შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-291 - 1952 წელი


აბაშელი ალექსანდრე ბესარიონის ძე.
უნივერსიტეტის ქ. №22. ტ. 3-89-79.
I. 1914-15 წწ. მოათავსა კარგი ფელეტონი გაზ. „შადრევანში“ - სათაურით „ყვითელი ფოთოლი“...
II. 1913 წ. (თუ 1912 წ.) ერთად გამოვედით სალიტერატურო საღამოზე ქ. ქუთაისში. საღამოში მონაწილეობას იღებდა აკაკი წერეთელი. სწორედ იმ საღამოს მკითხა აკაკიმ: „ახალგაზრდავ, თქვენ რაჭველი ხომ არა ხართ“-ო. მას მოეწონა ჩემი ლექსის მუსიკალურად კითხვა, და მოუნახა მას ეროვნული საფუძველი. იმავე საღამოზე ნ. ჩხიკვაძემ ძალით წაართვა ჰონორარი ს. აბაშელს, საღამოს გამმართველს. მე, ს. აბაშელი და ნ. ჩხიკვაძე ერთად ვვახშმობდით რომელიღაც რესტორანში სწორედ ამ ადგილას, სადაც წინად წერეთელის წიგნის მაღაზია იყო. ს. აბაშელმა ჰონორარი მხოლოდ აკ. წერეთელსა და ნ. ჩხიკვაძეს მისცა: აკაკი წერეთელს იმის გამო, რომ დაჯდა სცენაზე და წასასვლელად არ ემზადებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი თეატრი ხალხისგან დაიცალა.. აშკარა იყო, დილამდეც დარჩებოდა, მეორე და მესამე დღესაც აქ დაჰყოფდა, თუ ჰონორარს არავინ მისცემდა. საინტერესო სანახავი იყო იგი ამ დროს: ყელი ისევ მაღლა ჰქონდა და ჭერს შეჰყურებდა სახით. ასე იჯდა დიდხანს. რაღას გააწყობდა აბაშელი. ხომ ვერ გაიპარებოდა და სცენაზე ვერ მიატოვებდა მოხუც კაცს. იძულებული გახდა, მიეცა ჰონორარი. ნ. ჩხიკვაძეს კი ფული იმიტომ მისცა, რომ ნოეს აბაშელი ცოლისძმა იყო. აბა, გაებედა და არ დაეთვალა, ნოე სულ მიამტვრ-მოამტვრევდა მთელ სუფრას. მე ჩემთვის ვიყავი. არავისგან არავითარი ჰონორარი არ მითხოვია. არა იმის გამო, რომ არ მეკუთვნოდა, სრულებითაც არა...  
III. 1919 წელს მე განვიზრახე რევოლიუციური ჟურნალის დაარსება... ვეწეოდი რა დიდ აგიტაციას, დიდი შრომაც გადამხდა თავს, დიდი ვაი-ვაგლახი. მწერლები მეთანხმებოდენ ახალი ჟურნალის საჭიროებაში. მოვიწვიე დიდი კრება. თურმე, ნუ იტყვით, ს. აბაშელიც დიდ აგიტაციას ეწეოდა ჩემს წინააღმდეგ, მიუთითებდა რა II ტომში მოთავსებულ ლექსზე „გემი დალანდი“, და იქიდან განსაკუთრებით უსვამდა ხაზს სტრიქონს „შენ და ლენინი, პეტროგრადი, მოსკოვი, კრემლი“. ამნაირად, მან გამომტაცა ხელიდან ინიციატივა, ჩემ მიერ დაწყებული საქმე თვითონ გამოიყენა და დააარსა მენშევიკური ჟურნალი „ცისარტყელა“. ამ ჟურნალის გარშემო თავი მოუყარა მენშევიკაძეებს, ასეთი საქმე მიყო...
IV. ერთ-ერთ ჩემს საიუბილეო საღამოზე იგი გამოვიდა ლექსით... საეჭვო ლექსია, „თოვლი“ ჰქვია სახელად. ასეთ იდეას ატარებს: ჩამოცვივდა პოეზია და...
V. ჟულიკურად მიიღო პრემია გ. დიასამიძის „თემის“ მიერ გამართულ კონკურსში. პრემია მე მეკუთვნოდა და ავიღებდი კიდეც, რომ..
VI. ჟულიკურად ჩაატარა ჰიმნის საკითხიც (ამ საკითხში საინტერესო იყო დ. თომაშვილის აზრი: ჰიმნი შენ უნდა დაგეწერაო. ფაკტია: ასეც უნდა ჰყოფილიყო).
VII. „Заря Востока“-ში შეჰქმნა თავისი მომხრეების ჯგუფი.. გააბრიყვა ზლატკინი და ამ გამომცემლობას არც ერთი ქართველი პოეტის წიგნი ისეთი არ გამოუცია, როგორიც აბაშელის.
VIII. ს. ჭილაიას და მაგას კუდი კუდს აქვთ გადაბმული. ერთად აწყობენ ჩემს წინააღმდეგ რაღაცას. ჭილაიამ მას მიანდო ჩემი საიუბილეო საქმის გაძღოლა. არა გამოვიდა-რა და...
IX. მაგის კუდები არიან: ს. თავაძე, ხ. ვარდოშვილი (არასოდეს მაგათგან არა გამოვა რა).
X. აბაშელი, შანშიაშვილი, გრიშაშვილი (ქუჩიშვილი ყველაზე პატიოსანი იყო ჩვენს ხუთეულში).
გუშინ (7 ნოემბერს) დემონსტრაციაზე არ ჰყოფილა.

