შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-242 - 1949 წელი


1949 წელი

*
თვალებში უკრთის ნაზი ცვარი ცის,
ჯერ ფეხზე დგომა კიდევ არ იცის.
[თუ დაეცემა, [ეს] ნიშნავს, რომ მიწას]
[აცხადებს მისად] [დაცემა ნიშნავს]
[და რომ [დედა] მიწა მთლად მას ეკ]
[დაეცა - ნიშნავს, რომ დედამიწა]
დაეცა - ნიშნავს ფიცს იმაზე, რომ
ის მფლობელია ამ დედამიწის.

აჰ, ფეხზე დგომის ჯერ არ აქვს ნიჭი,
და თუ როგორმე გადადგა ბიჯი -
აღტაცებული კისკისებს დედა:
ჩემი ბიჭი სდგა.. სდგა ჩემი ბიჭი.

[სდგას ჩემი ბიჭი,]
მალე შესძახებს მოსეულებს: ჰკა-ს.
შემდეგ დაიწყებს თესვასა და მკას,
ეს თქვენ  ტაატი ნუ გეგონებათ -
ჩემი ბიჭი დგას, ჩემი ბიჭი დგას.

[აქ, ლაჟვარდებში მისცურავს გემი]
მაღალ ნაპირზე მოსჩანს ირემი,
შორს, ლაჟვარდებში მისცურავს გემი -
აქეთ, ირემო, ირემო, აქეთ...
ჩემი ბიჭი დგას, დგა ბიჭი ჩემი.

ასე ის დედამ დიდხანს ატარა,
მაგრამ დაეცა ისევ პატარა.

[ბავში პირველ მაისს]
მაისი და ბავშები
თვალებში უკრთის
ნაზი ცვარი ცის,
ჯერ ფეხზე დგომა
კიდე არ იცის.
დაეცა, ნიშნავს
ფიცს იმ[აზე რომ]
ის მფლობელია
ამ დედამიწის!

აჰ, ფეხზე დგომის
ჯერ არ აქვს ნიჭი,
და თუ როგორმე
გადადგა ბიჯი,
აღტაცებული
კისკისებს დედა:
ჩემი ბიჭი სდგა,
სდგა ჩემი ბიჭი.

მალე შესძახებს
მოსეულებს: ჰკა-ს,
შემდეგ დაიწყებს
თესვასა და მკას.
ეს თქვენ  ტაატი
ნუ გეგონებათ,
ჩემი ბიჭი დგას,
ჩემი ბიჭი დგას.

ასე ის დედამ
დიდხანს ატარა,
მაგრამ დაეცა
ისევ პატარა.

*
გამომიგზავნე, ნერგუთო, ავტომობილი.

* * *
ნუნუს ბებიამისი ეუბნება:
- ოი, რა ფოც-მოტოვებული ხარ, გოგო, ვის გამოეგვანე!
ფოც-მოტოვებული - ჩქარი.

მოტო
ო, ვის გამოეგვანე -
გო[გო], [ოი] რა ხარ... რა ჩქარი ხარ,
რა ფოც-მოტოვებული.

პიერ კობახიძეს
[ამ ლექსებს ვუძღვნი]
ვუგზავნი ამ წიგნს შიშით და კრძალვით
ჩვენს ძვირფას პიერს, არტისტს სახალხოს,
მსურს მასში ჰპოვოს შვენება ძველი
და ძველი იგი ამით ახალჰყოს...

*
1949. 31 ივლისი.
საავადმყოფოში გამგზავრების წინ.
უთოს კონტაქტისაგან სულ გადაიწვა სახლში მთელი ელექტონი (სახლში შემოსაშვები არაა).

*
ჯობია, სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ყავდეს.
ძვ. ბავშებო!
ჩვენს ბედნიერ და სამართლიან დროში თქვენი ცხოვრება და სწავლა რომ უდაოდ ბედნიერებაა, ამას თქვენ ძლიერ კარგად გრძნობთ იმისათვის, რომ მე ამის მტკიცებას შეუდგე თქვენთან...
მე მინდა მხოლოდ  მოგახსენოთ იმის შესახებ, თუ რა დროში ვსწავლობდით ჩვენ და როგორ გარემოებაში, კერძოდ - როგორი აღმზრდელ-მასწავლებლებით ვიყავით გარ-შემორტყმული.
საყვარელო ბავშებო! თქვენ რომ ეხლა გარს გახვევიან გულწრფელ პედმასწავლებელთა ურიცხვ რგოლთა ხლართები, ჩვენ ასე როდი ვიყავით, ჩვენ თქვენისთანა მასწავლებლობა როდი გვყავდა!
პირადად ჩემთან ჟანდარმულ სულისკვეთებით და დავალებით ეხლაც ანგარიშგაუსწორებელი მყავს ზოგი მათგანი.
მიუხედავად იმისა, რომ მე მათ არც კი ვაგრძნობიებდი, თუ რაოდენი ზიანი მომაყენეს მათ თავის დროზე - მომაშორეს რა სემინარიის კედელს და  როგორც უვარგისი ჩვარი ქუჩაში გადამისროლეს, ისინი ეხლაც განაგრძობენ თავიანთ ხაზს ჩემდამი „პედმოვალეობის“ გამო და ქვეწარმავალივით სისინებენ. ამ რამდენიმე დღის წინ მქონდა შემთხვევა უცაბედად გავცნობოდი ერთ-ერთ ჩემზე დაუვიწყრად დამვალებელის ჩვეული მზრუნველობის შედეგად მის შრომას სახ. „...“, საცა იგი დიდის გულმოდგინებით მაქებს და (თვალის ამრიდად) ჩემს, პირად საყოფაცხ...