შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-294 - 1952 წელი


„Война и мир“.
ლექსი ანდროს აჭარ...
„Мир“. 219 + 219 = 438 стр.

*
ხუჭუა.
29 ნოემბერი - შაბათი. 30 ნოემბერი - კვირა. 1 დეკემბერი - ორშაბათი.
წავიკითხავ პოემას „მშვიდობა“.

* * *
В театре оперы и балета собрались работники литературы и искусства, представители партийных и советских организаций, стахановцев [производств] предприятий [припятсвях] и строек города.
Чествовать поэта прибыла делегация Союза советских писателей ССР и представители литератур братских союзных республик.
ечер открыл председатель президиума Верховного Совета Белоруссии тов. В. Козлов. Он огласил Указ Президиума Верховного Совета СССР о награждении Якуба Коласа в связи с его 70-летием и под дружные аплодисменты всего зала вручил юбиляру Орден Ленина.
Потом докладчик.
Затем ЦКПб Белоруссии.
Писатели разных республик.
Партия и народ неразделимые понятия и т. д.

* * *
ზოია!!! შეუდგა რადიანის ციტირებას.

Университетская 36. Финансово-кредитный техникум. Сосико Фанцхава. 3-71-08.
Грибоедова 15, II этаж с подъезда налево.

*
ქართულ მხატვრულ ნაწარმოებთა სია, რომლის გამოცემა სასურველია უახლოეს დროში რუსულ ენაზე:

რუსთაველი, გურამიშვილი, ბარათაშვილი, ალ. ჭავჭავაძე, გრ. ორბელიანი, დ. ჭონქაძე, ა. წერეთელი, ი. ჭავჭავაძე, ე. ნინოშვილი, არაგვისპირელი, ერ. ხოშტ., გ. წერეთელი, ვაჟა, დავით კლდ., ირ. აბაშიძე, გ. აბაშიძე, ბელიაშვილი, კ. გამსახ., რ. გვეტაძე, ალ. გომ., ი. გრიშ., შ. დადიანი, ვ. დარასელი, თ. დონჟ., ეული, ვაკელი, კაკაბაძე, კალაძე, კლდიაშვ., ლებანიძე, ლეონიძე, ლისაშვილი, ლორთქ., მარგი., მირცხულ., მოსაშ., მიხ. მრევ., ნ. ნაკ., ი. ნონ., გ. ტაბიძე, ლ. ქიაჩელი, ა. ქუთათელი, დ. შენგელაია, ს. ჩიქოვანი, ბ. ჩხეიძე, ო. ჩხეიძე, ა. ჭეიშვ., ო. ჭელიძე, კ. ჭიჭინაძე, ა. აბაშელი, თ. ჯანგულა., ა. ხახუტა., ხ. ბერულავა, ი. თარბა, პ. ლორია, რ. ასაევი, რ. ჯაფარიძე, თ. გოგოლაძე, ა. სულაკაური, საბავშო მოთხრობები, კრიტიკული წერილების კრებული.

უცნაური კომედია

გაზ. „Известия“-ს №274 (11037) 20 ნოემბრის ნომერში მოთავსებულია ბელორუსიის  კომუნისტური პარტიის მდივნის ამხ. ტ. გორბუნოვის წერილი: „Интелигенция Белоруссии на сужбе народу“. წერილში აღნიშნულია, რომ სერიოზულად ემზადება ბელორუსიის ოპერისა და ბალეტის დიდი თეატრი დეკადისათვის („Сейчас в республике идет подготовка к важному собитыю - декаде белорусского искусства и литературы в Москве“).
და იქვე ნათქვამია: „[Белорусский государственный] Драматический театр им. Якуба Коласа [покажет] подготовил драму классика белорусской литературы Янки Купалы „раскиданное гнездо“, а также комедию „Нестерка“ К. Волского, комедию „Алазанская Долина“ К Губаревича и И. Дорского“.

*
სტეკლოგრაფიაზე.

გვერდი ღირს 14 კ., 100 გვ. - 14 მან.
32 გვერდი X 14 = 128 + 32 = 448 = 448 р. = 100 ც.  32 გვ.
შეიძლება თუ არა პორტრეტის დამზადება?

*
26 ноября пленум Советского Комитета защиты Мира принял решение о созыве 2 дек. в Москве Четвертой всесоюзной конференции сторонников мира.