აბაშიძე ირაკლი ბესარიონის ძე.
უნივერსიტეტის ქ. №17. ტ. 3-61-75.
1. მეტსახელად „И рак рыба“. აქვს ლექსი. З. В. 6 ნოემბერი, 1952 წ.
2. არის - მომწყობი ან ცენტრალური ფიგურა „Заря“-ს იწროებში ჩემს წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების (ლეონიძე - აბაშიძე - ტიხონოვი). ლეონიძეს ამას წინად ფელეტონი ჰქონდა აბაშიძეზე:  გიმნაზისტური აღტაცებით სავსე (ასე დაახასიათა პიერმა).
3. აბაშიძემ გაბედა და „მნათობი“-ს რედაქციაში კონტრ-იერიში მოიტანა ჩემზე: უკვე გათავხედდა და აღარ მალავს ჩემდამი მტრულ განწყობილებას.
4. ცდილობს ჩემი დიდი წიგნის გამოცემის ჩაშლას: იმ დღეს რაღაცაზე დიდხანს საუბრობდა წივწივაძესთან. წივწივაძე შემდეგ გულგრილად შემხვდა და მითხრა: ვერ გამოვსცემთ თქვენს წიგნს, თუ ცეკადან არ მომივიდა განკარგულებაო.
5. პრეზიდიუმში აკტიურ როლს თამაშობს: ამის გამო ჩემს საიუბილეო საქმეს აგვიანდება! აგვიანდება? კი არა, ლამის მთლად ჩაიშალოს (პრეზიდიუმში მის გარდა არიან: ლეონიძე, მეორე აბაშიძე, ჭილაიააა!!!). პრეზიდიუმში ერთი კაციც არაა ჩემი მომხრე. რა არის? - შური, მტრობა; გააქვს ზედმეტი ლაპარაკით: მართალია, ენა-ბლუა, მაგრამ დღეს (8 ნოემბერი) აშკარად სახლში არაა; ტელეფონი არ პასუხობს: გუშინ დემონსტრაციაზედაც არ ყოფილა..
პრეზიდიუმი. მნათობი. სახელგამის დირექცია. საბლიტგამი. „ზარია ვოსტოკა“ დროშა. პარტკომი.
6. ნინო ნაკაშიძე, ნიკ. ჩაჩავა, ასტვაცატუროვი ძველად (მაჩაბლის ქუჩის იწროებში).

