შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-279 - 1952 წელი


1952 წ. მაისი.
სახელგამმა უნდა მოაწყოს გამოფენა მარჯანიშვილის თეატრში.

6 მაისი.
აკტივობაა საუნჯე...
მივიტანე იერიში სახელგამზე: დღეს საღამოთი გამოირკვევა - იქნება თუ არა ამ კვირაში გადარიცხვა, ურომლისოდაც...
მივიტანე იერიში „ლიტ. და ხელ.“ რედაქციაზე (გ. ნატროშვილი, ვ. წულუკიძე).
კალე საერთო მსჯელობის ობიექტია: მას უთქვამს: რედაქციებში და გამომცემლობებში არამზადები მოკალათდენო.
კ. გამსახურდიაც: „ვაჰ...“
ლეონიძეც: ვავ! ვაჰ, ვაჰ!
წინად პოეზიის დღე იყო ექვსი მაისი.
სოლეილდორი აგზავნიდა ყვავილებს მწერალთა კავშირში - თვითოეული მწერლისთვის, თაიგულები და სხვ. სადაა ახლა ის კაცი? მე უფასოდ ვუბეჭდავდი განცხადებებს ჩემს ჟურნალში.
აბაშელი თავს არ მიკრავს: რაღაცაზე შეთანხმებულნი არიან. რაზედ?
გუშინ ოთარ ჭელიძე გამოსულა მწ. კავშირის დისკუსიაზე და განუცხადებია: ჩვენი საუკუნის პირველი ნახევარის ისტორია (ლიტერატურაშიაც) დამთავრებულია. ხმა ახალგაზრდობას ეკუთვნისო. ხალხი ირონიულად შეხვედრია.
იპოლიტე ვართაგავას ფოიეში უთქვამს: მართალი იყო ჭელიძეო, აბა, წაიკითხეთ გალაკტიონ ტაბიძის ლექსი „კომუნისტში“ - აბა, რასა ჰგავდაო. ანდრომ უთხრა თურმე თევზაძემ - მშვენიერი ლექსი იყოო. ვართაგავამ მხრები აიწურა და წავიდაო (მომიყვა ანდრო თევზაძემ). მოდი და ამის შემდეგ ენდე ასეთ გაიძვერას.
რაღაც მოძრაობის შექმნას ცდილობენ ჩემს წინააღმდეგ.
კ. კალაძის შესავალი სიტყვა თითქო აქეთკენ იწვევდა.
ეს საჩხერელი ქალიც...
დიდი ამბებია ვაჟა ფშაველას სურათის ჩამოხსნის გამო. აბრალებენ გვასალიას. გვასალია ამბობს, მე რა შუაში ვარო.
გვასალია ახლა იმავე როლს ასრულებს ჩვენთან (ხელოვნების სასახლეში), რასაც პატარაია კონსერვატორიაში, მეორე პატარაია მარჯანიშვილის თეატრში.

*
ეს ჭელიძე ოთარ
ვერ გახდება შოთა.

*
შიხმანი... ივან ივანიჩი. აქვს ნეგატივები. „ლიტ. მუზეუმი“.
გარდაიცვალა წუხელი ი. იმედაშვილი (ეხლა 11-ის ათი წუთია). 1876 წ.
1933 - 26 წლის.
1. დაევალ.
38; 43; 48; 52.
ს. ჭილაია. ს. აბაშელი.

*
ქართული გაზეთების ანალიტიკური ბიბლიოგრაფია. ნოდია.
8992. ტ[აბი]ძე ვ.
ბატონო რედაქტორო!
(სოფ. დიხაშხოს სამრევლო სკოლის მასწავლებლის მოქმედების თაობაზე).
შრ. 1883. I. 26. №4. გვ. 3.

*
რუსთაველის 15. სონია წერეთელი.
ვახტანგ ბერიძეს (ვუკოლის ვაჟს) დაუხატავს ჩემი სურათი. მითხრა ვუკოლმა. მეამა.

