შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-638-4 - 1952 წელი


                                                    ღვინის შესახებ

აქ, ამ ადგილას - იდგა ძეგლი.
1. იდგა სვეტი - წარწერით, რომ გადარჩა სიკვდილს ალექსანდრე მეორე.
2. მის პირდაპირაც ნაზრახი დაღმართი, ნიკოლაძის ჩიხი. აქ მე თვითონ მი­­ნა­ხავს რამდენჯერმე გადავარდნილი ავტომობილი.
3. ახალი შენობა მარცხნივ. აქ იყო უკანასკნელი შეჩერება ტრამვაის. იქ ხში­რად ეძი­ნა გ. ქუჩიშვილს.
4. მის პირდაპირაც სამილიციო უბანია, სადაც ხშირად მიყავდათ გ. ქუ­ჩიშ­ვილი.
5. მარცხნივ ჩიხია, სადაც გარდაიცვალა პოეტი-მთარგმნელი გ. კრეიტანი.
6. ერთი შესახვევია (ეხლა დახურული), სადაც ცხოვრობს მსახიობი ა. ფრო­ნის­პირელი (შვილი ფრონელისა). აქ გვიქეიფნია.
7. მის პირდაპირ სახლია პატარა, სადაც ხშირად ვყოფილვართ მე და ვანო იოსე­­ლიანი, არ მახსოვს, რა საქმეზე.
8. შესახვევი, რომლითაც ხშირად გვივლია საქეიფოდ.
9. შესახვევი და სახლი, სადაც ცხოვრობდა და გარდაიცვალა სანდრო ყან­ჩელი.
10. იმავე შესახვევში ცხოვრობდა ნოე ჩხიკვაძე. მილიციონერებმა რომ სცე­მეს, მე­რე აღარ უნდოდა აქ ცხოვრება.
11. აქ შესახვევია, სადაც მერკვილაძეს  ჰქონდა აგურის ქარხანა.
12. აქვე ცხოვრობდა ივანე მაჩაბელი.
13. აქ გარდაიცვალა საშა.
14. აქ ვიწევი საავადმყოფოში.
15. აქ სასაფლაო. მრავალი მწერლების საფლავები.
16. აქ ცხოვრობდა უცნობი დრამატურგი კუზიანი ქალიშვილით (მე და პავ­­ლიაშვილი).
17. „სტუმარ-მასპინძლის ამბავის“ ავტორიც ამ ქუჩაზე ცხოვრობდა.
18. მის ახლო გოგია ქუჩიშვილის გამომცემლობის სარდაფია - ერთხელ რომ გო­გიას ფულის სესხებაზე უარი უთხრა.
ერთის სიტყვით, აქედან იწყება...

                                                                                     *

ლეონიძე: - დატა... დატა ხომ გადასულია.
მე: - [ეეჰ,] დატას... ვინ დაეძებს.
ლეონიძე: - ეეჰ, აბა, რაღა გამოვიდა!

                                                                                      *

               ბედი ქართლისა, საბჭოთა ქართლის,
                                    [სდგას ყველაზე წინ!] ასეთია დღეს
               მაღლა ფრიალებს დროშა სიმართლის
                                    და შეჰხარის მზეს.
      [მოძმე ერებში დღეს საქართველო
                            სდგას ყველაზე წინ]
      [ბედი ქართლისა გადაიწყვიტა
                            გულმა მაშინ როს...]
      მის მომავალსაც გარედ თუ შიგნით
                            მსვლელს [ახალის] უახლეს გზით
      [მივესალმები] მე ვესალმები ამ შვიდი წიგნით
                            [მღელვარე წიგნით] მთელი ჩემის ხმით.
      [ძვირფასზე ძვირფას] ჩემო ძვირფასო მკითხველო! შრომას
                            [ვინ სჯის] შენ სცნობ გზას სავალს?
      [ვინმე] როსმე გიამბობთ ამ შვიდი ტომის
                            თავგადასავალს.
       [ეხლა კი... თუ როგორმე...]