აბაშიძე გრიგოლ გრიგოლის ძე.
სანაპიროს ქ. №1. ტ. 3-69-25.
1. 7 ნოემბერს დემონსტრაციაზე არ ჰყოფილა.
2. მითხრა, რომ ამზადებს დროშისთვის ბანძელაძის სურათს (აბაშიძე - ჩაჩავა - ბანძელაძე - ჭელიძე).

აბზიანიძე გიორგი ნიკოლოზის ძე.
რუსთაველის გამზ., ს. 31. ტელ. 3-89-57.
მითხრა, რომ ერთი წლის შემდეგ შეუდგება ჩემზე მონოგრაფიის წერას (ეს იყო 1952 წ. 5 ნოემბერს). ჰმ!
ანა თქვენი დიდი პატივისმცემელიაო.

აბრამია პოლიო ერმილეს ძე.
პლეხანოვის 49. ელსმ. 3-20-37.
1. იყო ოკტომბრის დემონსტრაციაზე, ვწუხვარ, ვერაფერი ვკითხე იმაზე, თუ რა ტიპია წულუკიძე ვანუა!

აბულაძე სავლე იოსების ძე.
ლარსის ქ. №5 (ტელეფონი არა აქვს).
რამდენიმეჯერ შეცდომაში შევიყვანე. ასე არ შეიძლება. საქმეს გამოსწორება უნდა. ეს კაცი მასწავლებელთა სახლში „ლიტწრის“ ხელმძღვანელია. მტრობენ: კალაძე, აბაშიძეები, საერთოდ პრეზიდიუმი. ცოდოა.

ბენაშვილი დიმიტრი გიორგის ძე. 1956 წ.
გოგებაშვილის 52. 3-31-17.
მირეკავს ტელეფონით 9 აპრილს, რომ 20 აპრილს ჩემი საღამო აქვს სამხრეთ ოსეთის პედინსტიტუტს, რომ უსათუოდ დავთანხმდეო წასვლაზე. ტელეფონით დღეს (10 დეკ.) დავურეკე - ავად არისო, წევსო, მსუბუქად არისო ავად. ე. ი. არ მოვიდა ტელეფონთან. რაშია საქმე? ხომ არ ეშინია, რომ უარს ვეტყვი? ან ხომ არ ფიქრობს სხვა რაიმეზე? (ბედავს ტელეფონთან არ მოსვლას). აქედან დასკვნაც: დიდი იმედი ასეთნაირი ხალხის არ უნდა მქონდეს. იგი ყოველთვის გაურბის ჩემთვის პირდაპირი პასუხის მოცემას. მაგალითად, ინსტიტუტის მიერ ჩემი აკადემიური გამოცემის საქმეს. ოსეთის საღამოს შესახებაც მინდოდა მეკითხა, თუ - ვინ იყო მასთან... რა უთხრეს... რატომ შეაწუხეს ის. ხომ არ იღებს თვითონ მონაწილეობას და სხვ. მას კი ან ეშინია ტელეფონთან მოსვლა, ან გაურბის რაღაც იდუმალად მოწყობილ საქმეში მონაწილეობის მიღებას. სხვა რა უნდა იფიქრო კაცმა? - მას ჰყოლია შვილი გურამი - რომელიც ტელეფონში ჰლაპარაკობდა ჩემთან, ძალიან წინწლაქა ენით. „მა-ა-მა“... ჯერ მამა სწევს, მერე როდესაც ჩემი სახელი ვუთხარი: დაიცაათ, დაიცათ ეხლავე. შემდეგ მომიბრუნდა და ისევე: მამა ავად არისო. - მძიმე ავად არის? - ვეკითხები. - არა, მიპასუხებს იგი, ისე, ცოტა შეუძლოდ არისო. ჰმ! ხვალ, ალბად, აკადემიაში იქნება. წა, წარყვნილი ატმოსფეროა ირგვლივ!

