შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-235 - 1949 წელი


3-77-70. პაპუკაშვილი ზაქარია.

*
გორი, თბილისი, ქუთაისი.

ის ია, თუ ქალაქია -
აი ქალა: ქუთაისი.
აი ია, ია აისი.
აისია თუ აისი.
ის იაა, [ისა] აისი.
ა, ის ია! [ო,] აისია!
აისია, ო, აისი.
ის ია თუ ქალაქია.
აი, ქალა: ქუთაისი.
1. ა, ის  ია.
2. ა, ის ია!
3. აისია, ო, აისი!
4. ის ია.
5. თუ ქალაქია -
6. აი ქალა:
7. ქუთაისი!

ისიამა.
ნანგრევებზე სდგას მაისი.
ის ია თუ ქალაქია,
აი ქალა: ქუთაისი!

ამ ქალაქმა, ამ ქალაქმა.

ამქალაქმა.
ა, მაისი! ისიამა.
ისიამა, ა, მაისი.

ვერის აღმართზე
- ამ კიბეზე ასვლას ბახმაროზე ასვლა სჯობია, უფრო ადვილია.
- ერთხელ მყინვარწვერზე ავედი და ასე არ დავღლილვარ.
- იალბუზის მწერვალისკენ რომ მივდიოდი, აი, აქ კი... ვერის აღმართზე.

*
ვასო გადილიას გადავეცი გეგმა 1908 წ.
პირველად გეასელის „Мор. პავილიონი“ (ლენ. ქ.).
10 ფორმა წიგნი გადაცემულია.

*
- მაგას ფეშტემალი უნდა ჰქონდეს, მიუტანია.
- ერთი დედის მუცლიდან ორი ერთნაირი შვილი არ იბადება.
- რომ წახვიდე მეორე გზობას, შემატყობინე.
- ვაი ჩემი ბრალი. ორივენი რაღა წოიასავით აწოწიაკვებულხართ!

Заря. 1182. М. Стал. 137. 90. 1319. 90. 1320 р. без. 20 к.

*
Худ. Шухаев.
დაასრულა [სურათი] დეკემბრის გამოფენისათვის ჩემი პორტრეტი.
ალაბუევი. მხატვ. კომუნისტის რედაქცია.
- როდესაც გნებავთო.
(აქ კიდევ კალაძეა).
შაუმიანის ქ. №53. არტაშეს კირაკოზოვი.

ჭიათურა. პირველი საშუალო სკოლა. ვლადიმერ შუკაკიძე.

სახელგამის წიგნი. 6/V-49.

Шпильки  - რომ დავარდება, ვიღაცას ენატრებიო - იტყვიან  (Кто-то скучает).

*
[თუ] მე საწყაული ჩემი ავიწყე -
ღვინოს არ ვსვამდი, ეხლა დავიწყე,
დამჩემდა დარდი, სიგულმავიწყე.

* * *
მე საწყაული ჩემი დავიწყვე...
ღვინოს არ ვსვამდი, ეხლა დავიწყე.
რაც ჩვენ დავშორდით ერთმანეთს, მეგი,
მწარე დამჩემდა [რამე დარდი] სიგულმავიწყე.

[ჩანგის სიმები ვეღარ ავიწყვე.]
[მჭკნარი ვარდები] მე შენი თმები გულთან დავიწყვე.
[მალამო გულზე რომ ვერ დავიცხე,
ჭაღარა ჩემი ინით წავიცხე].
[სახეზე მასხრის] სახეს მასხარას გრიმი წავიცხე,
[ჩანგი იგივე [შეღამ. შთომია] გულგამგმირავი]
სცენაზე ხალხის მომესმა სტვენა,
ჩანგის სიმები [კი ვერ] როცა ავიწყვე...

[არ ვიცი, სად ხარ! უკვე გავიწყვე
ცივი აკლდამა.
უშენოდ, დე, ასე დავიწვე!]

[არ იქნა,] ის ცეცხლი მაინც ვეღარ დავიცხრე.
კოცონი, ხატთან შენთან დავიწყვე.
და იფერფლება საბრალო გული...
უშენოდ, დეე, (ნუთუ) ასე დავიწვე!

[ტრაგიჩეს.]

[პოეტების მეფის სიმღერა]
ღვინოს არ ვსვამდი, ეხლა დავიწყე.
მე საწყაული ჩემი ავიწყვე,
რაც ჩვენ დავშორდით, ტურფავ, ერთმანეთს,
მწარე დამჩემდა სიგულმავიწყე.

ღვინოს არ ვსვამდი, ეხლა დავიწყე,
სახეს მასხარას გრიმი წავიცხე.
გულთან  ჩავიწყვე მე შენი თმები,
ჩანგის სიმები როცა ავიწყვე.

ღვინოს არ ვსვამდი. ეხლა დავიწყე.
კოცონი მე შენს ხატთან გავიწყვე.
და იფერფლება საბრალო გული,
[დეე] ნუ თუ უშენოდ ასე დავიწვე!
გალაკტიონი
1949, 9 მაისი

* * *
ღვინოს არ ვსვამდი, ეხლა დავიწყე.
მე საწყაული ჩემი ავიწყვე.
რაც ჩვენ დავშორდით, ტურფავ, ერთმანეთს,
მწარე დამჩემდა სიგულმავიწყე!

მე შენი თმები გულთან ჩავიწყვე,
სახეს მასხარას გრიმი წავიცხე,
სცენაზე ხალხის მომესმა სტვენა,
როცა სიმები ჩანგის ავიწყვე!

