შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-629-20 - 1952 წელი


     17 მაისი. 1952.

     ჩვენი აივანი თანდათან, თანდათან აკტიური ხდება, ლამაზდება, სიამაყის იერს იღებს. მშვენიერდება.
     გუშინ, მაგალითად, მთელი წინამდებარე უზარმაზარი სასახლე სახელ­მწი­ფო გა­მომცემლობის, პოლიგრაფიული ტრესტისა და წიგნის პალატა მას (ჩემს აივანს) თვალს არ აშორებდა.
     რა ხდებოდა აქ? სრულიად უბრალო რამ: აივანი იფინებოდა ცემენტით - მუ­­შა­ობდა ამ საქმეზე სამი ხელოსანი და ეს იქცევდა ყურადღებას.
     მალე ცემენტი გაშრა.
     დღეს დილით კი ჩვენი აივანი დაფარული იყო აკაციის ახალთ ახალი ყვა­ვი­ლე­ბით. სწორედ ჩვენი ხიდან, ჩვენი ძვირფასი ეკლის ხიდან ცვივოდა ახალთ­­ახალი ყვა­ვილები.
     ერთბაშად ორი სიხარული: ახალი აივანი და ახლად გაშლილი ეკლის ხე!!!
     17 მაისი, 1952 წელი, შევა ჩვენი აივნის ისტორიაში, ახალი ცხოვრების დაწ­ყების დღედ!!!

     ვინახავ სახსოვრად იმ აკაციის 42 ყვავილს აკრეფილს ჩემს აივანზე 17 მა­ისს, 1952.