*
ცაიშვილი სოლომონ - ფალიაშვილის ქ. 47.
3-86-44 - ტატიშვილი.
მაყარი თოდუა.

*
I
ხაშურის მასწავლებლის სახლის გამგეობის წევრები:
1. კოპაძე მარო, 2. ბლუაშვილი ვიქტორ, 3. კაკიაშვილი დავით, 4. გელაშვილი თამარი, 5. ზარხოზაშვილი ანა, 6. ძიძიგური ოლია, 7. ებანოიძე ამბერკი, 8. ნოზაძე ევგენი, 9. ჩიქოვანი ზოია (გამგეობის თავმჯდომარე).

II
Транзитная телеграмма.
Хашури. Масцавлеблис сахли. Чикованс.
Тбилиси. 2/24. 105. 6916.
Тхутмет ноемберс дилит чамовалт. Галактион Табидзе.
(ეს დეპეშა აქვს ზოიას შუშის ქვეშ, თავის სამუშაო მაგიდაზე, იქვეა მოსაწვევი ბარათები ნ. ვ. გოგოლის (1852-1952), ნონიკაშვილის და სხვ.).

III
- მე ძალზე მაინტერესებს თქვენი წინანდელი ლექსები, მაგრამ ვერსად ვერ ვშოვილობო, - გამომიცხადა ერთმა მასწავლებელმა ზოიას კაბინეტში (ნონიკაშვილს აქვს პოემა "ზოია"). რა ამბავია? ზოია კოსმოდემიანსკაია, ზოია რუხაძე, ზოია ჩიქოვანი... რაღაც საიდუმლოებითაა მოცული ეს ამბავი... ხომ არ იღებს ნონიკაშვილი რაიმე მონაწილეობას ხაშურელების ჩემთან შეხვედრაში? რად აქვს ზოიას დიდის ამბით შენახული მინის ქვეშ ნონიკაშვილის მოსაწვევი ბარათი? როდის იყო აქ ნონიკაშვილი. ალბად, იგი თავგამოდებით, თავდადებით, მთელი თავისი ენერგიით ეხმაურება ხაშურელებს და თან... ეარშიყელება... ზოიას...

IV
სასტუმრო ძალზე ჭუჭყიანია... (სულ 10 მანეთი).
სტალინის პორტრეტიც ძალზე დამტვერიანებულია.
მასწავლებლის სახლის გამგეობის თავმჯდომარის მაგიდაზე არც ერთ სამელნეში მელანი არაა.
ხაშურში ძლიერი ქარი ჰქრის დღეს. ოო, ზოია, ზოია!

V
მოსაწვევი ბარათი:
ა/წ. 06 ნოემბერს საღამოს 7 საათზე (ადგილობრივი დროით) ა-კ. რკ. გზის ხაშურის სასახლეში - მასწავლებლის სახლის გამგეობა უწყობს შეხვედრას პოეტ გალაქტიონ ტაბიძეს. გთხოვთ, დაესწროთ. მასწავლებლის სახლის გამგეობა.
I გვერდი ლამაზათაა გაკეთებული. ხელით „მოსაწვევი ბარათი“. მეორე გვერდი პრიმიტიული ხელითაა ნაწერი.
მოსაწვევი ბარათი ზოიამ ამოიღო რედიკიულიდან და გვიჩვენა, როგორც ნიმუში. ეეეჰ, ზოია, ზოია! ნონიკაშვილის მოსაწვევი ბარათი უკეთესად გაგიკეთებია... რისთვის, ზოია, რისთვის? ამიხსენი, ზოია (ზოიას არც ერთი თეთრი თმაში არ ურევია).

VI
სტალინის სურათის შესახებ ზოიამ მიიღო შესაფერი შენიშვნა თბილისიდან ჩამოსულ ერთერთ ლექტორის მიერ... მაგრამ... მე ვუთხარი, რომ... თბილისში დამრჩა წიგნი-მეთქი.

VII
თავაძე რეკავს და რეკავს... ასეთია ამბები...
საღამომდე დარჩა 6 საათი!

VIII
სასტუმროს საკითხი გამოურკვეველია... თუ... (ბეგიაშვილი თედო, გორგაძე ვასო, ცეცხლაძე გრიგოლი - სალექციო ბიუროში რაღაც მონაწილეობას იღებენ: აქ კი ზოია...