იასამანი (მ. პ. კინწურაშვილი).
ცხოვრობს ჯაფარიძის ქ. №15. ელსმ. 3-76-31 (კავშირგაბმულობის სააბონენტო წიგნაკით) და 3-76-13 (მწერალთა კავშირის სიით). რომელია სწორი?
შემპირდა ცნობებს უკრაინულ სახელმძღვანელოებში ჩემი მასალების შესახებ (17 მაისი, 1950 წ.). ნუნუ ყოველდღე ხვდება - უნივერსიტეტში. აი, სად გამოგვადგება კონვერტები.

იასამანი მიხეილ პავლეს ძე.
ჯაფარიძის 15. 3-76-13.
1. იხილე გვ. ამა წიგნისა 67. ტელ. ნომრის შესახებ.
2. იხ. „Справочник советских пис. СССР“.
3. უნივერსიტეტი: უკრაინული სახელმძღვანელოები, უკრაინელი მწერლები.

იმედაშვილი იოსებ ზაქარიას ძე.
კ. მესხის 29. 3-89-90.
შალვა და გაიოზ.

კაკაბაძე პოლიკარპე მალხაზის ძე.
ბარნოვის 56 (ტელეფონი არა აქვს).
ძველი მნათობელი.

კარაპეტიანი ოგანეზ ლაზარეს ძე.
მერკვილაძის 11 (ტელ. არა აქვს).
მუშაობს რედაქციაში „სავეტიკან ვრასტან“ (3-40-26). გაზეთი გამოდის კვირაში ორჯერ - ოთხშაბათსა და კვირას.
ნათარგმნი აქვს ბევრი ჩემი ლექსი (ბოლო ხანებში უღალატა მოსეს).

კაპანელი კონსტანტინე გრიგოლის ძე.
ორჯონიკიძის 42.
ლექცია.

კლდიაშვილი სერგო დავითის ძე.
ლენინის 85. 3-06-32.
შადრევანში, ეს იყო და ეს...

ლებანიძე მურმან სილოვანის ძე.
ყაზბეგის 31. 3-37-38.
სდუმს!

ლეონიძე გიორგი ნიკოლოზის ძე.
კიროვის 6. 6-67-38.
კოლექტიურ წერილში.

ლისაშვილი იაკინთე ბარნაბის ძე.
ენგელსის 15. 3-48-35.
"ფიქრთა ქარავანი".

ლომიძე ანდრო იოსების ძე.
ჭავჭავაძის 10.
სდუმს.

ლორთქიფანიძე კონსტანტინე ალექსანდრეს ძე.
მარჯ. 4. 3-62-94.
სდუმს.

მარგიანი რევაზ აკაკის ძე.
პლეხანოვის 93. 3-48-41.
სდუმს.

მირცხულავა ალიო ანდრიას ძე.
მარქსის 1. 3-32-88.
ჩემს შესახებ: გალაკტიონი თუმცა დაობლდა ბედის წინაშე, მაინც დიდია... ...მან პოეტური გამბედაობა... და სხვა.

მიქელაძე მარიკა აპოლონის ას.
შევჩენკოს 20.
აქვს ჩემს შესახებ ლექსი.

მებუკე-ცვარნამი დავით იაკობის ძე.
კამოს 69.
აქვს ჩემსა და აკაკის შესახებ ლექსი. დაუბეჭდავია.

მეგრელიძე ლიდია ისმაილის ასული.
ლერმონტოვის 2 (?).
აქვს ჩემს შესახებ ლექსი. 1927 წ.

მოსაშვილი ილო ონისიმეს ძე.
ლენინის 20/I. 3-58-92.
აქვს ჩემს შესახებ ლექსები: ერთი - 1927 წ., მეორე - ხელნაწერი, სადაც იგი მადარებს პუშკინს.

მრევლიშვილი მაყვალა ალექსანდრეს ასული.
ჯავახიშვილის ჩიხი 3. 3-90-52.
აქვს ჩემს შესახებ მშვენიერი ლექსი. დაიბეჭდა კიდეც, მგონი, სადღაც. მე უნდა მქონდეს შავი.

