკე დაიწყებენ შეკრებებს (პარტიულები განსაკუთრებით), რათა თავიანთი საქმეები აკეთონ, საერთო კი სულ მიჩქმალონ.
მეორე: ხელშეკრულების დადება გამომცემლებთან ჩუმ-ჩუმად, არა მწერალთა და წიგნთა ხარისხის მიხედვით, არამედ საქმიანობის და სხვა ეშმაკური ხრიკების გამოვლინებით...
- ამიტომ თვალყურის დევნებაა საჭირო.
- არ უნდა მოცილდე იმ ჯგუფს, რომელიც სადავეებს ხელში ჩაიგდებს ამ საკითხებში...
- ყოველი ამნაირი [მოვლენის დროს] მოვლენა, თუ ის შემჩნეული იქნება, უნდა გახმიანდეს, საჯაროდ განხილულ იქნას, თუ რომ ჟულიკებს გააქვთ ყველაფერი ისეთი სახით, თითქო ყოველივე ეს ბუნებრივი იყოს, ნორმალური!
ასე დამთავრდა დღევანდელი საღამო...
1. არ გამოცხადდენ. 2. ერთმანეთს უნდობლად უცქეროდნენ. 3. მედიდურობდნენ. 4. აგინებდენ ერთმანეთს.
ბესო ჟღენტმა გამოაცხადა, რომ თუმცა პოეზია წინ მიდის - ეპოსი არა გვაქვსო.

*
Знамена шестнадцати республик.
Мы мало знаем друг-друга.

*
1314 - გ. ტაბიძე. 1440 - აბაშიძე გ. 1454 - აბაშიძე ირ. 1600 - ს. ჩიქ. 2060 - გ. ლეონიძე.

პაიჭაძე გალაკტიონ ათანასეს ძე. ტფილისის (ამ. კავკ. ოლქის) ოფიცერთა სახლი. 3-79-40.
3-27-29 - ერასტი ტოროტაძე. 1917 წ.  ი.მ.ე.ლ-ი.
სამამულო ომი - ოფიცერთა სახლი.

Прочитали.

*
1954. 3 დეკემბერი.
ნანიტაშვილთან.
- მე მოვედი თქვენთან, როგორც - დელეგატი - მიმავალი მომავალ მწერალთა ყრილობაზე მოსკოვში, რომელიც მალე შესდგება. ჩემი წიგნის ისტორია ასეთია: წიგნი გადავეცით ასაწყობად მაისში და მაისიდან დავდევ ამ საქმეს. ჯერ აწყობა დაგვიწყვია - მერე ქაღალდის შოვნა გაძნელებულა (არ ვიცი, განგებ მიწყობენ თუ...).
ერთი მანქანაა საჭირო.

4 დეკემბერი. 6 დეკემბერი.
Прочитан.

8 დეკემბერს, 1954 წ.
ჩელიუსკინელების ქ. №14. III სართული, საფინანსო განყოფილება. გადასახდელი - 180 მანეთი. გადავიხადე.

მკითხველი აფიცერი კვიჟინაძე. დაასრულა საღამო.
ნაცვლად, რა თქმა უნდა, ყოველი დავა. თავდასხმა შექმნა არაერთხელ.

*
3 ნოემბერი. 1954.
ზონა. რათა ბოლო მოუღოს. საფრთხე ზავის. ისევე.

*
Артист Грибоедовского театра русинов.
წაიკითხა ჩემი „Закрой скорей ворота“.
სიტყვა თავისით დაურიგებიათ.
მასწავლებელი. პალტო, პალტო.
Русинов. 180 р.

*
ამ. კავკ. რკინისგზის უფროსს ამხ. ქადაგიძეს.
ორი რბილი, ერთი საერთაშორისო. 10 დეკემბრისათვის.

*
К. П. К.
Степинъ. Ступинъ.
ანგელინა მიქაბერიძე. გლინკა Скажи зачем.

მოედინება. მოვდივარ.

*
ბარაქა. ქალაქმა. ნამდვილი.
გაიგებს. გა... მოქ...
ელეთი. ხმელეთი.
გართული. ქართული.

*
დილით ადრე: 9 საათზე - კავკაზაგთან (სურათები).
აკადემკნიგა. რომელიმე აკად. გამოცემები.
ჩემოდანი და ჩარჩოები.

*
1954. 27 დეკემბერი. ქ. მოსკოვი.
როდესაც ხელთ ვიღებ დავით კლდიაშვილის წიგნს, არ შეიძლება, არ გავიფიქრო: აი, კლდიაშვილი, განუმეორებლად მეტყველი, თავისებური კოლორიტით მწერალი (არ დაგავიწყდეთ: პირველი ქართველი სახალხო მწერალი). არ შეიძლება არ გაგახსენდეს პაოლო იაშვილის სტრიქონები: „და გადაიქცა ეს იმერეთი არაბულ ზღაპრის დაბოლოებად“. რომ დავით კლდიაშვილი არა, დაუხატველი დარჩებოდა მსოფლიო ლიტერატურაში სოლომონ მორბელაძე, ვერც ერთი მწერალი ვერ მოისაზრებდა, გამოესახა ბეკინა, და ერთად ერთი მთელ შავიზღვისპირეთზე დარისპანი, რომელიც მოგზაურობს თავისი ურყევი მიზნით. მოგზაურობს იგი თავისი ლაფჩინებით, ხურჯინით და „იმე-იმე“-თი. რომ დავით კლდიაშვილი არა, დაუხატველი დარჩებოდა კაროჟნა, მშვენიერზე მშვენიერი კაროჟნა, ნამდვილი სახე რევოლიუციამდელი...
ამ დროს დამირეკა ვიღაცამ ტელეფონით და მეძახის: Галактион Алмасханович.
დააკაკუნა ვიღაცამ კარებზე და იძახის: „ტელეგრამა“.
გააღო ვიღაცამ კარები და პირდაპირ ოთახში შემოვარდა...
ფანჯარაც ამ დროს თავისით გაიღო, კედელს დაეჯახა და ახლად ჩასმულმა მინებმა წკრიალი მოიღეს.
ოთახში შემოვარდა ქუჩის ხმაურობა - ავტომობილების ხათქანი, და ტროლეიბუსების, ტრამვაების...
რადიო პირდაპირ აყრუებს არე-მიდამოს.
- რა გნებავთ? ვინა ხართ? - ვეკითხები ოთახში შემოჭრილ უცნობს, ჯერ ისევ კარებში მდგარს, მედიდურს, სახეზე აუწერელი მუქქარით..
- თ.. თ... ქვეეეენ... - ნაწყვეტ-ნაწყვეტად ამბობს ის და მოიწევს.

*
მოსკოვში შესაძენია:
1. ხორკლიანი სინა, 2. საყელო პალტოსათვის, 3. ქუდი პალტოს შესაფერი, 4. ხელთათმანები, 5. კალოშები, 6. ცხვირსახოცები.

ყოვლად უუნარო ხალხი.

*
Выставочная комиссия. Квижинадзе взамен Козмина.
Литер. газета (редакция). Цветной бульвар №30. Зав. корресп. сети Саконтиков Никол. Иван. Б1-12-42.
Стихи - о Сталине 75 лет; о Нов. годе с рожд.