შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-510-10 - 1952 წელი


I. 1. ჩემი ძმისწული ვასილ პროკლეს ძე ტაბიძე. 2. ობოლი ყმაწვილია, ჩემთან ცხოვრობს. რაც შეუძლია, მივლის.
II. რესპუბლიკის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში.
III. სუბორდინატორი.
IV. იგივი სტუნდეტები მეექვსე კურსის თერაპიაში.
V. (წინამძღვრიშვილთან).
VI. ყოველგვარი აკადემიური მოხსენება.
VII. თუ შესაძლებელია, დარჩეს. თბილისში უნდა დარჩეს, არა რაიონში (ან ვანის რაიონში).

3-57-82 – ალექსანდრე თადეოზის ძე ხელაძე. ნახევარი საათის შემდეგ.
სამის ნახევრისთვისო, ეხლა მინისტრთა საბჭოშია (ჩემმა სახელმა და გვარმა, მგონი, ვერაფერი უთხრა მინისტრთა მდივანს).

*
14 მარტი. 1952.
სამედიცინო ინსტიტუტის კომისია.
Республиканская комиссия.
დააგროვოსო, თუ რაიმე საბუთები აქვსო და წარუდგინოსო.
მე ჩემის მხრით, არავითარი უფლება არა მაქვს, იმათ საქმეში ჩავერიოო. ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდიო.