შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-617-14 - 1949 წელი


თბილისი, კალინინის ქ. №№86, ბაღათურია აკაკი ტარასის ძე. 11/III-49 წ.

10. III. 49 წ.
კარდიოლოგიის ინსტიტუტში ჩემს პალატაში (№1) შესანიშნავი შეხვედრა მოხდა: ბაღათურიამ შესანიშნავად წაიკითხა ჩემი ლექსები: მშობლიური მიწა, ბოძთან ტრამვაის უცდიდა მგზავრი და სხვა. ყველა პალატებიდან ჩვენს პალატაში მოგროვდნენ მსმენელები, ყველა მეხვეოდა, ოვაცია გამიმართეს. ტაშისცემას საზღვარი არა ჰქონდა, არასოდროს არ დამავიწყდება ეს შეხვედრა.