*
მწერალთა კლუბი. სამშაბათს, 25 ნოემბერს, საღამოს 8 საათზე.
ჟურნ. „მნათობის“ რედაქცია იწვევს თათბირს სალიტერატურო კრიტიკის საკითხებზე.
(დაიწყო 9 საათზე).

*
ხაშური. ელ-დეპოში. ელენე ნოეს ასული სანიკიძეს (ლოლუაშვილი).

*
ერთხელო, - მიამბო პოლიო ირეთელმა, - იაკობ გოგებაშვილთან მივედიო, სახლში, რომელიც მდებარეობდა მთაწმინდაზე.
დავაკაკუნე - რადგან მაშინ ზარი არ არსებობდა. პასუხი არაა. მეორეჯერ უფრო მძლავრად დავარახუნე.
„ეხლავე, ეხლავე“, - გაისმა შიგნიდან. გადის წუთი, ერთი, მეორე, მესამე, ბოლოს კარები გაიღო.
კარებთან იდგა საბან-მოხურული იაკობი. მაგრამ... გააღო თუ არა კარები, ერთი ისეთი დააცხინკვა, გეგონებოდათ, მიწა იძრაო, იაკობმა დააცხინკვა მეორედ, მესამედ.
- ამოგაგდებს ღმერთი, - სთქვა მან ბოლოს, - ეს რა მიჰქენი. სულ მაცხინკვებს - მობრძანდითო - სთქვა ბოლოს.
იაკობი ძალიან ხშირად ცივდებოდა ბოლო ხანებში. სახლიდანაც არ გამოდიოდა, იჯდა სახლში საბან-მოხურული. საწყალი იაკობი!

* * *
იაკობს თურმე ერთხელ ვახშამი გაუმართავს ქართულ კლუბში.
ცოტა შეწრუპა და იქავე ჩაეძინა.
გათენებისას აიყვანეს ხელში და ისე მძინარე წაიყვანეს სახლში.

*
- აი, აქედანა, - მითხრა ერთხელ ვალერიან გუნიამ სასახლის გვერდით მიმავალ ქუჩაზე, - აი, აქედან რომ მივუძღოდი დიმიტრი ყიფიანის პროცესიას, - დაიწყო ამბავი, - წინ გადაგვიდგა პოლიცია და ჯარი. გამოგვიცხადეს: გაუხვიეთ იქით, სხვა ქუჩაზე და ისე წაბრძანდითო.
დიდი, უზარ-მაზარი პროცესია შესდგა, შეჩერდა.
- მომყევით! - დავიძახე უცებ.  და დაიძრა ეს უზარმაზარი ლავა, გაარღვია რკალი. და წავიდა სწორედ ამ ქუჩით.

Т. М. Церетели.

*
მოგონებათა საღამო:

1. ბახტაძე ილია, 2. ხელაძე ალფეზ, 3. მესხი გრიგოლ, 4. ციმაკურიძე ალექსანდრე, 5. თოიძე მოსე, 6. ტაბიძე გალაკტიონ, 7. ბაქრაძე ტუსია, 8. გადილია ვასო, 9. გაჩეჩილაძე მიხეილის ძე, 10. მახათაძე ეკატერინე, 11. ქურხული ილია, 12. სახოკია თედო, 13. ვართაგავა იპოლიტე, 14. გ. ბლუაშვილი, 15. ნ. გვარაძე, 16. შ. დადიანი, 17. ნ. ნაკაშიძე, 18. ცქვიტი, 19. ექიმი დემურია, 21. არონიშიძე დომენტი.

*
შეშის ხერხვით,
     სიხარულით,
შევხვდი, შევხვდი
     დღეს ალიონს,
თან ქუჩაში
     მე ვუღიმი
ჩვენს მგზნებარე
     გალაქტიონს.
ვერა შუბლაძე

*
სალიტერატურო წრე „კომუნისტი“-ს რედაქციასთან. წრეში შეეძლება შესვლა  კომუნისტის ყველა თანამშრომელს. უთუოდ იქ არსებობს კლუბი და ძლიერ კარგი იქნება, თუ იმ კლუბთან იმუშავებს ეს წრე. ან შეიძლება არსებობს კიდეც ეს წრე? აბშილავა. ა? ა?

