შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-637-2 - 1952 წელი


[შენ წინ]
რომ ელ მან შექმ ნა სამ ყა რო
ძა ლი თა მით ძლი ერ ი თა... (16).
[მაშ წინ! წინ! შენ რომ გაქვს, კლდე ხარ
მა რა დი...].
შენ სად ხარ,
რამ ჰქნა ის?
როშვა. როშვა.

                                                                                             *

     გამყიდველი. ერთსართულიანი სახლი. ჩვენ მაინც შევედით. და ვიკითხეთ:
     - აქ ხომ არავინა ცხოვრობს?
     - არავინ! აქ, რკინის გზის ბილეთებსა ვყიდით, - სთქვა მოლარე ქალმა. - შე­იძლება ეზო­ში ცხოვრობენ, მაგრამ მაშინ ეს იქნება არა პლეხანოვის პროს­პეკ­ტი, არამედ სულ სხვა ქუჩა.
     ჩვენ გავედით მეორე ქუჩაზე. შევედით ამ სახლის ეზოში. ორი ხანში შე­სუ­ლი ქა­ლი სარეცხსა რეცხს. ვკითხეთ, თუ აქა სცხოვრობს მარჯანიშვილის თე­ატრის მსა­ხიობი ქალი ლენა ყიფშიძე? - არ გაგვიგონიაო, გვიპასუხეს. აქ არც ერთი მსა­ხიო­ბი არ ცხოვრობსო.
     მაშინ კი ვიფიქრე: ე რა გვიყო ნუნუმ? აშკარა შეცდომაში შეგვიყვანა. მაგ­­რამ რა მიზნით-მეთქი? რა არის მიზეზი?
     და გავიფიქრე: საღამო, ხუთი თვეა, რაც მზადდება თითქო. ხელმძღვა­ნე­ლი ამ საღამოსი არის ლენა.  მასთან დადის ნუნუ. როგორ არ იცოდა ნუნუმ ლე­ნას სახ­ლის მისამართი? ეს ხომ აბუჩად აგდებაა. და გავიფიქრე უნებლიედ: უნ­და მო­ვე­ლოდეთ გაცილებით მეტს.
     დავბრუნდით რკინისგზის ბილეთების გამყიდველ სალაროში. იქ გამგის კა­­ბი­ნეტ­ში შევედით და ვთხოვეთ, ნება დაერთოთ ტელეფონით გველაპარაკა. ზრდი­ლო­ბიანმა გამგემ, ქალმა, ნება დაგვრთო, ავაწყოთ ლენას სახლის ტელე­ფო­ნი. დავ­რე­კოთ.
     - ლენა ბრძანდებით? ააა, გამარჯობათ, როგორაა საქმე?
     - ძალიან კარგადო, - გვიპასუხა ლენამ, - საღამოს რეპეტიციებს გავ­დი­ვარ­თო.
     - შეიძლება თუ არა დავესწროთ დღეს თქვენს რეპეტიციას?
     - რაღაც უხერხულია...
     - ძალიან კარგია. გვითხარით, რომელ [ქუჩაზე] ნომერში ცხოვრობთ თქვენ, 173, არა?
     - რომელი ნომერია თქვენი სახლი.
     - 71. გვიპასუხა ლენამ...
     - სად?
     - მაქსიმ გორკის კლუბის გვერდით!
     აქ გამოირკვა, რომ ნუნუმ ტყუილი ნომერი მოგვცა სახლისა, შეცდომაში შეგ­­ვიყ­ვანა, რომ რეპეტიციაზე დასწრება შეიძლება.
     ეს გარემოება ძალზე დამაფიქრებელია. მე კი ვფიქრობდი ამ ქალის უნი­ვერ­­სი­ტეტში გამოყენებას.
     [(როდესაც სახლში დავბრუნდი, ნუნუს ეცვა ჩემი პიჟამო, გამოტანილი ჩე­მი სა­ტანისამოსო შკაფიდან. (ჰმ)].
     ყოველივე ეს ძალიან დამაფიქრებელია!
     ჰმ...
     სად სახლი №173 და სად 71? „ცხოვრებისგან წყალწაღებულის ამბავია!“ ლე­ნა აქ ხავ­სია. სხვა არაფერი.  ლენაც იმ ჯგუფისაა. რომ საქმე სხვანაირად მო­­ვატ­­რია­ლოთ? მაგრამ... მივყვეთ. გავუგონოთ ბორბლებს სიარული. შემდეგ ეს ბორბლები ჩვენს ნებაზე მოვატრიალოთ.
     რაც შეეხება ნუნუს... შევისწავლოთ კარგად ის...