ის ცეცხლი მაინც ვეღარ დავიცხრე;
კოცონი ხატთან შენთან გავიწყვე
და იფერფლება საბრალო გული...
უშენოდ, დეე, მუდამ დავიწვე!
გალაკტიონი
1949, 9 მაისი

*
Поэзия Г. Леонидзе, В. Гольцева.

ერთხელ ჩიტი მაქციერა -
მაქციერა -
მაქციერა!

*
- კარგია ბატონობა, - იტყოდა დედა ჩემი, - თუ რამე გაფუჭდა, სხვას დააბრალებ, თუ რამე გაკეთდა, თავისთავს მიაწერო.

*
1. Театр Оперы и б. 2. Тбилиси вк. XVIII. 3. Тбилиси вк. XIX. 4. Зд. Духовн. Семин. 5. წიგნის სასახლე. 6. Пам. А. Церет. 7. Пам. Ш. Руст. 8. Набережная. 9. Леселидзе. 10. Пам. Сталина. 11. Наб. им. Сталина. 12. Парк Стал. (фун.). 13. Парк Орджоникидзе. 14. Общий вид Тбилиси. 15. Тбилиси ночью. 16. Ул. Мар. Универ.

1900 წლ. - 1917 წ.
1. სახლი გორაზე, სადაც პირველად ვცხოვრობდით (ნათლიაჩემის სახლი). 2. ყუბანეიშვილის სკოლა, სადაც პირველად ვსწავლობდი (მაჩიტაძე ოლიას შკოლა). ოლღა მაჩიტაძე. 3. ქუთ. სასულიერო სასწავლებელი. 4. ბაგრატის ტაძრის ნანგრევები. 5. ძველი ციხე. 6. მასწავლებ. 7. პირველი წიგნები. 8. ამხანაგები. 9. გრეკოვის მკვლელობა. 10. I მოსამზადებელი. 11. II მოსამზადებელი. 12. III მოსამზადებელი. 13. I კლასი. 14. II კლასი. 15. III კლასი. 16. IV კლასი. 17. დამშვიდობება.

გენადი მიხელაძე შემხვდა 10 მაისს, 1949 წ.
Художник Логач Лев Григор. 9 мая. 1949.
    
*
ძირი არსებითია. აქედან - შეიძლება: ზმნა და...
ტივი - ტივტივი - ტივტივება.
ლივი - ლივლივი - ლივლივება.
ციმი - ციმციმი - ციმციმება.
კაში - კაშკაში - კაშკაშება.
რახი - რახრახი - რახრახება.
როხი - როხ-როხი - როხროხები.
ხარი - ხარხარი - ახარხარი.
[ზარი - ზანზარი - ზანზარება].
ფუსი - ფუსფუსი - ფუსფუსება.
ჭახი - ჭახჭახი - ჭახჭახება.
წამი - წამწამი - წამწამება.
სხივი - სხივ-სხივი - სხივსხივება.
შუქი - შუქშუქი - შუქშუქება.
შოქი - შოქშოქი. ხალხურია.
ლობი - ლობლობი. ხალხურია.
ბუქი - ბუქბუქი - ბუქბუქება.
როდესაცი - გაროდისება.

*
ამოღებულია: ცხენი. გახსოვდეს მარად - 141.

ელ. ლობჯანიძე.

ფიქსირებული უნდა იქნას
1. ზ. მარიდაშვილი - ამბობს შესავალ სიტყვას ტრიბუნიდან.
2. მ. პატარკაციშვილი - ამბობს მისასალმებელ სიტყვას.
3. ლ. ქუშმელაშვილი - აკეთებს მოხსენებას: გალაკტიონ ტაბიძის ბიოგრაფია.
4. თ. მაისურაძე - მოხს.
5. ი. ანდრიაძე.
6. გ. ნინუა.
7. მ. მიქაბერიძე.
8. ელ. ლობჟანიძე.
9. ლექსებს ჰკითხულობენ ჩემდამი მოძღვნილს და ჩემსას.
10. სკოლის გუნდი ასრულებს სიმღერებს.
11. სპეკტაკლი.

1. პრეზიდიუმი სცენაზე. 2. ჯგუფი ბავშებთან ერთად. 3. ჯგუფი მასწავლებლებთან. 4. ჯგუფი ნაძალადევის მუშებთან. 5. კლუბის ადმინისტრაცია. 6. მომხსენებლებთან ცალკე. 7. ჩემი გამოსვლა ტრიბუნაზე. 8. მომენტი ყვავილებით.

*
1. ქართულ კოსტიუმში დამჯდარი.
2. ქართულ კოსტიუმში მდგომარე.
3. ორთან - ან სამთან.

*
ძვირფასო ახალ...
ნება მომეცით...

ზალდასტანიშვილი. სტალინის რაიონის მთავარი ინჟინერი.
Шервашидзе. Художник.
კოტე თუშმალიშვილი.
- Вы мне так нравитесь - <...>.

*
საბინაო სამმართველოს
სსსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის,
საქართვ. სახალხო პოეტის გალაკტიონ ტაბიძის
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
ვცხოვრობ ჟორსის ქ. №4. არა მაქვს საწყობი სხვადასხვა ნივთებისთვის ("სარაია"). გთხოვთ, ნება დამრთოთ, მოვაწყო იგი ჩემს ეზოშივე.
გალაკტიონ ტაბიძე
1949, 29 აპრილი
5 მაისი