ეგრედ წოდებული „გვეტაძის კომისია“.
„გვეტაძის კომისია“. გვეტაძის კომისია [გალაკტიონის ჟურნალი]. გვეტაძის კომისია.
ალავიძე ვალ.

„გვეტაძეს აქებენ როგორც ადამიანს“ - (პრესაში). ჰმ! სწორედ „როგორც ადამიანი“ იყო წარყვნილი ეს „მწერალი“ (3 ცოლი, ღლეტა გამომცემლობის, სულ ყველაფერში თავისკენ მიითლიდა). კომუნისტში კი სწერია „უმწიკვლო და სპეტაკი ადამიანი“-ო, მოდი და ნუ გაგეცინება!
5 დეკ., 1952
გ. ტაბიძე

*
ხარჯები: შოფერს - 800 მან.; ოჰანას - 100; მისთანაა - 100; ბინის ქ. - 200. 1300.
შემოსავ.: ზარიადან - 700; ჯიბეზე - 700; იქ - 1200. 2 600. შემს. - 100. 700.

*
ილია, აკაკი, გალაკტიონი.

გამოფენა
მოგონებანი აკაკი წერეთელზე

1. პოემა „აკაკი წერეთელი“ - ხელნაწერი.
2. პოემა „აკაკი წერეთელი“ - ნაბეჭდი, საკორეკტურო.
3. იგივე წიგნად, გამომც. „ფედერაცია“.
4. იგივე ჟურნ. „მნათობში“.
5. იგივე - ნაწერების VI ტომში.
6. ნაწყვეტები პოემიდან „რჩეულში“.
7. აკაკის გარდაცვალების გამო ლექსი ქუთაისის ჟურნ. „ცხოვრება“-ში.
8. აკაკის ლანდი - ქუთ. გაზეთში.
9. „სურო-შემოხვეული“ - ტომში.
10. აკაკის ლანდი - „Craune aux Fleurs“.
11. აკაკის ლანდი - ტომში.
12. ფოტო - აკაკისთან სხვები.
13. ფოტო - მე და აკაკი.
14. აკაკი და მე (პროფილები) ჩუდეცკისა.
15. სერგო ჯინჭველაიშვილის მოგონება შადრევანში (სადღაცაა ხელნაწერი).
16. „აკაკის ჰკითხეს“ - ლექსი.
17. დარია ახვლედიანი - მოგონება.
18. კომისიები პოეტებისა - განც. გაზეთებში.
19. კინოში.
20. ილია ბახტაძის მოგონება.
21. „ძველი ჟურნალ-გაზეთები“. „აკაკის კრებული“ (ლექსი).
22. „ნაწყვეტი პოემიდან „საუბარი ლირიკის შესახებ“.
23. „მშობლიურო ჩემო მიწავ“, „და წერეთლის უდარებელ წერეთლობას“.

აკაკი წერეთელი და ილია ჭავჭავაძე
გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებაში

(გამოფენა, ლექცია)

1. „მახსოვს საღამო ტობანიერის“ - ლექსი.
2. „ძმებო, ამხანაგებო, აღარა გვყავს ილია“.
3. „წიწამურში რომ მოჰკლეს ილია“.
4. „აყვავებულა მდელოს“ მოტივები.
5. იგივე. მეორე მოტივზე.
6. საგურამოს საღამოები.
7. „აგერ წინამძღვრიანთ კარის“.

*
ეპოქა.
თავდადებული შვილი.
მარჯანიშვილი 44. კლუბი.
ზოია. ზოია მქვია, ზოია მქვია, ზოია მქვია, ზოია მქვია.

*
არასდროს აწი მომხსენებელს აღარ მოვიწვევ.
ფილოსოფიური. „სევდა, მწუხარება, უიდეობა“.

*
ბენო თათარაშვილი. უბილავა.
ჩხიკვიშვილი. „ჩვენ დავბეჭდეთ“.

„Не по сеньке шапка“.
სახლი ვერის ხიდთან რომ აუღებელია...

სახლს, სახეს. ბაღს, თაღს.

სად თინათინი და სად ბოვარი.
ნაღრძობარი, მათხოვარი.

ქუთაისი. სტამბა. ბერიას ქ. №9. კ. ბასილაძეს.

ეპოქა, რევ. საქართველო, თავდადებული შვილი.