შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-247 - 1949 წელი


Derriere L’omnibus.
გ. ტაბიძე.

სტალინის დღეები
თითქმის ერთსა და იმავე დროს [გამოქვეყნდა] დაემთხვა სტალინის 70 წლის შესრულების გამო შემდგარი კომიტეტის წევრთა სია და სტალინური კონსტიტუციის დღე, 5 დეკემბერი. იმავე დღეს „Заря Востока“-ში დაიბეჭდა ჩემი ლექსი: „Учитель, вождь, творец побед“.
ეს ლექსი თავდება პირველი სიგნალის მიმცემი სტრიქონებით:
И тот закон, как мысль вождя кристален,
Как семьдесят его прекрасных  лет...
Да здравствует, да здравствует Сталин,
Отец, учитель, вождь, творец побед!
ლექსმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მასზე მელაპარაკებოდენ სახელგამში, თვით „Заря“-ს რედაქციაში, კერძო პირები, მწერალთა კავშირში, თეატრებში.
ეს იყო პირველი სიტყვები, მომწოდებელი, ტონის მიმცემი სიტყვები სახალხო პოეტისა. აქედან წავლენ დანარჩენები, კარგია პირველად ზარის დარეკვა, ინიციატივის ხელში ჩაგდება, რომელიც ყოველთვის გამარჯვებით დაგვირგვინდება.

*
ვახტანგ ერისთავი - მთარგმნელი აკაკი წერეთლისა (პირველი პრემია აუღია З. В., „მერანი“ უთარგმნია).

*
13 დეკემბერი. 1949.
ცეკაში - შადურმა დაიწყო საუბარი. რევაზ მარგიანი. პირველად გამოვედი მე. მიპასუხა მოსაშვილმა. შემდეგ ისევ მე... მოსაშვილი, ეული, ბობოხიძე, შანშიაშვილი. რეპლიკა ჯიბლაძის. რეპლიკა ნონეშვილის. რეპლიკა ჟღენტის. ჟღენტი, ჩიქოვანი, გომიაშვილი, დანარჩენები სდუმდენ.

*
- ამდენი პოეტი ერთად უნდა ცხოვრობდესო.
- მერე ვინ გაუძლებდა ამდენ გიჟს. - სთქვა შანშიაშვილმა გორში.

დღეს: პიონერთა სასახლეში, მწერალთა კავშირში.