* * *
შავ-ულვა შა რაში ძე -
რად იჯდა მთაში.
(შალვა შარაშიძე).
როცა წაიკითხა შალვა დადიანმა, მას გაეღიმა.

*
ს. აბაშელი ახსენა სანდრომ.
სანაძე!

- ის ცხოველი.
- ის ცხოველი..
- რა?
- გამოხმაურება.

*
თომა ჩხიკვაძე (ენციკლოპედია).
გამსახურდიამ გაილაშქრა „ლოზუნგური პოეზიის“ წინააღმდეგ. ლოზუნგებში იგი ვერაფერსა ჰხედავს.
ვართაგავა ეხმაურება, ჭილაია საქმეს აკეთებს.

*
7 მაისი.
ვერ მართლულობს კარგად თავს.
გ. ნატროშვილი, ქვლივიძე, ლ. კალანდაძე.

8 მაისი. 1950.
საღამოთი აკადემიისაკენ მიმავალ ერთ ავტოში მოვხვდით მე, ვიქტორ კუპრაძე და ერთი მათემატიკოსი, რომლიც დაესწრო თურმე 1934 წ. ლენინგრადში გამართულ ჩემს საღამოს. გაიხსენა მან აგრეთვე ბარათაშვილების ოჯახი, სადაც მიგვიწვიეს...
მე ცრემლები კინაღამ მომერია.
ვიქტორ კუპრაძემ: დიდი განძი იქნება ჩემთვის თქვენი ხელის მოწერით მოცემული წიგნებიო.
აკადემია, ჩვენი ძვირფასი აკადემია!
აზერბეიჯანის საღამოა, ხსნის მუსხელიშვილი. სიტყვას ამბობს პ. გუგუშვილი (ჯერჯერობით ერთად არიან ძოწენიძე და გრიშაშვილი, ჩურჩულებენ რაღაცას).
ო, პაატა, პაატა! რა კარგად შეგისწავლია აზერბეიჯანის ცხოვრება. კარგია პაატას მოხსენებაში ის ნაწილი, სადაც საუბარია ირანის აზერბეიჯანის მდგომარეობაზე.
საბჭოთა აზერბეიჯანი... ფორმა...
ილაპარაკა პატივცემულმა პაატამ თითქმის მთელი საათი.
ტაში დაუკრეს პაატას!
ახლა სიტყვას ამბობს აკადემიკოს-მდივანი (მდივან-აკადემიკოსი) ძოწენიძეა თუ პროწენიძე. მან ანუგეშა საზოგადოება, რომ მოკლე სიტყვას იტყვის... მაგრამ...
მან, რა თქმა უნდა, ახსენა აზერბეიჯანის [წიგნები] ლაურეატების რიცხვი.
წაიპურტყულა კიდევ რაღაცა და მიჰქრა.
შემდეგ გამოვიდა ჩურჩუტი გრიშაშვილი.
გულის შინასკნელი, ლამაზმანი, მსგავსად ფარვანასი.
ტარიელი ხმითა შეება.
აბითურებს ლექსთა წყობას, ვინა ჰკითხავს...
თავისუფალ მხარეში იყოს შენი თარეში...
ფშატუნი!!!!!!
სწორედ „ბარაშკაჯანის“ საღამო გახდა.

16 მაისი.
მხატვრები, რომელთაც დახატული აქვთ ან დახატავენ:
აბაკელია თამარ, ახვლედიანი ელენე, ბლიოტკინ, ბერიტაშვილი შალვა, ბაჟბეუკ-მელიკოვი, ვეფხვაძე, ვაწაძე სერაფიონ, ვადბოლსკი, გრიგოლია, გორდეზიანი ბენო, გრიგოლია, გუდიაშვილი, გორდელაძე, ჯაფარიძე უჩა, ზაზიაშვილი გიგო, ქუთათელაძე აპ., ქუთათელაძე დ., კაკაბაძე სილოვან, კეცხოველი სევ., ქობულაძე სერგო, კანდელაკი ნიკ., კეშელავა ლადო, მაისაშვილი სევ.,  მაყაშვილი, მესხი გრ., მამალაძე  შალვა, მაღალაშვილი ქ., პატარიძე ვანო, ნადარეიშვილი სამსონ, ნაცვლიშვილი დონი, სანაძე კორნელი, სესიაშვილი გიორგი, თოიძე მოსე, თამამშევა ნინა (ურუშაძე იგ., კვასხვაძე შ.), ციმაკურიძე ალ., წერეთელი დათიკო, შარლემანი, შტემბერგი ირ., ჩერნიშკოვი, ჩუდეცკი.
40 მხატ.
სულ არის წევრი - 191.
ორმოცი წევრი შეადგენს მეხუთედს მთელი შემადგენლობისას.
კაკაბაძის ცოლი? ანდრონიკაშვილი.

