შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-588-2 - 1952 წელი


1952. 29 ოკტომბერი.

1. იხ. კალენდარი 1952 წლის, დატა 25 ოკტომბრისა; იქ სწერია: იყო ჩვენთან ორჯონიკიძე. მოგვიტანა 12 ფორმის ამბავი.
2. განცხადება სახ. გამომცემლობის დირეკტორს. ტექსტი შედგენილია ორჯონიკიძის მიერ.
3. საუბარი ორჯონიკიძესთან სახელგამში 27 ოკტომბერს.
4. დასაწყისი ჩემი ტექსტისა წივწივაძისთვის.
5. ტექსტის დასაწყისი: მწერალთა კავშირისაგან სახელგამს.
6. ტექსტი – ჩემგან სახელგამს.
7. წიგნის გამოცემის შესახებ და სხვ.

*
ჩვენ უნდა გამოვცეთ თქვენი წიგნი „რჩეული“ და მე მინდა ამ საქმეს სათავეში ჩავუდგე.
1. შევადგენ, თქვენთან შეთანხმებით, არ დავუშვებ კაცუნების ცდას – გაუკეთონ ყალბი რეცენზია. მასალები ყველაფერი გვაქვს. დავიწყო თუ არა შედგენა?
საჭიროა: თქვენთვის ერთი შკაფი. ფორმის რაოდენობა. ვადა – I. როდის.
მე ვკითხულობდი მთელი ორი დღე – თქვენს ტომებს და აღვნიშნე რჩეული ლექსები. მე არ მიმაჩნია საჭიროდ, რომ ძველი რჩეულის მექანიკურ განმეორებას წარმოადგენდეს წიგნი, ვინაიდან თქვენ ძალიან ბევრი ახალი ლექსები შესძინეთ ქართულ პოეზიას იმ რჩეულის გამოსვლის შემდეგ და ისინი უნდა შევიდნენ უწინარეს ყოვლისა ახალ რჩეულში და მე წარმოგიდგენთ პროექტს, თქვენ დააზუსტეთ და შემდეგ შევუდგები ტექნიკურ დამუშავებას – მხოლოდ ფორმის რაოდენობა უნდა იქნას, ჩემის აზრით, არა ნაკლებ...
არ არის სავალდებულო, დავემორჩილოთ განსაზღვრულ ფორმათა რაოდენობას. საჭიროა შევადგინოთ საუკეთესო ლექსები და წარვუდგინოთ გამოსაცემად. და თუ ეს სადავო გახდება, მაშინ ვიშუამდგომლებთ ფორმათა რაოდენობის გაზრდისათვის, ვინაიდან ბოლოს და ბოლოს იგი საიუბილეო კრებულია.

*
1. მწერალთა კავშირი. 2. საიუბილეო კომიტეტი. 3. თვითონ მე.

<...ტურული>.
დამზადება ტექსტისა მწერალთა კავშირის მოწმ. სახელგამისადმი წიგნის გამოცემის შესახებ.
წიგნის გამოცემის შესახებ „ზარია ვოსტოკას“.
რუსეთს, უკრაინას და ყველა რესპუბლიკებს მიმართვა, რათა გამოიცეს წიგნი და გამოგზავნონ.
საჭიროა საიუბილეო კომიტეტის შედგენა.
დატა ფოტოებისა.
სახელგამის წარმომადგენელი. „ზარია ვოსტოკას“ წარმომადგენელი.