მრევლიშვილი მიხეილ ნიკოლოზის ძე.
ი. ჭავჭავაძის ქ. №8.
1952 წ. განაცხადა: მე ვრჩები - ჩემი ბავშობის დღეების პატრიოტად. იმ ხანებშიო გაგიჟებით მიყვარდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსების კითხვაო, და მიყვარს ეხლაცო. არ ვიცი, ჩემს გასაგონად ხომ არ ამბობდა ამ სიტყვებს. იქვე იყვენ ქალები: ალექსიძე, ანდღულაძე და სხვ. ეს იყო გაზაფხულზე.

ფაშალიშვილი სიკო ილიას ძე.
პეტრიაშვილის 24. „ნიანგის“ რედაქცია.

ქუჩუკაშვილი ქეთევან შიოს ასული.
შ. მღვიმელის 3.
ჩემი წიგნის რედაქტორია ვითომ! ვნახოთ, რა გამოვა მისგან! ასტვაცატუროვის დიდი მეგობარია. მამამისზე წიგნი დააწერინა. ხშირ-ხშირად ერთად დადიოდენ დიღმის იწროებში. ასტვაცატუროვი თუ წინად დიდი პატრიოტი იყო ჩემი, შემდეგ აბაშიძემ მოჰთოკა: ირაკლიმ!!! „ლიტერატურულ გაზეთი“-ს რედაქციაშიც, სადაც იგი კოლეგიის წევრია, ძველ პოზიციაზე სდგას.

შანიძე ალეკო ილარიონის ძე.
ელბაქიძის 25. 3-47-77.
1. აქვს ჩემს შესახებ მშვენიერი ლექსი, რომელიც წაიკითხა სახელგამის ისტორიულ საღამოზე.

ჩაჩავა ნიკოლოზ ვლადიმერის ძე.
არარატის 12. 3-66-12.
1. „დროშისთვის“ გადაახატვინა სურათი მუზეუმიდან: სურათი მათი თანამშრომლის ბანძელაძისაა. საზოგადოებას ეს პორტრეტი არ მოსწონთ (მათში მამია დუდუჩავასაც), ჩაჩავა კი ძალზე ებღაუჭება. ამბობს: ბანძელაძე გენია არისო! ჰმ! დემონსტრაციაზე (7 ნოემბერს) აქტიურობდა, ადმინისტრატიულ ნიჭს იჩენდა ნონიკაშვილთან ერთად!!

ჩიქოვანი გრიგოლ სამსონის ძე.
წულუკიძის 7. 3-76-03.
საიდან გაჩნდა, ვინ არის? ძალიან კი იბერება: „მნათობში“ მუდმივ თანამშრომლადაა მიწვეული (ალხაზიშვილი, კალანდაძე, ბახტურიძე, ის მდივანი ქალი, პოლუმორდვინოვი (ახლახან გამოტყვრა), ნიკა აგიაშვილი. ყველაზე უსინდისო შემადგენლობაა. „მნათობს“ სურს, დუმილით გვერდი აუაროს ჩემს იუბილეის, ან ერთი თუ ორი მცირე წერილით დაკმაყოფილდეს, ისიც რა წერილები იქნება!!!
ერთხელ კიდევ, ფრიად საპასუხისმგებლო სხდომაზე მწერალთა კავშირში, როდესაც ირაკლი აბაშიძე მომვარდა მოულოდნელი თავდასხმით, რომ თითქო ღვინის სმის მეტს არას ვაკეთებდე - გრ. ჩიქოვანმა მხარი დაუჭირა - ო, რა თქმა უნდაო. ეს ხომ ყველამ იცისო... საზიზღარი!

ჩხეიძე ბორის ივანეს ძე.
ენგელსის 56.
ძალიან კარგი კაცია ბორისი. იმ ამბის შემდეგ, რაც მის „ფერო“-სა და ჩემს „მე და ღამე“-ს გამო ატყდა, ჩვენს შორის დიდი მტრობა უნდა [ჩამოგდე.] ყოფილიყო. მაგრამ სრულიადაც არა. თითქო არაფერიც არ მომხდარა. ეს ძალზე დასაფასებელია...

ჯაბუშანური გაბრიელ ლუკას ძე.
(ხევსურეთშია).