*
ტ. 30020. ამის შემდეგ რკინისგზას: 3-39.
პედკაბინეტი. სურამის ქ. №1. ბენო.

აქ - так
მოსაცდელი ოთახი. სცადეთ საცდელი? ხომ ნახეთ, რაც არ არის - არ არის.
16 მაისი. 1952.
მწერალთა სასახლე. ლეონიძის კაბინეტის წინ!

*
მხატვარი ამირან დგებუაძე.
ტელეფ... ბესიკის ქ. №19.
სახლში აქვს რამდენიმე პეიზაჟი ტილოზე: დუშეთი და სხვ. მგონი, არა უშავს რა ხეებს! მითხრა, რომ დახატავს ჩემს პორტრეტს პეიზაჟის ფონზე და მომართმევს.
ახალგაზრდაა. კარგს შთაბეჭდილებას ახდენს.

ზაზიაშვილი არ თანხმდება თავის ეკლესიიდან დაძვრას.
ექიმებიც ამბობენ, რომ მისი ადგილიდან დაძვრა შეუძლებელია.

*
ა. კელენჯერიძე - 3-51-42. ვ. ხატიაშვილი - 3-55-21. 3-81-82 - არქიტ. კავშირ. მიხ. ლორთქიფანიძე. „იმელის“ ქვესადგური - 3-05-66, 3-12-81. კომუნისტის გამომცემლობა - 3-55-41. საბჭოთა მწერალი - 3-21-28. სიბლიტგამი - 3-19-94. რუსთაველის თეატრი - 3-55-87, 3-45-80. მარჯანიშვილის - 3-02-50, 3-32-04, 3-64-64. ოპერის თეატრის დირ. - 3-06-42, დირ. მოადგილე - 3-07-04. ადმინისტ. - 3-60-64. ლიტფონდი - 3-54-15. რადიო კომიტეტი - 3-83-27.


*
გამოიყო კომისია გ. ტაბიძის 60 წლისთავის აღსანიშნავად:
1. შ. დადიანი, 2. ს. ჭილაია, 3. ალ. გომიაშვილი.
27/V-52
ი...

*
На Кавказе
Тихо но В
Транс-экстазе
Тихонов.

  Грузинские стихи и песни о Сталине в переводе русских поэтов по редакцией И. С. Тихонова. Советский Писатель. 1938.
Шведов. Крутиков.
Грузинские стихи и песни о Сталине. 1937 - Тбилиси.

*

1908-1918 - 10. 1918-928 - 10. 1928-938 - 10. 1938-948 - 10. 1948-952 - 10.

როგორც წიგნი დაწერილი სისხლის წვეთით.

ლიტერატურული ძეგლები. ბ. ჟღენტი.

*
მიხ. მრევლიშვილი. დუპლოს ქალი. ვანელი ფუქსავატი.

28 მაისი. 1952.
მწერალთა კავშირი.
რითი მოიპოვა ამ იდიოტმა ნატროშვილმა უფლება ჯღაბნოს და ბეჭდოს ყოველი, რაც ენაზე მოადგება.
შემოვიდა კალე ძალიან კონფიდეციალურად.

*
I წ. თბილი ბორჯომი სამჯერ დღეში ნახევარ-ნახევარი ჭიქა. ერთი საათით ადრე ჭამის წინ.
II წ. ჭამის წინ, როგორც დაჯდებით, 10-10 წვეთი.